ფირმინო: ლივერპულს არავის ეშინია

ავტორი: akaki, 8-03-2018, 11:50, კატეგორია - სიახლეები, 827, 8


ლივერპულის ფორვარდმა რობერტო ფირმინომ 1/4 ფინალის კენჭისყრაზე, სანაკრებო პაუზაზე და გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შესაძლებლობაზე შეხვდეს ინგლისურ გუნდს 1/4 ფინალში.

ჩვენ ჩემპიონთა ლიგის არცერთი გუნდის არ გვეშინია და რა თქმა უნდა არც ინგლისური კლუბების. ან რატომ უნდა გვეშინოდეს, ჩვენ გვაქვს ინგლისურ კლუბებთან ევროპულ ასპარეზზე თამაშის გამოცდილება და როგორც ნახეთ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.

შესაძლებლობაზე შეხვდეს ესპანურ გრანდს

"ჩვენ ვართ ძლიერი გუნდი, რაც ნიშნავს რომ ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია თამაში, მათ შორის ესპანურ გრანდებთან. თუ გინდა რომ გერქვას ძლიერი გუნდი უნდა დაამარცხო ძლიერი გუნდები, ვფიქრობ ეს სავსებით რეალურია.

ჩვენ არ ვაპირებთ იმაზე ფიქრს ვისი უნდა გვეშინოდეს და ვისი არა. ჩვენ ვიმსახურებთ ამ ტურნირის ნაწილად ყოფნას და მიმაჩნია, რომ ნებისმიერი გუნდისთვის ჩვენთან თამაში დიდიპრობლემა იქნება.

პორტოსთან მატჩზე

მართალია სურვილი მქონდა ამ თამაშში გოლის გატანის და მოგება გვინდოდა, მაგრამ ყველაფერმა მაინც დამაკმაყოფილებლად ჩაიარა. ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია, რადგან გქვონდა რამდენიმე კარგი შანსი გოლის გასატანად, თამაშის ხარისხს კი შანსების შექმნა ასახავს და არა გატანილი გოლი.

ბრაზილიის შემადგენლობაში მუნდიალზე

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ნაკრების ნაწილი ვარ, მაგრამ ახლა სხვა რამეზე ვარ კონცენტრირებული. სეზონი ჯერ არ დასრულებულა და ყველაფერი წინ არის. ახლა მხოლოდ საკლუბო თამაშებზე ვფიქრობ. ვფიქრობ ერთი მეორესთან კავშირშია და ლივერპულში კარგად თამაში ჩემს პოზიციას ნაკრებში კიდევ უფრო გაამყარებს.

კლუბის მიზნებზე

გუნდში ყველას ყურადღება გადატანილია ტიტულის მოგებაზე, რაც მიმაჩნა, რომ სავსებით რეალურია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ამოცანა, რაც გვაქვს. ჩვენ კარგად გამოვიყურებით პრემიერლიგაში და გვინდა ასე გაგრძელდეს სეზონის ბოლომდე.


სადიო მანეს გოლის დეტალური ვიზუალიზაცია, სადაც ფირმინოს დიდი როლი ჩანს.

კომენტარები


Ynwa Scousers
VIP Member

ესპანური გიგანტები? რატომაც არა, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე არავისთვის ვიქნებით სასურველი მეტოქე ლიგაზე

gio_chyoi
რედაქტორი

4 გუნდი მინდა შეგვხვდეს რა: 1. რომა ან შახტარი. თუ რატომ გასაგებია. 2. ბაიერნი, იმიტო რო კლოპმა შური იძიოს ბაიერნზე და ჰაინკესზე. 3. რეალი და 4. ბარსა ეს ორივე მინდა რო ვიხმაროთ და ეს პატარა ბაჭაჭყანა სირთაოზი ბავშვები გავაჩუმოთ.

LUIS SUARES 001
VIP Member

დარწმუნებული ვარ არავის უნდა ლივერპულთან შეხვედრა იმიტომ რომ ნებისმიერი შეგვიძლია დავაჩოქოთ.

liverpool-fan
VIP Member

მიდი ფირმო ჯერ მანჩესტერი ამოტენე და მერე ლიგაზე ვინც გინდა ის შეგხვდეს სულ მკიდია არც მე არავის მეშინია პროსტა ძაან მაინტერესებს ვინ შეგხვდება რა

ramo
მომხმარებელი

ყველაზე მეტად მინდა რეალს იუვეს ან მანჩესტერს შევხვდეთ !

GoGson
VIP Member

ბარსა მიმდა ბარსაააა... და ის ბო ზანდარა ტრიბუნებზე რო იჯდეს:დ

_z_l
მომხმარებელი

ყველასთან დადებითი ბალანსი გვაქვს, ბარსასთან, რეალთან და ბაიერნთანაც

Capitan
მომხმარებელი

რეალი !!!

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze