რობერტსონმა პატარა სქაუზერი დააჯილდოვა

ავტორი: johnson, 12-03-2018, 16:52, კატეგორია - სიახლეები, 876, 10


რამდენიმე დღის, სრულიად ბრიტანეთი ალაპარაკდა "ლივერპულის" 7 წლის გულშემატკივარზე - ალფი რედფორდი. როგორც გაირკვა, "პორტუსთან" მატჩს ის მამასთან ერთად დაესწრო. თამაშის დაწყებამდე კი ალფიმ შეიტყო ე.წ. Foodbank-ების შესახებ და გადაწყვიტა გადაწყვიტა თავისივე გაჭირვებულ თანატოლებს სურსასით დახმარებოდა.

"ჩემი მეგობარი ეხმარება "Foodbank"-ებს, ამიტომაც ალფის ავუხსენი, რომ აქ, ამ ქალაქში, მისი ასაკის ბავშვთა გარკვეული ნაწილი უბრალოდ შიმშილობს. მან კი მიპასუხა, რომ სურდა საკუთარი ფულით მათ დახმარებოდა."
- იხსენებს ბავშვის მამა, ტომ რედფორდი.

BBC-ის ეთერში ტომმა განაცხადა, რომ ის შვილს ყოველ კვირაში აძლევს 5 ფუნტს, ხოლო საფეხბურთო მატჩზე წასვლისას 10 ფუნტს. ამგვარად, ალფიმ პროდუქტებით სავსე პაკეტი მოძრაობა Fans Supporting Foodbanks-ს წარმომადგენლებს გადასცა, რომლებიც ასეთ დღეებში "ენფილდისა" და "გუდისონის" მახლობლად მორიგეობენ. მოგვიანებით ამ მოძრაობამ 7 წლის სქაუზერი თვის საუკეთესო გულშემატკივრად დაასახელა.


ეს ისტორია მოგვიანებით "ლივერპულის" მარცხენა მცველმა, ენდი რობერტსონმაც შეიტყო. შოტლანდიელი აღაფრთოვანა ალფის საქციელმა და მას საჩუქრად რობერტო ფირმინოს ავტოგრაფიანი მაისური გაუგზავნა, რომელსაც თან პატარა წერილი დაურთო :

"ძვირფასო ალფი, მე ენდი რობერტსონი ვარ. ტვიტერზე ვნახე, რომ შენ რაღაც განსაკუთრებული გააკეთა. მახსოვს, შენს ასაკში ჩემთვის რაოდენ მნიშვნელოვანი იყო "ჯიბის ფული" და ვიცი, თუ რამდენი რამის ყიდვა შეგეძლო შენ საკუთარი თავისთვის.

უბრალოდ შესანიშნავია, შენ ამ თანხით დაეხმარე მათ, ვისაც ახლა რთული პერიოდი აქვს და ჩვენი ყურადღება სჭირდება. ეს დაუჯერებელია, ეს ისტორია ყველას გვაჩვენებს, რომ სხვებზე მცირედი ზრუნვაც კი მნიშვნელოვანია. შენი საქციელი მე დიდხანს მემახსოვრება.

შენ საოცარი რამ გააკეთე სხვებისთვის ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ელოდი. ამიტომაც მინდა, რომ დაგაჯილდოვო. მე მაქვს რობერტო ფირმინოს მაისური, რომელზეც მან ხელიც მოაწერა. ვიყოთ გულახდილები ალფი, არავის სურს მარცხენა მცველის მაისური, ამიტომაც შენ ბობის მაისურს გიგზავნი. იმედი მაქვს მოგეწონება.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდში შენს შესახებ ყველამ გაიგოს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ პატარა კაცო. ენდი."


ტომი რედფორდის თქმით, წერილის მიღების დროს მისმა შვილმა ემოციები ვერ დამალა : "ის სიხარულისგან ტიროდა. იმედი მაქვს, ეს მას უფრო გულუხვს გახდის."

კომენტარები


LIVERPOOL FANAT
მომხმარებელი

ეს ბავშვი კიარა მეც ამევსო თვალები ცრემლებიტ :)

James Pearce
VIP Member

რობერტსონი ძაან დიდია <3

GoGson
VIP Member

ძაანნ მაგარი კაცის ჩვენი ენდი. რავქნა, იდეალური მინდა იყოს ჩემი გუნდი და კარგ ფეხბურთელობასტან ერთად ვაჟკაცი და ადამიანური ტიპებიინდა გვყავდეს, ენდისნაირი, აგერისნაირი, და აღარ გავაგრძელებ კიდე

უდიდესი საქციელი ძალიან შემაყვარა ამ კაცმა თავი უმაგრესი ბიჭია

FirminO
მომხმარებელი

Ai pizdec ra ra xalxi gvyavs.marto amitom girs liverpulis gulshematkivroba.

reversi
VIP Member

ვიყოთ გულახდილები ალფი, არავის სურს მარცხენა მცველის მაისური, ამიტომაც შენ ბობის მაისურს გიგზავნი.
:დდდ მაგარი კაცი ხარ ენდი და სულ მკიდია ვინ რა ღირს ვის რა გაუკეთებია კაცების გუნდია ლივერპული და არა *ცენზურა*Eბის ჩემთვის ესეც საკმარისია

LUIS SUARES 001
VIP Member

სამაგალითო საქციელი..რობერტსონი დიდი ადამიანია..

giginio
VIP Member

kai kacia mara cota texavs to firmino ra pontshi gaugzavna tavis maisuri gaegzavnaa

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

giginio,
თავმდაბალი კაცია. გუნდში ჯერ ახალი მოსულია და იცის რო ფირმინო ყველა სქაუზერისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომაც იფიქრა რომ პატარა სქაუზერს ამით უფრო გაახარებდა. თუმცა თავისი მაისურიც რომ ეჩუქებინა არანაკლებ გახარებული დარჩებოდა ალფი რედფორდი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 22:45 სთ


  • რეალი
  • VS

    26.05.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze