კლოპის წარმატების საიდუმლო
ავტორი: NikaSvanidze, 28-03-2018, 23:50, კატეგორია - სიახლეები, 718, 5
"ლივერპულის" რეინკარნაციის პროცესი გრძელდება და, შეიძლება ითქვას, დასკვნით ფაზაშიც არის. მიძინებული ბრიტანული გიგანტი ნელ-ნელა ფხიზლდება და ევროპას ხმაურის, ჟინისა და "კოპიტური" ჰანგების კორიანტელს ჰპირდება.
გიჟმაჟი გერმანელის მოსვლიდან 2.5-წლისთავზე "ლივერპული" საკუთარ მესაჭეს ბოლომდე მოერგო, ეს კი ისეთი მწვრთნელისთვის, როგორიც იურგენ კლოპია, უძვირფასესი მონაპოვარია.
იურგენის აგენტმა, მარკ კისოცკიმ, ერთ-ერთ გერმანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში თავისი კლიენტის წარმატების საიდუმლოებებსა და მის FSG-სთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, იურგენი იდეალისტი ადამიანია. მას ფეხბურთთან მიმართებაში უამრავი იდეა აქვს. FSG-სთან პირველივე შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ, რომ იდეების განხორციელება დროს წაიღებდა. იურგენ საუკეთესოა ადამიანთა ბუნების შესწავლასა და ურთიერთობების დამყარებაში. მან ზუსტად იცის მოთამაშეთა შესაძლებლობები, ასევე კარგად იცნობს მათ ხასიათს.
ჰანს იოახიმ ვაცკემ, დორტმუნდის "ბორუსიას" აღმასრულებელ დირექტორმა, ერთხელ თქვა, რომ მსოფლიოში უამრავი კარგი მწვრთნელი არსებობს, მაგრამ თუ გინდა, რომ გუნდის მაჯისცემა ქალაქსაც ესმოდეს, თუკი გსურს, რომ ქალაქი მომდევნო მატჩს სულგანაბული ელოდოს, ამისთვის კლოპი, მხოლოდ კლოპი გჭირდება. ამის სწავლა შეუძლებელია, ეს ან გაქვს, ან არა.
იურგენს ხალხის აყოლიების განსაკუთრებული ნიჭი აქვს. მასზე დაკვირვებით გექმნება შთაბეჭდილება, რომ ის მუშაობისგან იღებს სასიცოცხლო ენერგიას. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ იგი მართლაც "ნორმალურია."

როდესაც ერთად ვართ ყველაზე ჩვეულებრივ თემებზე ვსაუბრობთ. ხშირად ვუყურებთ ტელევიზორს და ვთამაშობთ მაგიდის ჩოგბურთს. ის სიცოცხლით ტკბება, თითოეული მომენტისგან სიამოვნებას იღებს, ალბათ სწორედ ეს ხდის მას ასეთ სახასიათოს. ის არასდროს გრძნობს დისკომფორტს, ყველგან და ყოველთვის ის ისეთია, როგორიც ყოველთვის არის ხოლმე.
კითხვაზე თუ რა ისწავლა იურგენმა მერსისპირეთში გადასვლის შემდეგ, მარკი აღნიშნავს, რომ კლოპის პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად გაიზარდა.
"ის ბევრად უკეთ ლაპარაკობს ინგლისურად. (იცინის) თუმცა, რეალურად, ის არ შეცვლილა. იურგენი ყოველთვის ასეთი იყო. განსხვავება ისაა, რომ ახლა მას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში ისევე კარგად იცნობენ, როგორც, მაგალითად ინგლისში ან გერმანიაში. მახსოვს, როდესაც ის სამხრეთ აფრიკაში მეწვია, კლოპიც იქაც ვარსკვლავია. "ლივერპული" მსოფლიო ბრენდია. მისი ცნობა კეპითაც მარტივია. ის კეპის გარეშე უბრალოდ არსად დადის. გარდა ამისა, მისი ზომები არც ისე ჩვეულებრივია, ყურადღებას მარტივად იქცევს, ამიტომ ის სახლში დარჩენასა და დროის ოჯახთან გატარებას ამჯობინებს."