x

"ლივერპულის" საზაფხულო გეგმები

ავტორი: johnson, 28-02-2018, 10:57, კატეგორია - სიახლეები, 1 140, 11


დიდი ალბათობით, ზაფხულში "ლივერპული" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას Liverpool Echo ავრცელებს. აღნიშნულ ტურნირზე მერსისაიდელები მატჩებს ივლისის ბოლო კვირაში ჩაატარებენ. სავარაუდოდ, "წითლების" მეტოქეები "მან. სიტი", "მან. იუნაიტედი" და "რომა" იქნებიან.

როგოროც იცით, "ლივერპულმა" აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობა 2016 წელსაც მიიღო - მაშინ კლოპის შეგირდები "ჩელსის", "რომასა" და "ბარსელონას" გაეჯიბრნენ.

ახლა მერსისაიდელებს რამდენიმე შემოთავაზება აქვთ და კლოპიც პრე-სეზონის ჩასატარებლად საუკეთესო ვარიანტს არჩევს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთში მუნდიალი 15 ივლისს სრულდება და დიდი ალბათობით, აგვისტომდე გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ვერ შეუერთდება.

გარდა ამისა, "ლივერპული" ზაფხულში ამხანაგურ მატჩს "ენფილდზეც" გამართავს - ამის საშუალება "წითლებს" თითქმის 4 წელია არ ჰქონიათ, რადგან გუნდის საშინაო არენაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა. 

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

პრე სეზონზე ყველაზე მეტად სუპერ თასი გამიხარდება :D

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
წელს არამგონია წელს შეილება შეიმუშავონ გეგმა და თუ შეიმუშავეს ალბათ მომავლა წელს დაიწყებენ რეკონსტრუქციას

James Pearce
VIP Member

ეს წამყვანი მოთამაშეები რო არ იქნებიან კარგიცაა აკადემიის წამყვან მოთამაშეებს ათამაშებს და იქნებ ვინმე მაგარი გაჩითოს კლოპომ 1რიგში კურტის ჯონსი უნდა ათამაშოს ვუდბერნი ეჯარია და სხვები:)) ტურნეს რაც შეეხება კარგია ეპლის ორი გუნდი თუ იქნება მშვენიერია თან სიტი და მანჩესტერი კარგი თანაშები გამოვა რომაც კაი გუნდია იმედია ალისონი ლფცს კარში იდგება :დ

johnson
ადმინისტრატორი

იმედია მაგ დროისთვის ტრანსფერები უკვე მოგვარებული იქნება, თან ამბობენ რო ინგლისში 11 აგვისტოს დახურავენ სატრანსფერო ფანჯარას.


აშშ-ში ტურნე არ მიყვარს 05:00-ზე რო იწყება თამაშები ცუდია ადრე გაღვიძება :დ :დ

gio_chyoi
რედაქტორი

იმედია მართლა არ გაწელავენ ამ ტრანსფერებს. ჯანი თუ დარჩა მითუმეტეს. 2 ან ყველაზე მაქსიმუმ 3 კაცი იქნება მოსაყვანი და მალე გააკეთონ ეგ საქმე

_z_l
მომხმარებელი

reversi,
როგორც ვიცი, 2019 წლის სექტემბრამდე აქვთ მშნებლობის ნებართვა, მანამდე უნდა დაიწყონ. ჯერ გეგმის შემუშავების პროცესში არიან

LUIS SUARES 001
VIP Member

1 klopis efeqti nebismier turnirze da nebismier tamashze.

number-8
მომხმარებელი

ჯანი თუ დარჩა რაღა ტრანსფერების იმედი გაქვთ? მეკარე თუ მოვა ვიღაცა ღლაპი მოვა პრემიერ ლიგელი დარწმუნებული იყავით და იქნება ზუსტად რობერტსონის დონის ტრანსფერი მაქსიმუმ 2-3 ჩვენ რო არ გვეოდინება ისეთი მარა მე ეგეთების უფრო იმედი მაქვს კლოპომ იცის საქმე

lashafss
VIP Member

კარგია ეს გახურებისთვის კარგი ტურნირია ხოლმე : )

number-8
მომხმარებელი

reversi,
პირადად მე მაქვს დიდი იმედი რო კარიუსი აღარ ჩაიჯვავს და პირიქით უფრო და უფრო მოიხოდება შეგენიც მაგრად იჯვავდა თავიდან და თუნდაც დე ხეა ვინც ჩემი აზრით პირველი მეკარეა ამიტო ვიძახი რო რ მოვა ძვირიანი მეკარე ალისონით დიდად ვერც ვკაიფობ თუ მეკარე მოვა მაშინ ბარემ ობლაკი მოვიდეს თუარადა პირადად მე ბატლენდზე შევაჩერებდი არჩევანს, დალშე რავი მე პირადად არა მგონია რო ვარსკვლავური კამანდა მოვიდეს პროსტა კლოპის ხასიათი რო ვიცი არ მოიყვანს მასეთ კამანდას კლოპს უნდა იმენა ის ვინც მას ჭირდება და ყველა მისი ტრანსფერი ამართლებს თითქმის დარწმუნებული ვარ მაქსიმუმ მოვიდეს ლემარი დალშე მოვა იმენა მისი მოძებნილი კამანდა რომელიც ამ საიტის 90 პროცენტს არ გ ვეცოდინება როგორც რობერტსონი

number-8
მომხმარებელი

reversi,
ყველაზე ძვირი მცველი იმიტო გახდა ვანდეიკი რო იმენა კლოპს უნდოდა და უნდოდა იმენა ვანდეიკი ხო ნახე ზაფხულში მცველი არ მოვიდა იმიტო რო ვინც კლოპოს უნდოდა ვერ მოყავდათ. ამ კაცს ეს ახასიათებს დორტმუნდიდან მოდის ის ვინც იმენა სჭირდება პროსტა პოზიციას არ აძლიერებს თუნდაც მარცხენა ფლანგი გაიხსენე რამდენი კაი მცველის დათრევა შეეძლო და არ მოიყვანა მაგრად კიდია მიაგნო რობერტსონს და მოიყვანა ტრაკიდან. დიდი ფული დაიხარჯება მარტო იმ შემთხვევაში თუ ისეთი მოვა ვინც მის რადარზეა და ასეთი მგონი მარტო ლემარია იიტო ვთქვი მაქსიმუმ ლემარი მეთქი, აუ იმის თქმა მინდა რო თუ ლემარში იხდის იმას არ ნიშნავს რო სხვაშიც გადაიხდის ფორვარდის პრობლემაზე ხოიყო ლაპარაკი და არვინ არ უარყოს 95% ფირმინოს არ გვჯეროდა მარა არ ოიყვანა ობამა იმიტო რო არ უნდოდა და არა იმიტომ რომ ფული არ ქონდა, კლოპოს ხასიათიდან გამომდინარე არ ვეოდები რო ბევრი ხმაურიანი ტრანსფერი იქნება და სიმართლე გითხრა არც მინდა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze