x

კლოპის რეკორდსმენი "ლივერპული"

ავტორი: gio_chyoi, 1-03-2018, 17:55, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 226, 11


"ლივერპულს" მიმდინარე სეზონში საშუალოდ 1 თამაშში იმაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (2.58), ვიდრე გასული 123 წლის განმავლობაში, მოყოლებული 1895/96 სეზონიდან.

Echo-ს ჟურნალისტ ჯეიმს პირსის ცნობით, იურგენ კლოპი აღნიშნული მაჩვენებლით "ლივერპულის" ყველა სხვა ლეგენდარულ მწვრთნელზე წინაა. თავიანთ საუკეთესო სეზონებში საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდათ: სუნესი (1.58), ევანსი (1.66), შენკლი (1.67), ბენიტესი (1.67), ულიე (1.68), ფაგანი (1.72), როჯერსი (1.77),  პეისლი (1.79), დალგლიში (1.92), კლოპი (2.03).

"ლივეპრულს" მიმდინარე სეზონში უკვე აქვს გატანილი 100 გოლი. აქედან 31 მოჰამედ სალაჰის ანგარიშზეა, 22 ფირმინოს, 13 მანეს ხო 12 ჯერ კიდევ იანვრის თვემდე, ფილიპე კოუტინიოს.

ასეთი მაჩვენებლით ჩვენ ისეთსავე დონეზე ვართ როგორც "პესეჟე", კატალონიის "ბარსელონა", მადრიდის  "რეალი" და "მანჩესტერ სიტი".

კრიტიკას მხოლოდ "ლივერპულის" დაცვა იმსახურებდა, თუმცა ვირჯილ ვან დეიკის  გუნდში მოსვლისა და კარში 1 ნომრად ლორის კარიუსის გამწესების შემდგომ, სიტუაცია უკანა ხაზშიც დასტაბილურდა.

აღნიშნული სტატისტიკა კარგად ასახავს კლოპის ფეხბურთის შედეგიანობას, თუმცა, საბოლოოდ, იგი მაინც მხოლოდ და მხოლოდ ტიტულებით განისჯება.

მიმდინარე სეზონში კლოპს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა შეუძლია, რითაც იგი საბოლოოდ უკვდავყოფს თავის სახელს კლუბის ისტორიაში.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

მართლია, საბოლოოდ მაინც ტიტულებია მთავარი და თუ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა არა მხოლოდ ლივერპულის, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევა ოქროს ასოებით კლოპო :)

Capitan
ტოპ კომენტატორი

წინა ხაზზში იდალურადაა ყველაფერი კოუტინიოს წასვლის შემდეგ მაინც მაგარ ხოდზე ვართ... დევრეი ალისონი დაცვის პრობლემას მოხსნიან 1 ჩამშლელი თუ ჩანი წავა და კოუტინიოს შემცვლელი სულ 4 კაცი აქედან 1 უფასო მაგარი სასტავი ვიქნებით ძალიან... მაგარი სათადარიგო სკამით...

----------------------------ალისონი-----------
--კლაინი---ვანდეიკი---დევრეი---რობერტსონი----
----------------კეიტა---ვაიგლი---ისკო------------------
------------სალაჰი----ფირმინო------მანე-------


არნოლდი მატიპი კარიუსი ჩემბერლენი ვეინალდუმი ჰენდერსონი მილნერი სოლანკე გომესი ლალანა

GoGson
VIP Member

ჯერრ სადდ ხართთთთ )))))))))))) ტიტულებსაც დავიწყებთ მალე, შეიძლება ამ სეზონშივე. მართლა ძაან მინდა რო იმენა კლოპი ჩაიწეროს ოქროს ასოებით ლივერპულის ისტორიაში და მერე სტივი ჯიმ გააგრძელოს ამ ისტორიის წერა

James Pearce
VIP Member

კარგი გუნდი დააყენა კლოპომ და კიდევ უკეთეს დააყენებს (საჩემპიონო) მომავალ წელს კეიტა ძალიან ძლიერია აუ სალაჰმა როგორც გაანართლა ეგრე იქნება ნაბიც მომავალი 8ანი <3 საყრდენად ჟორჟინიო თავისი ძალიან ჭკვიანური პასებით თან ნაპოლიც ჩვენს სტილში თამაშობს და მგონია რო სწრაფად და ხარისხიანად ჩაჯდება ძირითადში კოუს შემცვლელსაც მოიყვანს კლოპი და აი აქ კლოპის მჯერა რთული იქნება მაგრამ ვინმე მაგარს გაარტყავს და ნახდაცვა კეიტა -ჟორჟინიო-კოუშენცვლელი მაგ: პულისიჩი სრული სიგიჟე იქნებოდა დაცვაშიც კლაინი მაგარია ვვდს ვინმეს მოუყვანენ და კარგ დუოს ააწყობს მარცხენა მცველის პრობლემა რობერტსონმა გადაჭრა და მეკარე ნუ იმედია ალისონს მოიყვანენ რავი კარიუსი მომწონს ეს ბოლო თამაშები მაგრამ რავი აგერ ეხლა რა ბურთი გაუშვა ანუ როდის და*ცენზურა*ვდება კაცმა არ იცის მოკლედ შემდეგ წელს უეჭველი ეპლს დავდებს თუ ეს ტრანსფერები გააკეთა კლოპომ და თან დროა უკვე რამე სერიოზული ტიტული დაიდოს <3 წელს უჩლს მოგებაზეც ვფიქრობ კლოპოს ხელში ყველაფრის შანსი გვაქვს თან ლფც ვართ ამის დედაც <3 :დ კლაინი ლალანა დაბრუნდნენ ეხლა რა კაი შემადგენლობას დააყენებს ცოტა ხანში ნახეთ კარიუსი-კლაინი-მატიპი-ვვდ-რობერტსონი-ჰენდო-მილნერი-ლალანა-სალაჰი-ფირმინო-მანე კარგი შემადგენლობაა კარგი სკამიც <3

lashafss
VIP Member

ამ გუნდს კიდევ შემოემატებიან დამიჯერეთ და ახლაც შეუძლია ლიგა დადოს დარწმუნებული ვარ, პსჟ სი ცოოტა მეშინოდასავით მარა ჯერ საერთოდ რეალს თუგაცდება საკითხავია

LUIS SUARES 001
VIP Member

მომავალ წელს სერიოზული მიზნებისათვის უნდა ვიბრძოლოთ

chipe888
მომხმარებელი

კარგი მაჩვენებელი აქვს გასაგებია და ვეთანხმები მარა უკანა ხაზის პრობლემა დასტაბილურდაო როგორ უნდა თქვა, როცა ვეს ბრომი გიტანს 3 გოლს. ყველა პრემიერ ლიგაზე და ლიგაზე საუბრობს. ლიგის თასიდან გამოვარდით და მივაყოლეთ ფა თასიც. ეს უკანასკნელი კიდე ერთი ტიტულისთვის ბრძოლის გარანტიას იძლევა. ტიტულის დადებაზე ცოტა ადრე უნდა ეზრუნა და ეხლა რთული შეასრულებელი იქნება ჩემპ. ლიგის მოგება. ეხლა არავინ თქვას რო შედა თასებზე ყომარი არ უნდოდა და რა თასებიაო. რაღაცას მაინც მოიგებდა და თავდაჯერებულობას შესძენდა გუნდს. პირდაპირ ლიგა გინდა დადო ეგრე რთულია. თან არცერთი გუნდი არ იქნება საჩუქარი

_z_l
მომხმარებელი

“I want to build a team that’s invincible, so that they have to send a team from bloody Mars to beat us!” Bill Shankly

Klopi agrdzelebs Shanklys datskebul sakmes :)

lashafss
VIP Member

chipe888,
და ვან დეიკი როდის მოვიყვანეთ ხოარ გახსოვს შენ? ბოლო თამაშები ვერ ხედავ რომ უკეთესია დაცვა თამაშიდან თამაშამდე?

chipe888
მომხმარებელი

lashafss,
კი შეიცვალა დაცვის თამაში და ასეც უნდა ყოფილიყო,ბოლობოლო 75 მილიონიანი მცველი გვყავს,მარა იმის თქმა რო პრობლემა არ არის დაცვაში არ შეიძლება. ამიტომ გავიხსენე ვესტბრომი და უოთფორდი,რომელმაც 3 გოლი გაგვიტანა. ის თამაშები,რომლებშიც გოლი არ გაუშვით ტოტალური უპირატესობა გქონდა და ფაქტიურად დაცვას საქმე არ ქონია და თუ ქონდა დეიკი მოქმედებდა კარგად. მოყვანის დღიდან ვიძახი,რომ მატიპი არ არის ლივერპულის დონის მცველი და წინა სტატიაში ვიღაც იძახდა შკინაერი რო დაგვათრევინა კუთხური პენელტივით იქნებაო და ეგ კი ეგრე იქნება მარა რო წარმოიდგინო შკრტელს და დეიკთან ერად რო ეთამაშა რა იქნებოდა. იმიტომ გავიხსენე შკრტელი,რომ სწორედ მაგას არჩიეს მატიპი. თავის დროზე აგერი გაუშვეს უაზროდ. ტრენტის კარგი თამაშის მერე რატო არ ათამაშებს გომესს ცენტრალურ მცველად ვერ გამიგია. დღევანდელი სასტავში დეიკის მეწყვილედ სწორედ გომესი წარმომიდგენია და არა მატიპლოვრენკლავანი. თუ გამოსირებულ კარიუსს ეძლევა შანსი და ამან შეილება გადაწყვიტოს მეკარის ყიდვა არ ყიდვის ამბავი რატო არ უნდა იყოს გამოყენებული გომესი ცენტრალურ მცველად. ცოტა ხანში დევრეისაც,ტობისაც და შკინიაერსაც აჯობებს ეგ ბიჭი

danagger
მომხმარებელი

იმენა სკაუტები ხართ ))))))))

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze