კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 10-03-2018, 22:17, კატეგორია - სიახლეები, 1 298, 10


პრემიერ ლიგის 30-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო. მატჩი "ეშმაკების" გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი :

იმსახურებდნენ თუ არა ასეთ შედეგს
როცა მეტოქე 2 გოლს გიტანს, შენ კი 1 პასუხობ, შედეგიც შესაბამისია. ამავდროულად, დღეს რომ შეხვედრა ფრედ დასრულებულიყო, დაუმსახურებელ შედეგად მას არავინ ჩათვლიდა. რაც შეეხება გაშვებულ გოლებს - ეს არ უნდა მომხდარიყო, მეტოქის მოთამაშეები მარტო არ უნდა დაგვეტოვებინა. დიახ, ჩვენ წინასწარ ვემზადებოდით და ვვარჯიშობდით ამაზე, გადმოვარდნილ ბურთებზე... ლუკაკუმ ერთხელ მოახერხა თავით თამაში, სხვა ეპიზოდებში უკვე ვეღარ, თუმცა მაშინაც კი არ უნდა დაგვეტოვებინა ის მარტო. მათ ორი გოლი გაიტანეს და ამან თამაშზე დიდი გავლენა იქონია.

ჩვენ მალევე დავბრუნდით თამაშში, გავაძლიერეთ მეტოქეზე ზეწოლა, გვქონდა მომენტები, იყო რამდენიმე თავური დარტყმაც, თუმცა ისინი ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმშიც ასე გავაგძელეთ და გოლიც გავიტანეთ. ვფიქორბ მანეზე მსაჯს წესების დარღვევაც უნდა დაეფიქსირებინა. ასე არ მოხდა და ჩვენ დავმარცხდით. შეიძლება თქვათ, რომ წაგებას ვიმსახურებდით, რადგან 2 მომენტში კარგად ვერ ვითამაშეთ, თუმცა ვფიქრობ, მთელ რიგ ეპიზოდებში, "იუნაიტედს" ბევრი პრობლემა შევუქმენით. ზოგიერთ სიტუაციაში, უბრალოდ უფრო მეტი იღბალი გვჭირდებოდა. ახლა კი ეს შედეგი უნდა მივიღოთ.

თამაშისადმი მიდგომა
ადრეც ვთქვით, რომ საქმე გამარჯვებაშია და არა თამაშის სტილში. "სიტიმ" აქ ორი სტანდარტული მდგომარეობის წყალობით მოიგო. ვერავინ ქმნის "იუნაიტედის" კართან 10-15 100%-იან შანსს. არ ვამბობ, რომ მეტოქის სტილმა გაიმარჯვა, ჩვენი კი დამარცხდა. 2 მომენტს არაფერი აქვს საერთო სტილთნ. იმავეს თქმა შეიძლება გადმოვარდნილ ბურთებზე - თუ ერთი მასზე თამაშს ცდილობს, დანარჩენებმა ის უნდა დაიცვან. ჩვენ უბრალოდ შეცდომა დავუშვით და ეს ვერ გავაკეთეთ. ამ ყველაფერს კი სათამაშო სტილთან საერთო არაფერი აქვს.

არის თუ არა იმედგაცრუებული შანსების ნაკლებობით
როგორ უნდა ვიყო იმედგაცრუებული ამით, როცა ჩვენ მანჩესტერში მსოფლიო დონის გუნდს დავუპირისპირდით ? შეიძლება იქ მართლაც მოიგო 1:0 ან 2:0, მაგრამ ვერ შეძლებ ამაზე მეტის გაკეთებას. ჩვენ ისედაც საკმარისი მომენტები გქვონდა თამაშის მოსაგებად. როცა ასე ადრე უშვებ 2 გოლს, შემდეგ შეიძლება ყველაფერი მოხდეს, უფრო დიდი საშინელებაც კი.

დაცვაში ღრმად ჩამჯდარ გუნდთანაც კი გვქონდა შანსები. პრობლემა მომენტების ნაკლებობა კი არა, ასეთი გოლების გაშვებაა. იმ ორ მომენტში უფრო კარგად უნდა დაგვეცვა თავი. ხოლო იმისთვის, რომ ასეთ დროს ცოტა გამართლებაც გჭირდება. მუშაობა უნდა განვაგრძოთ.

მეორე ადგილისთვის ბრძოლა
არ გავჩერდებით. ვერ ვიტყვით : "კარგით რა, დაგვითმეთ მეორე ადგილი". ამისთვის მატჩები უნდა მოვიგოთ. ახლა სხვაობა 5 ქულაა, მაგრამ არა მგონია "იუნაიტედმა" ყველა დარჩენილი მატჩი 5:0 მოიგოს, შესაძლოა მარცხი მათაც განიცადონ. დიახ, ჩვენ წნეხის ქვეშ ვართ, რადგან კონკურენტს 5 ან თნდაც 2 ქულით ჩამოვრჩებით, ასეთია ცხოვრება. ახლა უბრალოდ საკუთარი მატჩები უნდა მოვიგოთ.

პასუხი არნოლდის კრიტიკოსებს
რეშფორდი 100 მილი საათის სიჩქარით მოდიოდა, ტრენტს კი იქ კიდევ 1 ფეხბურთელი სჭირდებოდა. შეეძლო თუ არა მას უკეთ თამაში ? შესაძლოა. მაგრამ, განმუხტავდა თუ არა სიტუაციას მარტო ? დიდი ალბათობით, ვერა. მას დამხმარე სჭირდებოდა. რაშფორდმა ერთი მოძრაობა გააკეთა და დაარტყა. მან უბრალოდ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. 

კომენტარები


Ynwa Scousers
VIP Member

კლაინს ასე ადვილად ვერ გაცდებოდა რეშფორდი

Shako13
მომხმარებელი

ეგ არაფერი კლოპო მიხედე საქმეს ბოლომდე...ისე კარიუსის გამოსვლამ ერთ მომენტში მიუნხენის გერმანელი გამახსენა აქ პროგრესი ამ კაცს

la lana
მომხმარებელი

იავნად დაიჩაგრა დღეს ლივერპული, სადიყო სალაჰი ან მანე ან ფირმინო , მანჩესტერის დაცვამ კარგად ითამაშა და გოლიც აცუქა ლივერპუს, ეს ბაილი ზაან მაგარი მცველია, იმენა აფრიკული ძალაა რასაც ქვია.

_z_l
მომხმარებელი

ra me-2 adgili, gvekaifebi? me-4-ze gadit, garet ar darchet :(

James Pearce
VIP Member

ნუ რაც არის არის ამ თამაშით გამოჩდა რო ლოვრენი და ტრენტი ძირითადს არ იმსახურებენ კლაინი რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდეს და უოტფორდთან იქნება ალბათ და ეგ რო ფორმაში ჩადგება მარკვენა მცველის პრობლემა არ იქნება ნუ ლოვრენის მაგივრად გომესს მისცეს შანსი ცენტრ მცველზე ან მატიპი. არაუშავს ეხლა წავაგეთ მაგრამ მთავარია ოთხეულში მოვხვდეთ მე მაინც მგონია რო 2ზე გაცალთ ბოლოს მაგრამ ვნახოთ შედარებით ადვილი თამაშები გვაქვს წინ ეპლში ძლიერებიდან ჩელსი დარჩა და დერბი ევერტონთან წესით თუ არ და*ცენზურა*ვდნენ 4ეულში ადვილად გავალთ რა მთავარი ეს არის ეხლა უჩლზეც ვნახოთ ვინ იქნება მოწინააღმდეგე საინტერესოა ძალიან. ამ წაგებისთვის უეჭველი მაგრად ჩაუდებს შემდეგ სეზონში არამგონია კლოპმა დაივიწყოს ეს თამაში ;)) შემდეგ სეზონში კი არა უჩლზე რო შეგვხდნენ ძალიან მაგარი იქნება უეჭველი გამოვაგდებთ და არაუშავს არ ინერვიულოთ როგორც ხშირად ხდება ხოლმე რაც კლოპო მოვიდა ერთი მწარე წაგების მერე ძალიან დიდი და მაგარი მოგებათა სერია მოყვება ხოლმე და წესით უოტფორდთან ენფილდზე უნდა დაიწყოს ეს :))

Mesi10
მომხმარებელი

4

Liverpuli ligas moigebb

oto1990
მომხმარებელი

ფაქტია რო არ მუშაობს ეს ტაქტიკა ავტობუსთან,ხან ლოვრენი შეჭამს ხან არნოლდი ხან კარიუსი
და მერე უაზრო წრიალი საჯარიმოსთან
ბევრად უფრო რთული გასავლელი იქნება მანჩესტერი ლიგაზე ვიდრე სხვა შემტევი გუნდები.
პოგბას,ჯონსის,მარსიალის გარეშე და სევილიაზე მოფიქრალი გუნდი რო ეგრე კომფორტულად დგას უკან, ლიგის პლეიოფში ხო იასნია ბევრად რთული იქნება, ჯობია ისევ ვინმემ მოიშოროს.
ნაბ.... ჟოზე თავისი გუნდის ხარისხზე კი არ ზრუნავს შენ გიფუჭებს თამაშს. ძაღლი ტრენერია ტაქტიკაში და მეტოქის ანალიზში შეილება ბადალიც არ ყავდეს გიპოვის სუსტ წერტილს და იქ დაგაწვება.თუნდაც პირველმა გაუტანო მაინც ეგრე გააგრძელებენ რაც იუვენტუსმა ქნა და ინდივიდუალისტების იმედზე დარჩება

chipe888
მომხმარებელი

დაიმახსოვრეთ არნოლდი ჩვენი მომავალია და ამ თამაშშიც არ უთამაშია ცუდად ასაკთან შედარებით. ლოვრენი წავიდა მაღალ ბურთზე და დაასწრო ლუკაკუმ კითხვა არ გიჩნდებათ არავინ რო არ დაზღვია. ისე გყავთ ამოთვალწუნებული ლოვრენი რო უკვე ზედმეტია. მატამ მაკრატელა რო დარტყა ესეც ლოვრენის ბრალი იყო ხო და დეიკმა მაგარი თამაში ჩატარა ხო? კარგით რა არ უყურებთ თამაშს თუ რა არის. შეცდომა მთლიანად დაცვამ დაუშვა და თამაში კი გუნდმა წააგო თავის მწვრტნელიან სტაფიანად. ისეთი თამაში იყო რო ნებისმიერი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. მანეს სწორხაზოვნებაზე რატო არ საუბრობთ ან მილმერის უაზრო თამაშზე. ლუკაკუ საკუთესოა მეორე სართულზე თავის ამპულაში და რომ დასწრო ეს კატასტროფაა არაა და კატასტროფა ის უფროა არავინ რო არ დააზღვია და რაშფორდი უფრო გამოცდილია არნოლდზე თან სწრაფია. მოედანზე მყოფი ფეხბურთელებიდან არნოლდი იყო ერთადერთი ვინც სული და გული ჩადო ამ თამაშში. გასაგებია არ გამოუვიდა მარა მცდელობა არ დაკლო რაც დაეხმარება სამომავლოდ. გუნდში რომ არ არის რკინის ნერვების მქონე ფეხბურთელი ესეც არნოლდს მოთხოვეთ. დამისახელეთ ფეხბურთელი,რომელსაც გათავისებული აქვს ამ დაპირისპირების მნიშვნელობა. მე ერთი ვიცი და ისიც 19 წლისაა და ნუ მოვთხოვთ სასწაულებს. არ დაკვირდით მანჩესტერის ფეხბურთელებს როგორ ხისტად თამაშობდნენ და არასპორტული საქციელით ცდილობდნენ შედეგის მიღწევას. იანგის და სალაჰის ეპიზოდი რად ღირს მარტო და ვინმემ გაპროტესტა? სალაჰის ადგილას გაუხევდი იმ შავ თავს იანგს და ჰენდერსონზე რო ამბობთ ცუდი კაპიტანიაო ამ გუნდში ვინ გეგულებათ სხვა რო იკაპიტნოს და მილნერი ისე იყო გაჩუმებული მთელი თამაში რო ვაფშე. ეს თამაში შეცდომებმა კი არა მენტალობის არ ქონამ წაგვაგებია. ასე რომ ჩვენ გუნდში გუშინ გამოჩნდა რო ბევრი ქალბატონი თამაშობს,რომელიც ეპრანჭება მოწინაღმდეგეს. პრევიუში დავწერე თუ რა შემთხვევაში გვექნებოდა შანსი და თუ დაინახეთ ბრძოლა ყველა შესაძლო ხერხით მაშინ მე ბოდიში. ეჰ რა დროს არ გვყავდა შკრტელმინატორი კარაგერი ჯერარდი ვნახავდი მანჩესტერელის მომტვრეულ ფეხს მარა სამწუხაროდ დიდი დრო გავა ასეთი იგროკის მოსვლამდე. არავინ მითხრას ფეხის მომტვრევა რა სპორტიაო და ეგეთები. იანგი რაშფორდი და ვალენსია მაგას იმსახურებდნენ გუშინ და ასეთ დაპირისპირებაზე ზედ გამოჭრილია. წაგებაზე მეტად ის გამიტყდა რომ პასუხი ვერავინ გასცა იმ ნა*ცენზურა*რებს

Kabula 543
მომხმარებელი

Ki mesi liverpooli ligas moigebs da amas barsas ganadgurebit gaaketebs, minda utxraaaa yvela y l e s trakshi mov tyna vt msajelonas

LUIS SUARES 001
VIP Member

კლაინი მაგრა გვაკლია მაგრა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

საერთ. ჩემპიონთა თასი


  • დორტმუნდი
  • VS

    22.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მოდიხართ ლისზე ფინალის საყურებლად?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze