ჰენდო: "დღეს პასუხისმგებლობა გვაკისრია"

ავტორი: NikaSvanidze, 6-03-2018, 16:24, კატეგორია - სიახლეები, 589, 11


 "ლივერპული" 9-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში საოცნებოდ დაბრუნდა. 14 თებერვალს მერსისპირელებმა "ესტადიო დო დრაგაოზე" ქვა ქვაზე აღარ დატოვეს და პორტუგალიელებს 5 უპასუხო გოლი გაუტანეს. იმ შეხვედრაში გაიბრწყინა სადიო მანემ. სენეგალელმა "ჰეთ-თრიკი" მიითვალა და სამართლიანად დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.

 მიუხედავად აშკარა ჰანდიკაპისა, "ლივერპული" ისევ ეცდება საკუთარი მაქსიმუმი გაიღოს თამაშის მოსაგებად. მომავალ მატჩზე კომენტარი გუნდის კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა, გააკეთა:

 "თამაშამდე ყველამ ტაბლოს უნდა შეხედოს, ის დაგვანახებს რა მდგომარეობაა. იქ 0:0 იქნება გამოსახული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახალი შეხვედრის წინაშე ვართ, სადაც ისევე მოგვიწევს თითოეული პოზიციისთვის ბრძოლა, როგორც სხვა ნებისმიერ თამაშში.

 პორტოში თამაშის შემდეგ მე მათ თვალს ვადევნებდი და მინდა გითხრათ, რომ ისინი საშინაო ასპარეზზე საუცხოოდ გამოიყურებიან. ისინი მოტივირებულნი ჩამოვლენ, ორი აზრი არ არის, მაგრამ "ენფილდიდან" ჩვენ არავის, მათ შორის გამარჯვებას მოწყურებულ "პორტოს", გავატანთ უბრძოლველად გამარჯვებას.

 ვიცი, რომ ჩვენ გულშემატკივრებს აქვთ გამოცდილება, რომელიც მათ უკარნახებს, რომ განმეორებითი შეხვედრის დამთავრებამდე გადაწყვეტილი არაფერია. "ლივერპული" აფასებს ამ ტურნირს და ყველა მოწინააღმდეგეს. არბიტრის სასტვენამდე ჩვენ არ გავჩერდებით.

 დღევანდელ შეხვედრაში ჩვენ შანსი გვაქვს დავამტკიცოთ ჩვენი სიძლიერე და მომავალ მეტოქეებს გამაფრთხილებელი სიგნალები გავუგზავნოთ. ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი გვაქვს. "ლივერპულს" გამარჯვებები სწყურია, არა მხოლოდ შეხვედრაში, არამედ მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე გამართულ ნებისმიერ ორთაბრძოლაში."

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

აზრი ხო აღარ აქვს მარა მაინც როგორ ველოდები ლივერპულის თამაშს :)

Liver
მომხმარებელი

ბოლო აბზაცი კაი იყო

lukaivan
მომხმარებელი

იმენა კაპიტანი იბაზრა :D

liverpool-fan
VIP Member

ისე პლეიოფში მაქსიმუმი რა სხვაკბაა არავინ იცის იქნებ რეკორდი მოვხსნათ მაგალითად 5-1 მოვუგეთ და 10-1 გამოვიდა ან რამე ესეთი

mesxi_8
მომხმარებელი

liverpool-fan,
12-1 ქონია ბაიერნს სპორტინგთან მოგებული :D

reversi
VIP Member

lukaivan,
რო იცის ვერ დაუკარგავ რა :დდდ

Ynwa Scousers
VIP Member

წადი შე დებილო

LUIS SUARES 001
VIP Member

დღესაც გადავუვლით და ეგ იქნება

Capitan
მომხმარებელი

დღესაც მოვუგებთ))))) მაგრამ მთავარი მანჩესტერია.....

sosoia.liverpool
მომხმარებელი

Mamartals bazrobs tamashis bolo wutamde ar gacherdet bollmde

GoGson
VIP Member

ლაღი თამაშის იმედი მაქვს, პორტოსაც ექნება მომენტები და იმენა ვისიამოვნსბთ თამაშით. იმედია ვნახავთ კარიუსის სეივებს, ჩვენი და ლორისის თავდაჯერებისთვის ისევ და ისევ.

პ. ს. ხო ისე ყველა რო კლოპივით ბაზრობს ზუსტად, იგროკები დაამუღამეთ))))

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze