x

კიუიტი : ვირჯილი საუკეთესო არჩევანია

ავტორი: johnson, 23-03-2018, 10:18, კატეგორია - სიახლეები, 938, 17


გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანი ვირჯილ ვან დეიკი იქნება. ეს ინფორმაცია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმაც დაადასტურა.

მოგვიანებით ამ ფაქტს "ლივერპულის" ყოფილი შემტევი და ვან დეიკის თანამემამულე, დირკ კიუიტი გამოეხმაურა :

"ვფიქრობ, ეს მისთვის დიდებული მიღწევაა. გასულ კვირას, კაპიტნის საკითხი დიდი განხილვის საგანი იყო. ჩემი აზრით, ახლა, ამ გუნდისთვის, ვირჯილი საუკეთესო არჩევანია.

ვან დეიკმა ბოლო წლებში საოცარი ნაბიჯები გადადგა. ის არ არის ტიპიური ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომელიც დიდი ხანი თამაშობს აქ. ის უკვე იყო შოტლანდიაში, საუთჰემპტონში... ახლა კი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესს გუნდშია.

ვთვლი, რომ მისი პოზიციის გათვალისწინებით, ვან დეიკი არის ფეხბურთელი, რომელსაც მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეს თანაგუნდელებთან. ვიცი, რომ ის იგივეს მოედნის მიღმაც აკეთებს. ასე რომ, ეს მისთვის დიდი მიღწევა და პატივია. მჯერა, რომ ის საქმეს თავს კარგად გაართმევს."

აქვე გეტყვით, რომ დღეს, თბილისის დროით 23:45 წუთზე, ერთმანეთს სწორედ ჰოლანდიისა და ინგლისის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტუმართა კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი იქნება. 

კომენტარები


Kabula 543
მომხმარებელი

Droa liverpoolshic atakon kapitnis samklauri

gio_chyoi
რედაქტორი

მართლა მოაშორონ ეს ჰენდერსონი და ამას მისცენ რა სამკლაური. თანდაყოლილი ნიჭი აქვს მაგის

ზ.ებანოიძე
მომხმარებელი

ჩემი საყვარელი ნაკრების კაპიტანი გახდა უკვე, მალე საყვარელი კლუბის კაპტანიც გახდება :3

PRINCE
ტოპ კომენტატორი

მისალოცი ამბავია ვირჯილისთვის. მართალია ისეთი მრისხანე აღარაა ჰოლანდიის ნაკრები როგორიც ადრე იყო, მაგრამ ამხელა საფეხბურთო ტრადიციების მქონე ნაკრების კაპიტნობა მაინც დიდი პატივია. ჰენდერსონის დიდი ფანი რომ არ ვარ, ეგ არაა ახალი ამბავი, მაგრამ მაინც სასიამოვნოა ინგლისის ნაკრებს რომ უკაპიტნებს. კარგი შეგრძნებაა როცა მანჩესტერის, სიტის და სხვა კონკურენტი გუნდების ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებს წინ ლივერპულელი გამოუძღვება.

ThisIsAnfield
მომხმარებელი

მაგარი ამბავია, ისედაც ძალიან ძლიერი მენტალიტეტის პატრონია ვირჯილი და ეროვნული ნაკრების კაპიტნობა ერთი ორარ გააძლიერებს ფსიქოლოგიურად... ერთი ჰენდერსონს არ უშველა არცერთმა სამკლაურმა :)))

sulkhan
VIP Member

მატიპს არაფერს ვერჩი მაგრამ შეუჭყვილონ დე ლიხტი რაიქნება

ზ.ებანოიძე
მომხმარებელი

ციტატა: PRINCE
მისალოცი ამბავია ვირჯილისთვის. მართალია ისეთი მრისხანე აღარაა ჰოლანდიის ნაკრები როგორიც ადრე იყო, მაგრამ ამხელა საფეხბურთო ტრადიციების მქონე ნაკრების კაპიტნობა მაინც დიდი პატივია. ჰენდერსონის დიდი ფანი რომ არ ვარ, ეგ არაა ახალი ამბავი, მაგრამ მაინც სასიამოვნოა ინგლისის ნაკრებს რომ უკაპიტნებს. კარგი შეგრძნებაა როცა მანჩესტერის, სიტის და სხვა კონკურენტი გუნდების ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებს წინ ლივერპულელი გამოუძღვება.

ხო, ეგეცაა. :დდ რას მოესწრო ჯორდანა. ლივერპულის და ინგლისის კაპიტანი

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

როგორი სასიამოვნოა იმის წაკითხვა რო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებები ერთმანეთს ხვდებიან და ორივე ნაკრებს ლივერპულის ფეხბურთელები უკაპიტნებენ,ჰენდერსონი კიარა ნებისმიერი ლივერპულის ფეხბურთელი იყოს კაპიტანი ვამიხარდება, საერთოდ ლივერპულის ფეხბურთელები ნაკრების კაპიტნები ხშირადაა, გასკდნენ გულზე სირჩესტერის ფანები

chipe888
მომხმარებელი

gio_chyoi,
ჯერ კაპიტნობა უნდა დაიმსახუროს და თან ლივერპულში ძნელად ნიშნავენ კაპიტნად არა ბრიტანელს. გეთანხმები ჰენდერსონზე უკეთეს კაპიტანს იმსახურებს ლივერპული მარა ამ შემადგენლობაში ჰენდო საუკეთესო ვარიანტია. რა მოთამაშე მილნერია მარა მოვიდა თუ არა ეგრევე ვიცე კაპიტნობა ატაკეს. ასე რომ დიდი შანსი არ არის ახლო მომავალში რო დეიკი ლივერპულის კაპიტანი გახდეს. ნამდვილად აქვს ლიდერის თვისებები დეიკს ამაზე ორი აზრი არაა და ამიტომაც დაფასეს ნაკრებში. ლივერპულში მგონია ფანტასტიკის სფერო ეგ ამბავი. თუ უილშირი მოიყვანეს მას უფრო მეტი შანსი აქვს ან ლალანას კაპიტნობის ვიდრე დეიკს

James Pearce
VIP Member

შემდეგ სეზონში ჰენდო ამოვარდება ძირითადიდან წესით რავი ემრე მიდის და ვინმე მაგარს მოუყვანენ მაგალითად ნდიდი უნდათ და არამგონია ზამენაზე დასვან თან ბევრს მოითხოვენ უეჭველი და არ დასვავენ სკამზე მოკლედ მილნერიც არ იქნება ძირითადში და ჩემი აზრით ვვდ გაიყვანს ხოლმე გუნდს იმედია ასე იქნება

Capitan
მომხმარებელი

თავდაჯერებულობაში დაეხმარება და კიდევ ერთი ნაბიჯით აიწევს ვირჯილის დონე ძალიან კარგი სიახლეა))))

LUIS SUARES 001
VIP Member

ვირჯილი წინ და წინ მიიწესვ და უფრო მეტი სტიმული ექნება ბრძოლის..სწორი არჩევანი გააკეთა კუმანმა

s_u_a_r_e_z
მომხმარებელი

ასე უცებ არ მიცემ სამკლაურს გამორიცხულია, მომავალ სეზონში შეიძლება

ინგლისის კაპიტმად ვინაო? მთლად დაქცეულა ნაკრები :დ :დ კაი ხანი ვერაფერს ვერ იზამენ

GoGson
VIP Member

ეს რო გადმოვიდა ლივერპულში უკვე კაპიტანი იყო ჩათვალეთ. ტიპია რა, ლიდერი მასტი და დომინანტო პოზიციაზე. ჰენდო წესით და რიგი ზამენაზე გადავა იქითა წელს და ვირჯილა ან ბობი იქნება კაპიტანი

lashafss
VIP Member

ნუ მე თავიდანვე ვთქვი რომ მოვიდა , ამ ბიჭს აქვს საკაპიტნო ხასიათი და თვისებები მოედანზე და ზუსტად ისაა ვისაც კაპიტანი ჰქვია. მე ნამდვილად ვარ მომხრე ლივერპულში ნუ ამწელს თუარა იქითა წლიდან ამან უკაპიტნოს

GoGson
VIP Member

lashafss,
ამ წელს არანაირად არ გამოვა ეგ ამბავი, თან კლოპიც არაა ის მასტი ჰენდერსონს და მილნერს ესე ნაგლად მოექცეს. ვფიქრობ თავისთავად მოხდება რა , რო ეგ ორი ღრმა ზამენაზე გადაინაცვლებს და ძირითადში მერე ვანდეიკი უკაპიტნებს, და გაოფიციალურდება რა შემდეგ წელს. მამენტ შეიძლება ფირმინოზეც ქნან მასე, იმიტო რო მეეჭვება ზაფხულში მაგაზეც ატყდება ტაციაობა (თუ ვინმეს ჭკუა აქვს სხვა გუნდებში უნდა ატყდეს კიდეც)

willian
სტუმარი

ვან დეიკის აქვს კაპიტნის თვისებები, ძაან სერიოზული და მშვიდია რაც კაპიტანს შეშვენის

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze