x

ტიმო ვერნერი ლივერპულის რადარზეა

ავტორი: GoGson, 15-03-2018, 16:20, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 416, 20


ერთი შეხედვით "ლივერპულს" ახლა ყველაზე ნაკლებად შეტევაში უჭირს. წითლების სუპერ სამეულის შემხედვარე , სქაუზერებმაც და საფეხბურთო ექსპერტებმაც შეწყვიტეს საუბრები ახალი ტოპ ფორვარდის საჭიროებაზე, მაგრამ ...

...მაგრამ ძალიან ავტორიტეტული წყარო "Independent" ავრცელებს ინფორმაციას , რომ "ლივერპული" და პირადად იურგენ კლოპი დაინტერესებულები არიან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ტიმო ვერნერის შეძენით.

მოგეხსენებათ, "მერსისაიდელებს" ფორვარდის პოზიციაზე ამჟამად 3 ფეხბურთელი ჰყავთ: დომინიკ სოლანკე , დენი ინგსი და რაღა თქმა უნდა, რობერტო ფირმინო. ეპიზოდურად ამ როლს მომო სალაჰი და სადიო მანეც ითავსებენ ხოლმე, ასევე არ უნდა გამოგვრჩეს განათხოვრებული დენიელ სტარიჯი და დივოკ ორიჯი. ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა ამ მხრივ და ნებისმიერი ვინც არ არის გათვითცნობიერებული "ლივერპულის" სტილში და საჭიროებებში იფიქრებს რომ ახალი შემტევი "გადატვირთავს" ფორვარდის პოზიციას. მოდით განვიხილოთ:

სტარიჯი სქაუზერებში დღემდე დიდი სიყვარულით სარგებლობს და გასაკვირი იქნებოდა ასე რომ არ ყოფილიყო, თუკი გავითვალისწინებთ მის კლასს, შესაძლებლობებს და ისტორიას "ლივერპულში". მაგრამ ამ ყველაფრის გარდა მას ერთი დიდი მინუსი აქვს და ექნება კარიერის ბოლომდე - ჯანმრთელობა. სტარიჯის პერმანენტულმა ტრავმიანობამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი მის ავტორიტეტს საფეხბურთო სამყაროში , დიდი ალბათობით 2017- 2018 წლების სეზონი ბოლო იყო მის ენფილდურ კარიერაში. იგივე შეიძლება ითქვას დენი ინგსზეც, ერთ დროს იმედის მომცემ შემტევს, ტრავმის შემდეგ აღარ მიეცა თავის გამოჩენის რეალური შესაძლებლობა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ინგსი "ლივერპულში" დარჩეს მიმდინარე სეზონის შემდეგ. ხსენებული ფორვარდების ბედს გაიზიარებს დივოკ ორიჯიც, რომელმაც ვერ შეძლო ავანსების გამართლება "ლივერპულში" და პარალელურად თავის მოიჯარე კლუბი "ვოლსბურგი"-ც დააინტერესა თავის სამსახურით. დომინიკ სოლანკემ განსაკუთრებით ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობის შემდეგ დიდი იმედები ჩაუსახა გულშემატკივრებს, თუმცა როგორც სტატისტიკა აჩვენებს, იმ მცირე დროშიც კი, რასაც ის იღებს კლოპისგან , იმაზე გაცილებით ნაკლებს ახერხებს ვიდრე მისგან მოელოდნენ . რაც შეეხება ბობი ფირმინოს, იგი ერთ-ერთი ის ფეხბურთელია გუნდში, რომელიც უკონკურენტოდ ითვლება ლივერპულის აწმყოდ და მომავლად, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ პოტენციურად ახალმოსული ფორვარდი ვერ შეძლებს მასთან ერთად გუნდში დამკვიდრებას, რადგან ბობის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში დაწყებული ნახევარდაცვიდან, დამთავრებული ფორვარდამდე.

თუ გადავხედავთ არსებულ სიტუაციას, გამოდის რომ სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდს რეალურად რჩება ორი 9 ნომერზე მოთამაშე თავდამსხმელი: ერთი, გუნდის ლიდერი ფირმინო და მეორე , ჯერ კიდევ იმედის მომცემი, თუმცა არაპროგნოზირებადი სოლანკე. ასე რომ, ახალი ფორვარდის ხილვა ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო , ინგლისური გუნდების სეზონური გრაფიკის და „ლივერპულის“ მომავალი ამბიციების ფონზე.
ხსენებული პრობლემის გადაჭრა განსაკუთრებით კარგად შეუძლია ტიმო ვერნერს. იგი ზედგამოჭრილი ფეხბურთელია იურგენ კლოპის ტაქტიკისთვის და გარდა ამისა ლივერპულის შემადგენლობაშიც იდეალურად ჩაეწერებოდა . მიზეზი ბევრია : იგი არის ტიპიური „გამტანი“ და „გოლზე დაგეშილი“ ფორვარდი, რაც რეალურად „ლივერპულს“ არ ყავს (მიუხედავად ფირმინოს საოცარი ფორმისა) , მას თანაბარი წარმატებით შეუძლია როგორც 9 იანზე, ისე ვინგერად თამაში, რაც ხელს შეუწყობდა „ლივერპულის“ შემტევ ტრიოსთან როტაციას, თანაც ისე რომ არც ფირმინოს სათამაშო დრო და არც ვერნერის და სოლანკეს პოტენციალი ამით არ დაკნინდებოდა.

22 წლის ვერნერი მართლაც რომ გერმანიის მომავლად ითვლება , ბოლო ორ წელიწადში მან საოცარი პროგრესი განიცადა „ლაიპციგის“ რიგებში და მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე უკვე 17 გოლია 4 საგოლე გადაცემასთან ერთად. მისი სამსახურით ისეთი გუნდები არიან დაინტერესებული როგორიცაა მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და, რაღა თქმა უნდა, მიუხნენის „ბაიერნი“ . ამასთანავე, პირადად ვერნერს რამდენჯერმა გაუკეთებია მინიშნება მანჩესტერულ კლუბში თამაშის სურვილზე, თუმცა „Independent“ ის ცნობით იურგენ კლოპს პირადად სურს მისი დარწმუნება , რომ შეუერთდეს ნაბი კეიტას და ორივემ ერთად აიღონ მერსისპირეთისკენ გეზი.

და მაინც, რას მოუტანს ვერნერი ლივერპულს ? - დამატებით სისწრაფეს, უფრო მეტ გოლს და სიღრმეს გუნდის შეტევით ოფციებში და როტაციაში. ეს ყველაფერი „ტრანსფერმარკტ“-ის ინფორმაციით 60 მილიონი ევრო ჯდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა „რედბულის“ კლუბთან ამ თანხით საუბარი. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ნაბი კეიტას საგას, მოსალოდნელია რომ ისინი ადვილად არ გაუშვებენ გუნდის ლიდერს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას რომ ასევე ნაკლებად სავარაუდოა რომ ევროპული გრანდები ასეთი მონაცემების ფეხბურთელს „ლაიპციგის“ დონის კლუბში გააჩერებენ. იურგენ კლოპს და, რა თქმა უნდა, სქაუზერებს დიდი იმედი აქვთ, რომ ამ გრანდებს შორის პირველი სწორედ „ლივერპული“ იქნება.

კომენტარები


ThisIsAnfield
მომხმარებელი

აი ულაპარაკოდ საჩალიჩოა ამ ადამიანზე... ძალიან ძნელი იქნება ამ ტრანსფერის განხორციელება, მაგრამ ადგილი ოთხეულში და ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს წასვლა, გარკვეული წინაპირობა იქნება ზაფხულში ფეხბურთელების მოსახიბლად...

GoGson
VIP Member

გიო მადლობა, სადაც შეცდომები გაასწორე სფეისები დარჩა დიდი და ეასწორე ეგეც რა:*

James Pearce
VIP Member

ორიჯი ინგსი სტარიჯის გაყიდონ სოლანკე ეპლის გუნდში გაუშვან იჯარით და ესმოიყვანო დარჩება ფირმინო ვერნერი და ბრიუსტერი დიდად არ მომწონს მაგრამ იყოს :დ სოლანკე მეცოდება ჯერ ნორმალურად შანსი არ მიუცია და თუ აძლევს 5-10 წუთს ძირითადში სადაც დააყენა მანდ გვერდზე სალაჰი და მანე არ ყავდა ან ფირმინო :/ იმედია გაიტანს გოლებს რა და ათამაშდება

GoGson
VIP Member

სოლანკე სულაც არ ჩამოწერილა ჩემვის. ვერნერი სოლანკე და ფირმინო იქნება სრულყოფა ჩვენი შეტევით პოტენციალის. თან ხელსაც არ შეუშლიდნენ ერთმანეთს

კი გამიტყდა მანჩესტერზე რაც თქვა მაგრამ რას გაიგებ)) მასე ოუენს რა ეტყობოდა მანჩესტერში რო წავიდოდა, ან კარა ევერტონის ფანი რო იყო. მოკლედ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გადმოვიდეს ეს და ვაფშე დავავიწყებთ მანჩესტეტს:დ

ხო ბოლო ბოლო თან ორიჯი სტარიჯი და ინგსი რო გაყიდო 50 მილიონს მარტო მაგით აგროვებ.

gio_chyoi
რედაქტორი

მაგრად მევასება ეს ფორვარდი. ძაან კაი თავდამსხმელია, გერმანიის მომავალია ეს კაცი და მგონია რო ყოველთვის სტაბილური იქნება მომავალში. რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ჩვენთან

chipe888
მომხმარებელი

GoGson,
ვაა მომილოცავს კარგი სტატიააა,მადლობა. პირველი სტატიაა ხო?

რაც შეხება ვერნერს რაღა დავმალო და არ მინდა. ტყუილად გადაყრილი ფული იქნება და სწორად აღნიშნე სოლანკეს მცირე დრო ეძლევა და მაშინაც არ უქმნიან შანსებს გუნდელები. ვერნერიც იგივე სტილისაა და მგონია აზრი არ ექნება ამის მოყვანას მაინც. თუ სტილი შეიცვლება შეილება გამოვიდეს რამე. ბრუისტერმა აუცილებლად უნდა მიიღოს შანსი და არვინ თქვას რო ასაკი არ აქვს და ასეშემდეგ. ნელნელა უნდა შეეჩვიოს პირველ გუნდს და ეგ ბიჭი მაგარი დადგება. ძაან მაგარი დარტყმა აქვს. ასე რომ მირჩევნია ახალგაზრდებს მიეცეთ შანსები და ის ფული რომელიც დაიზოგება საყრდენის,მცველის და მეკარის მოყვანაზე დაიხარჯოს. არვისთვის იქნება ახალი თუ ვიტყვი რო კარიუსი მოსაშორებელია და მინოლეც გასაყოლებელი,ლოვრენმატიპკლავანიდა 2 უნდა წავიდეს და ჯერ ემრეთი რა არის საყრდენი ზონა და მის გარეშე ხომ ვაფშე. დავიღალე უკვე 100 გოლის გატანით და 4 ადგილით. იმას არ ვამბობ გოლები არ მიხარიათქო მარა ბევრსაც რომ ვუშვებთ ესეც ხომ სათქმელია. 34 გოლი 30 თამაშში ძალიან ბევრია ჯერ მეოთხე ადგილოსანისთვის და თუ რამე გვინდა მაში ხო ვაფშე. ვიცი მეტყვიან შენი რა მიდისო მოიყვანონო მარა ხომ ვიცი მოიყვანენ ამას ან გამართლებს ან არა მერე მთელი სეზონი კარიუსს,ლოვრენმატიპმილნერს უნდა მაყურებინონ. მსოფლიო თანხდება ტიტულებს კარგი მეკარე და დაცვა იგებს იქნებ კლოპმაც შეუშვას გერმანულ გოგრაში ეს ამბავი

GoGson
VIP Member

ციტატა: chipe888
GoGson,
ვაა მომილოცავს კარგი სტატიააა,მადლობა. პირველი სტატიაა ხო?

რაც შეხება ვერნერს რაღა დავმალო და არ მინდა. ტყუილად გადაყრილი ფული იქნება და სწორად აღნიშნე სოლანკეს მცირე დრო ეძლევა და მაშინაც არ უქმნიან შანსებს გუნდელები. ვერნერიც იგივე სტილისაა და მგონია აზრი არ ექნება ამის მოყვანას მაინც. თუ სტილი შეიცვლება შეილება გამოვიდეს რამე. ბრუისტერმა აუცილებლად უნდა მიიღოს შანსი და არვინ თქვას რო ასაკი არ აქვს და ასეშემდეგ. ნელნელა უნდა შეეჩვიოს პირველ გუნდს და ეგ ბიჭი მაგარი დადგება. ძაან მაგარი დარტყმა აქვს. ასე რომ მირჩევნია ახალგაზრდებს მიეცეთ შანსები და ის ფული რომელიც დაიზოგება საყრდენის,მცველის და მეკარის მოყვანაზე დაიხარჯოს. არვისთვის იქნება ახალი თუ ვიტყვი რო კარიუსი მოსაშორებელია და მინოლეც გასაყოლებელი,ლოვრენმატიპკლავანიდა 2 უნდა წავიდეს და ჯერ ემრეთი რა არის საყრდენი ზონა და მის გარეშე ხომ ვაფშე. დავიღალე უკვე 100 გოლის გატანით და 4 ადგილით. იმას არ ვამბობ გოლები არ მიხარიათქო მარა ბევრსაც რომ ვუშვებთ ესეც ხომ სათქმელია. 34 გოლი 30 თამაშში ძალიან ბევრია ჯერ მეოთხე ადგილოსანისთვის და თუ რამე გვინდა მაში ხო ვაფშე. ვიცი მეტყვიან შენი რა მიდისო მოიყვანონო მარა ხომ ვიცი მოიყვანენ ამას ან გამართლებს ან არა მერე მთელი სეზონი კარიუსს,ლოვრენმატიპმილნერს უნდა მაყურებინონ. მსოფლიო თანხდება ტიტულებს კარგი მეკარე და დაცვა იგებს იქნებ კლოპმაც შეუშვას გერმანულ გოგრაში ეს ამბავი

გაიხარე:დ არა მე4 ეა. ეს ცოტა სწრაფად მაქ დაწერილი წინები ჯობდა:დდდ

Ynwa Scousers
VIP Member

კაი ბიჭია მაგრამ ძაან ეგოისტია

liverpool33
მომხმარებელი

შანსი არაა ამის გადმოყვანის, ჯერ კონტრაქტი როდის ეწურება იმით უნდა დაიწყონ ამათმა და მერე სხვა დანარჩენი იმაში კი გეთანხმებით ეს თუ იყიდეს უკან აღარ იყიდიან ვინმეს და ჯობია იმათ მიხედონ ჯერ

LUIS SUARES 001
VIP Member

კლოპო ამას არ დაიმატებს

gio_chyoi
რედაქტორი

ამან თქვა ისე რო ვრჩები ლაიფციგში, თავს კარგად ვგრძნობო და დიდი ალბათობით ბაიერნიდან ელოდება ზარს რა. ლევანდოვსკი ალბათ მაქსიმუმ შემდეგი სეზონიც და მერე წავა და ამას მიიყვანენ შემცვლელად, მაქამდე წამოიზრდება თან უფრო. დიდი გერმანიზაცია მიდის ბაიერნში. წელს ზულე, რუდი და გნაბრი მიიყვანეს, ეხლა ამ ზამთარს გორეცკა და ვაგნერი და ამასაც წაიყვანენ მალე

gio_chyoi
რედაქტორი

chipe888,
აი სოლანკეს და ვერნერის ერთნაირი სტილის ფეხბურთელობა სად შეამჩნიე? საერთოდ სხვადასხვა ფორვარდია. სოლანკე ტიპიური საჯარიმოს ფორვარდია და ვერნერი ბევრად მოქნილი და სწრაფია

liverpool33
მომხმარებელი

ამის მოყვანას რაბიო ან დრაქსლერი დაიმატონ ეგ ჯობია

GoGson
VIP Member

ციტატა: liverpool33
ამის მოყვანას რაბიო ან დრაქსლერი დაიმატონ ეგ ჯობია


რაბიო ძაან მინდა მარა აი დრაქსლერი სად უნდა წავიღოთ მართლა. კოუს შემცვლელად ცუდი ვარიანტია

lashafss
VIP Member

gio_chyoi,
ამან ლივერპულს მანჩEსტერი მირჩევნიაო და სუ შემზიზღდა : )) არმინდა ამის დანახვა აქ ! : )

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

კაი რა ღადაობთ?სად სოლანკე და სად ვერნერი,ლაიფციგში 17 გოლი აქ ჯერ გატანილი და სოლანკე 17 გოლს 3 წელიწადში ვერ გაიტანს რო ათამაშო,სოლანკეს ჭკუა არააქ,მოედანს ვერ ხედავს,პოზიციას ვერ არჩევს,ყველაზე დებილი ცხრიანია რაც ოდესმე მინახავს

chipe888
მომხმარებელი

gio_chyoi,
საქმეც ეგ არის რო ვერ დავინახე:))) ტიპიური 9 რომ არის ამაშია ზუსტად საქმე. ნუ ყველას თავის აზრი აქვს მარა ამის მოყვანას დვალიშვილი მოიყვანონ ის ჯობია:))) თუ მოიყვანეს პირველივე თამაშში ფეხის მოტეხვას ვუბალეშიკებ. სოლანკე რატო არ მოგწონთ ეს ვერ გავიგე თუ ის პონტია:ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი მარა მე უფრო ლამაზი მინდაო,ხო? მცველი,საყრდენი და მეკარე მოიყვანონ მერე ვინც უნდათ ის მოიყვანონ და თუ ამაზეც შემედავებით გეტყვით რო კარიუსი გაგცემთ პასუხსო მე გიპასუხებთ. თუ არ გადაიხდის რეალი ალისონში 90 მილიონს აგერ ვნახავთ თუ დეხეა ვერ იყიდეს,რომელშიც უფრო მეტის გადახდას აპირებენ. ჩვენ კი დავითრიოთ ბატლენდი,ჰარტი,ბეგოვიჩები და საპატიო მეოთხე ადგილით ვიამაყოთ და იმითაც რომ ლიგაზე მეტი გოლი გატანილიო. აგერ ბევრი გოლი ხო არ აქვს იუვეს გატანილი და ყველა გუნდთან შანსი ექნება რის ხარჯზე? მსოფლიოს საუკეთესო მეკარე(ბებერი მგელი) უდგას,რომელსაც შეცდომები მოსდის მარა დონე მეკარეა და დაცვა როგორი ყავთ. რაღა შორს წავედით აქვე ჩვენი მოძულეები 2 ადგილზეა არიან იმ თამაშით რასაც აჩვენებენ და თქვენ თავდასხმელის მოყვანაზე საუბრობთ. ეს 3 პოზიცია გამიძლიერონ და მერე ტრამპი და პუტინი იყიდონ მკიდია

kloppo
მომხმარებელი

ეს მინდა 2015იდან პირველად რომ ვუყყურე მის ტამაშს შემოვედი და დავწერე აქ რო ეგ გვჭირდებათქო და ეგრე ვიყავი ზუსტად კოვაზე და ეხლა თუ ორივე მოიყვანა იურგენმა და მე უკვე აღარა ნაირი პრობლემა აღარ მექნება მასთან

Capitan
მომხმარებელი

3 ცენტფორვარდი გგვყავს და არცერთი არ გამოგვადგა ორიჯი სტარიჯი ინგსი გაყიდე კლოპს ეს დაითრიე ფირმინო რო დაგვემტვრეს სად მივდივართ)))) კეიტას გამოყვება თან ბაერინს რო ზდომოდა ვაგნერის მაგივრად ამას წაიყვანდა ანუ ჩვენია რა

robert pires
მომხმარებელი

ვერნერი კაია

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze