x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 4-03-2018, 09:13, კატეგორია - სიახლეები, 904, 12


პრემიერ ლიგის 29-ე ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ნიუკასლი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს.

გოლები მოჰამედ სალაჰმა და სადიო მანემ გაიტანეს. მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება :

ლორის კარიუსი როლი
მან ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი სეივი შემოგვთავაზა. ვერ ვიტყოდი, რომ თუ ჩვენ იმ მომენტში გოლს მივიღებდით, შემდეგ მატჩის მოგების ვეღარ მოვახერხებდით, მაგრამ გაშვებული გოლი ბევრ რამეს შეცვლიდა. ეს მეტოქესითვის იდეალური მომენტი იყო, ჩვენთვის კი სრულიად საპირისპირო. როდესაც ტოპ გუნდის მეკარე ხარ, საქმე არც თუ ისე ბევრი გაქვს, მაგრამ როცა გუნდს შენი დახმარება დასჭირდებეა, შენ მზად იყო - ასე მოიქცა ლორისიც. ეს ფანტასტიური იყო, გოლის გატანის მსგავსი. შედეგით კმაყოფილი ვარ, სამშაბათს მორიგი მატჩი გველის.

კარიუსი რომ კარგი მეკარე არ იყოს, მე მსოფლიოში ყველაზე დიდი იდიოტი ვიქნებოდი, რადგან მას ძირითად შემადგენლობაში ვაყენებ. შესაძლოა, ზოგიერთი ამას ჩემზეც ახლაც ფიქრობს. დიახ, სტარტი მისთვის ცუდი გამოვიდა, მას დრო სჭირდებოდა და მადლობა ღმერთს, ახლა ის ჩვენს კარს იცავს. შეუცდომელი მეკარე არ არსებობს. თუ საწყისს 50 შეხვედრაში შეცდომას არ დაუშვებ, ხალხი იფიქრებს, რომ საუკეთესო ხარ და თუ შემდეგ შენ ზედიზედ 3 გაშვებულ გოლზე იქნები პასუხისმგებელი, გულშემატკივარის თვალში მაინც საუკეთესოდ დარჩები. ლორისმა რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა და ასე უნდა გააგრძელოს.

სალაჰის 32-ე გოლი "ლივერპულის" მაისურით
როცა ის გავიფორმეთ, ასეთ ციფრებზე არ ვფიქრობდი. ვიცოდით, რომ ის ძალიან შემტევი სტილის ნახევარმცველი იყო, ხოლო თუ ასეთი მართლა ხარ, მაშინ გოლებიც უნდა გაიტანო. მომწონს მისი გოლები და ასისტები. მე ის მიყვარს და მადლობა ღმერთს, სალაჰი კვლავ ჯანმრთელია. ამავდროულად, ყველა დანარჩენი მოთამაშე ჩვენთვის ასეთივე მნიშვნელობისაა. გოლის ეპიზოდში ოქსიმ მაღალი დონის თამაში შემოგვთავაზა, იმავეს თქმა შეიძლება რობერტო ფირმინოზე(მეორე გოლის დროს). მათ მსგავსად რომ მეთამაშა, აუცილებლად იოგებს დავიზიანებდი. ეს არის გუნდური მუშაობა და მეც სწორედ ეს მომწონს.

გახდება თუ არა მომო წლის საუკეთესო ფეხბურთელი 
ეჭვი არავის ეპარება, რომ კევინ დე ბრუინს კარგი სეზონი აქვს. იმავეს თქმა შეიძლება სალაჰზეც და არა მხოლოდ მასზე. ხალხი ამბობს, რომ ცუდად არც ჰარი კეინი და რობერტო ფირმინო გამოიყურებიან. პირადი მიზეზების გამო, დავიდ სილვა რამდენიმე კვირა ვერ თამაშობდა, თუმცა მაინც განსაკუთრებულ სეზონს ატარებს. კიდევ არიან გამორჩეული მოთამაშეები. გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ. საბოლოოდ ვიხილავთ 1 გამარჯვებულს და მის გარშემო მყოფი არანაკლებ კარგი მოთამაშეებს.

ინდივიდუალური ჯილდოები
ასეთია პროფესიონალური სპორტსმენის ცხოვრება - მოსაგებად ის ყველაფერს აკეთებს. პირადად ჩემთვის, პერსონალური ტიტული არაფერს ნიშნავს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს სიმართლეა. გუნდთან ერთად ტიტულის მოგება კი სულ სხვაა. წინ კიდევ რამდენიმე მატჩია და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ სალაჰი შეძლებს ასე გაგრძელებას. თუ ის რომელიმე ინდივიდუალურ ჯილდოს მოიგებს, ეს დამსახურებული იქნება.

სიმშვიდე გუნდში და გულშემატკივრებში
ეს კარგია. ხალხს ახლა უფრო სჯერა და გვენდობა. ასეთი რამ კი კარგი თამაშით უნდა გამოიმუშავო. ვფიქრობ, გულშემატკივარი გამარჯვებაში ახლა უფრო დარწმუნებულია, ვიდრე ადრე. ეს ფეხბურთის ნაწილია, ეს ემოციაა და ჩვენ ის გვიყვარს. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ ასეთი სიტუაცია ერთობრილი ძალისხმევის შედეგია. არ შეგიძლია ბურთი აგორაო მაშინ, როცა ფანები სხვა რამისკენ მოგიწოდებენ. ამის მიუხედავად, ზოგჯერ არის მომენტები, როცა საჭიროა ბურთის შენარჩუნება და არ არის საჭირო გარისკვა. ეს გუნდი კი ყოველთვის გოლის გატანაზეა ორიენტირებული.

კომენტარები


მანეს აღნიშვნა შოკია რა :დდდ ძალიაბ საყვარელი ტიპია სადიო, ეტყოვა რო ძაან კეთილია, ჩემბო უკვე აღარ ხუმრობს შევიდა უკვე ფორმაში, აშკარად მოუმატა გუნდმა და დაცვაც დალაგებულია, ვირჯილიუს კეისარის დამსახურებაა ;დდდ ძაან დონეა რა თითქოს არც მოძრაობს და მაინც ყველაფერს აგვარდბს, ძაან კლასნია რა, კარიუსი თითქოს გამოფხიზლდა მარა მაინც არ მაქ მაგის იმედი რა როდის რას იზავს კაცმა არ იცის

liverpool-fan
VIP Member

კარიუსი მართლა მოიხოდა და მაყვარებს თავს მარა გუშინ რომას თამაშს ვუყურე და ალისონმა რეები ქნაა გამომა*ლევა ... ჩემბო მართლაც მოიხოდა კოუს შემდეგ უკეთესი გახდა ვერ მოვთხოვთ კოუტინიოსნაირი იყოს მარა მჯერა რომ კლოპი კიდევ უკეთეს გახდის... საუკეთესო ფეხბურთელი კი თითქმის ყოველთვის გამარჯვებული გუნდიდაან ხდება სავარაუდოთ დებრუინი გახდება

liverpool515
VIP Member

Ise am bolo dros enfilfic dzaaan kargia

Ynwa Scousers
VIP Member

მაინც გაკრა მოუს კბილი

gio_chyoi
რედაქტორი

შეილება ზოგს ახლაც იდიოტი ვგონივარო რა კაცია :DD ისე კარიუსი კი მოიხოდა მარა ეს ალისონიც ძაან მაგარი მეკარეა, გუშIნ ნაპოლისთან 2-3 ძალიან მაგარი ბურთი აიღო

GoGson
VIP Member

ნეტა მართლა რაუნდა ვქნათ ელისონზე, ლორისამ თუ ასე გააგრძელა?


მსაჯობაზე რატო არ იბაზრაა, რადგან მოვიგეთ? ასეთებს, რო ვარჩენთ იმიტო გადაიჯვეს თავზე მერე და გვჩაგრავენ

chipe888
მომხმარებელი

გუშინ სულ გადარიეს კლოპი ბიჭებმა. ტემპის დაგდებისკენ და თამაშის დალაგებისკენ მოუწოდებდა და ისენი კი ისევ შეტევაზე ფიქრობდნენ. ესეც უნდა იყოს აბა რა 54000 ადამიანი მოვიდა და უაზრო ბურთის გორაობა არ უნდა აყურებინო. ისეთი თამაში იყო რო არაფერი მოასწავლებდა ნიუკასლის რამეს შეცვლიდა და კარგადაც მოიქცნენ. ერთი სასირეთ მოუგონ და ამოაყირაონ,მიანგრიონ ბოგდანის ყვითელი ავტობუსი. როდის მოვა ერთი სული მაქვს

LUIS SUARES 001
VIP Member

სამშაბათს ისევ ისე გადავუვლით პორტოს როგორც გააცლაზე და გულდამშვიდებულები და მოხოდილები შევხვდებით მანჩესთერთან თამაშს..კლოპმა შეკრა კამანდა რომელიც ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია ნომავალ წელს

cotne_suarez
მომხმარებელი

alison bekeri moiyvane klop da vinem 1 mcveli 2 naxevrmcveli da 1 shecvlaze tavdasxma

GoGson
VIP Member

ციტატა: cotne_suarez
alison bekeri moiyvane klop da vinem 1 mcveli 2 naxevrmcveli da 1 shecvlaze tavdasxma

მაქედან ყველა გვინდა, მარა მეკარე არვიცი, ლორისა რო მოიხოდოს მართლა ტყუილი ხარჯიცაა და არაფრისმომცემი კონკურენციაც, რომელიც ორივეს გააფუჭებს

Capitan
ტოპ კომენტატორი

სულ ცოტა აკლია და იდალური სასტავი ვიქნებით ეს ზაფხული უნდა გამოიყენოს კლოპმა ის ძაღლისშვილი კოუტინიო რო წავიდა მეგონა ჩამოიშლებოდა გუნდი მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა... მილინკოვიჩ-სავიჩი ფაბიანო დევრეი და თუ მეკარე გახდა საჭირო ალისონი აი მერე მართლა იდალურად ძლიერები ვიქნებით მაქსიმუმ 200 მილიონი ფუნტი უნდა ამ ბაზარს :))))))))

cotne_suarez
მომხმარებელი

GoGson,
nu meubnebit ro mekare ar gvchirderba arastabiluria kariusi mere meorec jer ra ici ras izavs mnishvnelovan matchebshi. kariusma asec ro gaagrdzelos mainc gvinda alison beckeri. pirvel rigshi mekarea mosayvani tu vinmea :D :d

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

სამშაბათი, 23:59სთ


  • ლივერპული
  • Vs

    11.12.18


  • ნაპოლი

მიმოხილვა


  • ბორნმუთი
  • 0:4

    08.12.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze