ჯერარდი : გამარჯვებას ძირითად დროში ვგეგმავთ

ავტორი: johnson, 13-03-2018, 22:01, კატეგორია - სიახლეები, 787, 6


ოთხშაბათს, თბილისის დროით 17:00 საათზე. "ლივერპულის" U19 წლამდე გუნდი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. შეხვედრა "ქალაქელთა" მოედანზე შედგება.

აღსანიშნავია, რომ ამ წყვილში გამარჯვებული 1/2 ფინალში კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, "წითლების" 19 წლამდელთა გუნდის მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა სწორედ აღნიშნულ მატჩზე ისაუბრა :

"ეს არის კარგი შანსი ფეხბურთელებისთვის გავიდნენ მოედანზე და მოახდინონ ჩვენზე შთაბეჭდილება. დარწმუნებული ვარ, ამ მატჩს ტელევიზორში ბევრი ადამიანი უყურებს და ტრიბუნაზეც არც თუ ცოტა გულშემატკივარი იქნება. არ ვაპირებ კონკრეტულ მოთამაშეებზე საუბარს, რადგან მე მთელი გუნდისგან მჭირდება კარგი თამაშის ჩვენება. სხვაგვარად არაფერი გამოვა, რადგან მეტოქე ძალიან კარგია.

1/4 ფინალს მხოლოდ კარგი ფეხბურთელები და კარგი გუნდები იგებენ. ამიტომ, თუ სწორედ ასეთი ხარ, მაშინ ეს უნდა დაამტკიცო. თუ თავს ტოპ მოთამაშედ თვლი, სწორედ ასეთ შეხვედრებში უნდა გამოიჩინო თავი. ასე რომ, ეს კარგი ტესტი და გამოწვევაა ბიჭებისთვის."

როგორც იცით, თუ ხვალ ძირითადი დრო ფრედ დასრულდება, გუნდები გამარჯვებულის ვინაობას 11 მეტრიანების სერიაში გაარკვევენ. სწორედ ამ გზით შეძლო "სიტიმ" 1/8 ფინალში "ინტერის" ბარიერის დაძლევა. ჯერარდი ამ საკითხსაც გამოეხმაურა :

"არ უნდა იღელვო დამატებით 30 წუთზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაღლილი ხარ. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. სწორედ რომ 90 წუთში უნდა გადაწყდეს ვინ იქნება გამარჯვებული და ვინ დამარცხებული. ჩვენ გამარჯვების მოპოვებას ძირითად დროში ვგეგმავთ, მაგრამ თუ პენალტები დაინიშნება, ჩვენ მას გავუმკლავდებით."

შეგახსენებთ, რომ 1/8 ფინალურ ეტაპზე "ლივერპულმა" 2:0 დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედის" U19 გუნდი.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს შეძლებთ თვალი ჩვენს საიტზე არსებულ "Live ზონაში" ადევნოთ !

კომენტარები


cotne_suarez
მომხმარებელი

თუ თავს ტოპ მოთამაშედ თვლი, სწორედ ასეთ შეხვედრებში უნდა გამოიჩინო თავი. aba raa icis kacma ras aketebda da ra udna gaaketon momavalshi tu rames undat ro miagwion

FirminO
მომხმარებელი

Es stambulis lomi naxe :)) carmatebebi stiv shen chveni dgevandeli liverpulis guli xar iyavi da iqnebi

James Pearce
VIP Member

სიტის კარგი გუნდი ეყოლება უეჭველი კარგი თამაში იქნება ვნახოთ სტივის კაი გუნდი ყავს კურტის ჯონსის იმედი მაქვს და ვნახოთ საინტერესო იქნება

Capitan
მომხმარებელი

კლოპი უნდა ჩაანაცვლო სტივი <3 შენი იმედი ყველაფერში მაქ გინდა მწვრთნელი იყავი და გინდა ტაქსისტი ყველაფერს იდალურად იზავ <3

LUIS SUARES 001
VIP Member

წარმატებები ლეგენდას

reversi
VIP Member

ჩემპში მოუგო სიტიმ სტივის გუნდს იმედია შურს იძიებენ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze