x

ბრიტანული მედია მატჩზე

ავტორი: NikaSvanidze, 5-03-2018, 13:58, კატეგორია - სიახლეები, 1 316, 9


 შაბათს "ლივერპული" პრემიერ ლიგის 29-ე ტურში "ნიუკასლ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე მიიღო და საკმაოდ ადვილად, ანგარიშით 2:0, დაამარცხა. გოლებით "წითლების" უინგერები, მომო სალაჰი და სადიო მანე, გამოირჩნენ.

 გავლენიანმა ბრიტანულმა მედიამ მატჩი შეაფასა. გთავაზობთ ამონარიდებს :

   ჯეიმს პირსი, Liverpool Echo

 "პირქუშ ამინდში "ლივერპული" არც ისე ახლოს იყო საუკეთესო თამაშთან, მაგრამ ასეთი ასპარეზობით გამარჯვება სასიამოვნო იყო. 40 წუთის განმავლობაში ბურთი კარის ბადეში არ ეხვეოდა, მაგრამ "ლივერპულელები" სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ. პროფესიონალურმა მიდგომამ შედეგი მალევე გამოიღო, მომომ ოქსის პასით ანგარიში გახსნა. ეგვიპტელი ამ გოლით ჰარი კეინის თანასწორი მეტოქეა ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში. ამ მომენტში სალაჰი 1 ბურთით ჩამორჩება ფერნანდო ტორესის საუკეთესო შედეგს მერსისპირელთა მაისურით და მხოლოდ 4-ით რობი ფაულერს. "ლივერპულში" რეკორდები უმჯობესდება. სალაჰი 40-გოლიანი სეზონის დადებას უმიზნებს, რაც მას იან რაშის შემდეგ პირველ "ლივერპულელს" გახდის, რომელმაც ეს შედეგი დააფიქსირა."

   გლენ პრაისი, ESPN

 "ბოლო თვეების განმავლობაში გამარჯვება "ლივერპულის" რუტინად იქცა.  კლოპის ბიჭებს რეალური შანსი აქვთ სეზონი მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" ქვემოთ დაასრულონ, ეს იმის ფონზე, რომ ისინი, ფაქტობრივად, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში არიან. "ლივერპული" შეხვედრას მეოთხე პოზიციაზე ხვდებოდა. არსებობდა საფრთხე, რომ ისინი იქვე დარჩებოდნენ, 40 წუთის განმავლობაში გოლი არ ჩანდა, მაგრამ სალაჰმა ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნა. ეგვიპტელს მანემ მიბაძა და კლოპის ხელში "ლივერპულის" 200-ე გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში. "წითლებს" ახლა "კრისტალ პალასის" იმედი აქვთ, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" უპირისპირდება.

 მთელი თამაშის განმავლობაში "ენფილდზე" ბენიტესის სახოტბო სიმღერები ისმოდა. ლივერპულში ისევ ახსოვთ რაფა. ესპანელი, მიუხედავად პატივისცემისა, მაინც უხერხული მეტოქე იყო თავისი ყოფილი გუნდისა. "ლივერპულმა" 6 მცდელობიდან მხოლოდ პირველად დაამარცხა რაფა. ეს მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო "ოლდ ტრაფორდზე" ვიზიტის წინ. ეს დიდი სტიმული იქნება მოთამაშეებისთვის."

   საიმონ ჰიუსი, Independent

 "გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპოვებული 3 ქულა ნიშნავს, რომ "წითლებმა" ლონდონის "ჩელსი" 7 ქულით ჩამოიტოვეს.

 პირველ ტაიმში გადამწყვეტი მომენტი ლორის კარიუსის ბრწყინვალე სეივი იყო. მას შემდეგ, რაც გერმანელმა გაიგო, რომ გუნდის პირველი კიპერია მისი თამაში მკვეთრად გაუმჯობესდა. დაცვაში კარგად თამაშს შეტევაში რა მოჰყვება ყველამ ვიცით. მანემ და სალაჰმა საქმე მოამთავრეს.

   პოლ უილსონი, The Guardian

 "მასპინძლები ცივ ამინდსა და ნისლში არ იყვნენ თავიანთ საუკეთესო ფორმაში, მაგრამ გარემო პირობებიც კი ვეღარ უშლის ხელს მომო სალაჰს დაამწუხროს მოწინააღმდეგეთა გულშემატკივრები. მოგვიანებით მანემ კლოპის "ლივერპულის" 200-ე გოლიც გაიტანა. ცხრილში "ენფილდის" ბინადრების პოზიცია დამსახურებული და დამამშვიდებელია.

 გასაოცარია ეგვიპტელის შედეგი. მან "ლივერპულის" ბოლო 6 თამაშში შეძლო თავის გამოჩენა. მის ანგარიშზე უკვე 32 გოლია, ზუსტად იმდენი, რამდენიც "ნიუკასლ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში გაიტანა.

კომენტარები


Kabula 543
მომხმარებელი

Magrad miyvarxart. Genacvalettt skauzerebo 8

liverpool-fan
VIP Member

9 მატჩი ეპლში და ნუ მინიმუმ 3 ლიგაზე პორტოსთან არ დააყენებს სალაჰს მარა 40 გოლს უნდა აცდე მომო მოდი მსაჯებსაც მოუგე და გახდი ეპლის დამსახურებული ბომბარდირი

kloppo
მომხმარებელი

ძაან მომწონს ასეთი ტიპის <3 ზოგადად ვაკვირდები და ყოველთვის კარგად მუშაობს საიტი საჭირო სიახლეებით და საინტერესო სტატიებით და რაც მთავარია რაღაც სულელურ ნიუსებს არ დებთ და ძაან გაქასებთ ყველას !

GoGson
VIP Member

აი კარიუსის მომენტი მართლა საოცრება იყო, და დეხეას რო აეღო ბოლო 3 თამაშში ესეთი ბურთები რავი, გადაიწვებოდა ფეისბუქი პოსტებით)))) მოკლედ არის იმედი რო ეს კაციც დე ხეას დონეზე ავა, მითუმეტეს რომ დეხეამაც მასე დაიწყო არასტაბილურად და ეხლა როგორცაა კი ვხედავთ ყველა, ცვეტში ემიუს წლის ფეხბურთელია უკონკურენტოდ.

რაც შეეხება სალაჰს, ისე თამაშობს რო არიცი რას იზამს ბოლოოს, შეიძლება ცარიელ კარში გამაზოს და შეიძლება მოულოდნელი გოლი წყვიტოს... მაგაშია სალაჰის მუღამი, და რო დავფიქრდი მივხვდი რო სალაჰის სტილის ფეხბურთელი არ არსებობს, არაპროგნოზირებადი და ა.შ. ძაან მიხარია რომ გაუთანაბრდა კეინს მაგრამ წესით 1 ან 2 გოლით მეტი უნდა ქონდეს, დაჟე 3 გოლით მეტი იმიტო რო გულიდან ვერ ამომაქ ის პენალტი რაც ტოტენჰემთან დაგვიდეს და მაგის ფონზე გუშინწინდელი ჩვენი არდადებული პენალტები რო მახსენდება , რომელსაც უეჭველი სალაჰი არტყავდა და იტანდა აი ცუდად ვხდები.

Ynwa Scousers
VIP Member

სტაბილურობააა მთავარი სტაბილურობა

gio_chyoi
რედაქტორი

იდეაში მოსაგები თამაშები მოვიგეთ, უბრალოდ ჩვენ ისე ვართ გადაჩვეული ზედიზედ სუსტ გუნდებთან მოგებებს რო ძაან გვიკვირს და გვიხარია :) პორტოსაც მოუგებენ ეხლა რა თქმა უნდა მარა მერე იუნაიტედთან ვნახოთ რას იზავენ. ძაან რთული თამაში იქნება, მე ისევ ფრეს ვვარაუდობ მარა იქნება მოვიგოთ და მოვიშოროთ ეს პრემიერ ლიგა საერთოდ და გადავერთოთ მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე

Kingsley Coman08
მომხმარებელი

ისე ჟურნალისტი რომ ვიყო კლოპს ვკითხავდი მისი ბორუსია უფრო ძლიერი იყო თუ ახლანდელი ლივერპული. მაინტერესებს რას იტყოდა

ოქროს ბურთს რაც შეეხება მუნდიალი გადაწყვეტს ყველაფერს დაამთავრონ რა ამ ორი ფეხხბურთელის ეპოქა ამოვიდა ყელში

GoGson
VIP Member

ციტატა: Kingsley Coman08
ისე ჟურნალისტი რომ ვიყო კლოპს ვკითხავდი მისი ბორუსია უფრო ძლიერი იყო თუ ახლანდელი ლივერპული. მაინტერესებს რას იტყოდა

ოქროს ბურთს რაც შეეხება მუნდიალი გადაწყვეტს ყველაფერს დაამთავრონ რა ამ ორი ფეხხბურთელის ეპოქა ამოვიდა ყელში

არ იტყოდა პირდაპირ და კონკრეტულ პასუხს. ლოვრენი ჯობია თუ მალდინიო მაგაზეც არ იტყვის ეგ))) ძაან მაგრად აფასებს ყველას სადაც და ვისთანაც უმუშავია

LUIS SUARES 001
VIP Member

დავსტაბილურდით მგონი უკვე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

სამშაბათი, 23:59სთ


  • ლივერპული
  • Vs

    11.12.18


  • ნაპოლი

მიმოხილვა


  • ბორნმუთი
  • 0:4

    08.12.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze