x

მოჰამედ სალაჰი - ეგვიპტელი მეფე

ავტორი: johnson, 29-03-2018, 12:47, კატეგორია - სიახლეები, 1 110, 9


მოჰამედ სალაჰმა 41 მატჩში 36 გოლი გაიტანა - უფრო მეტი, ვიდრე ფერნანდო ტორესმა თავის სადებიუტო სეზონში ან ლუის სუარესმა 2013/14 წლებში. კლუბის 125 წლიანი ისტროიის განმავლობაში, ეგვიტეპლზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ 4 მოთამაშეს აქვს.

როგორც იცით, შობამდე სალაჰმა 20 გოლის გატანა შეძლო - ბოლოს ასეთი რამ იან რაშმა, 30 წლის წინ შეძლო. გარდა ამისა, წელს მომო "ოქროს ბუცის" მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და ამჟამად, ლიდერობს კიდეც ბომბარდირთა დავას.

სალაჰი ნამდვილი მეფეა - ის ბავშვებს მაისურებს ჩუქნის და ადამიანების ცხოვრებას კიდევ უფრო უკეთესს ხდის. მან უკვე დაიმსახურა სქაუზერთა დიდი სიყვარული !

 
გასულ ზაფხულს "ლივერპული" ვინგერის ძიებაში იყო. მერსისაიდელები აქტიურად განიხილავდნენ იულიან ბრანდტისა და ჟელსონ მარტინშის კანდიდატურებს, თუმცა "რომასთან" ხანგრძლივი ვაჭრობის შემდეგ, არჩევანი მოჰამედ სალაჰზე შეაჩერეს. როგორც იცით, ივნისის ბოლოს "წითლებმა" მის სანაცვლოდ 42 მილიონი ევრო გადაიხადეს. ეს თანხა შესაძლოა კიდევ 8 მილიონით გაიზარდოს - ბონუსები ფეხბურთის წარმატებულ ასპარეზობაზეა დამოკიდებული.

"ვფიქრობ, შესაძლოა მისი ფასი უფრო მაღალი იყო." - ამბობდა "რომას" სპორტული დირექტორი სულ ცოტა ხნის წინ. ერთი კი ფაქტია, თუკი ახლა ვინმეს ეგვიპტელის გადაბირება მოუნდება, სავარაუდოდ სატრანსფერო რეკორდის მოხსნაც მოუწევს.


გულშემატკივრები სალაჰის გაფორმებას სხვადასხვაგვარად შეხვდნენ. შეგახსენებთ, რომ მომოს შეძენას ბრენდან როჯერსიც ცდილობდა, თუმცა წლების წინ "ჩელსიმ" იყოჩაღა და გადაიბირა კიდეც "ეგვიპტელი მესი", რომელიც საბოლოოდ მაინც აღმოჩნდა "ლივერპულში".

სალაჰზე ამბობდნენ, რომ მას მომენტების რეალიზების პრობლემა ჰქონდა და მხოლოდ მარცხენა ფეხით შეეძლო თამაში. ბევრი თვლიდა, რომ მის სანაცვლოდ გუნდმა ზედმეტიც კი გადაიხადა, მით უმეტეს, რომ ალტერნატიული ვარიანტებიც არსებობდა. თუმცა, ჩემპიონატი დაიწყო და სალაჰმაც მალევე შეძლო 10 გოლის გატანა, შემდეგ 20-ის, შემდეგ 30-ის... მასში გადახდილი თანხა კი უკვე აღარავის გახსენებია.

რამდენიმე დღის წინ, გერმანელმა ჟურნალისტმა, რაფაელ ჰენინგშტაინგმა განაცხადა, რომ სალაჰის გაფორმება "ლივერპულის" სპორტული დირექტორის, მაიკლ ედვარდსის დამსახურებაა. როგორც ირკვევა, სწორედ მან დაარწმუნება იურგენ კლოპი დაევიწყებინა იულიან ბრანდტი და არჩევანი სწორედ სალაჰზე შეეჩერებინა. ის მყარად იდგა თავის პოზიციაზე და საბოლოოდ, გაიტანა კიდეც თავისი. ისე, როჯერსის დროს, ედვარდსა და "სატრანსფერო კომიტეტს" თითქმის ყველა გულშემატკივარი აკრიტიკებდა.


" "რომაში" სალაჰი მარჯვენა ვინგერი იყო, ცენტრში კი ედინ ჯეკო თამაშობდა. არავინ იცოდა, შეძლებდა თუ არა მომო ცენტრალური თავმდამსხმელის როლის შესრულებას. თანმიმდევრული ანალიზის გარეშე, ამას ვერც გავიგებდით. პრე-სეზონზე კი ჩვენ გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა." - ამბობს იურგენ კლოპი.

სტატისტიკის თანახმად, წელს სალაჰმა ყველაზე მეტი "რეალური" შანსი ვერ გამოიყენა, თუმცა ეს სავსებით ნორმალურია მაშინ, როცა ჩვენ ჩემპიონატის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. ბოლოს ასეთი "ლივერპულში" ლუის სუარესი იყო. დიახ, მათ შორის გარკვეული მსგავსება არის.

"უოტფორდის" მწვრთნელი, ხავი გარსია, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში მუშაობდა, სალაჰს ლიონელ მესისაც კი ადარებს : "ისინი განსხვავებული ტიპის ფორვარდები, თუმცა ერთნაირად სახიფათონი არიან. სწორედ ასეთი მოთამაშეები წყვეტენ მატჩის ბედს. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ფორმაში ხარ, როგორ მოემზადე მატჩისთვის ან რა გეგმა გაქვს - ასეთ ფეხბურთელებს ერთი მომენტით ყველაფრის შეცვლა შეუძლიათ."

არავინ გაოცდება, თუკი მიმდინარე სეზონში სალაჰი 50 გოლის გატანას შეძლებს. ისევე როგორც, არავინ გაოცებულა მაშინ, როცა მომომ "უოტფორდთან" პოკერი შეასრულა.

კომენტარები


kloppo
მომხმარებელი

ეს გაუვარდა არ ნიშნავს რო კარგია სატრანსფერო კომიტეტი და მოდი რეალურად დავქიფრდეთ რო არა სატრანსფერო კომიტეტი 2014 წელს სუას წასვლისას როჯერს უნდოდა მოეყვანა სანჩეზი და კარგი მცველი და მოვიდნენ ლამბერტი ბალოტელი და ლოვრენი :))) სატრანსფერო კომიტეტი უნდა დაივიწყონ მახსოვს მწვრთნელს რო ეძებდნენ ან კლოპი იქნებოდა ან ანჩელოტი და ანჩელოტმა უარი თქვა იმიტომ რომ სატრანსფერო კომიტეტისგან დამოუკიდებლობას და სრულ მხარდაჭერას ითხოვდა რასაც ვერ შეჰპირდნენ :)

johnson
ადმინისტრატორი

kloppo,
კლოპი ისეთი ჯიუტია, საერთოდ რომ არ სდომოდა სალაჰი არც იყიდდა. ესე იგი თვითონაც განიხილავდა მაგ ვარიანტს და საბოლოოდ დაუჯერა მაგათ. გარდა ამისა, კომიტეტს თუ შეიძლება რამე დააბრალო ეგ ალის არ ყიდვაა, თორე სანჩესი ცოლის ხუშტურებს აყვა და ლონდონში ცხოვრება არჩია რა ამათი ბრალია... ხოდა როჯერსი კიდე თავის ადგილს უფრთხილდებოდა და ჩუმად ეგდო და უყურებდა კომიტეტი როგორ ებლატავებოდა ;) ვისთანაც გაუვიდათ კი გააკეთეს რაც უნდოდათ ეგეც ხო ფაქტია.

სალაჰს რაც შეეხება, დიდი იმედი მაქვს რო მომავალ სეზონშიც ასევე მაგარი იქნება

number-8
მომხმარებელი

ვეთანხმები იმ აზრს რო კლოპოს როარ დომებოდა სალაჰს კიარა ვერავის ვერ მოიყვანდნენ, ტიპი ისეთი ჯიუტია იმენა რასაც უნდა იმას აკეთებს სხვას არც განიხილავს მარტო ვანდეიკი რაღირს ტიპმა რეკორდი მოხსნა სხვა ნაგლად არ მოყავდა, და სალალას რაც შეეხება ბაზარი არაა კაი ფეხბურთელია მარა იმენა 90% ახლა რასაც აკეთებს არის კლოპოს დამსახურება მაგან გახსნა და ბომბდანშენად კლოპომ ჩამოაყალიბა სადაც არუნდა წავიდეს ჩემი აზრით ვერსად ვერიქნება ასეთი შედეგიანი

gio_chyoi
რედაქტორი

წელს ძალიან მაგარი მომო მარა მთავარია შემდეგი სეზონი არ ჩააგდოს. შეილება ასეთი პროდუქტიული აღარ იყოს მარა სტაბილურად უნდა ითამაშოს

beini
მომხმარებელი

ისე ამ სტატისტიაკს ვინ აკეთებს? სალჰასი მოძრაობები სტადიოზნეე, ამას სიტის მცევლებიც ხო ნახავან, და ამ ადგილებს ამოკეტავენ.

GoGson
VIP Member

ბეინ, ეგ ისედაც ცხადია სად მოძრაობს მომო, და ფეხბურთელებს თამაშის პროცესში ეგ რუკა არც ექნებათ. თუ ამოკეტვა უნდა ისედაც იციან, სხვა გზებიც არსებობს.

არამგონია გუარდიოლას მთავარი საზრუნავი იყოს ჩაკეტვა.

სალაჰზე კიდე რა უმდა ვთქვა, ერთერთი მთავარი სკეპტიკოსი ვიყავი მაგრამ საბოლოოდ გავჩუმდი. კი ბატპნო რეალიზაცია პრობლემაა ისევ მაგრამ სამაგიეროდ ისეთები აქვს გატანილი რო წარმოუდგენლად მოგვეჩვენებოდა მაქედან გოლის გატანა

chipe888
მომხმარებელი

სატრანსფერო კომიტეტი რო არ უნდა იყოს ამას წყალი არ გაუვა. ვეთანხმები იმ აზრს რო კლოპს თუ არ უნდოდა ვერც ვერავი მოიყვანდა. არავინ მითხრას რო კლავანში დაინახეს სასწაული რამე სატრანსფერო კომიტეტში რო მოიყვანეს. ეს უბრალოდ კლოპს უნდოდა ზამენის სკამის გამთბობი და ისეთი რომელიც არც პრეტენზიული და არც ბევრი რამის გამფუჭებელი იქნებოდა. სალაჰის დათრევა მარტო ლივერპულს კი არა კლოპოს დორტმუნდსაც უნდოდა როგორც მახსოვს ისევე როგორც დებრუინის. რაც შეხება ბრენდანას არ იყო ცუდი კაცი უბრალოდ დებილია. როჯერამ შეცდომა მაშინ კი არ დაუშვა,როცა სუარესი გაუშვა ან სანჩესი არ მოიყვანა ან ბალოტელი რო მოიყვანა მაგის მთავარი შეცდომა ჩემპ. ლიგაზე ნათამაშები,დიდი გამოცდილების მქონე იგროკი რომ არ დაყენა სასტავში ბაზელთან და რეალთან. აგერის გაშვების გამო კიდე. დაიკიდო ისეთი იგროკი,რომელსაც ერთი დარტყმით შეუძლია თამაშის შეცვლა და ათამაშო ჯო ალენი და 1000 გამოყ........ თან იმ დროს ჯერარდზე მეტის მნახველი და მასზე გამოცდილი არც რეალში და არც ლივერპულში იყო. კი ასაკში იყო მარა კლოზეც ასაკში იყო და თავისას აკეთებდა.

სალაჰი კი ძალიან მაგარი ტრანსფერი იყო და ვეთანხმებოდი მის მოსვლას. ხშირად ვუყურებდი ხოლმე რომას თამაშებს და ვფიქრობდი გამოგვადგებოდა. ესეთ შედეგს ნაღდი არ ველოდი მარა გამიხარდა რო დავიმატეთ

LUIS SUARES 001
VIP Member

კლოპოს ტრანსფერებიდან სალაჰის ტრანსფერი საუკეთესოა..შედეგი საოცარი

Capitan
ტოპ კომენტატორი

Manes Momo's da firmas saswrapod axali kontraktebi !!!

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze