"მან. იუნაიტედი" : "ლივერპული" (პრევიუ)

ავტორი: johnson, 9-03-2018, 22:15, კატეგორია - სიახლეები, 1 164, 10


პრემიერ ლიგის 30-ე ტური "ოლდ ტრაფორდზე" გაიხსნება, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მეტოქე "ლივერპული" იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 16:30 წუთზე დაიწყება.

მომავალ მატჩს გუნდები შემდეგნაირი საკადრო მდგომარეობით ხვდებიან :

* მასპინძლებს უბრუნდებათ მარუან ფელაინი. სრულ მზადყოფნაშია ერიკ ბაიი.

* დიდი ალბათობით, ხვალ "ეშმაკებს" მარსიალი, როხო, ბლინდი, ჯონსი და ერერა ვერ დაეხმარებიან.

* დანაკლისი აქვთ სტუმრებსაც - მოედანზე გასვლას კვლავ ვერ ახერხებს ნათანიელ კლაინი. კითვიხ ნიშნის ქვეშაა ჯორდან ჰენდერსონის თამაში.

* კლოპის თქმით, ენდი რობერტსონი და ჟორჟინიო ვეინალდუმი სრული დატვირთვით ვარჯიშობენ და "იუნაიტედთან" სათამაშოდ მზად არიან.

პრევიუ
სატურნირო მდგომარეობა ამ გუნდების დაპირისპირებას უკვე უფრო მნიშვნელოვანს და საინტერესოს ხდის. მერსისაიდელები უკვე 2 ტურია ცდილობენ მეორე ადგილზე დაწინაურებას, თუმცა ჟოზე მოურინიოს შეგირდები უდანაკარგოდ ასპარეზობენ. როგორც იცით, ამჟამად გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა.

გულშემატკივართა და ექსპერტთან დიდი ნაწილი თვლის, რომ ამ გუნდების წინა დაპირისპირების მსგავსად, უხვგოლიანი შეხვედრა არც ხვალ გველის. რა თქმა უნდა, ამის უმთავრეს მიზეზად სწორედ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც ხშირად პრაგმატული და დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთით ცდილობს შედეგის მიღწევას(რაც არც თუ ცუდად გამოსდის).

ამავდროულად, "მანჩესტერ იუნაიტედი" არის ერთადერთი გუნდი, რომელიც იურგენ კლოპმა ვერ დაამარცხა(პრემიერ ლიგის ეგიდით). ხვალინდელ მატჩს მერსისაიდელები პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან. რაც მთავარია, ფორმაშია კლოპის შემტევი ტრიო. აღსანიშნავია ისიც, რომ სამშაბათს "იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე "სევილიას" უმასპინძლებს და ეცდება ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური საგზურის მოპოვებას. სავარაუდოდ, ამ ფაქტორსაც ექნება გარკვეული გავლენა მოურინიოს გადაწყვეტილებებსა და თამაშის სტილზე. ერთი კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას - წინ ძალიან დაძაბული და საინტერესო 90 წუთი გველის !

 
რას ამბობენ მწვრთნელები : 

ჟოზე მოურინიო :
"ეს დიდი მატჩია, რადგან ერთმანეთს ორი ისტორიული კლუბი უპირისპირდება. ახლა ოთხეულში მნიშვნელოვანი ქულები თამაშდება

პირადად ჩემთვის, ყველა შეხვედრა ერთნაირია. მე არასდროს ჩამითვლია უმთავრეს მეტოქედ "ატლეტიკო", "ტოტენჰემი" ან "მილანი". ხვალ უბრალოდ ორი დიდი გუნდის დაპირისპირებას ვიხილავთ."

იურგენ კლოპი :
"ეს უდიდესი საფეხბურთო მოვლენაა. მოუთმენლად ველი მას, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან რთული 90-წუთეული გველის. ჩვენ 100%-ით, თუ არა მეტით, უნდა ვიყოთ მზად, რათა გამოცდის ჩაბარება შევძლოთ. "მანჩესტერ იუნაიტედს" კლასი არ აკლია და, რაც მთავარია, საშინაო არენის უპირატესობა აქვს.

"იუნაიტედს" უძლიერესი შემადგენლობა და მწვრთნელი ჰყავს. ხვალ მძიმე სამუშაო გველის. ისინი 2 ქულით გვისწრებენ, გამარჯვების შემთხვევაში 1 ქულით გავასწრებთ მათ. ეს უპირატესობა 9 მატჩში საერთოდ არაფერს ნიშნავს. სატურნირო თვალსაზრისით ეს თამაში გადამწყვეტი ნამდვილად არ არის." 

 
სტატისტიკა & ფაქტები
* ინგლისის ჩემპიონატში ხვალ ეს გუნდები ერთმანეთს 169-ჯერ დაუპირისპირდნენ - "იუნაიტედმა" 67 მატჩი მოიგო, ხოლო "ლივერპულმა" 55.

* ამ გუნდების ბოლო ოთხი მატჩიდან, ოთხივე ფრედ დასრულდა.

* პრემიერ ლიგის ეგიდით, ამ ორი გუნდის დაპირისპირებისას მსაჯმა 16 ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან - ამ მაჩვენებდით პირველ ადგილზე მერსისაიდული დერბია(21 გაძევება).

"მან. იუნაიტედი"
* მიმდინარე სეზონში "ეშმაკებმა" საკუთარ კედლებში მხოლოდ 1 შეხვედრა წააგეს - 16 მოგება და 2 ფრე.

* გასულ სეზონში, 29 ტურის შემდეგ მოურინიოს გუნდს 8 ქულით ნაკლები ჰქონდა.

* ჟოზე მოურინიომ 8 მცდელობიდან მხოლოდ ერთხელ შეძლო იურგენ კლოპის დამარცხება(ყველა ტურნირზე) - 4 ფრე და 3 მარცხი.

* ამ წუთისთვის, რომელუ ლუკაკუს პრემიერ ლიგაში 99 გოლი აქვს გატანილი. ხვალ ბელგიელს აქვს შანსი გახდეს ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც 100 გოლის გატანას შეძლებს.

* ამასთანავე, ლუკაკუმ "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო 4 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

"ლივერპული"
* ბოლო 10 შეხვედრაში იურგენ კლოპის შეგირდებმა 25 ქულა მოიპოვეს.

* პრემიერ ლიგაში ჩატარებული უკანასკნელი 20 მატჩიდან მერსისაიდელებმა მხოლოდ 1 წააგეს - 14 მოგება და 5 ფრე.

* მიმდინარე სეზონში, "ლივერპულმა" გასვლით მატჩებში 34 გოლის გატანა შეძლო.

* აღსანიშნავია, რომ "წითლებმა" ბოლო 3 გასვლითი მატჩიდან სამივე მოიგეს - გაიტანეს 10 გოლი და სამივეჯერ კარი მშრალად შეინახეს.

* ბოლო 4 შეხვედრაში სადიო მანემ 5 გოლი გაიტანა. მოჰამედ სალაჰი კი უკვე 5 შეხვედრაა პრემიერ ლიგაში უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

* დიდი ალბათობით, ხვალ ჯორდან ჰენდერსონი "ლივერპულის" რიგებში მე-200 მატჩს ჩაატარებს.

 

სავარაუდო შემადგენლობა


ექსპერტის პროგნოზი 

ფილ ტომპსონი - 2:2(მანე გაიტანს პირველ გოლს))

პოლ მერსონი - 1:1(სალაჰი გაიტანს პირველ გოლს)

ჩარლი ნიკოლასი - 1:1(ლუკაკუ გაიტანს პირველ გოლს)

მეტ ლი ტისიე - 2:2(მანე გაიტანს პირველ გოლს)

მთავარი მსაჯი - კრეიგ პოუსონი

პირდაპირი ტრანსლაცია - МАТЧ! Футбол 1;    

კომენტარები


James Pearce
VIP Member

ჰაჰ კიდე ფრეს ფიქრობენ ექსპერტები :დ იმედია ტრენტი არ ჩააგდებს თამაშს ნიუკასლთან ვერ იყო რაღაც რა და კარიუსიც თუ საუკეთესო თამაშს ჩაატარებს მშვიდად ვიქნები :დ ნახდაცვა ესეც კაი იქნება მაგრამ რავი მილნერი კარგს ფორმაშია და მგონი ძირითადს იმსახურებს :))

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

მოკლედ ხვალ თუ ვერ მოვიგეთ წარმოდგენაც არ მინდა როგორ ვიქნები და როდის გამივლის

sosoia.liverpool
მომხმარებელი

Chemi prognozi damijeret: man.united 1-3 Liverpool

liverpool33
მომხმარებელი

sosoia.liverpool,

უფრო ნოლზე ))) ამ ლუკაკუს კიდე არცერთი გრანდისთვის არ გაუტანია და რაღა ლივერპულს გაუტანს (ჩელსს თუარ ჩავთვლით)

gio_chyoi
რედაქტორი

ხვალ ამათი დამარცხებით გავინაღდებთ ოთხეულს და მშვიდად დაველოდებით მეოთხედფინალის მეტოქეს

კოუტინიო
მომხმარებელი

მჯერა ამ ბიჭების და უეჭველად უნდა მოვუგოთ იუნაიტედთან არც ისე სახარბიელო სტატისტიკა გვაკვს ეს უნდა გამოვასწოროთ და რაც მთავარია მე2ე ადგილი ჩვენს ხელში იკნება

giginio
VIP Member

nanatri dgec dadga uceb oldraforti gvelis
ukve agar meshinia mekaris da mcvelis.
kariusi gons movida daxtis rogor kata.
midi virjil gaamware sanchesi da mata.
tavdasxmashi lukakuc yavt asi kilo wonashi.
magram igi lovrenistvis kurdgelia brdzolashi.
erti kargi mekare gyavt ver gishvelit vera.
dagachoqebt manchestershi ager naxavt yvela.
wina xazshi sprinterebi bobi momo mane.
ager xutis naxevaric dagvadgeba male.
albat tamashs daswreba berikaci qaji.
liverpultan shansi ar gaqvt daixmaret msaji.

wesierad ver davwere samsaxurshi var da farchaki teleponi maq shriftistvis bodishiit. rac sheexebaat am *ცენზურა*koebs mwvrnelian fergianat magrad unda sheebrdgvnat desss da davimkvidrot meore adgili

LUIS SUARES 001
VIP Member

ამ თამაშით ფაქტიურად გადაწყდება მეორე ადგილოსანის ბედი ცხრილში..მოსაგები თამაშია

lukaivan
მომხმარებელი

მეც ასე ვფიქრობ ოქსი ძირითადში იქნება და მნიშვნელოვან სამუშაოს შეასრულებს

Ynwa Scousers
VIP Member

ოღონდ ტრენტი და ჰენდერსონი არ დააყენოს სასტარტოში და რაც უნდა ის უქნია

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze