x

დუკურე : "ლივერპულში" თამაში ჩემი ოცნებაა

ავტორი: johnson, 26-03-2018, 12:40, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 245, 19


ბრიტანული მედია უკვე რამდენიმე კვირაა იუწყება, რომ "ლივერპული", "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" აბდულაიე დუკურეს შეძენით არიან დაინტერესებულნი.

თავის მხრივ, ინგლისური გრანდების ინტერესი სულ ცოტა ხნის წინ თავად ფრანგმა ნახევარმცველმაც დაადასტურა. მეტიც, 25 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "ენფილდზე" თამაში მისი ოცნებაა :

" "ლივერპული" არის კლუბი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება. მე მოუთმენლად ველოდი "ენფილდზე" თამაშს, რადგან მსურდა ეს ატმოსფერო შემეგრძნო. ასეთ კლუბში თამაში ჩემი ოცნებაა.

"უოტფორდის" მადლობელი ვარ, მაგრამ თუ შემოთავაზება იქნება, ჩვენ მას განვიხილავთ და საუკეთესო გამოსავალს ვიპოვნით. ყველას სურს ჩემპიონთა ლიგასა და დიდ ტურნირებზე თამაში." - განუცხადა დუკურემ Canal + - თან ინტერვიუში.

აქვე გეტყვით, რომ დუკურე "უოტფორდს" 2016 წლის იანვარში, ფრანგული "რენიდან" 8 მილიონ ფუნტად შეურთდა და კლუბთან 4,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.  ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე თვის წინ მას უკვე შესთავაზეს ახალი კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებით - 70 000 ფუნტი კვირაში ხელფასის სახით.

უფრო მეტი ფეხბურთელის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ​ლინკზე 

კომენტარები


GoGson
VIP Member

ჩენთან თამაშს ვუყურე და ცუდი არაა მაგრამ რავი, ვითომ გრანდის კაცია ეს დუკურე? თქვენგან მაინტერესებს ბიჭებო არვიცი მართლა. თვითონ ამ პოზიციაზე რო გვჭირდება გაძლიერება ეგ იასნად. მე ნზონზი, რაბიო ან ჯორჯინიო მინდა. 3 ვე გიჟია და თან მარტო ჩამშლელებიც არარიან, მოედანს ბურთითაც უყურებენ

Gerrard Fan
მომხმარებელი

GoGson,

დუკურეებზე,ბორინებზე და ალენებზე რომ ვჩალიჩობდით იმიტომ გვყავს ეხლა გუნდში ჰენდერსონი მილნერი და ჩანი !! :D:D:D:D გეთანხმები , სამივე ნახევრამცველის შემთხვევაში , მაგრამ მე პირადად ძონძის :D ბოლოს განვიხილავდი მაინც ყველაზე , აყლაყუდა და მოუქნელია , რაბიო ოცნების ახდენა იქნებოდა და ჟორჟინიო ძალიან მაგარი ვარიანტი ! მე ვაფშე ნაინგოლანი მინდა რამდენი ხანია მარა გაგიჟებულია , რომაზე და შეეცი თუ გინდა :D

GoGson
VIP Member

Gerrard Fan,
ნაინგოლანი მსოფლიოში საუკეთესოა მაგრამ მე მაინც უფრო აი როოგორ გითხრა ხაბი ალონსოს ტიპაჟი მინდა რაა, ვიდრე ცალმხრივი ტიპი. იმ სამ ნახევარმცველს ვინც ვთქვი ხაბიმდე ბევრი უკლია მაგრამ სტილით თითქოს გვანან და იმიტო მინდა

gio_chyoi
რედაქტორი

უოტფორდში წელს საუკეთესოა მარა რავიცი ამის ხილვა დიდად არ მინდა. ან გაამართლებს და ან არა

Ynwa Scousers
VIP Member

ციტატა: GoGson
ჩენთან თამაშს ვუყურე და ცუდი არაა მაგრამ რავი, ვითომ გრანდის კაცია ეს დუკურე? თქვენგან მაინტერესებს ბიჭებო არვიცი მართლა. თვითონ ამ პოზიციაზე რო გვჭირდება გაძლიერება ეგ იასნად. მე ნზონზი, რაბიო ან ჯორჯინიო მინდა. 3 ვე გიჟია და თან მარტო ჩამშლელებიც არარიან, მოედანს ბურთითაც უყურებენ

ამას მაგალითად მე ნდიდი მირჩევნია ლესტერში რომაა

liverpool-fan
VIP Member

ნდიდი მეც მირჩევნია ამას მარა მე ყველაზე ძაან ჩამოთვლილთაგაბ ჟორჟინიო მინდა ყველაზე ძაან იმიტომ რომ ჩაჭრაზეც მაგარია და გრძელი პასი აქვს უზუსტესი ხშირად ვუყურებ ნაპოლია თამაშს და ძაან კარგი ცენტრია

gio_chyoi
რედაქტორი

ზოგადად ნდიდი გამოკვეთილი ჩამშლელია და ეს ცენტრია უფრო მარა მაინც რო მოვიდეს ჯობია ნდიდი იყოს

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

ეეჰ ნაინგოლანი როგორც ჩანს ჩემი აუხდენელი ოცნებაა და წუხელ მესიზმრა კროოსი გადმოვიდა ლივერპულში და რო გავიღვიძე ვინანე საერთოდ რო გამეღვიძა

gio_chyoi
რედაქტორი

jerar-toria-liverpool,
:D არადა კლოპს მაგრად ევასება, ნათქვამი აქვს

sulkhan
VIP Member

რავი რავი ამის მოსვლა არ მინდა დიდია და ტლანქი, ნდიდი ბევრად მაგარია ან ვაფშედა დორტმუნდიდან არავინ მოყავს ამ კაცს ვეიგლი რა მაგარი ბიჭია

Capitan
ტოპ კომენტატორი

ვოტფორდიდან წელს დუკურო საუკეთესოა... მაგრამ რამდენად კარგი იქნება ლივერპულში)))))) ისე ამის ფასი რა უნდა იყოს მოიყვანოს და თუ რამეა დააგდოს ზამენაზე :დ

gio_chyoi
რედაქტორი

Capitan,
ზამენაზე დასაგდება ეჯარია და გრუიჩიც არიან და კიდე ვეინალდუმი და მილნერი. თუ მოვა ნახევარდაცვაში ვინმე ძირითადისთვის უნდა მოვიდეს, თორე სათადარიგო ბევრი გვყავს

LUIS SUARES 001
VIP Member

არ ვიცი ეგ გამოგვადგება თუ არა

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

აღარ გვინდა ამდენი ზანგი, ჟორჟინიო ჩანს იდეალური ვარიანტი ყველაფრის გათვალისწინებით და ეგ ერთი ტრანსფერი უნდა გაკეთდეს და დალშე რაც უნდა ის ქნას. ხო ვიცი, არც მცველს მოიყვანს, არც შემტევს და არც მეკარეს. აი ჟორჟინიო და რომელიმე პოზიციაზე ერთი 8 მილიონად რობერტსონის ნაირი არის რეალობა.

liverpool33
მომხმარებელი

შახტარში რომ ფედია ეგეც ძაან მაგარი ბიჭია კაი მომავალი აქვს მაგას მითუმეტეს სიტიში თუ გადავა როგორაც იწერება კლოპიც რომ დაფიქრდეს არაა ცუდი ვარიანტი ფასიც არ ექნება ამატზე ძვირი სიტიმ თუარ გაბერა

gigla123
მომხმარებელი

ise klopo romodioda uechveli yvelaa gvegona naxevar dortmunds aq moyrida :dd mara argaakara aravin borusieli da es vaigli mainc wamoiyvanos ra too umagresi sayrdenia

Gerrard1
მომხმარებელი

Fredi martla kargia da dukure ar minda raa mara tu gaamartlebs uars ar vityi mara radja martla chemi ocnebaa liveshi rabioc kargia da nzonzic asevd ar monda martla zonzia raa

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ლივერპულის ბევრ ფეხბურთელზე მაღალი ხელფასი აქვს :დდ

willian
სტუმარი

დუკურე მართლა მაგრია, სუონსიზე უკეთეს გუნდს იმსახურებს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze