Echo : კლოპი თავდამსხმელს არ დაიმატებს

ავტორი: johnson, 26-03-2018, 12:28, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 705, 18

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად პრესაში ჭორების რაოდენობაც მატულობს. სულ ცოტა ხნის წინ, გერმანული მედია იუწყებოდა, რომ "ლივერპული" ტიმო ვერნერის შეძენით იყო დაინტერესებული და "ლაიფციგისთვის" მის სანაცვლოდ 90 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებდა.

დღეს ეს ინფრორმაცია Liverpool Echo-მ უარყო. წყაროს მტკიცებით, იურგენ კლოპი არ აპირებს 22 წლის გერმანელის შეძენას და უფრო მეტიც, მის გეგმებში საერთოდ არ შედის ცენტრალური თავდამსხმელის დამატება.

როგორც იცით, კლოპის სრული მხარდაჭერა აქვს რობერტო ფირმინოს, რომელიც მერსისაიდელთა ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. გარდა ამისა, "წითლების" თავკაცის განკარგულებაში არიან დენი ინგსი და დომინიკ სოლანკე. Echo-ს ინფორმაციით, მომავალ სეზონში კლოპი აპირებს რაიან ბრიუსტერიც დააწინაუროს.

"ლივერპულში" ასევე ირიცხებიან დივოკ ორიჯი და დანიელ სტარიჯი, თუმცა, დიდი ალბათობით, ზაფხულში ორივე მათგანი დატოვებს "ენფილდს". კლოპი კი სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვა პოზიციების გაძლიერებას ეცდება.

კომენტარები

GoGson
მომხმარებელი

მეც მგონია რო არ დაიმატებს მაგრამ არ ვეთანხმები... ინგსს კიბატონო დავაკვირდეთ და ვნახოთ, ფირმინო რო დაიმტვრეს მარტო სოლანკე გვრჩება და რავი, არვიცი რას იზამს, წესიერად არც მიუღია შანსი რო 15წუთი გადაბმულად მეყურებინა მაგის თამაშს, 100მილიონიანი თუარა ერთი 30 მილიონიანი ფორვარდი მაინც დაგვჭირდება ჩემი აზრით

Gerrard Fan
მომხმარებელი

მოკლედ რა რა ჯიუტი კაცია :D:D:D:D:D:D:D იყიდოს უძლიერესი ბიჭია,ფირმინო კოუტინიოს პოზიციაზე დასწიოს და შეუდარებელი თავდასხმა გვეყოლება !!!!! და საერთოდ მე პირადად ვფიქრობ, რომ გუნდს თავდამსხმელი უფრო ჭირდება ვიდრე კოუს შემცვლელი, იმიტომ რომ ფირმა კაცი ზუსტად მაგ პოზიციისთვისაა დაბადებული !!!! მარა არა 10 იანზე მოთამშე კაცი უნდა ათამშოს თავდამხმელად :D მაგას პლიუს თავდამხმელის დამატებას არ აპირებსო , ღმერთმა არ ქნას ფირმინოს რამე მოუვიდა , მერე რას ვშვრებით , სოლანკეს და ინგსის იმედზე ვრჩებით ?!!! აი მაშინ უნდა გავაძლიეროთ ლოცვა ზუსტად,თორე მერე ნახეთ ქულების კარგვა :D:D:D:D კაროჩე რა ეს კაცი რო ვირზე შეჯდება :D მაგრამ იმედია სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გონს მოვა და მაინც იყიდის თავდამსხმელს !!!!

gio_chyoi
რედაქტორი

ასეც იქნება. ვერნერი ბაიერნს ყავს დაჯავშნული ასე მგონია. მანდ დიდი გერმანიზაცია მიდის და მაგას ხელიდან არ გაუშვებენ. ბოლოს წლიწადნახევარში რაც ტრანსფერი გააკეთეს მაგათმა ხამესის გარდა მგონი ყველა გერმანელი იყო. გნაბრი, ზულე, რუდი, ეხლა გორეცკა და ვაგნერი. ჰექტორზეც დაიწერა ბორუსიას აახევენო და ამ ვერნერსაც ეგენი იყიდიან რა. და ჩვენ კიდე ისევ ფირმინო გვეყოლება და სილანკე-ინგსი და ბრიუსტერი იქნებიან სკამზე. ხო თქვა ბრიუსტერზე მომავალ სეზონში შანსს მიიღებსო პირველ გუნდში

GoGson
მომხმარებელი

gio_chyoi,
ბრანდტი გამოგრჩა, ბრანდტსაც ეგენი დაითრევენ და იქნება გერმანიის ნაკრები მომავალ 2 წელში :დ

ბრიუსტერს რაც შეეხება იქნებ გაამართლოს მაგან და ყველაზე კარგი ვარიანტი გამოვა მართლა

Ynwa Scousers
VIP Member

ღმერთმა დაგვუფაროს და დაიმტვრა ბობი მერე რას ვშვებით?

liverpool-fan
VIP Member

აი მაგიტომ მეზიზღება ეს ბავარია რაა ვინც პატარას გაქაჩავს ეგრე შლის დორტმუნდი ერთადერთი გუნდი იყო ვინც ბოლო 5 წლის განმავლობაში კონკურენციაა უწევდა და სანამ არ დაშალა არ მოისვენეა დედა მოვტ*ყან მაგათი მეზიზღება რაა

gio_chyoi
რედაქტორი

Ynwa Scousers,
რას ვშვებით და ისინი შეცვლიან ვინებიც ჩამოვთვალე :D ნუ შეეცდებიან მაინც

Capitan
მომხმარებელი

სტარიჯი ორიჯი ინგსი გაუშვან 3 ფორვარდი მოიყვანონ ეს რა პრობლემაა ლიგაზე თასებზე ათას რამეზე გვაქ სათამაშო და არც ერთი იქნება გულ დაწყვეტილი ფირმინო პოზიცით 10იანს მშვენივრად უბერავს რო რამე იტოკში მე მივესალმები ასეთ სწრაფ და ჭკვიან ფორვარდს ფირმინოს ტრანვის შემთხვევაში მგონია რო ცუდათ გვექნება საქმე ასე რომ სასიამოვნო იქნება ამის მოყვანა....

LUIS SUARES 001
VIP Member

ფირმინო რო დაიმტვრეს იგსის იმედზე ვერ დავრჩებით

liverpool33
მომხმარებელი

არამგონია ვინმე დაიმატონ 90მილიონიან ფეხბურთელს სკამზე არავინ დასვამს როგორც რეალი და პსჟ იქცევა მითუმეტეს ლივერპულის ბოსები მთავარია უკან მიხედონ საქმეს და მერე იფიქრონ შეტევაზე. ფირმინიოს დამტვრევას რაც შეეხება ეგ რომ მოხდეს ისედაც დაერხევათ და ასედაც მის სრულფასოვან შემცვლელს 70მილიონზე ნაკლები არ ეგირება და ასე რომ არც იყიდია

chipe888
მომხმარებელი

ამოვისუნთქე ამ ინფორმაციაზე. ვფიქრობდი გერმანულ ხის თავში რამემ არ დაკრას და მართლა 100 მილიონი არ გაიქნიოსთქო. იმას არ ვგულისხმობ,რომ არ გამისწორდება ვერნერის მოსვლა მარა სხვა პოზიციაა გასაძლიერებელი. კარიუსის ნდობა არ შეილება და ალისონი ან სხვა ვინმეა მოსაყვანი,ემრე მიდის და მის წაუსვლელადაც გვინდა საყრდენი, კოუტინიოს შემცვლელი უეჭველი მოსაყვანია და მცველიც ზემოდან დაგვხატავს. თავდასხმაში გაძლიერება არ გვაწყენდა მაგრამ ამათი ამბავი რო ვიცი 2-3 წელი დაგვალოდებენ სხვა პოზიციის გაძლიერებას. ბრიუსტერს შანსი მიეცეს და არც ეგრეა ინგსი,სოლანკეზე რო ხელი ჩავიქნიოთ, მიეცი პასი და შეაგდებენ

GoGson
მომხმარებელი

ჩიპ, მაგაში მართალი ხარ. მცველიც გვინდა, მარცხენა მცველიც, მეკარეც, ორი ცენტრიც და თავდამსხმელიც. ხოდა თუ ოცნებაა ბარემ სრულად იყოს. 6ფეხბურთელზეა ლაპარაკი და ნაწილი გაშვებული ფეხბურთელების თანხებითაც უნდა შეივსოს. მაქს 100-150. ფუნტი დაიხარჯოს საჭირო ხალხი რო გაიყოდოს და საჭირო ხალხი მოვიდეს, მათ შორის ვერნერიც

chipe888
მომხმარებელი

GoGson,
6 ფეხბურთელს საერთოდ არ ვგულისხმობდი. სულ 3 ფეხბურთელი ვიგულისხმე, ემრეს წასვლა არ წასვლის გათვალისწინებით. გუნდი აწყობილია ფაქტიურად უბრალოდ რაღაც პოზიციებია გასაძლერებელი. რაც შეხება 3 ფეხბურთელის მოყვანას შემმდეგი პოზიციები არის გასაძლიერებელი. ცენტრალური ნახევარმცველი შემტევი, საყრდენი ნახევარმცველი და უსიკვდილოდ მეკარე. მეკარე ყველა ვარიანტში გვჭირდება და მერე გამოჩნდება კიდევ ვის მოიყვანენ. მე პირადად კმაყოფილი ვიქნები კარგი მეკარის მოყვანითაც მარტო. ისე ოცნებები ბევრი მაქვს:) ყველაფერი ისე რო ხდებოდეს როგორც ფანობას უნდა გუნდი ან აშენდება ან დაინგრევა. იმედი მაქვს არიან ხალხი ვინც აკვირდება და საჭირო დროს ელოდება საჭირო ფეხბურთელების მოყვანისთვის და ჩვენზე კარგად იციან რა არის საჭირო

Ynwa Scousers
VIP Member

ციტატა: gio_chyoi
Ynwa Scousers,
რას ვშვებით და ისინი შეცვლიან ვინებიც ჩამოვთვალე :D ნუ შეეცდებიან მაინც

კაი თუ ჩემი ძმა ხარ ინგსმა და სოლანკემ ვინ უნდა შეცვალონ? ტიპს უოტფორდთან ორი ასპროცენტიანი შანსი მიეცა და რაები აკეთა რანაირად ურტყა კარებში :D

ციტატა: chipe888
ამოვისუნთქე ამ ინფორმაციაზე. ვფიქრობდი გერმანულ ხის თავში რამემ არ დაკრას და მართლა 100 მილიონი არ გაიქნიოსთქო. იმას არ ვგულისხმობ,რომ არ გამისწორდება ვერნერის მოსვლა მარა სხვა პოზიციაა გასაძლიერებელი. კარიუსის ნდობა არ შეილება და ალისონი ან სხვა ვინმეა მოსაყვანი,ემრე მიდის და მის წაუსვლელადაც გვინდა საყრდენი, კოუტინიოს შემცვლელი უეჭველი მოსაყვანია და მცველიც ზემოდან დაგვხატავს. თავდასხმაში გაძლიერება არ გვაწყენდა მაგრამ ამათი ამბავი რო ვიცი 2-3 წელი დაგვალოდებენ სხვა პოზიციის გაძლიერებას. ბრიუსტერს შანსი მიეცეს და არც ეგრეა ინგსი,სოლანკეზე რო ხელი ჩავიქნიოთ, მიეცი პასი და შეაგდებენ

ასი მილიონი არ ვიცი მარა ჩემთვის პირადად ეს ბიჭი მოსაყვანია გუნდში, რომ ვუყურებ ტორესის თამაში მახსენდება წამიერი აფეთქბეა იცის საოცარი ასწრაფება და გოლის ალღო აქვს

chipe888
მომხმარებელი

Ynwa Scousers,
ეგ ბიჭიც მოსაყვანია და იმდენია გასაყრელი რო ვაფშე რა. წლებია ლივერპულს ვბალეშიკობთ მეც და შენც, ყოფილა ისეთი დრო როცა ერთ სატანსფერო ფანჯრის დროს ყველა პოზიცია გაეძლიერებინოთ? მე არ მახსენდება ეგეთი რამე. გეთანხმები,რო გუნდს 100ზე მეტი გოლის გატანის შემდეგ სჭირდება გაძლიერება. ვამბობ შემდეგს: პირველ რიგში მეკარეა მოსაყვანი, მერე საყრდენი და ფლეიმეიკერი და ამ ყველაფრის მერე თუ უნდა ვერნერი მოიყვანოს და თუ უნდა კიჭა დაბრუნოს დიდ ფეხბურთში. უბრალოდ, ბრიუსტერი გაფუჭდება ლოდინისდროს და მივიღებთ ხსენებული ტორესის დარ იგროკს,რომელიც გასაჭირის დროს გუნდს დადებ და გაქანდება სხვა გუნდში,მერე მოვისაკლისებთ აკადემიაში იგროკს ვნახავთ გაფუჭებულ, ერთ დროს დიდი მომავლის მქონე იგროკს ბრიუსტერის სახით და მოიყვანენ ბალოტელებს,ასპასებს და კეროლებს.მერე წავა წუწუნი ლიგაზე რატო ვეღარ გავდივართო და ა.შ. სწორი მიდგომაა საჭირო და როგორც სჩანს კლოპოც ამ აზრზეა და აუცილებლად მიიღებს ნდობას ბრიუსტერი გაისად. ყველა ხომ ამბობდა,რომ სიტი გაგვაპობდა კოუტინიოს წასვლის მერე მარა ბევრი არ მეთანხმებოდა მოვუგებთო რო ვიძახდი. ახლა ლიგაზე მეკარის ფაქტორი გადამწყვეტი იქნება და კარიუსის იმედი არ მაქვს. ეს ისეთი სტრესული თამაში იქნება პატარა ფაქტორსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ეტაპი,სადაც მწვრთნელების ტაქტიკა გადამწყვეტი არ არის და ფეხბურთელების ცივსისხლიანობაზე იქნება დამკიდებული შედეგი. დამფრთხალი კარიუსი მთელ გუდნდს გადასდებს ამ ყველაფერს. ასეთ თამაშებს დიდი ფეხბურთელები იგებენ და არა მწვრთნელები. საჭირო დროს რამოსმა შეაგდო,დროგბამაც შეაგდო თავის დროზე, ჯერარდმა იმ სეზონში რამოდენიმეჯერ ქნა ასეთი რამე და მეკარეებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ გვინდა კარგი მეკარე,რომელიც სასწაულ ბურთს გამოაძრობს, გუნდს მუხტს მისცემს. ცუდი მეკარე რო გვყავს ამას წყალი არ გაუვა და უეჭველად მოსაყვანია ვინმე

რატო მინდა ბრიუსტერი მალე დაწინაურდეს? იმიტომ რო მომენატრა ისეთი ფეხბურთელი,რომელსაც ლივერპულის სიყვარული სისხლში აქვს გამჯდარი. მანჩესტერთან ვნახე ტრაკის მოთამაშე ქალებით დაკომპლექტებული გუნდი და იმ საზიზღარ თამაშზე მეტოქის მხრიდან პასუხი არავინ გასცა. რაშფორდი სასტავში დაბრუნუნა მოურინიომ იმის გამო რო აკადემიიდან იყო და ლივერპულის ზიზღი სისხლში აქვს. ამიტომ გვინდა მეტი ფეხბურთელი აკადემიიდან გუნდში,რო საჭირო დროს ბურთიც წართვას და საჭირო თუ გახდა ფეხიც მოატეხოს. ვინც არ დაზოგავს თავს გუნდისთვის და ფულზე არ იფიქრებს მარტო

მთლად მასეც არაა როგორც შენ ამბობ აგერი არ იყო ლივერპულის აკადემიიდან, შკრტელი არ იყო ლივერპულის აკადემიიდან, მფრინავი ჰოლანდიელი არ იყო ლივერპულის აკადემიიდან, ბელამი არ იყო ლივერპულის აკადემიიდან მაგრამ ლივერპულის გულისთვის თავ ტრაკს ი*ცენზურა*ავდნენ ასე არ იყო? მაგრამ დღეს საერთოდ შეიცვალა ღირებულებები დღეს ფულია მთავარი ესაა ყველაზე ცუდი

chipe888
მომხმარებელი

Ynwa Scousers,
კი ეგრეა. ფული უფრო მნიშვნელოვანი გახდა

willian
სტუმარი

ვერნერი ისედაც ბაიერნის ფანია

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ

  • ლივერპული
  • VS

    24.04.2018

  • რომა

მიმოხილვა

  • ვესტ ბრომვიჩი
  • 2:2

    21.04.2018

  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

დეიან ლოვრენი

მეტოქე - მანჩესტერ სიტი

Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze