ჰენდერსონმა ინგლისის ნაკრებს უკაპიტნა

ავტორი: ზ.ებანოიძე, 24-03-2018, 15:22, კატეგორია - სიახლეები, 646, 14


ჰოლანდიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში გუნდებს მინდორზე "ლივერპულის" ფეხბურთელები გაუძღნვენ. გუნდებს ვირგილ ვან დეიკმა და ჯორდან ჰენდერსონმა უკაპიტნეს.

ჯორდან ჰენდერსონი ჰოლანდიასთან გამართულ მატჩში კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა მოედანზე და თამაშის მსვლელობისას მშვენივრადაც გამოიყურებოდა, რის გამოც გარეტ საუტგეიტისგან შექებაც დაიმსახურა.

"ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და ნამდვილად აქვს ლიდერის თვისებები"- აცხადებს "ასტონ ვილას" ყოფილი მწვრთნელი, - "მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან ბევრს მუშაობდა, ამჩნევდა ყველა ტაქტიკურ ცვლილებას, რასაც ჰოლანდიელები თამაშის განმავლობაში მიმართავდნენ, თანაგუნდელებს კი გამუდმებით უთითებდა საით გაეკეთებინათ პასი."

"ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც მის კლუბს კაპიტნობს ან კაპიტნობდა, ჯორდანი ამ როლში თავს კომფორტულად გრძნობს. მას გუნდურად მოქმედების და აზროვნების შესანიშნავი უნარი აქვს, რაც კაპიტნისთვის აუცილებელი თვისებაა." - 
აცხადებს საუთგეიტი.

კომენტარები


ზ.ებანოიძე
მომხმარებელი

მაინც ვფიქრობ ლივერპულის ძირითადში არაა ამის ადგილი.

Luis_Garcia
მომხმარებელი

არავის მოგვწონს, მარა როჯერსი, კლოპი, საუტგეიტი იგიოტრბრ ხომ არ არიან?

ზ.ებანოიძე
მომხმარებელი

ჩამშლელად რო ათამაშო დიდი ვერაფერი, ჩამშლელს რო დაუყენო გვერდით ძაან უფანტაზიო ცენტრი გამოდის. რავიცი სად უნდა დააყენოს

jerardis dzma
მომხმარებელი

ეს არი სადღაც ევერტონის დონე, სტილითაც შეეფერება

GoGson
მომხმარებელი

როცა ჰენდერსონს ვაკრიტიკებ, ვაკრიტიკებ იმიტომ რომ ვარ ლივერპულის გულშემატკივარი, თორე ზოგადად ინგლისში მართლა არაუშავს ამას, იმის ფონზე მეშლება ნერვები რომ ჩვენ გვაქვს ამბიცია რომელლიც ბოლო წლებში კლოპმა და ჩვენმა შემტევებმა კიდე უფრო გაგვიზარდეს და ამავდროულად სხვა გრანდებს რომ გადავხედოთ, გინდ ინგლისში, გინდ ბარსა-რეალში გინდ იუვენტუსს , ბაიერნს ,პსჯ-ს ყავთ მინიმუმ 2- 3 ძლიერი ვარსვკლავი ცენტრში და ჩვენ არცერთი. სწორედ ამის გამო ვაკრიტიკებთ ამ უბედურსაც რო ხაბი ალონსოს და ჯერარდის შემდეგ ერგო ცენტრის დაჭერა და ხშირ შემთხვევაში გაზვიადებითაც ვაქცევთ წნეხის ქვეშ. მჯერა რო თავის მაქსიმუმს აკეთებს, მაგრამ არაა ეს საკმარისი. მაქსიმუმ ვესტ ჰემის დონის გუნდში უნდა იჭერდეს ცენტრს ეს ან ლივერპულის ზამენაზე იყოს და გასახდელში გამოავლინოს ის "ლიდერული თვისებები" როგორც ლუკასი იყო. ესაა რეალობა.. რამოდენიმე თამაშს ბევრი ჩაატარებს მაღალ დონეზე მაგრამ ლივერპულის კაპიტნობის და გარანტირებული ძირითადის წევრად არ უნდა იქცეოდეს

LUIS SUARES 001
VIP Member

ნუ ჩამოსაწერი არაა ჰენდერსონი ბოლოს და ბილოს ინგლისს კაპიტნობს და ლივერპულს.

gio_chyoi
რედაქტორი

რა სამარცხვინოა ეს რომ არი ჩვენი და მითუმეტეს ინგლისის ნაკრების კაპიტანი

willian
სტუმარი

Luis_Garcia,
ერთი ნომრანული ტერებნრი ყავდა ინგლისს ელარდაისი და ისიც გაუშვეს

s_u_a_r_e_z
მომხმარებელი

ინგლისის ნაკრებს მას მერე დაერხა ესეთი ხალხი როა ძირითადში და კაპიტნებად კარგა ხანია ინგლისი ანგარიშგასაწევი ძალა აღარაა , რომელიმე ტურნირის მოგებასთან ახლოს როდის იყვნენ ნეტა ბოლოს. ლივერპულს შეტევა ყავს კარგი და გუნდია მაინც და უკეთესადაა შეთამაშებული ნაკრებთან შედარებით თორემ ჩვენც მაგათ დღეში არ ვიყავით. ნაკრებს შეტევაც არ უვარგა , კეინის იმედად , რომელსაც სანაკრებო კარიერა აშკარად არ მისდის

cotne_suarez
მომხმარებელი

me megona marto saqartveloshi gamo*ცენზურა*vda xalxi mara ibglisshic to! :D amxela tradiciebis qveyanaa rogorcchveni :D:D

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

ისე მესამე თუ მეოთხე მწვრთნელია ჰენდოს კაპიტნობას აბარებს,აგერ ნაკრების კაპიტანიც არის და ბიჭებო კლოპის თამადობით ეს მწვრთნელები ჩვენზე კომპეტენტური როა დამეთანხმებით,კაპიტანი მარტო სტადიონზე არ გამოიხატება,სტადიონს გარეთაც,ვარჯიშებზე და საერთოდ ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ურთიერთობაზე ფეხბურთელებთან და მწვრთნელთან,კაპიტანი არის მწვრთნელის ხმა და ჩვენ აქიდან ვერ ვხედავთ ეტყობა რაღაცეებს და ეს მწვრთნელები კი ხედავენ მასში კაპიტნის თვისებებს

Play_Like_Torres
მომხმარებელი

ციტატა: jerar-toria-liverpool
ისე მესამე თუ მეოთხე მწვრთნელია ჰენდოს კაპიტნობას აბარებს,აგერ ნაკრების კაპიტანიც არის და ბიჭებო კლოპის თამადობით ეს მწვრთნელები ჩვენზე კომპეტენტური როა დამეთანხმებით,კაპიტანი მარტო სტადიონზე არ გამოიხატება,სტადიონს გარეთაც,ვარჯიშებზე და საერთოდ ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ურთიერთობაზე ფეხბურთელებთან და მწვრთნელთან,კაპიტანი არის მწვრთნელის ხმა და ჩვენ აქიდან ვერ ვხედავთ ეტყობა რაღაცეებს და ეს მწვრთნელები კი ხედავენ მასში კაპიტნის თვისებებს


1-1ში მაგას ვფიქრობ

Ynwa Scousers
VIP Member

ციტატა: GoGson
როცა ჰენდერსონს ვაკრიტიკებ, ვაკრიტიკებ იმიტომ რომ ვარ ლივერპულის გულშემატკივარი, თორე ზოგადად ინგლისში მართლა არაუშავს ამას, იმის ფონზე მეშლება ნერვები რომ ჩვენ გვაქვს ამბიცია რომელლიც ბოლო წლებში კლოპმა და ჩვენმა შემტევებმა კიდე უფრო გაგვიზარდეს და ამავდროულად სხვა გრანდებს რომ გადავხედოთ, გინდ ინგლისში, გინდ ბარსა-რეალში გინდ იუვენტუსს , ბაიერნს ,პსჯ-ს ყავთ მინიმუმ 2- 3 ძლიერი ვარსვკლავი ცენტრში და ჩვენ არცერთი. სწორედ ამის გამო ვაკრიტიკებთ ამ უბედურსაც რო ხაბი ალონსოს და ჯერარდის შემდეგ ერგო ცენტრის დაჭერა და ხშირ შემთხვევაში გაზვიადებითაც ვაქცევთ წნეხის ქვეშ. მჯერა რო თავის მაქსიმუმს აკეთებს, მაგრამ არაა ეს საკმარისი. მაქსიმუმ ვესტ ჰემის დონის გუნდში უნდა იჭერდეს ცენტრს ეს ან ლივერპულის ზამენაზე იყოს და გასახდელში გამოავლინოს ის "ლიდერული თვისებები" როგორც ლუკასი იყო. ესაა რეალობა.. რამოდენიმე თამაშს ბევრი ჩაატარებს მაღალ დონეზე მაგრამ ლივერპულის კაპიტნობის და გარანტირებული ძირითადის წევრად არ უნდა იქცეოდეს

ეს რომ არის ამის მაქსიმუმი იმიტომ ვაკრიტიკებთ ასე თორემ პიროვნულად კი არაფერს ვერჩით :D როცა რამეზე გვაქვს პრეტენზია მინიმუმ ამაზე ბევრად ჭკვიანი ცენტრი უნდა გვყავდეს და არა ეს და ის ხის კუნძი ჯანი

GoGson
მომხმარებელი

მეც ეგ ვთქვი ზუსტად მერე:))

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.04.2018


  • რომა

მიმოხილვა


  • ვესტ ბრომვიჩი
  • 2:2

    21.04.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

დეიან ლოვრენი

მეტოქე - მანჩესტერ სიტი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze