როგორ მუშაობს განათხოვრების სისტემა "ლივერპულში" ?

ავტორი: NikaSvanidze, 23-03-2018, 15:09, კატეგორია - სიახლეები, 1 018, 9


 დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ადამიანს, ჯულიან უორდს, რომლის დღევანდელი პროფესია ორ-ნახევარი წლის წინ არ არსებობდა.

 2012 წელს ჯულიანი "მანჩესტერ სიტიდან" მერსისპირეთში გადმობარგდა და კლუბის სკაუტთა გუნდს შეუერთდა.

 "2015 წელს მივხვდით, რომ "ლივერპულის" 23-წლამდელთა კოლექტივსა და პირველ გუნდს შორის ხიდი უნდა აგვეგო, რათა ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეებისთვის უფრო მეტად შეგვეწყო ხელი." - ამბობს ინტერვიუში უორდი.

 შედეგად "ლივერპულში" ახალი პროფესია შეიქმნა - მოთამაშეთა განათხოვრებისა და საფეხბურთო პარტნიორობის მენეჯმენტი.

 სწორედ ეს პოზიცია უკავია ჯულიან უორდს "წითლებში" 2015 წლიდან დღემდე.

 "მე ინგლისისა და ევროპის კლუბებთან კავშირის დამყარებაზე ვარ პასუხისმგებელი. ჩემს მოვალეობაში შედის სამწვრთნელო შტაბთან და სპორტულ დირექტორთან მუშაობა, რათა გადავწყვიტოთ ახალგაზრდა მოთამაშეთა ბედი, არიან თუ არა ისინი მზად პირველ გუნდში სათამაშოდ, გარდა ამისა ვაფასებთ პირველი გუნდის მოთამაშეებს და საჭიროების შემთხვევაში მათი სათამაშო დროის გაზრდას სხვადასხვა ხერხებით ვცდილობთ.

 ასევე, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჩვენ თითოეულ ფეხბურთელს გზას ვუკვალავთ, რათა კარგ პირობებში მოხვდნენ.

 პირველ რიგში, ჩვენ ვამოწმებთ პირობებს, რომლებიც მათ დახვდებათ, ეს მნიშვნელოვანია განვითარების იმ დონის მისაღწევად, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ.

 ინტერვიუში ჯულიანმა ასევე დიდი სიამაყით განაცხადა, რომ "ლივერპულში" მუშაობა მისთვის ძალიან დიდი პრივილეგიაა.

 "ეს დიდი მოგზაურობა იყო, პატარა ქალაქ აინტრიდან "მელვუდამდე".

 კარიერის განმავლობაში უორდი "პრესტონ ნორთ ენდის" საფეხბურთო კონსულტანტად მუშაობდა. 28 წლის ასაკში კი გარდამტეხი შეთავაზება მიიღო. ის ისტორიას იხსენებს :

 "კარლოს კეირუშს მცირე ხნის დატოვებული ქონდა "მანჩესტერ იუნაიტედი". ის პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი გახდა. ის 2008 წელს დაინიშნა "სელესაოში" და მაშინვე ლისაბონში წამიყვანა. სკაუტინგისა და ანალიზის დეპარტამენტში სამუშაო მივიღე, სადაც მოწინააღმდეგეთა სათამაშო სტილის ანალიზი და ევროპის მასშტაბით პორტუგალიელ მოთამაშეებზე დაკვირვება მევალობოდა.

 კარლოსის ყოფილმა თანამშრომელმა მითხრა, რომ მას გეგმა ჰქონდა. სურდა პორტუგალიის ნაკრებში სკაუტინგის განვითარება. ეს ნამდვილად არაორდინალური და სასიამოვნო გამოცდილება იყო.

 მე ვმუშაობდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დროსაც. მუნდიალის საგზური ბოსნიასთან მატჩში მოვიპოვეთ. შემდეგ იყო რთული ჯგუფი კოტ დივუარისა და ბრაზილიის ნაკრებებთან ერთად. საბოლოოდ, ჩვენ მომავალ ჩემპიონთან, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან, დავმარცხდით.

 პორტუგალიის ნაკრების მაშინაც ძალიან ძლიერი იყო. ნანი და კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" გამოდიოდნენ. გარდა ამისა, 3 მოთამაშე "არისტოკრატთა" ღირსებას იცადა: დეკუ, პაულუ ფერეირა და რიკარდო კარვალიო. მე ბევრ მათგანს ვიცნობდი, ასე რომ, მათთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო.

 დაახლოებით 1 წელი დამჭირდა პორტუგალიური ენისთვის ალღოს აღება. ვფიქრობ, ბობის, რაფა კამაჩოსა და ტონი გომესს ჯერ კიდევ უჭირთ პორტუგალიურის ჩემი ინტერპრეტაციების გაგება!"

 ჯულიან უორდი პორტუგალია მუნდიალის შემდეგ დატოვა და "მანჩესტერ სიტის" სკაუტინგ გუნდს მიაშურა. მან არ იცოდა, რომ ეს გამოცდილება, საბოლოოდ, საოცნებო კლუბის კარს გაუხსნიდა.
 "მე მანჩესტერში ბევრი გამოწვევა მივიღე, იქ გატარებული დრო ძალიან დამეხმარა პიროვნულ განვითარებაში. "ლივერპულში" უკვე ძალიან გამოცდილი და ჩამოყალიბებული მოვედი. ჩვენ ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ჩვენ გავუშვით ტაივო ავონიი ბელგიაში, პედრო ჩირიველა ჰოლანდიაში, დივოკ ორიჯი გერმანიაში, ალანი კვიპროსში, კონორ რანდალი კი შოტლანდიაში."


 "ლივერპულში" ფეხბურთელის განათხოვრების 3 სხვადასხვა ტიპი არსებობს. გარდა პირველი გუნდის წევრებისა, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ, მაგალითად დივოკ ორიჯი და დანიელ სტარიჯი, ასევე არენდის წესით კლუბი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩამოსულ მოთამაშეებსაც აძლევს შანსს მიიღოს სათამაშო დრო სხვაგან, თუ ისინი მერსისპირულ გრანდში თავის გამოსაჩენად მზად არ არიან.

 "ჩვენ უამრავი პერსპექტიული და ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარი ქვეყნების ასაკობრივ ნაკრებში გამოდის, თუმცა ინგლისში თამაში სპეციფიკურია, ამიტომ ადაპტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მოთამაშეებს ევროპაში გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას ვაძლევთ. იმედია მათი დაბრუნება კლუბს წაადგება.

 ასევე გვაქვს აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელების განათხოვრების პრაქტიკა. 23-წლამდელთა გუნდში წარმატების მიღწევის შემდეგ ფეხბურთელებს შემდეგი დონე ესაჭიროებათ. ჰარი უილსონი, ოვიე ეჯარია და შეი ოჯო არიან ამ გეგმის ნათელი მაგალითები."

 
 როდის მოდის ახალგაზრდების განათხოვრებისთვის შესაფერისი დრო ? როგორ მივიდნენ ამ დასკვნამდე იურგენ კლოპი და მისი სამწვრთნელო შტაბი ? რატომ მიიღეს მათ ჰარი უილსონის ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დროს "ჰალ სიტიში" გაშვების გადაწყვეტილება ?

 ჯულიან უორდი ამ კითხვებსაც პასუხობს :

 "ვფიქრობ, ჰარიმ დაამტიცა რომ 23-წლამდელთა გუნდისთვის ის ზემდეტად ძლიერი იყო. მისი შედეგი მშვენიერი იყო. სტატისტიკაში მან ძალიან კარგი ციფრები აჩვენა. რეზერვების გუნდი ყოველთვის იქცევს გულშემატკივართა ყურადღებას. სწორედ აქ დაინტერესდნენ უილსონით ჩემპიონშიპის გუნდები. ასეთ დროს ჩვენი გუნდი მსჯელობას იწყებს, არის თუ არა ჩვენი ფეხბურთელი მზად დატოვოს U23 და გადავიდეს სხვა გუნდში. გადაწყვეტილების შესაბამისად ვიწყებთ მოქმედებას, ვიკვლევთ მომავალი გუნდის პირობებს. თუ ყველაფერი რიგზეა ჩვენს მოთამაშეს განსავითარებლად შანსს ვაძლევთ."


 ოურდის მუშაობა "ლივერპულს" საშუალებას აძლევს მომზადებული დახვდეს ყველა სატრანსფერო ფანჯარას, რათა ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ გახდეს საჭირო.

 "ჩემი უმთავრესი მოვალეობა გუნდის, სტაფისა და მოთამაშეების კარგად გაცნობა და შესწავლაა, სეზონის მიმდინარეობისას მე ყველაფრის საქმის კურსში ვარ. დეტალურად ვეცნობი კლუბის სამომავლო მიზნებს და ვგეგმავ შემდეგ ნაბიჯებს. შედეგად სატრანსფერო ფანჯარა მთლიანად ჩვენ განკარგულებაშია. თითოეულ მოთამაშეზე სრული წარმოდგენა გვაქვს, ასე რომ, ნაჩქარევი, რაც ხშირად მცდარი გამოდის ხოლმე, გადაწყვეტილების მიღება აღარ გვიწევს. ეს კლუბისთვის ძალიან დიდი პლუსია."

 
 ფეხბურთელის განათხოვრების შემდეგ ჯულიანი მათთან კომუნიკაციას არ წყვეტს. ეს "ლივერპულის" უცვლელი კრედოა.

 "პროცესის პირველი კვირის განმავლობაში მოთამაშეს ადაპტაციის გავლაში ვეხმარებით. ვუგვარებთ სამედიცინო შემოწმებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნიუანსების საკითხებს. შემდეგ ვიწყებთ პროგრესის ცხრილის შედგენას. ჩვენ ზუსტად ვიცით წასვლისას ის რა დონეზეა, გვაქვს მოლოდინები, თუ რა პროტუქტს დავიბრუნებთ უკან."


 კითხვაზე, როდის ითვლება განათხოვრება წარმატებულად, ჯულიან უორდი პასუხობს :

 "პირველ რიგში, არენდა მოთამაშეს შესაძლებლობების წარმოჩენის შანსს აძლევს, ფეხბურთელმა პოტენციალი უნდა გამოავლინოს. წარმატებული იჯარა "ლივერპულის" მოთამაშეს "მელვუდში" პირველი გუნდის წევრად დააბრუნებს.

 ჩვენ ვცდილობთ მოთამაშეების იმ ლიგებში გაშვებას, სადაც მათგან რაღაცას ელიან, სადაც ბრძოლაა, ფიზიკური დატვირთვა, მენტალური წნეხი. განათხოვრებულმა მოთამაშემ ზრდა უნდა დაასრულოს, ჩამოყალიბდეს გამოცდილ, ძლიერ და მიზანდასახულ მოთამაშედ. ვთვლი, რომ თუ არენდას სწორად დავგეგმავთ ამ შედეგს მივიღებთ. ამ შემთხვევაში "ლივერპული" კიდევ ერთ უმაღლესი დონის ფეხბურთელს მიიღებს."

კომენტარები


James Pearce
VIP Member

ძაან მაგარი სტატიაა <3 ყველაზე მაგარი საიტი <3

gio_chyoi
რედაქტორი

ყოჩაღ კარგი სტატია იყო ძაან. ერთი ამ ალანის თამაში მანახა ლივეპრულის მაისურში და მეტი არ მინდა არაფერი. ტიპს კარიერა დაუნგრიეს თავისი უაზრო წესებით ამ ინგლისელებმა

James Pearce
VIP Member

იმედია კენტი მოუმატებს და დატოვებენ შემდეგ სეზონში

RedLp
მომხმარებელი

ასეთი სტატიები იშვიათად მხვდება, ძალიან მაგარი სტატიაა. რაც შეეხება არენდებს, მივესალმები სწორ და დროულ განათხოვრებას, უილსონი ძაან სწორ დროს გაუშვეს ეხლა ვხვდები ამას, გარისკვად ნაღდად არ ღირს პატარა ბიჭებს ამ ნახევარ სეზონში ამოწევა პირველ გუნდში, აი პრესეზონზე რო აუცილებლად მიეცემათ შანსი მაგაში ორი აზრი არ არის და ძალიან მინდა კენტი დატოვონ მშვენიერი ბიჭია

LUIS SUARES 001
VIP Member

საღო კარგი სტატია იყო,სწორად ვითარდება კლუბი..

GoGson
მომხმარებელი

მადლობა ნიკა)))

რაც შეეხება სტატიის თემას, იჯარას.

მოდით რეალისტები ვიყოთ, და ვთქვათ რომ იმ უამრავი ფეხბურთელიდან, შეიძლება ერთზე ან მაქსიმუმ ორზე გაამართლოს ამ მოდგომამ. თან ასეთ სატრანსფერო პირობებში. აი აბა წარმოიდგინეთ, ხვალ რო სალაგი გაიყიდოს 200 მილიონად, და კაი არაუშავს უილსონს ან კენტს დავაბრუნებთო, ჩემპიონშიპში 20 გოლი შეაგდოვო, ხო ვერ მოხდება ეს?

როგორც წესი სხვა გუნდში გადადიამ და იქ ამართლებენ მერე.

ძაან უნდა გაგვიმარლოს რო ისე იდეალურად გამოვიდეს, როგორც ჩანს სიტყვიერად ეს პროცესი

lashafss
მომხმარებელი

სასიამოვნო წასაკითხი და რაც მთავარია ჩვენთვის საინტერესო იყო. მე ველი უახლოეს მომავალში ლივერპულის აკადემიიდან ამოსულ რამოდენიმე ძალიან ძლიერ ფეხბურთელს

Mesi10
მომხმარებელი

Liverpulma Tu sheinarchuna es shemadgenlobaa shemdeg sezonshi amdeni wlis lodinis shemdeg moigebs premierligas......... Wels chempionta ligas moigebss

willian
სტუმარი

ძაან მაგარი სტატია იყო

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.04.2018


  • რომა

მიმოხილვა


  • ვესტ ბრომვიჩი
  • 2:2

    21.04.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

დეიან ლოვრენი

მეტოქე - მანჩესტერ სიტი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze