x

ვინ შეიძლება გააძლიეროს "ლივერპულის" დაცვა?

ავტორი: gio_chyoi, 1-03-2018, 13:55, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 240, 22


გარდა იმისა, რომ "ლივერპულს" ფილიპე კოუტინიოს შემცვლელი ჰყავს მოსაძებნი, გუნდისთვის ასევე მნიშვნელოვანია ვირჯილ ვან დეიკისთვის შესაფერისი პარტნიორის მოყვანა.

იურგენ კლოპის გუნდის თამაშის ყურება ერთ სიამოვნებად ღირს, განსაკუთრებთ მაშინ, როდესაც შემტევი ტრიო ფორმაშია, თუმცა, ამასთან, ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ, თუ როგორი მოწყვლადია გუნდის დაცვა.

გუნდს გასვლით თამაშებში 22 ბურთი აქვს გაშვებული და მთლიანად პრემიერ ლიგაში კი 32. მიუხედავად ვირჯილ ვან დეიკის სარეკორდო ტრანსფერისა, დაცვის პრობლემა მაინც მოსაგვარებელი რჩება.

ჰოლანდიელი ტოპ კლასის მცველია, თუმცა მას გვერდით ასეთივე დონის პარტნიორი სჭირდება. ჯოელ მატიპი და დეიან ლოვრენი, ორივე საკმაოდ არასტაბილურად გამოიყურება და დიდი ტიტულებისათვის მებრძოლ კლუბს მათზე უკეთესი ესაჭიროება.

ქვემოთ განხილულია სამი შესაძალო ვარიანტი, ვისი შეძენითაც "ლივერპული" უნდა დაინტერესდეს:

ტობი ალდერვეირელდი ("ტოტენჰემი")

უკანასკნელი ცნობებით ბელგიელმა მცველმა თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი აღარ გაახაგრძლივა და იგი ლონდონურ კლუბს ზაფხულში დატოვებს.

28 წლის ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში უდავოდ ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება თავის პოზიციაზე და მერსისაიდელთა დაცვა ერთი-ორად გააძლიერებდა.

აღსანიშნავია, რომ მისი სატრასნფერო ღირებულება ასაკიდან და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მომავალ ზაფხულს კონტრაქტის ვადა ეწურება, არც ისე მაღალი იქნება.

სტეფან დე ვრეი ("ლაციო")

კიდევ ერთი საკმაოდ მაღალი დონის ცენტრალური მცველი, რომელმაც ჰოლანდიური "ფეინოორდიდან" რომაულ "ლაციოში" გადასვლის შემდგომ საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი მის შესახებ ისაა, რომ მას ამა წლის ზაფხულს კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება და მისი აყვანა მერსისაიდელებს უფასოდ შეეძლებათ. ეს კი ამ ტრანსფერს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი ისაა, რომ ვირჯილ ვან დეიკსა და სტეფან დე ვრეის ეროვნულ ნაკრებში ერთად ნათამაშები აქვთ და ეს შესაძლოა კიდევ უფრო მეტი სტიმული გახდეს დე ვრეისთვის და დაეხმაროს "ლივერპულს" ამ ტრანსფერის განხორციელებაში.

კალიდუ კულიბალი ("ნაპოლი")

26 წლის სენეგალელმა უკანასკნელ წლებში უზარმაზარი პროგრესი განიცადა.

იგი არის ძალიან მაღალი, ძალიან ძლიერი, ამასთან სწრაფი და კარგად გამოსდის ვარდნები და ბლოკები. გარდა ამისა, იგი ძლიერია თამაშის წაკითხვასა მეტოქის გადაცემების ჩაჭრაში.

მისი პასები 91.4% სიზუსტე ცხადყოფს, რომ იგი ფეხითაც ძალიან კარგად თამაშობს. იგი დიდ მოწონებას იმსახურებს ნეაპოლელთა ხელმძღვანელობის მხრიდან და "ლივერპულისთვის" ფანტასტიური შენაძენი იქნებოდა.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

მე აქ მივამატებდი კიდე შკრინიარს. უბრალოდ მაგის ყიდვის შანსი ძაან ცოტაა. თორე ეგ ძალიან მაგარია. ამ 3-ს რაც შეეხება ყველაზე ნაკლებად ალდერვეირელდი მინდა, კარგი მცველია მარა ყველაზე ასაკოვანია. დე ვრეი ძალიან მაგარი ვარიანტია 2 რამის გამო 1. უფასო აგენტია და 2. ჰოლანდიელია და თან ვან დეიკთან ერტად აქვს ნათამაშები. თორე ისე ალბათ ყველაზე მაგარი აქედან მაინც კულიბალია, უბრალოდ ძაან ძვირი ეღირება

James Pearce
VIP Member

კულიბარი შანსი არაა უბრალოდ. ტობის ასაკი არ მომწონს და რავი დევრეი კარგი ვარიანტია მგონი თან უფასოდ :)) ლოვრენი კლავანი უნდა გაუშვას მატიპი ვვდ გომესი და დევრეი კარგი იქნებოდა

liverpool-fan
VIP Member

ისე ვარ რომ რომელიც გინდა იყიდონ გამიხარდება იმიტომ რომ 3 ვე კარგი ვარიანტია და ვფიქრობ დეიკთან მაგარ დუეტს შექმნიან ფლანგებზე კლაინი რობერტა ცენტრში ჰენდო ვეიგლი კეიტა და ტრიო უუუუუფ რა კამფეტი სასტავია ნუ ჰენდერსონი არც მე მომწონს მარა ვფიქრობ რომ რახან კაპიტანია მაინც უფრო ხშირად ათამაშებს

GoGson
VIP Member

აუ გიო აი შკრინიარზე ვწერდი და შენი კომენტარი ვნახე. მეც ძაან მინდა შრკინიარი, რაღაცნაირია რა, იმენა მგონია რო გაამართლებდა და რავი წესით ინტერზე მეტი ამბიცია უნდა ქონდეს. ერთი 60 მილიონად ჩალიჩი შეიძლება.

აუ კულიბალი მგონია რო რეალშიც არ გადავა, იმდენად ნაპოლის კაცია.

ანდერვეილდი კაია მარა ეგეც მეეჭვება , და დევრეიზე ყველაზე მეტად მგონია რო შეეცდებიან და ერთი 4-5 გუნდი გვეყოლება კონკურენტი.

შკრინიარი და მაგუაერი მოვიდნენ, და მერე ლოვრენი, მატიპი, კლავანმა თუ უნდათ სამივემ ერთდროულად დაახვიონ გუნდიდან. დეიკი,შკრინიარი, ძირითადში და მაგუაერი გომესი ზამენაზე იდეალური იქნება

იტალიიდან ძაან ბევრი კადრის გადმობირებაა შესაძლებელი, არც ჩემპიონატია მაღალი დონის და არც ხელფასები აქვთ და ფეხბურთელის დაინტერესება ადვილი იქნება რა

gio_chyoi
რედაქტორი

GoGson,
მაშინ ინტერი გვინდა რო ლიგაზე ვერ მოხვდეს. მასე უფრო მეტი შანსი გვექნება გადაბირების :) ისე ძაან მაგარი მცველია. ძაან ჭკვიანია ეტყობა და ტოპ კლასის გაიზრდება, ჯერ ახალგაზრდაა კიდე

GoGson
VIP Member

gio_chyoi,
ელისონი, შკრინიარი, მაგუაერი, სესენიონი, ჟორჟინიო, პულიშიჩი. აი ეს 6 ტრანსფერი დაგვხატავს. წავიდეს მერე ვისაც არუნდა ლივერპულში))))

კუთხურები პენალტივით გვექნება ხოლმე დეიკი და შკრინიარი რო ჩავლენ , 4 თუ 5 გოლი აქვს შკრინიარს თუარვცდები ყველა კუთხურიდან ამ სეზონში

oto1990
მომხმარებელი

იასნია კულიბალი ყველას ჯობია მარა არარეალურად ჩანს
დევრეის ალდერვეირელდი ჯობია 28 მცველისთვის ნორმალური ასაკია 5 წელი მინიმუმ იდგება უმაღლეს დონეზე
არც ერთი არ იქნება იოლად გასაკეთებელი ტრანსფერი,ალდერვეიელდი ზუსტად დეიკის მსგავს კონტრაქს ითხოვს,მსურველებიც მრავლად არიან
ალბათ მაინც დევრეია რეალური ყველაფრის გათვალისწინებით, მთლად გრანდები არ ინტერესდებიან ალდერვეირელდისგან განსხვავებით თუ გაანძრიეს ერთი ადგილი დაითრევენ დევრეის

Duck.
მომხმარებელი

შკრინიარი ვინ არის ვაბშე

oto1990
მომხმარებელი

იტალიამ ცოტა გაიღვიძა მოემატა დონე სერია Aს,მაქედან ჯობია ტრანსფერის გაკეთება უკვე ვიდრე პორტუგალიიდან,საფრანგეთიდან ან ბუნდესლიგიდან ძალიან ბევრი კადრი გაჩნდა იტალიაში ბევრ გუნდს ყავს კარგი ახალგაზრდები

liverpool-liverpool-YNWA
მომხმარებელი

საერთოდ არ მგონია რო ლივერპული მცველს დაიმატებს ნამდვილად არ მგონია რო მაგაზე ფიქრობდნენ.ორი ნახევარმცველი აუცილებლად და ერთიც შემტევი ეგ იქნება დზირითადი მიზანი.და კარიუსმა თუ არ გაამართლა მეკარე.

gio_chyoi
რედაქტორი

Duck.,
ინტერის მცველი. ერთ-ერთი საუკეთესოა დღეს მსოფლიოში

Ynwa Scousers
VIP Member

ლუვერპულის დაცვის გაძლიერება მარტო ამ სამს კი არა ნებისმიერს შეუძლია ვინც ლოვრენზე და მატიპზე კარგად თამაშობს :D

Duck.
მომხმარებელი

მცველს არ დაიმატებენ ესენი, ჯო გომეზი დაუბრიუნდება თავის პოზიციასო კლოპომ, ალბათ კლავანი წავა და ჯო შეცვლის რაგნარას და რაცაა ის დარჩება

Capitan
მომხმარებელი

დევრეი რეალურია ძალიან და ვანდეიკი დევრეის ჰოლანდიური დუეტი ძალიან კარგი იქნება ოფიცალურად გადაწყდა სეზონის ბოლოს რო მიდის კაცი და კლოპს უფასო ხალხის დათრევა მაგრად ევასება ლოვრენი გაყიდოს ვაბშე და დევრეი ვანდეიკი მატიპი გომესი კლავანი დატოვოს

mamuka1985
მომხმარებელი

რათქმაუნდა ტობი ალდერვეირელდი უკეტესია,ინგლისში თამაშობს და ადაპტაცია იმდენდროს არწაიღებს,ისე ურიგო არცერთიარაა,ისე თუ აკვირდებით ნიგუეზს რა ბიჭია,ძაან მაგარია,მსოფლიო კლასის დადგება,ვინ მოგვყიდის თუარა

lashafss
VIP Member

კულიბალი ძაან ძლიერია რა :X აი ჩერეზჩურ მაგარია კულიბალი, უბრალოდ არ გადავა არსად, კარიერას ნაპოლიში დავასრულებო თქვა. დევრეი მოვა დიდი ალბათობით ... ტობიც არაა ცუდი მერე რა რო ასაკშია მაინც მაგარია ძაან

cotne_suarez
მომხმარებელი

kulibali an anderveildi imito rom gamocdilia eplshida tan stabiluria

vapshe atletikos dacvashi roa jimenesi dagvxatavda yvelaze metad mara sadaaa egre :D

giginio
VIP Member

de vreii.

LUIS SUARES 001
VIP Member

არა და კულიბალი დაგვხატავდა მაგრა.დე ვრეი თუ გამოგვივიდა გაუვალი დაცვა გვეყოლება

GoGson
VIP Member

მატიპს არ გაუშვებენ მაგრამ მე მატიპის წასვლაც მინდა და სანაცვლოდ მაგუაერი :დ ბევრად ძლიერი დამცველია

და ვაფშე ხიმენესი რას შვება ? თავიდან ძაან მინდოდა თან უფასო რო იყო მარა ჩაკვდა ვაფშე ბაზრები. წინა სეზონში გვევასებოდა ყველას :დ

GoGson
VIP Member

reversi,
მაინცდამაინც არ დამწყდა გული :დ

sosoia.liverpool
მომხმარებელი

Sesenioni gvinda fulemidan magari bichia da gamicdili de vrei

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze