x

Q&A: "ლივერპულის" ლეგენდა და გიჟმაჟი გერმანელი

ავტორი: NikaSvanidze, 26-03-2018, 16:49, კატეგორია - სიახლეები, 1 379, 10


 "ნეტავ დამსვა და ამათი საუბარი მომასმენინა" - ქართულ რეალობაში ამას ისეთ ადამიანებზე ამბობენ, რომელთაც ძალიან აფასებენ. დარწმუნებული ვარ, "ლივერპულის" თითოეული გულშემატკივრის ერთ-ერთი ოცნება სწორედ სტივისა და იურგენის დიალოგის მოსმენა იყო.

 კლუბის ოფიციალურმა საიტმა ამ ოცნების ასრულების შანსი მოგვცა. ახლა სწორედ ამ დიალოგს წაიკითხავთ.

 მაშ ასე, "ლივერპულის" უდიდესი ფიგურა, ლეგენდა, სტივენ ჯერარდი და თანამედროვე ფეხბურთის, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ქარიზმატული ფიგურა, იურგენ კლოპი, რომელმაც დორტმუნდიდან მერსისაიდში იმედები ჩამოიტანა.

 გახსოვთ მომენტი, როდესაც მიხვდით, რომ მწვრთნელობა გინდოდათ ?

 კლოპო : "დიახ,20 წლის ასაკში. ჩემი საფეხბურთო შესაძლებლობებით აღფრთოვანებული არასდროს ვყოფილვარ. ვიცოდი, რომ სპორტის შესწავლა მინდოდა. 20 წლის ასაკში ფრანკფურტში მესამე დივიზიონში ვთამაშობდი და ეს მე სიამოვნებას მანიჭებდა. მე შანსს ველოდი, როცა ვინმე მოვიდოდა ჩემთან და მეტყოდა : "იურგენ, შენ ფეხბურთის თამაში არ შეგიძლია, მაგრამ იქნებ გუნდის გაწვრთნა გინდა ?"

 სტივი : "მე უბრალოდ მინდოდა მეცადა. დაწყებამდე იურგენს უამრავი კითხვა დავუსვი, მინდოდა სპეციფიკაში უკეთ გავრკვეულიყავი. მან თავისი გამოცდილება გამიზიარა. მან რამდენიმე ფასდაუდებელი რჩევა მომცა. ყველაზე კარგი ის არის, რომ შეცდომები, რომელთაც საწყის ეტაპზე უშვებ, კამერების მიღმა რჩება. შენ შენს თავზე სამუშაოდ უამრავი დრო გაქვს.

 ახლა ვხვდები, რომ მცირე პაუზა, რომელიც თამაშსა და მწვთნელობას შორის ავიღე, ძალიან წამადგა. ეს განსხვავებული სამუშაოა, საქმეს ბოლომდე ვერასდროს შეისწავლი, ყოველთვის უნდა ეცადო განივითარო უნარები. ფეხბურთელობისგან მწვრთნელობა რადიკალურად განსხვევდება. როდესაც ვთამაშობდი მეგონა საუკეთესო თავკაცი ვიქნებოდი, მაგრამ ახლა მეტად ვაფასებ სამწვრთნელო შტაბის თითოეულ წევრს.

 კლოპო : "მწვრთნელობა - ეს პროცესი და პროცესში დაშვებული შეცდომებია. არავინ იცის წარმატების კონკრეტული რეცეპტი. ახლა ალბათ ფიქრობთ, რომ პეპ გუარდიოლამ ყველაფერი იცის, თუმცა მასაც კი არ ჰქონია საუკეთესო სტარტი. მისი პირველი დღეები "ბარსელონა B-ში" იდეალურისგან ნამდვილად შორს იყო. ის ფიქრობდა, იქნებ კატალონიაში მუშაობა მისთვის სულაც არ იყო კარგი, მაგრამ სირთულეებს ჩინებულად გაუმკლავდა. სწორედ ასე ხდება, ყურადღების ცენტრში მოხვედრა, როდესაც ასეთი პასუხისმგებლობები გაქვს, ძალიან რთულია."

 შენ იმუნინტეტი უნდა გამოიშავო. გადაიწვები, თუ მუდმივად შენს საქმიანობას ეჭვის თვალით შეხედავ, რწმენა ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებაა მწვრთნელისთვის. მზად უნდა იყო აკეთო ის, რაც საჭიროა, და არა ის, რაც ხალხს უნდა.

 ძლიერ გუნდში მუშაობა ძალიან გეხმარება. გარშემო გყავს პროფესონალი პერსონალი, რომელსაც რჩევას ჰკითხავ. წარმოუდგენელია პრემიერ ლიგის გუნდის მწვრთნელმა ნებისმიერ რამეზე თქვას "არ ვიცი". ყველა გიპასუხებს - "უნდა იცოდე." გარშემო შენს ხალხს შეგიძლია დახმარება სთხოვო, ეს ძალიან დიდი შვებაა. კარიერის დასაწყისში მე მარტო ვიყავი, სრულიად მარტო, მაგრამ საბედნიეროდ ახლა სანდო ხელში ვარ.

 მე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, რომ სტივი მუშაობისგან სიამოვნებას იღებს. ხშირად არ ხდება, რომ მისი სტატუსის მოთამაშე ასეთ დონეზე იწყებს მწვრთნელობას. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მთავარი სიახლეებისადმი გახსნილობა, მონდომება და შრომაა. თუ ეს ყველაფერი გაქვს, გენია ნამდვილად არ გჭირდება წარმატებისთვის. როცა ასეთი ადამიანი მონდომებულია, მას ზურგს უდიდესი და უნიკალური გამოცდილება უმაგრებს, მას თავისუფლად შეუძლია საკუთარი იდეების გენერირება და რაღაც განსხვავებულის შექმნა. შენი დამსახურებები მწვანე მოედანზე მთლიანად უფასურდება, თუ შენ სამწვრთნელო საქმის შესწავლას პირველი კლასის დონიდან არ დაიწყებ."

 სტივი : "სწორედ ეს ვისწავლე პირველი 6 თვის განმავლობაში - არასდროს იცი რა გელოდება შემდეგ. ზღვა მასალა გაქვს დასამუშავებელი. ასეთი ცოდნა ვერანაირად ვერ გექნება, პროცესში აუცილებლად, აუცილებლად უნდა სწავლობდე."

 
 ახალ სიტუაციაში წინაღობები შეგხვდათ ? 

 სტივი : "ყველაფერი, რაც ახალია, აუცილებლად პრობლემატური არ არის, უბრალოდ განსხვავებულია. განსხვავებულს კომფორტის ზონიდან გაჰყავხარ. ყველაფერი 25 ფეხბურთელთან ურთიერთობით იწყება. გაქვს უამრავი სქემა, ტაქტიკური მონახაზი, გეგმა და ფურცელი. გაქვს იდეები, რომლებიც მოედანზე უნდა გადაიტანო. შემდეგ რომელიმე მოთამაშე კარზე გიკაკუნებს და გეკითხება: "რატომ არ ვთამაშობ ?" ასეთი კაზუსი მოთამაშეს არ აწუხებს. ზოგიერთი ნიუანსი, რა თქმა უნდა, რთულია, რადგან მასთან გამკლავების გამოცდილება არ გაქვს. როცა მას უკვე მეორედ უპირისპირდები ფიქრს იწყებ - რა გავაკეთე სწორად, რა არასწორად ? შენი ტვინი წინა შემთხვევას იყენებს ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად. ყველაფერი მარტივდება. მოთამაშეს ასეთი სიტუაციები არ აწუხებს. მას მხოლოდ კარგად ვარჯიში, თავდადება და "ენფილდზე" ბრძოლა მოეთხოვება."

 როგორც გრძნობთ თავს, როდესაც იცით, რომ ნებისმიერი პრობლემის დროს შეგიძლიათ ტელეფონის აღება და იურგენთან დარეკვა ?

 სტივი : " უბედნიერესი ვარ. ეს დალოცვასავითაა. ასეთი მომენტი უკვე იყო, თანაც რამდენჯერმე. მე მას რამდენჯერმე დავურეკე, დავუმესიჯე, "მელვუდსაც" ვესტუმრე, რათა კითხვები დამესვა. მან მედიასთანაც თქვა, რომ ნებისმიერ დროს მზადაა დამეხმაროს. აშკარაა, რომ ის ჩემს პროფესიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თითოეული საუბარი მასთან და მის სტაფთან უკეთესს მხდის."

 კლოპო : "თუმცა, ყველაფრის დამოუკიდებლად სწავლა უმჯობესია. ჩემთვის სტარტზე თამაშის ანალიზი ნამდვილი შოკი იყო. პირველი მატჩი მწვრთნელის რანგში საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან 2 დღის შემდეგ მქონდა. ბოლო შეხვედრას მარჯვენა მცველის პოზიციიდან ვუყურე. შემდეგ სათადარიგოთა სკამთან ვიდექი. ვიგრძენი, რომ თითოეული მოთამაშის სირბილს უნდა დაკვირვებოდა, მახსოვს, ვიფიქრე, რომ ეს ძალიან ცუდი იყო. პირველ პრეს-კონფერენციაზე ბევრი კითხვა დამისვეს, ავირიე, მაგრამ რაღაცებს მაინც ვუპასუხე. შემდეგ სახლში გავიქეცი და თამაშს ვუყურე. იმ საღამოს ჩემს პირველი თამაში მწვრთნელის რანგში 4-ჯერ ვნახე.

 მინდოდა დილის ვარჯიშს მომზადებული შევხვედროდი. მსურდა ფეხბურთელებისთვის თამაშზე არა ჩემი მოსაზრება, არამედ ობიექტური სიმართლე მეთქვა. მოთამაშეები ჩემთან მოვიდნენ და კითხვები დამაყარეს. 5 წუთს ვთხოვდი მათ, პასუხები არ მქონდა, მინდოდა ისინი მომეფიქრებინა. ძალიან გამიმართლა, რომ გერმანიის ჩემპიონშიპში ვიყავი. ხალხს ჩვენი მდგომარეობა დიდად არ აინტერესებდა. ყურადღების პერიფერიაზეც არ ვიყავი. მე დრო მქონდა ყველაფრისთვის ალღო ამეღო და საკუთარი იდეები განმეხორციელებინა.

 სტივი პირველ რიგში მაინც ფეხბურთელია. მან იცის ვარჯიშის, შრომის, შეცდომის ფასი. მწვრთნელი მოხუცი მოთამაშეა, რომელიც  ცდილობს სხვისი სხეულით ითამაშოს. ვფიქრობ, სტივის ყველაფერი გამოუვა.

 სტივი : "კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი პერსონალია. ჩემს ბიჭებს ვეუბნები, ჩვენ უნდა ვითამაშოთ კლოპისეული ფილოსოფიით, მაგრამ რესურსი განსხვავებულია. შენ თითოეულ მოთამაშეს ინდივიდუალურად უნდა დააკვირდე, ზედმიწევნით ზუსტად შეისწავლო მათი პლუსები და მინუსები. შემდეგ უნდა იზრუნო დადებითი თვისებების წარმოსაჩენად შესაფერისი სიტუაცია შექმნა, რომელიც, ასევე, ხარვეზებს დათრგუნავს. წარმოუდგენელია 17-18 წლის ბავშვებს მანესვით სირბილი, ან ფირმინოსნაირი პრესინგი მოსთხოვო, ისინი უკვე შემდგარი ტოპ-მოთამაშეები არიან, მაგრამ ჩემს ბიჭებს თავიანთი კოზირები აქვთ. მათი აღმოჩენა და განვითარება უდიდესი ბედნიერებაა."

კომენტარები


mishx
მომხმარებელი

ერთი ამოსუნთქვით რო ჩაიკითხავ ისეთი სტატიაა, არვიცი მეტი რაუნდა ვთქვა..

უბრალოდ უნდა იამაყო! 1

gio_chyoi
რედაქტორი

ყოჩაღ ნიკა კარგი სტატია იყო. რამოდენიმე გრამატიკული შეცდომა იყო მარტო უმნიშვნელო, წერისას დაშვებული და გავასწორე.
რა თქმა უნდა ყველას გვინდა რო ჯერარდიც ზიდანის გზას დაადგეს და დიდი ტიტულები მოგვაგებინოს

Steve.G.8
მომხმარებელი

იმედია კლოპი დიდ ხანს დარჩება, მერე კი ვიცით ვინც შეცვლის თანაც ღირსეულად...

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ძალიან კარგი სტატიაა, დიდი მადლობა... რაც შეეხება სტივის, უდიდესი იმედი მაქვს ამ ადამიანის, არ შეიძლება ასეთი ქარიზმის, ნიჭის, მონდომების და წარსულის პატრონი სადღაც გაუჩინარდეს. დარწმუნებული ვარ მოვა დრო და სტივი დიდი სპეციალისტი დადგება და ბოლო-ბოლო ნანატრ ტიტულს მწვრთნელის ამპლუაში მოიგებს ლივერპულთან ერთად...

მანამდე კლოპომ უნდა გაგვახაროს და რაც შეიძლება ბევრი ტიტული შემატოს ლივერპულის მუზეუმს...

James Pearce
VIP Member

რავი ჯერ ბევრი აქვს სასწავლი მე რასაც ვუყურე სტივის თამაშებს და კადრში გამოჩდა სულ ასისტენტს ეკითხება რაღაცას :დ კარგია რო კლოპის ფეხბურთი მოსწონს ეს მაგრად გამისწორდა ეგრეა ფეხბურთით უნდა ასიამოვნო პატივისცეფანებს რატომღაც მეგონა რო დაცვით სტილს გაყვებოდა სტივი მაგრამ როგორც ჩანს არა :დ შემდეგ წელს დატოვებენ უ18ში 2 წელში უ23 და მერე სადმე ჩემპიონშიპისგუნდი ან რამე კარგი გუნდი რო ჩაიბარის კარგი იქნება მერე სრულად შემდგარი მწვრთნელი იქნება თავისი იდეებით დიდი გამოცდილებით მთავარი მონდომებულია და სწავლობს დიდებისგან <3 ეს ძაან დიდი ფოტოა <3 ლეგენდარული <33

LIVERPOOL FANAT
მომხმარებელი

წვრთნელი მოხუცი მოთამაშეა, რომელიც ცდილობს სხვისი სხეულით ითამაშოს. დედამო*ცენზურა*ული ხარ კლოპ თავის ჭკუაზე ატარებს სასტავს <3

GoGson
VIP Member

ნიკამ იმენა რაშის სტატიების ლომკა მომიხსნა თითქმის. იასნად რაშის სულ სხვა ხელწერაა, მაგრამ ნიკაც არასტანდარტულ და განსხვავებულ სტატიებს წერს და ძაან მომწონს.

ჯერარდს რაც შეეხება კარგი იქნება კლოპისგან და ბენიტესისგან რაც შეიძლება ბევრი ისწავლოს, ამ ორი მწვრთნელის "ჰიბრიდი" მართლაც რომ საუკეთესო უნდა გამოვიდეს, თანაც ლივერპულისთვის.

კლოპზე კიდე რაუნდა ვთქვა, ძაან შემაყვარა თავი, თითქმის ლივერპულივით მიყვარს უკვე, თითოეულ სიტყვაში იგრძნობა რო იმენა კაცური კაცია:დდ)))

LUIS SUARES 001
VIP Member

მადლობა ძმაო ვისიამოვნე სტატიის წაკითხვისას.სტივი ჯი ჩვენი ლეგენდა და გადარეული კლოპო

lashafss
VIP Member

ყველაფერი კარგისკენ მიდის და ეს მსიამოვნებს, ვგრძნობ რომ სამომავლოდ ლივერპულს დიდი ეპოქა ელოდება კიდევ ერთხელ და ესძალიან მალე მოხდება , ჩვენს წინ ხდება ფაქტობრივად

willian
სტუმარი

ორი ზე დონე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze