x

ვირჯილი და დეიანი : ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია

ავტორი: johnson, 9-03-2018, 15:43, კატეგორია - სიახლეები, 855, 10


ხვალ "ლივერპულს" მეტად პრინციპული და მნიშვნელოვანი მატჩი ელის. მერსისიადელები "ოლტ ტრაფორდს" ეწვევიან და მანჩესტერიდან 3 ქულის წამოღებას შეეცდებიან.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვების შემთხვევაში კლოპის შეგირდები ცხრილში მეორე პოზიციაზე დაწინაურდებიან. მატჩის წინ, კლუბის ოფიციალურმა საიტმა ვირჯილ ვან დეიკთან და დეიან ლოვრენთან ინტერვიუები ჩაწერა :

"აქ ჯერ დიდი დრო არ გამიტარებია, თუმცა ვგრძნობ, რომ ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. წინ ძალიან რთული და საინტერესო მატჩი გველის. ამ შეხვედრას მოუთმენად ველი, მის მნიშვნელობასა და სიდიადეზე უკვე ბევრი ისტორია მოვისმინე.

ცხრილს თუ შეხედავთ მიხვდებით, რომ ეს დიდი მატჩია ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის, ყველასთვის... მის დაწყებას მართლა მოუთმენლად ველი.

ჩვენ გამარჯვება გვსურს. გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. მესმის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ჩვენი გულშემატკივრისთვის. მე მითამაშია Old Firm Derby("სელტიკი" : "რეინჯერსი") და ახლა მზად ვარ ამ მატჩის ატმოსფერო გამოვცადო."
- განაცხადა დეიკმა.

მომავალ შეხვედრაში წარმატების სჯერა "წითლების" ხორვატ მცველსაც : "ისევე როგორც წინა მატჩებში, ამჯერადაც მზად ვართ ბრძოლისთვის. შესაძლოა არ გვქონდეს ბევრი შანსი, ამიტომ თითეული მომენტი უნდა გამოვიყენოთ. ამავდროულად, მომთმენნი უნდა ვიყოთ.

ჩვენ, ისევე როგორც ჩვენმა მეტოქემ, ვიცით თუ რისთვის ვთამაშობთ. ორივე გუნდი მეორე ადგილისთვის იბრძვის. ასე რომ, საინტერესო დაპირისპირება გველოდება.

უკანასკნელ 6-7 შეხვედრაში ფანტასტიური შედეგი ვაჩვენეთ. ვფიქრობ, აქ თავს ყველა კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობს. ეს დიდი მატჩია და არასდროს იცი, რას უნდა ელოდო. იქ დაცვაში "ჩასაჯდომად" არ მივდივართ. ჩვენ შემტევი გუნდი ვართ !

კომენტარები


Ynwa Scousers
VIP Member

დაადუღეთ რა

Luis_Garcia
მომხმარებელი

ლოვრენი მატიფს კი მირჩევნია

johnson
ადმინისტრატორი

ზუსტად ეს 2 მგონია დაცვის ცენტრში ხვალ

gio_chyoi
რედაქტორი

მეც თითქმის დარწმუნებული ვარ რო ხვალ ეს ორი იდგება

LUIS SUARES 001
VIP Member

მანჩესტერის სასტავი არ უნდა გაახაროთ

mesxi_8
მომხმარებელი

ლუკაკუ ლოვრენას ბულკია კაცო 5

chipe888
მომხმარებელი

აი ხვალ სირები დამარცხეთ და მერე ლოვრენს შეუძლია აღარაფერი გაკეთოს:))) უფ რა თამაშია და ხვალ ტრაკში უნდა მოვს*ცენზურა*ათ მანჩესტერი

Capitan
მომხმარებელი

დეიკი როგორი აღფრთოვანებულია ლივერპულში გადმოსვლით))))))) კარიუსი არნოლდი ლოვრენი დეიკი რობერტსონი ჩანი ჰენდერსონი ჩემბერლენი მანე ფირმა სალაჰი ეს სასტავი ვიქნებით)))))) დავადუღებთ რატომღაც ასე მგონია

lashafss
VIP Member

დარწმუნებული ვარ რო გადაახევენ ბურთს :X დიდი ხანია ფრე მთავრდება და ახლა ლივერის სტილს მოურინიო ვერ გაუძლებს უეჭველი

liverpool-fan
VIP Member

სალაჰ დუბლი დადეეეე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze