x

კლოპი: "ეს ყველაზე დიდი თამაშია"

ავტორი: NikaSvanidze, 9-03-2018, 21:38, კატეგორია - სიახლეები, 998, 8


 ხვალ მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მანჩესტერში იქნება კონცენტრირებული. 16:30-დან "ოლდ ტრაფორდზე" ინგლისური კლასიკა იღებს სტარტს. მოსისხლე მტრებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენს. გამარჯვებული სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე განმტკიცდება.

 გუნდების 200-ე დაპირისპირების წინ იურგენ კლოპმა "მელვუდში" ტრადიციულად უმასპინძლა პრესას და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

  გთავაზობთ ამონარიდებს:

    მატჩის მნიშვნელობაზე

 "არ მგონია ამ თემაზე დამატებითი კომენტარების გაკეთება საჭირო იყოს. ეს უდიდესი საფეხბურთო მოვლენაა. მოუთმენლად ველი მას, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან რთული 90-წუთეული გველის. ჩვენ 100%-ით, თუ არა მეტით, უნდა ვიყოთ მზად, რათა გამოცდის ჩაბარება შევძლოთ. "მანჩესტერ იუნაიტედს" კლასი არ აკლია და, რაც მთავარია, საშინაო არენის უპირატესობა აქვს. ჩვენთვის "ენფილდი" ძალიან დიდი კოზირი იყო, ასე რომ, ვიცით რა გველის მოედანზე. "იუნაიტედს" უძლიერესი შემადგენლობა და მწვრთნელი ჰყავს. ხვალ მძიმე სამუშაო გველის."

   მოწინააღმდეგის მოსალოდნელ ტაქტიკაზე

 "მე ამ სიტყვებს [ "ავტობუსის პარკინგი" ] არასდროს ვიყენებ. დაცვითი ფეხბურთისადმი უარყოფითად არ ვარ განწყობილი. ახლა ყველა "მან.იუნაიტედის" დაცვით სტილსა და ჩვენს შეტევაზე საუბრობს, მაგრამ, რეალურად, ყველაფერზე მნიშვნელოვანი დადებითი შედეგია, მისი მიღწევა კი ბევრნაირად შეიძლება. მე პატივს ვცემ მოწინააღმდეგის გადაწყვეტილებას. "ეშმაკებს" კარგი სეზონი აქვთ, რაც სრულიად საკმარისია.

 თავდაცვა მთელი ძალებით ჩვენც მოგვიწევს. არანაირი ილუზიები, თითქოს ჩვენ დავფრინავთ. "ოლდ ტრაფორდზე" ვერავინ დაფრინავს. ფიზიკურად და ტაქტიკურად მეტოქე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია წელს. ჩემი აზრით, ეს სათამაშო ფილოსოფიებს შორის ბრძოლა არ იქნება. უბრალოდ ორი ძალიან კარგი გუნდი ხვდება ერთმანეთს. "იუნაიტედის" შეტევებისას აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელისგან მოვითხოვ დაცვაში თამაშს. თუ ვინმე გამოვა და იტყვის, რომ ჩვენ "ავტობუსი დავაყენეთ" არ მექნება პრობლემა. თამაშს ცივი გონებით ვაფასებ. ეს იქნება დაძაბულობის პიკი, როგორც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებს ახლავს ხოლმე, სადაც სივრცეები ნაკლებად იქნება. საბოლოოდ, ჩვენ ყველა შესაძლო ხერხით გამარჯვებას ვეცდებით."

   მეტოქის მიხედვით სათამაშო სტილის არჩევაზე

 "ეს არც ისე განსაკუთებული მოვლენაა, შენ უბრალოდ ფიქრი გიწევს, კონკრეტულ მომენტში როგორ გაიყვანო მოედანზე საუკეთესო მოთამაშეები ბოლომდე მზად. ერთადერთი, რაც ჩვენს არსენალში უცვლელია, არის პრესინგი. ისეთ გუნდთან, როგორიც ხვალინდელი მეტოქეა, პრესინგი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ადვილია იფიქრო, თითქოს "ლივერპული" გოლს მაშინ იტანს, როცა მას მოუნდება, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია. აუცილებელია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, მობილიზება და სითამამე.

 ხვალ ჩვენ უდიდეს მეტოქეს ვუპირისპირდებით. ფანებისთვის ეს დღე დაუვიწყარი იქნება. მანჩესტერი ლივერპულთან ახლოსაა, ასე რომ, მგზავრობა ადვილი იქნება. ჩვენ იქ მოსაგებად ჩავდივართ. ვაანალიზებ, რომ ბევრი ბარიერის გადალახვა მოგვიწევს, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ."

  რამდენად იმოქმედებს მატჩის შედეგი "ლივერპულის" საბოლოო პოზიციაზე ცხრილში

 "ამის ამ ეტაპზე წინასწარმეტყველება ძნელია. ისინი 2 ქულით გვისწრებენ, გამარჯვების შემთხვევაში 1 ქულით გავასწრებთ მათ. ეს უპირატესობა 9 მატჩში საერთოდ არაფერს ნიშნავს. სატურნირო თვალსაზრისით ეს თამაში გადამწყვეტი ნამდვილად არ არის. წაგების შემთხვევაში 5-ქულიანი ჩამორჩენა არც ისე სასიამოვნო იქნება, მაგრამ დასრულებული არაფერი იქნება. ჩვენთვის პოზიტიური მოვლენა მხოლოდ მოსისხლე მტრის საკუთარ მოედანზე დამარცხება იქნება და არა ცხრილში დაწინაურება. ბიჭებმა იციან, რომ ფეხბურთი უნდა ითამაშონ, უნდა მოიგონ და ფანები გაახარონ. ცხრილზე ფიქრი უადგილოა."

  "ენფილდურ" უგოლო ფრეზე ოქტომბერში

 "სიმართლე გითხრათ, ის თამაში კარგად არ მახსოვს. მას შემდეგ უამრავი შეხვედრა გავმართეთ. მხოლოდ ის მახსოვს, რომ დე ხეამ რამდენიმე კარგი სეივი გააკეთა, ჩვენი პერფორმანსი კი არც ისე ცუდი იყო. ის საშინაო შეხვედრა იყო, ამიტომ "იუნაიტედზე" შემტევები ვიყავით. ჩვენ მათ შანსები არ მივეცით, რაც, თავისთავად, პოზიტივია. იმ შეხვედრაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ოქტომბრის შემდეგ ჩვენ სხვა გუნდი ვართ.

 მე არასდროს ვიყენებ წინა დაპირისპირებებს მოსამზადებლად. აშკარაა, რომ ისინი თავს დაიცავენ, ჩვენ კი შეტევაში აკურატულები უნდა ვიყოთ. მათი შეტევების დროს ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია დაგვჭირდება. წინა ტურში მათ "კრისტალ პალასს" 2-ბურთიანი უპირატესობა გაუბათილეს და, საერთოდ, მოუგეს. ყველაფერი განსხვავებული იქნება."

   შესძენს თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვებები გუნდს თავდაჯერებულობას

 "ბიჭების მოსამართად დამატებით არაფერია საჭირო. გამოგიტყდებით, ძალიან ვამაყობ, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. ალბათ ყველამ ნახეთ "იუვენტუსისა" და "ტოტენჰემის" დუელი. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ფულს, მიუხედავად ყველაფრის ყიდვის უნარისა, მაინც არ შეუძლია გამოცდილება მოგიტანოს. "იუვემ" გამოცდილება გამოიყენა და შესანიშნავ მეტოქეს გაუმკლავდა. მიხარია, რომ 1/4 ფინალს ლივერპულიც უმასპინძლებს.

 შარშან "დიდ ექვსეულთან" პრემიერ ლიგაში ძალიან მაგარი შედეგი გვქონდა, მაგრამ წელს "სიტის" საკუთარ მოედანზე ეს სულაც არ აინტერესებდა. "ეტიჰადი" 10 კაცით სათამაშოდ მსოფლიოში ყველაზე შეუფერებელი ადგილია. არ გაგვიმართლა, მაგრამ "ენფილდზე" ვაჩვენეთ, რომ განადგურება არც ისე ლოგიკური იყო. ასეა, თამაშებზე სტატისტიკა და განვლილი შეხვედრები დიდად არ მოქმედებს.

 სეზონის სტარტის შემდეგ ჩვენ ძალიან მოვუმატეთ. ჩვენ ძალიან განვვითარდით და ბევრი ვისწავლეთ. სწორედ ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ ხვალ. ვიცით, რომ ხვალ 3 ქულის მოპოვების კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ გარანტირებულად კარგ შედეგს დავდებთ ?! რა თქმა უნდა, არა. ხვალ მოედანზე უნდა განვსაზღვროთ შედეგი."

კომენტარები


_z_l
მომხმარებელი

ჭკვიანია ეს კაცი :) იცის გუნდი როგორ მოამზადოს და ისიც იცის როგორ ილაპარაკოს. ავტორს მადლობა. კარგი და ხარისხიანი თარგმანია

chipe888
მომხმარებელი

ეგრეა რა ჩვენც მოგება გვინდა და დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმათაც. ვიღაც ამბობს მოურინიოს ავტობუსს გადაუნგრევთო და ა.შ. მარა რეალობა სხვანაირია. მოურინიო ამ ტაქტიკით თამაშოს და ვინმე იტყვის რო არ დაიმსახურა ინტერში ყოფნის დროს ბარსასთან გამარჯვება ან იმას იტყვის რო 3 ბურთი არასამართლიანად გაიტანა რა თქმა უნდა არა. ან კიდე ტოტენჰემი იუვეს თამაში ავიღოთ. აქაცა ამბობენ,რომ ტოტენჰემმა ბურთი დახია იუვეს და იმათ 2 შანსი მიღეს და გამოიყენესო. გამართლებას მიაწერენ ამას და აშკარად მცდარი მოსაზრებაა. იუვეს შემადგენლობა მობერებულია და ტემპში აყვე ახალგაზრდებს,რომლებიც ტოტეს ყავს დამღუპველია. ამიტო დაუთმეს ბურთი და გაამართლა კიდეც. ხვალინდელი თამაში არ იქნება ადვილი და არც გუნდების ფორმა,რომელიც თამაშამდე ქონდათ არაფერს მოგვცემს. ეს მანჩესტერი ლივერპულია და ყველაფერი მოსალოდნელია. ამ თამაშში აზრი არ აქვს რომელ ადგილზე ხარ ან რა მიზნები გამოძრავებს,უბრალოდ უნდა გახვიდე და მოგებაზე ითამაშო. ადრინდელი დაპირისპირებები უფრო დაძაბული იყო ხოლმე ვიდრე ეს ბოლო წლებშია. რაღაცნაირად უმარილო თამაშები გამოდის ხოლმე. ჩემი აზრით ამის მიზეზი არის ორივე გუნდში არ ყოფნა ისეთი ფეხბურთელების,რომლებიც სულს და გულს წარმოადგენენ გუნდის. აღარ არის ხისტი ვარდნები,გაწევგამოწევა,ყვითლები და წითელი ბარათები. ასე რო ხვალინდელი თამაში ერთი ჩვეულებრივი ყომარია ორივე გუნდისთვის და განსაკუთრებულს არაფერს ველოდები. ჩვენ გულშემატკივარ გვინდა კარგი,სანახაობრივი და დაძაბული ფეხბურთი ვნახოთ,ისეთი ინგლისურ კლასიკას რო შეფერება მარა ბოლო თამაშებია ამას ვერ ვხედავ. რავი იმედია ხვალინდელი განსხვავებული იქნება. იმედია მოვიგენთ

sosoia.liverpool
მომხმარებელი

ციტატა: chipe888
ეგრეა რა ჩვენც მოგება გვინდა და დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმათაც. ვიღაც ამბობს მოურინიოს ავტობუსს გადაუნგრევთო და ა.შ. მარა რეალობა სხვანაირია. მოურინიო ამ ტაქტიკით თამაშოს და ვინმე იტყვის რო არ დაიმსახურა ინტერში ყოფნის დროს ბარსასთან გამარჯვება ან იმას იტყვის რო 3 ბურთი არასამართლიანად გაიტანა რა თქმა უნდა არა. ან კიდე ტოტენჰემი იუვეს თამაში ავიღოთ. აქაცა ამბობენ,რომ ტოტენჰემმა ბურთი დახია იუვეს და იმათ 2 შანსი მიღეს და გამოიყენესო. გამართლებას მიაწერენ ამას და აშკარად მცდარი მოსაზრებაა. იუვეს შემადგენლობა მობერებულია და ტემპში აყვე ახალგაზრდებს,რომლებიც ტოტეს ყავს დამღუპველია. ამიტო დაუთმეს ბურთი და გაამართლა კიდეც. ხვალინდელი თამაში არ იქნება ადვილი და არც გუნდების ფორმა,რომელიც თამაშამდე ქონდათ არაფერს მოგვცემს. ეს მანჩესტერი ლივერპულია და ყველაფერი მოსალოდნელია. ამ თამაშში აზრი არ აქვს რომელ ადგილზე ხარ ან რა მიზნები გამოძრავებს,უბრალოდ უნდა გახვიდე და მოგებაზე ითამაშო. ადრინდელი დაპირისპირებები უფრო დაძაბული იყო ხოლმე ვიდრე ეს ბოლო წლებშია. რაღაცნაირად უმარილო თამაშები გამოდის ხოლმე. ჩემი აზრით ამის მიზეზი არის ორივე გუნდში არ ყოფნა ისეთი ფეხბურთელების,რომლებიც სულს და გულს წარმოადგენენ გუნდის. აღარ არის ხისტი ვარდნები,გაწევგამოწევა,ყვითლები და წითელი ბარათები. ასე რო ხვალინდელი თამაში ერთი ჩვეულებრივი ყომარია ორივე გუნდისთვის და განსაკუთრებულს არაფერს ველოდები. ჩვენ გულშემატკივარ გვინდა კარგი,სანახაობრივი და დაძაბული ფეხბურთი ვნახოთ,ისეთი ინგლისურ კლასიკას რო შეფერება მარა ბოლო თამაშებია ამას ვერ ვხედავ. რავი იმედია ხვალინდელი განსხვავებული იქნება. იმედია მოვიგენთ

Ase frtxilad nu ambob chemo dzmao imedia movigebto da rtuli matchi iqnebao da rame ara dzmao gavakt da mougebt. Man. United 1-3 LIverpool asetia angarishi

chipe888
მომხმარებელი

sosoia.liverpool,
მერე მეც ეგ არ მინდა რო მოვიგოთ. უბრალოდ ის ვთქვი რაც წინა თამაშებში დავინახე

gio_chyoi
რედაქტორი

ხვალ თუ მოვიგეთ ოთხეულში ვართ რა

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

gio_chyoi,
ოთხეულში ისედაც ვიქნებით. არსენალი კაი ხანია ჩამოწერილია. ჩელსისთან სათამაშო ისედაც გვაქვს და თან 7 ქულიანი ფორაა. ამავე დროს მეორე ადგილისთვის შესაძლოა ტოტენჰემმაც გაიწიოს, მითუმეტეს რო ჩვენი მოგების შემთხვევაში მანჩესტერს დავატორმუზებთ. ხოლო ტოტენჰემი კვირას ჯავრს იყრის ბორმუთზე და მანჩესტერს წამოეწევა. ფაქტობრივად ოთეული უკვე გარკვეულია ახლა ირკვევა მეორეზე რომელი გუნდი გავა. მართალია 9 ტური დარჩა მაგრამ ეს ის პერიოდია როდესაც ჩელსიც კი ვერ აღმოფხვრის 7 ქულიან ბარიერს ან 5 ქულიან ბარიერს ტოტენჰემთან რომელიც ლიგიდანაც გამოვარდა და მთელს ყურადღებას დაუთმობს პრემიერ ლიგას

GoGson
VIP Member

ასე მორიდებით და მოწიწებით ბაზრობს ეს ყველასთან)))) ჩვენც ჩავალთ დაცვაში თუ რამეაოოო)))))))))))) არადა მანჩესტერის გახსნილი თამაშIიი დაა ბუუუუმმმმმ :დდდ აუ მალე გავიდეს ეს დროო

LUIS SUARES 001
VIP Member

დღეს გამარჯვება ჰაერივით გვჭირდება

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • უოტფორდი
  • Vs

    24.11.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 2:0

    11.11.2018


  • ფულჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჟერდან შაჩირი

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze