x

ბრიტანული მედია მატჩზე

ავტორი: NikaSvanidze, 7-03-2018, 19:55, კატეგორია - სიახლეები, 858, 5


 გუშინ "ენფილდზე" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. "ლივერპული" "პორტოს" უგოლოდ დაუზავდა და შემდეგი ეტაპის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.

 გავლენიანმა ბრიტანულმა მედიამ მატჩი, ტრადიციულად, შეაფასა. გთავაზობთ ამონარიდებს :

   ჯეიმს პირსი, Liverpool Echo

 "ლივერპული 9 წლის განმავლობაში ელოდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს "ენფილდზე". როდესაც ამ ემ ეტაპმა მერსისპირეთში ჩამოაღწია, თითქმის, ყველაფერი გარკვეული იყო, მაგრამ გულშემატკივარმა არაფერი შეიმჩნია. ტრიბუნები გულანთებული გულშემატკივრებით გაივსო. პორტუგალიაში მასპინძლის განადგურების შემდეგ "ლივერპულმა" სიმშვიდის უფლება მოიპოვა. გუნდს და გულშემატკივარს უკვე შეუძლია კალენდარზე 16 მარტი მოინიშნოს- დღე, როდესაც მომავალი მეტოქის ვინაობას გაიგებენ. იქამდე სიამოვნების მიღება დანარჩენი წყვილების ბრძოლის ცქერით შეუძლიათ, რომლებიც "ლივერპულისა" და მადრიდის "რეალის" მსგავსად ელიტას დააკომპლექტებენ. დარწმუნებული ვარ, არავის გაუხარდება "ლივერპულთან" დაპირისპირება. ეს გუნდი ყველანაირ დაცვას შიშის ზარს სცემს."

   ენდი ჰანტერი, The Guardian

 "სიმართლე ვთქვათ, "ლივერპულმა" 1/4 ფინალი 3 კვირის წინ გაინაღდა. კლოპის გუნდმა შედეგის გაოფიციალურებამდე დარჩენილი დრო სასიამოვნოდ გაატარა მოედანზე. თითქოს, ორივე გუნდი ცდილობდა გამარჯვებას, მაგრამ პირველი თამაშის პერიპეტიებმა მაინც მძიმე დაღი დაამჩნია შეხვედრას. სადიოს ორი კარგი შანსი ჰქონდა, ერთ-ერთი მათგანის დროს ბურთი ძელმა მოიგერია, მეორე კი ოდნავ ასცდა იკერ კასილასის კარის ხარიხას. ლეგენდარულ ესპანელ კიპერს "კოპი" ოვაციებით შეხვდა. დიდი ალბათობით, ეს შეხვედრა იკერისთვის ბოლო იქნება ჩემპიონთა ლიგაზე. იკერმა პირველი შეხვედრა 1999 წელს ჩაატარა, როდესაც "ლივერპულის" ყოფილმა ფორვარდმა, ჯონ ტოშაკმა 18 წლის მეკარე ათენში პირეოსის "ოლიმპიაკოსთან" სათამაშოდ გაამწესა ძელებს შორის. როგორც ჩანს, ვბერდებით.

   მარკ კრიჩლი, Independent

 "ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არც ერთ გუნდს არ აღმოუფხვრია 5-ბურთიანი დეფიციტი. გუშინ "პორტო" ამ შედეგთან ახლოსაც კი არ ყოფილა. "ლივერპულმა" პორტუგალიაში მშვიადად გაინაღდა შემდეგი ეტაპის საგზური. უგოლო ფრე ცოტათი უცნაური შედეგი იყო, მაგრამ ლოგიკურიც. მერსისაიდელები იმდენად კომფორტულ სიტუაციაში იყვნენ, რომ ძალების დაზოგვაზე ფიქრი მეტად მიზანშეწონილი იქნებოდა, ვიდრე მოგებაზე თამაში.

   დევიდ მედოკი, The Mirror

 "საქმე გაკეთებულია, მინიმალური დაძაბვის ფონზე. კლოპს ამ შეხვედრაში, შედეგის გათვალისწინებით, წამყვანი მოთამაშეების დასვენება შეეძლო, ის ასეც მოიქცა, ძირითადში არ იყვნენ ვირჯილი და მოჰამედ სალაჰი. ერთადერთი ნეგატივი, რაც თამაშმა მოიტანა, იყო უბრალოდ ტაბლოზე დადებითი შედეგის ჩვენებ. მერსისპირელებს, გარკვეულწილად, არ გაუმართლათ. კარგი შანსები ჰქონდა სადიო მანეს. თუმცა, რეალურად, შედეგს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, გუნდი შემდეგ ეტაპზეა პირველად, თითქმის, დეკადის შემდეგ."

კომენტარები


liverpool33
მომხმარებელი

ეს გუნდი ყველანაირ დაცვას შიშის ზარს სცემს 15 11

gio_chyoi
რედაქტორი

ერთი ეს იუანიტედიც მოგვაშორებინა მალე რა

LUIS SUARES 001
VIP Member

ჩვენი დრო დაბრუნდა..16 როდის მოვა ერთი

GoGson
VIP Member

კარგი იქნებოდა თუმდაც 1-0 მოგვეგო მაგრამ ეგ არაფერი. მართლა ვემსგავსებით უკვე გუნდს, გუნდს კიარა საუკეთესო გუნდს. არვიტრიპაჩებ, მაგრამ მართლა არ მგონია ვინმეს ჩენი დატაკება გაუხარდეს

chipe888
მომხმარებელი

ლივერპულზე რა შეილება დამატო კარგი ფორმა აქვთ აკრეფილი და ენფილდი დიდი უპირატესობააა ყველა გუნდთან. აი გუშინ ტეტენჰემის თამაშს ვუყურებდი და 3-4 წუთი დარჩენილი რომ იყო მაყურებელი წავიდა არადა 1 გოლი უნდოდათ. გამხსენდა დორტმუნთან თამაში და წარმოვიდგინე ტოტენჰემს 3-1 რო წაეგო პირველი ტაიმი მერე ალბათ მთელი სტადიონი სახლში წავიდოდა. ამიტომ ვერ გახდება ტოტენჰემი ლივერპულის დონის გუნდი.დიდი კლუბობა ის არაა მარტო რო ვიღაცას მოუგო 1-2 თამაში. ენფილდი ყოველთვის ბოლომდე დგას და დარწმუნებულები არიან რო რაღაცის შეცვლა შეუძლიათ. მე რომ სხვა გუნდის მწვრთნელი ვიყო გარდა ლივერპულის ფორმის არ მენდომებოდა ენფილდზე ლივერპულთან შეხვედრა. ამიტომაა დაუმარცხებელი წელს ენფილდზე ლივერპული. ენფილდის ემოცია+კლოპის რაქცია+ გუნდის ფორმა= საუკეთესო გუნდი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze