მანჩესტერთან მარცხი - ანალიზი

ავტორი: akaki, 11-03-2018, 15:46, კატეგორია - სიახლეები, 1 288, 15


ლივერპულმა ოლდ-ტრაფორდზე პრინციპული შეხვედრა მანჩესტერ იუნიატედთან 2:1 დათმო.  ვეძიოთ მიზეზები ერთად.

მატჩამდე


ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი სათამაშო სტილი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ერთ ასპექტში მათ ნამდვილად აქვთ საერთო. ორივე გუნდი ცდილობს ფლანგი არა ერთი ან ორი, არამედ სამი და თუ საჭირო გახდა ოთხი ფეხბურთელის ჩართულობით გაარღვიოს. წარმოიდგინეთ ოთხი შემტევი ფეხბურთელი ერთ ფლანგზე, ეს ყველა გუნდისთვის პრობლემაა, მაგრამ ლივერპული ხშირად მობილური შემტევი ტრიოს და ფლანგზე თამაშს გამოცდილების მქონე ნახევარდაცვით ახერხებს სწრაფად საჯარიმოს მისადგომებთან მეორე ფლანგზე გადაიტანოს შეტევა და გოლებიც ხშირად სწორედ ამ საბაბით გადის, მანჩესტერელები კი წინასწარ გაწერილი გეგმით მოქმედებენ, მაქსიმალურად ცდილობენ მეტოქის სუსტი ფლანგის გარღვევას და შეტევის დასრულებას, არ აქვს მნიშვნელობა ეს საჯარიმოში შეჭრით დასრულდება თუ ლუკაკუზე კროსით. მეორე ფლანგს მხოლოდ შეტევის საწყის ეტაპზე მინიმალურად იყენებენ, ბურთი ფლანგიდან ფლანგზე ტანმაღალ შემტევზე ბურთის დაკიდებით ან მარტივი გრძელი პასით გადააქვთ.  


შემადგენლობა


ლივერპულის დაცვა

იურგენ კლოპმა კარგად იცოდა, რომ მანჩესტერი ლივერპულის მარჯვენა ფლანგზე აიღებდა გეზს, რადგან მოურინიო კარგად გაანალიზებდა, რომ ამ ფლანგზე ჯერ-კიდევ გამოუცდელი ტრენტ-არნოლდი იდგა, უკნიდან კი დეიან ლოვრენი ან მატიპი დააზღვევდა.  განსხვავებული სურათი იყო მეორე ფლანგზე, სადაც რობერტსონი იდგა.  მას მატჩამდე გამოქვეყნებული სტატისტიკით ბოლო ხუთ მატჩში არნოლდზე ორჯერ მეტი დუელი ჰქონდა მოგებული, რაც ძალიან დიდი სხვაობაა, ამას ემატებოდა უკნიდან ვან დეიკის, შეტევიდან კი ჯეიმს მილნრის დაზღვევა.  კლოპმა ცენტრალურ ნახევარდაცვაში  ჩანს და მილნერს უხმო, რადგან ემრე გერმანიის ნაკრებში და გარკვეული პერიოდი ლივერპულშიც მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, ჯეიმს მილნერმა კი მთელი სეზონი გაატარა მარცხენა ფლანგზე. კლოპი ეცადა ორივე ფლანგის გარღვევის მცდელობა მინიმუმამდე დაეყვანა, რათა ლუკაკუზე არ ჩაეწოდებინათ. სწორედ ამ ტაქტიკით კლოპმა ლუკაკუ ევერტონის რიგებში, შემდეგ კი მანჩესტერში თამაშიდან არაერთხელ გათიშა.  ალბათ გახსოვთ როგორ მარტივად მოახერხა მისი გაუნებელყოფა თამაშიდან რაგნარ კლავანმა, რადგან  ბელგიელამდე ბურთი რთულად აღწევდა.  კლოპს, მიუხედავად თამაშის წინა დღეს გავრცელებული ცნობისა, მაინც სჯეროდა, რომ მოედანზე პოგბა ან მის შემცვლელად ფელაინი გამოვიდოდა. მათგან ერთ-ერთი კი მეკარის მოშორებულ პირველ ბურთზე ან ფლანგიდან მეორე ფლანგზე გადატანაში მიიღებდა მონაწილეობას. მათთვის ამაში ხელი დეიან ლოვრენს უნდა შეეშალა, მეორე სართულზე უკეთ მოთამაშე ვან დეიკი კი საჯარიმოში ლუკაკუს შეაჩერებდა.


მანჩესტერის დაცვა

ჟოზემ ლივერპულის მკვლელი შეტევის შესაჩერებლად ძველ და მისთვის კარგად ნაცნობ პერსონალური მეურვეობის ინსტიტუტს მიმართა. პოგბას არყოფნაში მანჩესტერმა საბოლოოდ დაივიწყა ცენტრის არსებობა და შემადგენლობაში უხმო მატჩიჩს და მაკტომინეის, ორ გიგანტური აღნაგობის მქონე ფეხბურთელს, რომელთა მხრიდან ცენტრის დაჭერა რთულად წარმოსადგენი იყო, სამაგიეროდ კარგად შეითვისეს პერსონალური მეურვის ფუნქციები. მათ ლივერპულის შემტევი ტრიო უნდა ეიძულებინათ საჯარიმოს სიახლოვესთან მაქსიმალურად შორს დაეწყოთ შეტევა, ისიც პერსონალური მეურვის ზედამხედველობით. მცველებს კი მხოლოდ შეტევის შემდეგ ფაზაში ემოქმედათ, მაქსიმალურად არაკომფორტულ სიტუაციაში მქონე შემეტევების წინააღმდეგ.


პირველი ტაიმი


პირველ ტაიმში მივიღეთ კლოპისთვის არასასიამოვნო სურათი. ჟოზემ საერთოდ დაივიწყა ფორვარდის არსებობა და რომელუ ლუკაკუს თავიდან ბოლომდე შეტევის დაწყების ფუნქცია ჩააბარა. არც მეტი არც ნაკლები დე ხეას მოშორებული ბურთის შემდეგ, ან სიღრმიდან ვალენსიას გრძელ პასზე პირველი საჯარიმოსგან მოშორებით, მაგრამ არცისე ძალიან, სწორედ ლუკაკუს უნდა ეპასუხა, რომელსაც ბურთი მარჯვენა ფლანგზე უნდა გამოეტანა, სადაც მანჩესტერის სამი შემტევი, მატა, სანჩესი და რაშფორდი იყვნენ ჩასაფრებული. მათ კი საქმე გაუადვილდებოდათ, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ლივერპულის დაცვას ლუკაკუს ასაყვანად ერთი ცენტრალური მცველი ჩამოშორდებოდა და მეტოქე უფრო დაიბნეოდა.


 ეს ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. ლუკაკუმ ორჯერ იდეალურად შეასრულა თავისი ფუნქცია, ბურთი ფლანგზე გადაიტანა და დეიან ლოვრენიც დაცვას  ჩამოაშორა.  ლუკაკუმ მოგებული თავურით ფლანგზე პირდაპირ საჯარიმოსთან ახლოს გაუშვა ბურთი და არა უკან ან მის სიახლოვეს, რასაც დამატებით ერთი პასი დასჭირდებოდა, სწორედ ამ მომენტში ჩანი ან საჭიროებისამებრ მილნერი მოასწრებდნენ ფლანგის დაზღვევას. ყველაფერი კი ისე სწრაფად მოხდა, რომ საჯარიმოში სამი მცველი სამი მოძრაობაში მყოფი შემტევის წინააღმდეგ დარჩა.  არნოლდი რაშფორდთან პირისპირ იყო, ვან დეიკი ცდილობდა გახნილი სანჩესისთვის შეეზღუდა სივრცეები, მარცხნეა ფლანგიდან გადმოსული რობერტსონი კი დაცვას მატასგან დაცვაში ეხმარებოდა.  რაშფორდმა უპირატესობა გამოიყენა და ადვილად ჩამოიშორა არნოლდი, სანჩესზე გადასულმა ვან დეიკმა კი დაფარება ვერ მოასწრო, 1:0.



გატანილი გოლის შემდეგ ლივერპულის შეტევა ასე ინერტულად უბრალოდ ვერ გააგრძელებდა, ამიტომ შემტევმა ტრიომ თავად სცადა შეტევების დაწყება, ვიხილეთ ფირმინოს რამდენიმე კარგი თამაში საჯარიმოს გარეთ, სადიო მანეს კარგი გარღვევევბი, რამაც რამდენიმე მომენტი შექმნა, მაგრამ არც იმდენად რეალური რომ ანგარიში გათანაბრებულიყო. მეომენტები ძირითადად მეორე სართულზე თამაშში იქმნებოდა, რაც ლივერპულის კოზირი ნამდვილად არ არის, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში გუნდს მცირე იღბალი დააკლდა. გატანილი გოლების შემდეგ მანჩესტერმა ლუკაკუს იმედად ავანტურული თამაში მცირე ხნით შეწყვიტა, რადგან მერსისაიდელებს ბურთი უფრო ხშირად ჰქონდათ და მომენტებიც შექმნეს, თუმცა მერსისაიდელები ადრე თუ გვიან მოახერხებდნენ გატანას და ჟოზე ავანტურულ თამაშს დაუბრუნდა, რამაც შედეგი გამოიღო.


ლუკაკუმ ისევ აჯობდა ლოვრენს და ამჯერად ფეხით გაუკეთა გადაცემა საჯარიმოს სიახლოვეში მყოფ მატას, ესპანელის შეჩერება ვან დეიკმა მოახერხა, მაგრამ ბურთი  მარჯვენა ფლანგისკენ წავიდა, სადაც გაუგებარი მიზეზის გამო არნოლდი მასზე ბევრად უკეთეს პოზიციაში მყოფი ვან დეიკის დასახმარებლად იყო გადმოსული,  კარიუსს კი მატას შეჭრის შესაჩერებლად კარი ჰქონდა დატოვებული, რაშფორდს ბურთის კარში გადაგზავნა და დუბლის შესრულება არ გასჭირვებია - 2:0.



ამ გოლის შემდეგ გუნდი ფსიქოლოგიურად გატყდა და იყო საშიშროება, რომ მანჩესტერს გამანადგურებელი ანგარიშით მოეგო. მანჩესტერმა კი ახალ ტაქტიკას მიმართა, რომელიც გრძელ პასებს არ გამორიცხავდა და ამავდროულად დროის გაყვანისთვის უფრო ეფექტური იყო. შეტევებს მარცხენა ფლანგიდან ვალენსია იწყებდა, რომელიც ცენტრთან ახლოს როგორც კი მილნერს და რობერტსონს ამოიყვანდა, მაშინვე მარჯვენა ფლანგზე აკეთებდა გადაცემას.  არნოლდი კვლავ უყურადღებოდ იყო მარჯვენა ფლანგზე, ამჯერად ალექსის სანჩესს მისცა სივრცე, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან მესამე გოლის გატანის შიშით დაბნეული მერსისაიდელების ყურადღება მიიპყრო და საჯარიმოში ცარიელი კარის წინ დატოვებულ მატას გადააწოდა ბურთი, რომელმაც ლამაზად ითამაშა, მაგრამ უშედეგოდ.  ლივერპული ფსიქოლოგიურად ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ პირველი ტაიმის დასრულებამ მოუსწრო.



შესვენება


მეორე ტაიმის დაწყებიდან გამომდინარე ადვილი გამოსაცნობი იყო რა უთხრეს მწვრთნელებმა ფეხბურთელებს. სავარაუდოდ, კლოპმა პირველ რიგში ოქსლეიდ-ჩემბერლენს მოუწოდა გააქტიურებისკენ, რადგან ის მოედანზე პირველივე წუთიდან სწორედ პერსონალური მეურვეობით დახუთული ტრიოსთვის სივრცეების გასახსნელად ან მისთვის დატოვებული სივრცეების გამოსაყენებლად იყო მოედანზე. მსგავსი შენიშვნა მას გაბრაზებულმა კლოპმა პირველ ტაიმშიც მისცა.

ჟოზე მოურინიომ მარჯვენა ფლანგზე მასიურად გადასულ შემტევებს ცენტრში დახევისკენ მოუწოდა, რადგან შეუძლებელი იყო მატჩის ბოლომდე გუნდს უცენტროდ ეთამაშა.  ასეთ შემთხვევაში ლივერპული ძალიან ბევრ შანსს მიიღებდა.


მეორე ტაიმი


მეორე ტაიმი ლივერპულის დინამიური შეტევებით დაიწყო. ოქსლეიდ-ჩემბერლენი მართლაც ცდილობდა სივრცეების გამოყენებას, მაგრამ შეტევის თავად დასრულებისგან მაინც თავს იკავებდა, პასს სალაჰს აძლევდა, რომელიც მასზე ბევრად უარესს მდგომარეობაში იყო, შედეგად ეს პასები ან ჩაიჭრა ან სალაჰმა ვერ მოახერხა მცირე მანძილზე რამდენიმე მცველში გაძრომა. 



მას შემდეგ რაც საჯარიმოსთან მისვლის ფუნქცია ფირმინომ გადმოიბარა, ჩემბერლენი საჭირო აღარ გახდა და ის 62-ე წუთზე ადამ ლალანამ შეცვალა, ლალანას გამოსვლის შემდეგ კი სადიო მანემ განაპირა ნახევარმცველის ფუნქციები შეითავსა, პერსონალური მეურვის ფუნქციებით დაკავებული მანჩესტერელები კი დაიბნენ და ანგარიშიც შემცირდა.



ლივერპულმა იპოვა ის, რაც მატჩის ბოლომდე მინიმუმ კიდევ ერთი გოლის გატანის საშუალებას მისცემდა. მოურინიომ კი სწორედ ამ დროს მიმართა ყველასთვის ნაცნობ ბინძურ ხერხს. გაუგებარი მიზეზით მიღებული ტრავმის გამო ბაილი მინდორზე წამოწვა და ექიმების დახმარებას რამდენიმე წუთი იღებდა, შემდეგ კი კოჭლობით სათადარიგო სკამისკენ წავიდა, რა თქმა უნდა ეს ასე არ მოხდა, ბაილის ‘მოულოდნელად’ ტკივილმა გაუარა და სირბილით დაბრუნდა დაცვაში,  შემდეგ კი ფელაინმა ორივე გოლის გამტანი მარკუს რაშფორდი შეცვალა, რომელიც მატასგან და სანჩესისგან განსხვავებით უკანა ხაზზე ნაკლებად პროდუქტიული იყო.





ამის შემდეგ ლივერპულის შეტევები ცოტა შენელდა, მანჩესტერი კვლავ დეხეაზე თამაშს დაუბრუნდა, მაგრამ ამჯერად შემტევი ფლანგი ცარიელი იყო და განაპირა ნახევარმცველებად საჰაერო ორთაბრძოლების მომგები ლუკაკუ და ფელაინი გვევლინებოდნენ, მოგებული ბურთის შემდეგ კი ჯარიმაზე ან ჰაუტზე თამაშობდნენ, რომლსი მოწოდებასაც ძალიან დიდ დროს ანდომებდენ, მატჩი ოლდ-ტრაფორდზე იყო და ეს უპირატესობა ჰქონდათ.  როდესაც ეს კლოპმა შეამჩნია, ფელაინი-ლუკაკუს ლოვრენი-ვან დეიკი მიამაგრა, ფლანგის მცველები კი საერთოდ მოხსნა. ვეინალდუმის გამოსვლამ შეტევები ოდნავ უკეთესობისკენ დაძრა, რასაც სტამინაში მერსისაიდელების უპირატესობაც დაემატა. მანჩესტერი ნამდვილად დაიღალა და ლივერპულმა სისწრაფეში უპირატესობის გამოყენება დაიწყო, რასაც მანცესტერის ფეხბურთელების უხეში თამაში მოჰყვა, მსაჯმა არც პენალტის მისაცემად გაიშვირა ხელი და არც წითელი ბარათისკენ, რამაც მანჩესტერელებს ამგვარი თამაშით ბოლომდე გაძლების საშუალება მისცა. ნაკლებპროდუქტიული აღმოჩნდა სოლანკეს გამოსვლა, რობერტსონის გაყვანამ ფლანგიდან შეტევები შეასუსტა ცენტრში კი ინგლისელ ფორვარდს ღირებული არაფერი გაუკეთებია. ბოლოს ლივერპულიც დაიღალა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეხვედრის გადარჩენისთვის უკვე განწირული სულისკვეთებით იბრძოდა. სწორედ ამის შედეგი იყო ბოლოს სალაჰის მომენტი, თუმცა დღეს მისი და მისი გუნდის დღე არ იყო. ლივერპული დამარცხდა.


მოკლე ანალიზი


ჟოზე მაურინიომ ის მოახერხა, რაც უნდოდა, თუმცა ძალიან გარიკსა. მერსისადელებმა იმდენჯერ ჩააწოდეს, რომ შეიძლებოდა მეორე გოლიც გასულიყო და რამდენჯერმე ამის სავსებით რეალური შანსიც არსებობდა. ასევე ამდენ უხეშ ჯარიმას საჯარიმოს სიახლოვეს შეიძლებოდა პენალტი ან წითელი მოყოლოდა, მაგრამ შეიძლება მანვე იცოდა კიდეც რომ ასე არცერთ შემთხვევაში არ მოხდებოდა.  


იურგენ კლოპმა გუნდი მოედანზე მოსაგებად გაიყვანა, სწორედ ამის შედეგი იყო ჩანი-მილნერი-ჩემბერლენის დაყენება. ლივერპულს მარტივად შეეძლო მანჩესტერის მიერ დათმობილ ცენტრს დასაკუთრებოდა და ვეინალდუმი-ჰენდერსონის დაყენებით ბურთი იქამდე ეტრიალებინა, სანამ მანჩესტერელი ფეხბურთელებიც და გულშემატკივარიც წყობიდან არ გამოვიდოდნენ და სწორედ ამ დროს გათავისუფლდებოდა შემტევი ტრიოსთვის სივრცეები. ასეც რომც არ მომხდარიყო (დიდი ალბათობით ასეც იქნებოდა), ეგ დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ოლდ-ტრაფორდიდან წამოღებული ქულით გუნდი მეორე ადგილის საკმაოდ რეალურ შანსს კვლავაც შეინარჩუნებდა. ასევე ამგვარი ფეხბურთის სათამაშოდ რეკომენდირებული იქნებოდა მარჯვნივ ჯო გომესის დაყენება, რომელიც შეტევაში ვერ იქნებოდა პროდუქტიული, მაგრამ ცენტრანული ნახევარდაცვიდან დამზღვევი არ დაჭირდებოდა და უფრო ყურადღებითაც იქნებოდა. ასევე შეიძლებოდა არაპროდუქტიული სალაჰის გაყვანა მეორე ტაიმში, რაც საკმაოდ დააბნევდა მეტოქეს. კლოპი კოუტინიოს შემთხვევაში ხშირად იქცეოდა ასე, არც მანეს გაყვანას ერიდებოდა, დღეს კი რატომღაც ასეთი თამამაი ნაბიჯისგან თავი შეიკავა.


ერთი სიტყვით, კლოპმა ასეთი თამაშით ფრეს ან მოგების მცირე შანსს, არჩია „ლივერპულურად“ მოგება, რის გამოც „ლივერპულურად“ დამარცხდა.

კომენტარები


Ynwa Scousers
VIP Member

ავტორს საღოლ, რაც შეეხება თამაშს კლოპს მივაწერე ამ წაგებას არ უუნდა დაეყრნებინა მილნერი რატო იფიქრა რომ მილნერი ცენტრს დაიჭერდა? არნოლდზე მიდევ ვამბობდი რომ არასდროს არ ტოვებდა ეს ბიჭი ჩემზე კარგ შთაბეჭდილებას ნუ ლოვრენი რომ საშინელებაა ეა ტოტენჰემთანარცხმაც გვაჩვენა

johnson
ადმინისტრატორი

Ynwa Scousers,
მილნერის ალტერნატივა ვინ იყო ? ჰენდერსონი ? ლალანა ? ვეინალდუმი ? რომელი ერთი გყავს ცენტრის დამჭერი მაგ სამიდან ? ცენტრი გვეჭირა მასე ბურთის ფლობას რო შეხედო, მაგრამ როცა შეტევაზე გადმოდიოდნენ თითქოს ახტებოდნენ ცენტრს, თავისი საჯარიმოდან ეგრევე ჩვენთან ჩნდებოდნენ. ცენტრში ჩაშლილი იუნაიტედის შეტევა პრაქტიკულად არ მახსენდება.
ლივერპულურად დამარცხდა კი და შეიძლება ვინმე ამაყობდეს რო სტილს არ უღალატა, მაგრამ ასეთ გუნდებთან, ასეთ პრინციპულ თამაშებში შედეგია ჩემთვის მთავარი და არა თამაშის სტილი. კი ბატონო მსაჯმაც მიქარა რამდენჯერმე, მაგრამ პირველ ტაიმში რო შეუსრულა მოურინიომ ეგეც ფაქტია.
ცვლილებები ისევ არ მომეწონა, რატო დატოვა არნოლდი ამდენი ხანი ან რატო აკეთებდა სულ აქცენტს ჩაწოდებებზე როცა რეალურად საჯარიმოში არავინ იდგა ? ან თუ იდგა 1:4 თან იყო შეფარდება ? რატო ასრულებდა კოუს ფუნქციებს მანე როცა საჯარიმოს მოსადგომებთან(ცენტრში და არა ფლანგზე) სადიოს ტენიდნენ ბურთს, კი ბატონო მაგ როლში მანე ცუდია და გამოჩნდა კიდეც. სოლანკეს სტილის(თუმცა გაცილებით მაღალი დონის) თავდამსხმელები გვინდა ასეთ დროს, 1 მომენტი რო ექნება და გაიტანს, საჯარიმოში იმოძრავებს სულ და ჩაწოდებულ ბურთზე შეძლებს თამაშს. 11 თუ 13 კუთხური ჩავაწოდეთ და რეალურად სახიფათო მარტო ვან დეიკის მხრით დარტყმა იყო.

მოკლედ, არც მარტო კლოპმა წააგო ეს თამაში და არც მარტო არნოლდმა, გუნდმა წააგო ეს თამაში - დაწყებული კლოპით და დამთავრებული სალაჰით, იმიტომ რომ რთულია გუშინდელი მატჩიდან თუნდაც 2 კაცი გამოარჩიო რომელიც თავის საქმეს უნაკლოდ ასრულებდა

პ.ს. აკაკის მადლობა 8

ynwa.777
მომხმარებელი

▪კლოპს გუშინდელ მატჩში გავამტყუნებ იმაში რომ ფთხილად უნდა ყოფილიყო, ბოლოსდაბოლოს იუნაიტედია.ტაქტიკურად სუსტად წარდგა პირველ ტაიმში, გეგმა B არ ქონდა როგორც ჩანს. ლოვრენი არ უნდა დაეყენებინა ლუკაკუსთვის პირველ ბურთზე, თუ ის ქონდა გეგმაში რომ ვირჯილს დაზღვევაზე ეთამაშა მაშინ მატიპი უნდა დაეტყენებინა ძირითადში, ლოვრენზე სწრაფია მაღალი და ფიზიკურად ძლიერი, მოქნილი და პოზიციას არჩევს რაც უმთავრესია. ვირჯილი რამდენად გაიყოფოდა დავის ფლანგი ეკონტროლებინა თუ ლივრენი არნოლდის. კვლავ შეგვახსენა ლოვრენმა თავი მისი უსუსურობით. ხუან მატას ეპიზოდი თუ გახაოვთ ლივრენს გაეპარა და სასწაულად სამარცხვინო გოლს გვიტანდა.
▪მეორე, კვლავ ავღნიშნავ რომ ტიპიური ცენტრფორვარდი გვინდა, კუთხურს, სტანდარტს და ჩაწიდებას აზრი რომ ქონდეს. ლივერპულს სულ ყავდა თავით მოთამაშეები და ბევრჯერ გადაუწყვეტავს მაგ ფაქტორს მატჩის ბედი ჩვენდასასიკეთოდ . ყოველ კუთხურზე მარტო ვანდაიკი იბრძვის..
კლაინის დაბრუნება გვინდა სასწრაფოდ. მარჯვენა ფლანგი ძალიან სუსტი გვყვავს არნოლდი გომეზის ხელში.

reversi
VIP Member

ვეღარ გავიგე რა ნაწილმა 2 დღეა მოსაგებად არ ათამაშა გუნდიო და დედის ტრAკი ამოუტრიალა კლოპს აგერ იძახით მოსაგებად ათამაშა და არ უნდა ეთამაშებინაო და ჩამოვყალიბდეთ საბოლოოდ ;დ

გომესის ნაცვლად არნოლდი ჰენდერსონი ვეინალდუმის ნაცვლად მილნერი ჩემბერლენი ფაქტია მოსაგებად ითამაშა
რაც შეეხება იმას თუ რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება... რისკიანი იყო მაგრამ საპირისპირო რამ გააკეთა ენფილდზე და ლამის ყველამ გააკრიტიკა მაგის გამო კლოპი, თუმცა ორივეს აქვს ახსნა და შემტევების ფორმიდან გამომდინარე მიიღო ორივე გადაწყვეტილება
ეხლა რაც შეეხება სასტავს, თამაშამდე რო გეკითხათ მატიპი უნდა იდგეს იუნაიტედთან თუ ლოვრენიო უმრავლესობა (მათ შორის მეც) გეტყოდით რო ლოვრენიო რადგან მიუხედავად იმისა რომ მატიპი რამდენიმე სანტიმეტრით მაღალია ვისაც ეგ მოქნილი გონია და მაღალ ბურთზე კარგად მოთამაშე აზრზე არ ყოფილა არცერთის მეორე სართულზე ლოვრენი უკეთესია და ფიზიკურად ძLიერ ფორვარდებთანაც უკეთესად თამაშობს ვიდრე მატიპი
ამ თამაშმა ის აჩვენა რო ზაფხულშI დე ვრეის გამაზმა დანაშაული იქნება რადგან არცერთი არ უქნია ღმერთს
აროლდს რაც შეეხება ფანობით და აღზრდილი როა მაგით დაბრმავდა ხალხიც და კლოპიც და ეგ იყო მაგის ერთადერთი შეცდომა გუშინ ძაან არადამაჯერებელია სულ ტრენტი სადაც თუნდაც თანაბარი იგრა წავა გომესის დაყენება ჯობია
ნუ ჯანმრთელი კლაინი რო კიდე 3-4 წელი შანსს არ მიცემს ამათ ეგეც ფაქტია

LUIS SUARES 001
VIP Member

საფხულში აუცილებნად უნდა დავიმატოთ ერთი ისეთი ვარსკვლავი მაინც რომელიც ცენტრს დაიჭერს..

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

თქვენი გამკვირვებია რა,თამაში რო დამთავრდება მერე ხდებით ექსპერტები და ფილოსოფოსები,გომესი რო გამოეყვანა ერტ ამბავს ატეხავდით არნოლდი რატო არ ათამაშაო,მატიპი რო დაეყენებია იტყოდიტ ლოვრენს ჟილკა მაინც აქვს და ორთაბრძოლებში უკეთესიაო,მილნერი რო არ დაეყენებია იყვირებდით ყველაზე მებრძოლი ეგ არის და რატო არ ათამაშაო,რო არაფერი გამოგვდიოდა მეორე სართულისთვის სოლანკე გამოიყვანა,რო არ გამოეყვანა ერთ ამბავს ატეხდით რატო არ გამოიყვანაო,ლივერპულული თამაში რო ეტამაშა და ჩამჯდარიყო ავტობუსობას დააბრალებდით და გინებიტ აიკლავდით ჩვენი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა რომც გავნადგურებუვლიყავითო,რა არ მომხდარა ეგრე და არ გიყვირიათ ეგრე თუ რა,სხვა გუნდის ფანებს ეძახით ბიჭ-ბუჭებს და როგორც ჩანს თქვენ თვითონ ბიჭ-ბუჭოობთ,რო ეს ტაქტიკა და სასტავი გამართლებულიყო დაამართლებს ხშირად მოგვეგო კლოპს ცაში აიყვანდით მაგრამ 3 მერე ერთს მაინც წავაგებდით სადმე და ისევ გინებით აიკლავდით,თქვენ რას ხედავთ აქ კატასტროფას ვერ ვხდები,გასვლაზე წავაგეთ მანჩესტერთან მძიმე ბრძოლაში,გუნდან რომელსაც სახში წაგება არააქვს და ჩვენ ვიბრძოლეთ,მეორე ტაიმი 28 % ქონდა მანჩესტერს ბურთი და რას აგიტეხიათ აქ ერთი ამბავი,ასე რო იყოს ყველა მწვრთნელი მოიგებდა ყველა თამაშს და არავინ წააგებდა მაგრამ ორიდან ერთმა უნდა წააგოს,ეს ფეხბურთია დახან წააგებ ხან მოიგებ,ასე რომ ექსპერტობას თავი დაანებეთ

chipe888
მომხმარებელი

jerar-toria-liverpool,
მაგას არ ვიძახი მეც. ვინც არ უნდა ყოფილიყო სტადიონზე აზრი არ ექნებოდა იმიტომ რო ასეთი თამაშების მოგებას მენტალობა სჭირდება. თუ ვინმეს ჰგონია ადვილი ოლტრაფორდზე ჩახვიდე და მოიგო ძან ცდება. როცა ასეთი დაპირისპირებაა სხვა რამეს ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა და აზრი არ აქვს რომელი გუნდი რა ფორმაში ხვდება თამაშს. უნდა ვაღიაროთ რო ამ გუნდს ესეთი თამაშების მოგებისთვის საკმარისი გამოცდილება არ აქვს. ბევრს ეგონა რო სიტის რახან მოვუგეთ ამათთვისაც უნდა მოგვეგო მარა მანჩესტერი უფრო დიდი გუნდია ვიდრე სიტი და თან სახლში თამაშობდა. ყველაფრის მიუხედავად გქონდა საკმარისი მომენტი რო არ წაგვეგო ეს თამაში მარა სწორხაზოვნებამ და მსაჯების შეცდომებმა დაგვაკარგინეს ეს შანსი. არაუშავს ბაზარია რა მეორე ადგილი კარგია მარა დიდი მნიშვნელი მაგას არ აქვს. პროსტა მოგება გასწორებდა

reversi
VIP Member

არნოლდზე ყველა თამაშის მერე ვიძახი არაა დამაჯერებელი და დაცვა არ იცისო და ვინც პირველად გაიგო ეგ ჩემგან თქვენი პრობლემაა ეგ და არა ჩემი ;)
ლოვრენი უნდა დაეყენებინა იასნა მატიპის თავით ნათამაშები მოვტYან
და აქვე ფანობა სიბრმავეს არ ნიშნავს გასაკრიტიკებელი უნდა გაკრიტიკდეს მარა არგუმენტირებულად
მაგ დაბრმავების ბრალია ეს არნოლდი რო აქციეთ რაღაცად კაი ბიჭია მარა კილო ლარადაა მაგნაირი კაი ბიჭები კლაინს აგინებს ხალხი და მაგ არნოლდს სკამზე დაალპობს ნეტი

shoti
მომხმარებელი

სამწუხაროდ თამაშს ვერ ვუყურე და მადლობა ავტორსს ძალიან მაგარი ანალიზია სრული წარმოდენა შემექმნა მატჩზე.. ამ სეზონში წინასთან შედარებით არგვაქ დადებითი შედეგი ეგრეთწოდებულ ძლიერ გუნდებთან და ამას გერკვეულწილად ისიც განაპირობებს რომ მოურინიოს ნაირმა ტრეინერებმა გაშიფრეს უკვე ჩვენი ტაკტიკა და თამაშIს მოგების მაგივრად არ წაგებაზე გვეთამაშებიან იყენებენ იმ მცირე მომენტსაც და უმარტლებთ კიდეც, მსაჯებიც არა დასავიწყებელი რათქმაუნდა. გუნდს მომავალ სეზონში ჭირდება ფეხბურთელი ვინც ცენტრიდან პასებს გაანაწილებს ამაზეც ყველა ვთანხმდებით და ჩვენზე უკეთ კლოპმაც იცის რაც ჯირდება მის ტაკტიკას. იყო კიდეც ასეთი გუნდში მარა ფაფუ... გვჭირდება სტაბილური მცველები ყველა ვხედავთ იმასაც რომ რობერტსონი ვარსკვალვებს არ წყვეტს თუმცა რაც დადგაა მისმერე თითქოს მარცხნიდან ნაკლები საფრთხე იქმნება და ეს ფაქტია და გვჯირდება შავი სამუშაოს კაცი როგორც ადრე მასკერანო გვყავდა ეგეთი ტიპის ფეხბურთელი. სულ მცირე ეს რგოლები რომ გაძლიერდება და დალაგდება შემდეგ უკეთეს შედეგზეც გვექნება პრეტენზია და დღეისათვის რა შედეგსაც ვაჩვენებთ ეგეც მიიღწევაა ეს უბრალოდ ფაქტია.

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

კაი თუ ძმა ხარ ლოვრენს რატო აბრალებ მატიპზე უკეთეს ფიზიკურობას და თავით თამაშს. ტოტენჰემთანაც ჩაიჯვა მაგ კომპონენტებში, სიტისთან 4 გოლი გავიტანეთ თორე მანდაც ჩაიჯვა და აგერ მანჩესტერთანაც იგივეს აკეთებს. არაფრით არ ჩამოუვარდება მატიპი მაგას სინამდვილეში და ზუსტადაც უნდა დაეყენებინა, მე არ მახსოვს მატიპს ეგეთები ეკისრა 1 მაინც. ბოლო რამდენიმე კარგმა თამაშმა მოატყუა კლოპი ისევე როგორც ნებისმიერი რიგითი ფანი მოტყუვდა და მაგიტო საგინებელია გერმანელი ხისთავა თავისი ბრძენი ბუვაჩიანად.
ან რა არნოლდი შეჩემა ხო აყენებდი ამ გომესს პირველ მცველად, კი ეგეც ცდება ხოლმე მაგალითად საჯარიმოში ჩაწოდებისას, მაგრამ არნოლდივით 1-1-ზე ესე არავისთან ჩაყვინთავს 16 წლის აკადემიელივით და საერთოდ ორთაბრძოლებში კლაინივით გაუვალია. პორტოსთან ნორმალურად ითამაშა 1-2 შეცდომა ჰქონდა და დამარხეს ტიპი, ესეთი მიკერძოებულები რატო ხართ. მე არ მახსოვს არნოლდის თამაში დაცვაში ერთი შეცდომა მაინც არ დაეშვას.
ჩემბერლენი რო გაიყვანა, მაგაზე ცალკე აქვს დედის ტრაკი დასახურებელი, სახეზე ეტყობოდა ჩემბოს *ცენზურა* არ გაქვთ რატო გაგყავართო და მართალიც იყო, ფირმინოს მერე საუკეთესოდ გამოიყურებოდა მაგ მომენტში, მაგრამ აბა მანეს ხო არ გაიყვანდა, ავტორიტეტია მაინც. ფუი მოგი*ცენზურა*.
ეს სალაჰი მაგის მერე გაქრა, მანამდე რაღაცას ფაფხურობდა, მეთქი ტოტნჰემთან მეორე გოლივით რამეს გამოაძვრენს და პირიქით ბოლოსკენ უფრო ჩაკვდა, თუმცა ეგ დიდწილად იმის დამსახურებაა, რომ პირადად ყავდა 3 კაცს აყვანილი.
აი მანეს რაც შეეხება, სრულიად უსუსურია, რამდენჯერ მიეცა თავისუფლად მოძრაობის და პასის გაკეთების საშუალება საჯარიმოსთან, თუნდაც კოუტინიოსავით კუთხიდან დარტყმის, მაგრამ ყველაფერი წყალში გადაყარა და მართლა რაღაც ველოსიპედს იგონებდა, როგორც დაწერეს. აფსოლიტურად ყველა შეტევას კლავდა და უკან გაიკეთოს ის შემთხვევითი ასისტი, რომელიც უაზრო სწორხაზოვან კროსს მოყვა. ტექნიკაც აღარააქვს, ხესავით იღებს ბურთს და პასის გაკეთების დროს ტრაკში უმიზნებს. ამან კიდე დირიჟორობა დააკისრა ტაიმის ბოლოს... მანე ორიგი 2-ია უკვე ჩემს თვალში და მოდით და მიჩივლეთ.
ნახევარდაცვაში ჰენდო უნდა შემოეყვანა მეორე ტაიმში აუცილებლად, როგორც სუონსისთან ქნა(თუ მომდევნო თამაშში აღარ მახსოვს) და გამოაცოცხლებდა შეტევას გრძელი პასებით და სოლანკეც მერე ერთ მომენტს მაინც შექმნიდა, ისე ინგსი რო არ გამოიყვანა მაგის მაგივრად მაგაზეც დასაჯმელია, თავითაც მემგონი უფრო გამოცდილია და დანარჩენი ბევრად უკეთესია კლოპის სტილისთვის.
მოკლედ სრულიად კლოპის კისერზეა ეს ჩაჯმა, თან ელემენტარული სირობების გამო დაკარგა მინიმუმ 2 ქულა და ეხლა ადგეს და იოცნებოს სანამ ვიდეო მსაჯს დააყენებენ.
ისე მეოთხედფინალში აუცილებლად მანჩესტერი უნდა შეგვხვდეს, უალტერნატივოდ, წერტილი.

liverpool-liverpool-YNWA
მომხმარებელი

jerar-toria-liverpool,
აი ძმაო ესეთი სიმართლე კაი ხანია არ წამიკითხია კომენტარებში. 11

oto1990
მომხმარებელი

Nebismier metoqes ertidaigive stilit ro etamashebi mashin dzalian magari unda iyo dzaan cota gundebi maxsendeba egeti magrebi,rogorc ginda Ise gaiget am formaciis Liverpools bevri uklia maqamde ro metoqeis analizi daikido da marto shen tavze iyo damokidebuli,mitumetes yvelam icis rasac vtamashobt aranairi surprisi aranairi metoqes mogebuli tactica,mxolod presingi da swrafi kontrshetevebi,calke ambavia mentalities ar qona

Ynwa Scousers
VIP Member

ციტატა: jerar-toria-liverpool
თქვენი გამკვირვებია რა,თამაში რო დამთავრდება მერე ხდებით ექსპერტები და ფილოსოფოსები,გომესი რო გამოეყვანა ერტ ამბავს ატეხავდით არნოლდი რატო არ ათამაშაო,მატიპი რო დაეყენებია იტყოდიტ ლოვრენს ჟილკა მაინც აქვს და ორთაბრძოლებში უკეთესიაო,მილნერი რო არ დაეყენებია იყვირებდით ყველაზე მებრძოლი ეგ არის და რატო არ ათამაშაო,რო არაფერი გამოგვდიოდა მეორე სართულისთვის სოლანკე გამოიყვანა,რო არ გამოეყვანა ერთ ამბავს ატეხდით რატო არ გამოიყვანაო,ლივერპულული თამაში რო ეტამაშა და ჩამჯდარიყო ავტობუსობას დააბრალებდით და გინებიტ აიკლავდით ჩვენი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა რომც გავნადგურებუვლიყავითო,რა არ მომხდარა ეგრე და არ გიყვირიათ ეგრე თუ რა,სხვა გუნდის ფანებს ეძახით ბიჭ-ბუჭებს და როგორც ჩანს თქვენ თვითონ ბიჭ-ბუჭოობთ,რო ეს ტაქტიკა და სასტავი გამართლებულიყო დაამართლებს ხშირად მოგვეგო კლოპს ცაში აიყვანდით მაგრამ 3 მერე ერთს მაინც წავაგებდით სადმე და ისევ გინებით აიკლავდით,თქვენ რას ხედავთ აქ კატასტროფას ვერ ვხდები,გასვლაზე წავაგეთ მანჩესტერთან მძიმე ბრძოლაში,გუნდან რომელსაც სახში წაგება არააქვს და ჩვენ ვიბრძოლეთ,მეორე ტაიმი 28 % ქონდა მანჩესტერს ბურთი და რას აგიტეხიათ აქ ერთი ამბავი,ასე რო იყოს ყველა მწვრთნელი მოიგებდა ყველა თამაშს და არავინ წააგებდა მაგრამ ორიდან ერთმა უნდა წააგოს,ეს ფეხბურთია დახან წააგებ ხან მოიგებ,ასე რომ ექსპერტობას თავი დაანებეთ

რა თამაშის მერე პროფესორობაზეა ლაპარაკი თუ ჩემი ძმა ხარ, სასტარტო რომ დაიდო იმ სტატიიის ქვეშ ნახე ჩემი კომენტარი რა მიწერია? ოღონდ არნოლდი არათქო იმიტო როვიცოდი არაფრის ტრაკი არ აქვს მაგ ბიჭს, რომელ გუნდთან ნახეთ მაგის დამაჯერებელი თამაში? მოურინიოზე დედამო*ცენზურა*ული ტრენერი არ არსებობს მაქსიმალურად იყენებს მეოტოქის სისუსტეებს და შედეგიც სახეზეა არნოლდის ფლანგიდან აგვაოხრეს

chipe888
მომხმარებელი

Ynwa Scousers,
ზედმეტს რო ავალებენ ეგ არნოლდის ბრალი არაა და გომესი არ არის ფლანგელი. უთამაშებელი კლაინი არაფრის გამკეთებელი არ იქნებოდა დამიჯერე(ახსოვს კლაინს კიდე ფეხბურთის თამაში რო). გაიხსენე რას ვამბობდი პორტუსთან თამაშის მერე და არა მარტო მაგ დღეს. არც სოლანკეს და არც ინგს როცა შემოდიოდნენ არ უქნიდნენ შანსებს და ვთქვი რო დაგვჭირდებოდა გამტანი და არ გვეყოლებოდა და აჰა დადგა ეს დღეც. დიდი პროფესორობა არ სჭირდება იმის მიხვედრას რომ თავდასხმელს თავდაჯერება სჭირდება და ამაში გოლის გატანა ეხმარება. ნახე ყველა წინა თამაში სადაც გამოვიდნენ შეცვლაზე სოლანკე და ინგსი. თუ დაინახე სადმე რომ შანსებს უქმნიან ამ ორ კაცს მაშინ მე ბოდიში. სამეული კარგად თამაშობს მარა იმ ტრენერთან რომელმაც თავის დროზე მფრინავი მესი გამოთიშა თამაშიდან და თან ბებერი ძანეტით სალაჰის გამოთიშვა რა პრობლემა იქნებოდა. უფრო შორს წავალ 2006 წელს არსენალი ბარსელონას ფინალი ავიღოთ. 10 კაცა არსენალს ამოკეტილი ყავდა რონალდინიო მთელი თამაში და გასაქანი არ ეძლეოდა. ხომ შემოვიდა ლარსონი და გადაწყვიტა თამაშის ბედი რატო? იმდენი ქონდა მანამდე გატანილი და ნათამაშები ტიპს რომ პასები დარიგა და არა უაზროთ დაიწყო ფაფხური. თავდაჯერება ქონდა და ტრენერსაც კოზირი ქონდა ლარსონის სახით. არცერთს არ ვადარებ ლარსონს მარა ორივე თავდასხმელი უფრო მეტი რომ შეუძლიათ ამას წყალი არ გაუვა. პორტუსთან ორივე სასტავში უნდა ყოფილიყო და დაემტკიცებინა თავის შესაძლებლობა მარა ზამენაზე 20 წუთი მისცა ინგს. თუ ამაში ვერ ხედავთ პრობლემას მაშინ სალაპარაკო აღარცაა არაფერი. იმ აზრისგან შორს ვარ რო უეჭველი შეაგდებდნენ მარა კლოპის სოლანკეს შემოყვანას აზრი ექნებოდა და ახლა შემოიყვანა მანჩესტერთან როცა ჭ კლასის გუნდებთანაც არ ქონდა გატანილი. ისმის კითხვა რატო ქონდა იმედი რო რამეს შეცვლიდა 20 წლის ახალგაზრდა,რომელიც ნამდვილად არ არის უნიჭო და უბრალოდ მეტი ნდობა სჭირდება როგორც ინგს. ვიღაც დაიწყებს რომ ინგსის და სოლანკეს მაღალი დონე არ გაიშვასო და ასეთ დღეში ჩაგდეთ კეინი ან ვინმე სხვა ვინც მაგარი გგონიათ და რას იზავს მაგას ვნახავთ. ბოლობოლო რონალდუმ დაუთმო ბენზემას პენალტი და ვინ ჩემი ფეხებია რომელიმე გუნდში რო საკუთარ თავზე ფიქრობს. ყველა ხვდებოდა რომ ბენზემაც დასჭირდებოდა გუნდს და აუცილებლად დასჭირდება დარტყმევინა ისეთმა ამპარტავანმა როგორიც რონალდუა. მთელი გუნდი უნდა ცდილობდეს გახსნას ეს ორი ფეხბურთელი და არა მარტო სამეულზე აეწყოს თამაში

ხო სულ დამავიწყდა რატო აგებს ყოველთვის ფინალებს კლოპი და აი ჩემი აზრი ამის შესახებ: ტიპს არ აქვს გეგმა ბ და არ ყავს კოზირი იგროკი რომელსაც შემოუშვებს და რამეს შეცვლის. ფელაინი რა ჩემი ფეხები იგროკია მარა კოზირია მოურინიოსი შეცი თუ გინდა. მაღალია და ისეთი ბუჩქი ადგას თავზე რო ბურთს იკოსებს. მატო სირბილი და სალაჰის 23 გოლი არაფერია როცა გინდა მოსისხლე მტერი დამარცხო და ჯერჯერობით არ არის კლოპი იმ დონეზე რო ეს შეძლოს. ბენიტესმაც ვერ მოიგო ეპლი,ვერც ულიემ და ვერც ბრენდანამ მაპატიეთ მარა ის გუნდები უფრო მესიმპატიურებოდა ვიდრე ეს გუნდი და რატო? იმიტომ მათ დამარცხებული ყავთ მანჩესტერი და არა ერტხელ. მათ ყავდათ გუნდში რკინის ნერვების მქონე იგროკები და ისეტები ვინც იცოდნენ ამ დაპირისპირების მნიშვნელობა. ამან ვინც ყავდა დარჩენილი გუნდში ისინიც გაუშვა და შემოიკრიბა ქალბატონები. პირველ რიგში მარტინ შკრტელმინატორს ვგულისხმობ. თუნდაც ყველა ტიტული მოიგოს კლოპმა მაინც ვერ ვაპატიებ იმას რო მატიპი და ლოვრენი ამჯობინა მაგარ კაცს სლოვაკეთიდან. შეცდომები ქონდა მასაც მარა მაგარი გიჟი იყო და რაც მთავარია მარტო ხელფასისთვის არ ყომარობდა. დღევანდელ გუნდში ასეთები ვინც ხელფასის გამო არ თამაშობენ მარტო არიან:ჰენდერსონი,არნოლდი,მილნერი და ფირმინო

giginio
VIP Member

chipe etanxmebi yvelapershii afsoluturaad. 2 turos win iyoo zustad niukasli manchesyeri da uyuros germanelma chanawers da naxos raaris taqtika. benitesi aris taqtikis mama mahas ro fuli misce luboi gunds dafshvnis ogond inglishii magis filosofia inglisur fexburtzea awyobilii araertxel agunishnavs es

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 22:45 სთ


  • რეალი
  • VS

    26.05.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მოდიხართ ლისზე ფინალის საყურებლად?
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze