კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 7-03-2018, 10:31, კატეგორია - სიახლეები, 775, 6


ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "პორტუ" მიიღო. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ამგვარად, ორმატჩიან დუელში "წითლებმა" 5:0 გაიმარჯვეს და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვეს.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

პოზიუტიური დეტალები
მჭირდება კი უფრო მეტი პოზიტივი ? თუ პირველ შეხვედრაში, სტუმრად ფრეს ითამაშებ, მაშინ ცხადია სახლში უნდა გაიმარჯვო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მაქსიმუმი მომდევნო ეტაპზე გასვლაა. ჩვენ ამ მიზანს საკმაოდ კომფორტული გზით მივაღწიეთ. ეს ჩვენთვის გამოწვევა იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, თითოეული შეხვედრისთვის განსხვავებულად ვემზადებოდით. ვფიქრობ, ბიჭებმა საქმე კარგად შეასრულეს. დღეს მე ბედნიერი ვარ. ასე რომ, შემდეგ რაუნდში ვართ !

როტაციისგან მიღებული სარგებელი
რობერტსონს მცირე, ძალიან მცირე პრობლემა ჰქონდა, თუმცა სერიოზული არაფერია. ტრენტმა კი საკმაოდ ბევრი ითამაშა, ისევე როგორც ვირჯილმა. ვფიქრობ, ასეთ დროს როტაცია მნიშვნელოვანია. ფეხბურთელებს სათამაშო დრო სჭირდებათ, რათა რიტმიდან არ ამოვარდნენ. ეს უფრო მეტად სწორი შემადგენლობის შერჩევის საკითხია, ვიდრე როტაციის. ალბათ ხედავთ, რომ ლალანასთვის მოედანზე 90 წუთის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ჯო გომესისთვის, რომელსაც 2 თუ 3 კვირაა არ უთამაშია. გარკვეული დრო დღეს ინგსმაც მიიღო. ახლა კი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ვიწყებთ მზადებას.

მოუტანს თუ არა "ლივერპულს" სარგებელს ის ფაქტი, რომ "იუნაიტედს" მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის "სევილიასთან"
ამაზე პასუხი არ მაქვს. "იუნაიტედი" ძალიან გამოცდილი გუნდია და როგორც უკვე ვნახეთ, ფორმაშიც არის. არ ვთვლი, რომ მათთვის პრობლემას წარმოადგენს შაბათსა და სამშაბათს თამაში. ისევე როგორც ჩვენ არ გვიფიქრია "პორტუსთან" მატჩზე მაშინ, როცა "ნიუკასლთან" თამაშისთვის ვემზადებოდით. ასეთია ცხოვრება - ჯერ ერთ საკითხზე უნდა იფიქრო, შემდეგ კი მომდევნო ნაბიჯზე. არ ვთვლი, რომ მეტოქის ასეთი განრიგი ჩვენ უპირატესობას გვაძლევს.

აპირებდა თუ არა სალაჰის მოედანზე შემოყვანას
ნორმალურია, რომ ხალხი ტრავმის მიღების რისკებზე ფიქრობს, მაგრამ რეალურად ეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. ნათელი იყო, რომ მას დასკვნით 15-20 წუთს მაინც მივცემდით. 15 წუთის შემთხვევაში, მას ხვალ კვლავ ვარჯიში მოუწევდა. მე კი მომოს ვუთხარი, რომ თუ ბევრს ირბენდა, ხვალ დავასვენებდი. მგონი ის საკმაოდ ცოცხლად გამოიყურებოდა.

რა უთხრა კასილასს მატჩის შემდეგ
ეს მისი 167-ე მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე, ხომ ასეა ? საოცარია. ვფიქრობ, მთელს გუნდს არ ექნება ჯამში ამდენი მატჩი ამ ტურნირზე. ზუსტ დროს ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი აზრით, მას კიდევ სურს მოედანზე ყოფნა.


9 წლის შემდეგ, "ლივერპული" 1/4 ფინალშია 
კარგი გრძნობაა. ცხადია, ვერ ვიგრძნობ იმას, რასაც ეს ხალხი, რადგან ისინი უკვე წლებია ამას ელოდებიან. ამჟამად კლუბი კარგად ვითარდება და თუ ამას ისეთ ტურნირზე არ აჩვენებ, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა, მაშინ სხვა ამას ვერც მიხვდება. ბედნიერი ვარ თითოეული იმ ადამიანის გამო, რომელიც ნაბიჯების წინ გადადგმაში გვეხმარება. ასე უნდა გავაგრძელოთ

ელოდებოდა თუ არა პროგრესს ასე სწრაფად
გონებაში არასდროს მქონია დროის შკალა, თუ როდის სად ვიქნებოდით. ჩემი აზრით, წელს ჩვენი ამ მდგომარეობაში ყოფნა სიურპრიზი არავისთვის უნდა იყოს. ცხადია, შემდეგი რაუნდში უკვე ძალიან რთული იქნება. ამავდროულად, გვექნება შანსი 1/2 ფინალში გავიდეთ და ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა. თუმცა, მართლები ხართ, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ კეთდება.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

კლოპო ფინალში გაგვიყვანე რა გთხოვ

ThisIsAnfield
მომხმარებელი

კლოპპო !!! ბოლომდე მიაწვააააააააა

Ynwa Scousers
VIP Member

მიდი ფინალი დადე და გააჩუმე ეს დედანატირები ბავშვები მაარტო ბარსა რეალი რო იციან და ეხლა პესეჟეს ფანობას რო იბრალებენ :)

LUIS SUARES 001
VIP Member

ამ კაცის მაგრა მეიმედება.მიდი კლოპო

GoGson
VIP Member

მაქსიმუმ ჩემპ ლიგის თასს ველი, და მინიმუმ რომელიმე გრანდის დამარცხებას ერთ ეტაპზე და ჩატოვებას.

LM10
მომხმარებელი

Es 1/2shi rogavides megadzlevt pirobas ligasac dadebs mara city reali barca ravici aris esgundi aset doneze? 2-3transferi da mere ipikret finalze erikseni lakazete rakitichi daitriet 200milionamde dajdeba da ligasac dadebt

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze