კლოპი: "მალევე უნდა დავამტკიცოთ, რომ უკეთესები ვართ"

ავტორი: NikaSvanidze, 12-03-2018, 18:55, კატეგორია - სიახლეები, 1 059, 13


 შაბათს პრემიერ ლიგის 30-ე ტურში "ლივერპული" უპრინციპულეს მეტოქეს დაუპირისპირდა და მატჩი ანგარიშით 2:1 დათმო. მიუხედავად არც ისე კარგი თამაშისა, მერსისაიდული გუნდი კარგ ფორმაშია და სეზონის პოზიტიურად დასრულებას ისახავს მიზნად.

  იურგენ კლოპმა მატჩზე ვრცლად ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს:

 "თამაშის ხარისხი, რაც შეიძლება სწრაფად, უნდა გამოვასწოროთ. ახლა, ამ მომენტში, არ შემიძლია სხვა რამეზე ფიქრი. ძალისხმევა დამჭირდება ამ მარცხის დასავიწყებლად, ეს მძიმე იყო."

 საერთო ჯამში, გერმანელი თავისი შეგირდების ასპარეზობით კმაყოფილია, მაგრამ აღნიშნავს, რომ გარკვეული ხარვეზების აღმოსაფხვრელად მუშაობა გუნდს მაინც მოუწევს.

 "ამის მიღება ძნელია, იყო რამდენიმე აშკარა შეცდომა. სადაო ბურთებზე ჩვენ საკმარისად სწრაფები არ ვიყავით. ორთაბრძოლაში დეიანის მარტო დატოვება არ შეიძლება, დამხმარე ასეთ სიტუაციაში ყველას სჭირდება, ჩვენ კი ლოვრენს არ ვაზღვევდით."

 რომელუ ლუკაკუს ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ასეთ ორთაბრძოლებში კარგი მოქმედებაა. თუ შენა არ შეგიძლია პასის ჩაჭრა, მაშინ დაზღვევაზე უნდა იზრუნო. ჩვენ ორ მომენტში არც ერთი დავალება არ შევასრულეთ და ორივე შემხვევაში გოლით დავისაჯეთ.

 გოლებამდე და მათ შემდეგ, ვფიქრობ, თამაშს ჩვენ ვაკონტორლებდით. ჩამორჩენის მიუხედავად თამაში კარგად განვაგრძეთ. იყო ბევრი ჩაწოდება, სტანდარტი, შორეული გასროლა და დარღვევა, მაგრამ, საბოლოოდ, 1 გოლზე მეტის გატანა ვერ შევძელით.

 თუ "იუნაიტედთან" საკუთარ თავს წნეხში მოაქცევ ეს საერთოდ არ დაგეხმარებ, ასე რომ, ჩვენ მივიღეთ რეალობა და სიტუაციის გამოსწორება ვცადეთ. მეორე ტაიმი ბევრად კარგი იყო. ჩვენ წუთიდან წუთამდე ვაუმჯობესებდით თამაშს.

 ჩვენ გოლი დამსახურებულად გავიტანეთ. შემდეგ იყო ფირმინოსა და მანეს ძალიან კარგი კომბინაცია, რომელიც აშკარა პენალტით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არაფერი. ასეთი მომენტის შემდეგ რთულია მშვიდად ყოფნა.

 შეხვედრის სურათის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ფრე დავიმსახურეთ, თუმცა შედეგი სხვაგვარია და ამასთან შეგუება მოგვიწევს.

 თავს ცუდად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გადავიტანთ, მაგრამ ამ მომენტში ძალიან იმედგაცრუებულები ვართ."

კომენტარები


Ynwa Scousers
VIP Member

რა ფორმაშიც არ უნდა ვიყოთ და რა ფორმაშიც არ უნდა იყვნენ ეგ ჩათლახები ყოველთვის გვიჭირს მაგათთან თამაში

James Pearce
VIP Member

არაუშავს მთავარი ეხლა ჩადგნენ ფორმაში და გააგრძელონ მოგებები <3 კლაინიც დაბრუნდება და ასეთ თამაშებში ტრენტი აღარ ითამაშებს ასე რომ მთავარია ეს თამაში დაივიწყონ <3

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

James Pearce,
ტრენტი ჯანდაბას, მოვა აზრზე. აი ლოვრენი რატო თამაშობს ასეთ თამაშებში. :დ

liverpool-liverpool-YNWA
მომხმარებელი

ლოვრენის ბრალი არ ყოფილა და სწორედაც აგნიშნა აბა იმის იმედად უნდა მიაბარო კაცი რო უეჭველი მოუგებს ყველა ორთაბრძოლას?ცენტრში თავზე ბრძოლა წააგო და გოლი დაგაბრალონ ეგეთი რამე აგარ გამიგია.მეც მომწონს არნოლდი მარა მაგის ბრალი იყო გოლი ძალაიან ადვილად გაექცა რაშფორდი და მერე საჯარიმოში ისე მოიშორა თითქოს არც არავინ მისდევდაო.და ლოვრენიც ვინმეს უნდა დაეზგვია მაგას რათუნდა ლაპარაკი ვანდეიკი ცოტა ახლოს მაინც უნდა ყოფილიყო ან ნახევარმცველი ვინმე.

PRINCE
ტოპ კომენტატორი

კონკრეტულ ფეხბურთელებს ეშველებათ(თუ არ ეშველებათ გაუშვებენ გუნდიდან). კიბატონო არნოლდის და ლოვრენის შეცდომებით წავაგეთ, მაგრამ უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ავტობუსა გუნდებთან მომენტებს ვერ ვქმნით, თავით ვეჯახებით ხოლმე კედელს და გამოსავალსაც ვერ ვპოულობთ. ლოვრენის და არნოლდის სასტავში არ დაყენება გაცილებით მარტივია, ვიდრე ალტერნატიული ტაქტიკის მოფიქრება არსებული რესურსით, დამიჯერეთ. ახლა ესენი თუ წავლენ და უოტფორდს ჰანდიკაპით მოუგებენ, ეგ არ იქნება პასუხი იმაზე რაც შაბათს ვნახეთ. როცა შევხვდებით ისევ მოურინიოს ავტობუსს, ან თუნდაც იუვენტუსს ლიგაზე, აი მანდ გამოჩნდება რამდენად გამოიტანეს დასკვნები მანჩესტერთან თამაშიდან და ისიც გამოჩნდება, თუ რა გზა მოიფიქრეს აღნიშნული ბარიერის გადასალახად.

მარუან ფელაინი
მომხმარებელი

ნუ კლოპი ძაან გიჟია აი, ძაან, საღოლ გუურგენ

LUIS SUARES 001
VIP Member

თუ სევილიას გაცდნენ მინდა ჩვენ შეგხვდნენ დედა რომ მოვუ*ცენზურა*ათ

Duck.
მომხმარებელი

ციტატა: PRINCE
კონკრეტულ ფეხბურთელებს ეშველებათ(თუ არ ეშველებათ გაუშვებენ გუნდიდან). კიბატონო არნოლდის და ლოვრენის შეცდომებით წავაგეთ, მაგრამ უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ავტობუსა გუნდებთან მომენტებს ვერ ვქმნით, თავით ვეჯახებით ხოლმე კედელს და გამოსავალსაც ვერ ვპოულობთ. ლოვრენის და არნოლდის სასტავში არ დაყენება გაცილებით მარტივია, ვიდრე ალტერნატიული ტაქტიკის მოფიქრება არსებული რესურსით, დამიჯერეთ. ახლა ესენი თუ წავლენ და უოტფორდს ჰანდიკაპით მოუგებენ, ეგ არ იქნება პასუხი იმაზე რაც შაბათს ვნახეთ. როცა შევხვდებით ისევ მოურინიოს ავტობუსს, ან თუნდაც იუვენტუსს ლიგაზე, აი მანდ გამოჩნდება რამდენად გამოიტანეს დასკვნები მანჩესტერთან თამაშიდან და ისიც გამოჩნდება, თუ რა გზა მოიფიქრეს აღნიშნული ბარიერის გადასალახად.


ავტობუსა გუნდებთან ჩვენ კი არა ბარსა ვერ თამაშობს და უჭირს, მესი თუ გაიტანს ჯარიმას ან სასწაულს თორე ვერ თამაშობწბ, ავტობუსა გუნდთან ვერ გაითამაშებ კომბინაციას როცა 8 კაცი საჯარიმოში დგას ხან 9, შორიდან დარტყმაც ჭირს, უნდა შემოეგდო მატიპი და სოლანკე თავის დროზე და ჩანით სოლანკეთი მატიპით დეიკით და ლოვრენით ინდა გვეჭიდავა საჯარიმოში ცუდია რო ეგ არ ქნა ეგენი მეტის განტანები არ იყვნენ ეგეც გაუვარდათ

reversi
VIP Member

მარუან ფელაინი,
ისე გუნდს რო მოურინიო ეყოლება მწვრთნელად არ გიტყდება მასეთი გუნდის ფანობა? :დდდ
ბაილი და სმოლინგი მორჩნენ თუ ისევ მკვდრები არიან მაგათ სიმულიანტ დედას შევასხი სახეში :დ

gio_chyoi
რედაქტორი

PRINCE,
მართალია. ყველაზე მეტად ეგ ორი გუნდი არ მინდა ლიგაზე. პრემიერ ლიგაში ვინმეს სუსტი რო ჩაგვიყენებს ხოლმე ავტობუსს ზოგჯერ კიდე ვარღვევთ მარა იუნაიტედისნაირი გრანდი რო დაგვიყენებს მერე უკვე გვირთულდება საქმე. უოტფორდს შეილება მოვუგოთ მარა ამით ეს პრობლემა ისევ დარჩება

კარიმ მძორზემა
მომხმარებელი

gio_chyoi,
მანჩსტერის გრანდობა არ გაიშვას

Ynwa Scousers
VIP Member

კარიმ მძორზემა,
კარგით ბიჭო რა ბარსას ფანებივით იქცევით? როდის მერე არაა მანჩესტერი გრანდი?

Capitan
მომხმარებელი

მანჩესტერთან წაგების დარდი სევილიამ ამინაზღაურა :დდ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 22:45 სთ


  • რეალი
  • VS

    26.05.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze