ჭადრაკი, შანსი და არჩევანი - ახალგაზრდა სქაუზერის ისტორია

ავტორი: johnson, 29-03-2018, 13:35, კატეგორია - სიახლეები, 940, 14


"თქვენ თამაშობთ უცნობი სტრატეგიის წინააღმდეგ. უნდა იყოთ ფაქიზი მეტოქის შეტევისას და ამავდროულად იფიქროთ, როგორ დაიცავს ის თავს. ვარიანტი კი ძალიან ბევრია." - ამბობს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, თუმცა არა ფეხბურთზე !

"ძმებთან ერთად ყოველთვის ვთამაშობდი ჭადრაკს. ეს მშობლებისგან მოდიოდა, რადგან ისინი ჩვენს განათლებას დიდ ყურადღებას აქცევდნენ, ჭადრაკი კი სწორედ საგანმანათლებლო თამაშია. სკოლაში ხშირად ტარდებოდა ტურნირები და მეც ვიღებდი მათში მონაწილეობას." - იხსენებს "ლივერპულის" 66 ნომერი.

ამ საქმეში პარტნიორი ტრენტმა მელვუდშიც იპოვნა. როგორც ირკვევა, ის და ბენ ვუდბარნი ჭადრაკით თავს ხშირად იქცევენ.

არნოლდს ყველა კარგად იცნობთ - სქაუზერი, რომელიც "ლივერპულში" თამაშზე ოცნებობდა. ბიჭი, რომელიც ხშირად იდგა მელვუდის კედლებთან იმ იმედით, რომ თავის საყვარელ მოთამაშეებს დაინახავდა.

"ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია. მაგრამ, ვიყოთ გულახდილები, მე კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე არც თუ ცოტას მივაღწიე." - ამბობს ის. მართლაც, ის მერსისაიდელთა პირველ გუნდში თამაშობს და ძირითად შემადგენლობაშიც ხშირად ხვდება. მას უკვე ჰქონდა შანსი ეთამაშა ჩემპიონთა ლიგაზე და თავი გატანილი გოლითაც გამოეჩინა.

არნოლდის კარიერაში გარდამტეხი 2015 წლის აგვისტო აღმოჩნდა - 16 წლის მოთამაშე U18 გუნდთან ერთად ლონდონში იყო და ახალი სეზონისთვის ემზადებოდა. პარასკევი დღე იყო, "წითლებს" წინ "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩი ელოდათ, თუმცა ტრენტი განაცხადში ვერ მოხვდა. ის გაოგნებული იყო.

"განადგურებული ვიყავი. ეს დაუჯერებელი იყო. მატჩის შემდეგ ალექს ინგლტორპი მოვიდა და მითხრა : "ბრენდან როჯერსმა დარეკა და მითხრა, რომ შესაძლოა შენ "სუინდონთან" შეხვედრაში დასჭირდე. მას სურს ითამაშო, ამიტომაც დარწმუნდი, რომ მზად ხარ."

იმ საღამოს კიდევ ერთი მატჩი გვქონდა, რომელშიც თამაშის საშუალება მომეცა. იმ შეხვედრაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვითამაშე. ვცდილობდი თავი გამომეჩინა, რადგან ეს ჩემთვის მხოლოდ მესამე თუ მეოთხე მატჩი იყო ამ ამპლუაში. ამასთანავე, დარწმუნებული ვიყავი, რომ შანსს თუ მივიღებდი, მზად ვიქნებოდი მის გამოსაყენებლად."
- იხსენებს არნოლდი.

მას ბევრი ლოდინი არ დასჭირდა. ის პირადად ინგლტორპმა მიიყვანა მელვუდში - "60 წუთი ვითამაშე. ამ შანსისთვის მადლობელი ვიყავი. ეს ჩემთვის კარგი შესაძლებლობა იყო." 


აკადემიაში დაბრუნების შემდეგ, ტრენტი კვლავ მშობლიურ პოზიციას, ნახევარდაცვას დაუბრუნდა. თუმცა, მალევე 18 წლამდელთა მწვრთნელმა, ნილ კრიტჩლიმ მასთან მუშაობა სწორედ ახალ პოზიციაზე დაიწყო. ისინი ერთად უყურებდნენ ფილიპ ლამისა და დანი ალვესის თამაშებს, აანალიზებდნენ მათ. ორივე მცველი ხომ გამოირჩეოდა კარგი თამაშით როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. არნოლდი მალე მარჯვენა მცველად გარდაიქმნა.

"ალვესი და ლამი მხოლოდ მცველები არ არიან. ისინი შლიან და ანვითარებენ შეტევებს. მათ პრაქტიკულად ყველაფერი შეუძლიათ.

ახალ ამპლუასთან შეჩვევა რთული იყო. ამავდროულად, მე, ინგლტორპი და კრიტჩლი ვთანხმდებოდით, რომ ეს იყო ყველაზე მარტივი გზა პირველ გუნდში მოსახვედრად - ჯო გომესს სერიოზული ტრამვა ჰქონდა, ვერც ფლანო ახერხებდა მოედანზე გასვლას. ამ პოზიციაზე გუნდს მხოლდო ნათანიელ კლაინი ჰყავდა, და შესაძლოა კიდევ ერთი მოთამაშე რეზერვებიდან...


რაც შეეხება ნახევარდაცვას - გუნდს აქ 3 მოთამაშე ჰყავდა, ამდენივე იყო სათადარითო სკამზე და კიდევ 3 U23 გუნდში. ამიტომ, დაწინაურების საუკეთესო საშუალება პოზიციის შეცვლა იყო.

მალე მარჯვენა ფლანგს მივეჩვიე კიდეც და თამაშით სიამოვნებასაც ვიღებდი. 17 წლის ასაკში, პირველ გუნდთან ასეთი სიახლოვე კიდევ უფრო მოტივირებულს მხდიდა. სამწუხაროდ, ზოგჯერ ვფეთქდებოდი, როცა ვაგებდი, ვჯარიმდებოდი
და მოედნიდანაც მაძევებდნენ." - იხსენებს ტრენტი.

ამ ეტაპზე კი არნოლდს ძალიან დაეხმარა აკადემიის დირექტორი. ალექს ინგლტორპი ვერ იტანდა ფეხბურთელთა ასეთ ქცევებს. მან იცოდა როგორ უნდა ემუშავა ახალგაზრდა ფეხბურთელთან. თავდაპირველად, ტრენტს არ მოსწონდა მისი მეთოდები, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ ისინი მას სარგებელს მოუტანდა.

"თითოეულ ვარჯიშზე დიდი წნეხის ქვეშ ვიყავი. მან კაცად მაქცია. ამისთვის მინდა მას მადლობა გადავუხადო. ის მუდამ ჩემთან ერთად იყო. გაძლიერებულ ვარჯიშებზე კი მეუბნებოდა : "მე შენ მომავლისთვის გამზადებ. ვიცი, რომ შენ ასეთი ვარჯიშების გამო მადლობას არ მეტყვი. მიუხედავად უთანხმოებისა, უფრო ბედნიერი ვიქნები თუ დავინახავ თქვენს წარმატებას."

იყო მომენტები, როცა ბრაზისგან დაცლა დამინდოდა და ბურთს შორს ვაგდებდი. ალექსი კი მის მოტანას მავალებდა. ასეთ ადამიანად სწორედ მან ჩამომაყალიბა."



არნოლდს ძალიან ერთგული გულშემატკივრებიც ჰყავს ოჯახის წევრების სახით - უფროსი ძმა მისი აგენტია, უმცროსი კი მუდამ ესწრება ტრენტის თამაშებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ტრენტის დედა - დიანა. მაშინ, როცა მისი შვილი აკადემიაში ირჯებოდა, ის კირკბის მთელ პერსონალს საშობაო საჩუქრებს ჩუქნიდა.

"თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს მალე შეწყდებოდა(ამბობს მორცხვად). ერთხელ, ის ბაზაზე ის დილით მოვიდა, სავარჯიშო სესია კი შუადღისას იყო. ცოტა ხანში კი პერსონალისგან მადლობის წერილებს ვიღებდი ფუნთუშებისთვის. დედის მხრიდან, ეს კარგი ჟესტი იყო.

მას ყველაფრისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ის ყოველთვის მხარს მიჭერს, ის ყოველთვის ჩემთან იყო, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას. ჩემი ოჯახის გარეშე, მე ვერაფერს მივაღწევდი."


და რას მიაღწია არნოლდმა ? სად არის ახლა ის ? ახალგაზრდა ფეხბურთელი არის იმ გუნდის წევრი, რომელიც ევროპის 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა და ბრძოლას კვლავ აგრძელებს. თვეების წინ, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაში მან დიდი წვლილი შეიტანა. ჩატარებულ 34 მატჩში, მის ანგარიშზე 3 გოლია.

"ტრენტი მხოლოდ იმიტომ არ თამაშობს, რომ ის სქაუზერია. საქმე მის დონეშია." - სწორედ ასე გამოექომაგა ინგლისელს იურგენ კლოპი, "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის შემდეგ. ამავდროულად, უნდა ვთქვათ, რომ მის წარმომავლობას მნიშვნელობა მაინც აქვს.

"ეს სქაუზერის მენტალიტეტია. ეს არის აგრესია, ბრაზი, რომლის კონტროლიც შეიძლება. ეს მოგების წყურვილია. აქ შენ გამარჯვებისთვის გზრდიან. როგორც სქაუზერს, შენ ყოველთვის მოგება გსურს.

სწორედ ასე ზრდიან ბავშვებს ლივერპულში. ეს ჩემი ნაწილია. არასდროს გამიქრება სურვილი მოვუგო "ევერტონს", "იუნაიტედს" ან "სიტის". შესაძლოა ეს მენტალიტეტი თქვენთვის უცხოა, მაგრამ შეხედეთ სტივენ ჯერარდსა და ჯეიმი კარაგერს. მათ შეეძლოთ დაენგრიათ აგურის კედელი, რათა თქვენთვის პასი გაეკეთებინათ. ისინი გზად ყველაფერს ანადგურებდნენ. ასევე ვუყურებ მე ამ სპორტს : ეს არის გამარჯვების სურვილი, ნებისმიერ ფასად !

ჩემი გეგმა და ოცნებაა დავეხმარო ამ გუნდს, მივაღწიო ჩემს მაქსიმუმს." 
- აცხადებს არნოლდი. 

კომენტარები


kloppo
მომხმარებელი

კარგი ბიჭი გვყავს ეს და იმედია მომავალში კაპიტანიც გახდება 23-24 წლის ასაკში თან სურს რო ლივერპულში დაასრულოს კარიერა <3 თან რადგანაც სქაუზერია მეტი შემართება ექნება რო თავისი ხალხი გაახაროს

James Pearce
VIP Member

ჭადრაკში ჩემი ბულკია :)) ფეხბურთს უკეთესად თამაშობს <3

gio_chyoi
რედაქტორი

მეც ძალიან მინდა რო ჩვენი ლამი გახდეს ეს. შემართება კარგი აქვს და თამაშითაც არაუშავს. დაცვაში აქვს დასახზეწი თორე წინ არაუშავს და უფრო იოლადაც მოუმატებს მაგ მხრივ. ჯერ პატარაა ძაან ცოტა რო დაღვინდება ალბათ მერე უფრო დასტაბილურდება

kloppo
მომხმარებელი

მთავარია ფლანაგანი არ დაემართოს თორე დაწყებით მაგანაც კარგად დაიწყო :))

GoGson
VIP Member

საოცარი ბიჭია მართლა, ნეტა გვქონდეს იმის ფუფუნება რო სულ ასეთი მენტალიტეტის ბიჭები მოდიოდნენ... უნდა გავუფრთხილდეთ და მართლა ვაქციოთ საუკეთესოდ, აშკარად აქვს ამ ბიჭს ყველაფერი რო. ერთერთი საუკეთესო გახდეს, კი შეცდომას უშვებს ხოლმე მაგრამ ერთჯერადად ყველა დაუშვებს, თუ აკვირდებით თამაშსაც კარგად კითხულობს და გონებაც უჭრის.. დალშე მოგვარებადია ყველაფერი

James Pearce
VIP Member

დაცვაში ძაალიან სუსტია საერთოდ არ გავს მცველს რავი შემდეგ სეზონშიც თუ ასე გააგრძელა ძაან ცუდი იქნება წინა წელსაც ვერ იყო დაცვაში და როგორც ჩანს დიდად არც მიშაობს ამ პრობლემაზე :( ამის ბოლოს თამაშს რაც ვუყურე ინგლისისუ21შუ საერთოდ არაა ფორმაში :( თან პოზიციურად ძალიან ცუდ შეცდომებს უშვებს ხოლმე კაცს რაღაც უცნაურად ხვდება მომენტებში თითქოს არც იცის მცველობა ანას გომესი ჯობია სტატიც უკეთესი აქვს და ისეც უფრო საიმედოა:)) ტრენტი მეც მევასება მაგრამ ჯერჯერობით დიდივერაფერია თან არმევასება რა როცა მცველი ხარ პირველ რიგში დაცვაში უნდა იყო კარგი და მერე სხვა დანარჩენი იმედია კლაინი ითამაშებს კეისტალ პალასთან ერთ ტაიმს მაინც და მერე სიტისთან ძირითადში <3 ამან მანჩესტერთან ისეთები ქნა რავი კარგს ვერაფერს დავწერ

GoGson
VIP Member

James Pearce,
ძაან სუსტი არაა დაცვაში, ფიზიკაში კი ბატონო მაგრამ ძაან ბევრ სწორ ჩაჭრას აკეთებდა ხოლმე როცა მისდიოდა თამაში, ასაკი არ დაგავიწყდეს რამდენისაა და თუ ტრავმები არ ქონდა მართლა მაგარი მცველი დადგება. ლამიც არ იყო შვარცნეგერი მაგრამ კი იყო ყველა დროის ერთერთი საუკეთესო მარჯვენა კრაი

chipe888
მომხმარებელი

არ მიყვარს ფეხბურთელების ერთმანეთთან შედარება და ეს იმას და ის ამას ჯობია. ტრენტი ნამდვილად დიდი შესაძლებლობის წინაშე დგას და მასზეა გამოიყენებს თუ არა მას. შესაძლებლობა ითამაშო ლივერპულისთვის,როცა სკაუზერი ხარ,ფატიურად ყველა ტიტულს ჯობია. ასეთ შანსზე როგორიც არნოლდს აქვს ასობით ახალგაზრდა ოცნებობს და უნდა ითმაშოს საყვარელი გუნდის მაისურით. მისი პოზიციის შეცვლა მიანიშნებს იმაზე,რომ ის ყველაფერზე წამსვლელია,ოღონდ ითამაშოს ლივერპულისთვის. ახლა მთავარია ტრანვებმა არ შეაწუხოს და რამე ფატალური არ მოხდეს. რაც მოხდა ფლანაგანის შემთხვევაში,რომელსაც კაფუს ადარებდნენ მარა ეხლა ტრანვის შემდეგ დაბრუნება არ გამოუვიდა. ალბათ გაუშვებენ და ძალიან ძნელია ფლანოს ადგილას ყოფნა,იგივე შელვის ან აიბის. მარა ყველაზე მეტად ფლანაგანის სიტუაცია ცუდი. მაშინ როცა იმკვიდრებდა საოცნებო ადგილს და მაშინ მიღო ტრანვა,რომელმაც ოცნება ასრულებისას მოუკლა. იმედი ვიქონიოთ,რომ გაგრძელებს წინსვლას და დიდი ხანი მოგვიგვარებს მარჯვენა მცველის პრობლემას

gio_chyoi
რედაქტორი

როგორ მინდა რო ზოგადად ბევრი აკადემიის ფეხბურთელი გვყავდეს ძირითადში. როგროც ფერგიუსონმა გამოზარდა დიდი თაობა, ბექჰემი, გიგზი, სქოულზი, გარი ნევილი. არნოლდი და მაგას გარდა 2 კაცი მაინც რო გამოვიდეს აკადემიიდან დიდი ფეხბურთელი მაგარი იქნება. ჰარი უილსონი ვთქვათ და ბრიუსტერი

GoGson
VIP Member

gio_chyoi,
ბარსაც მასე არ იყო ? პუიოლი, ხავი, ინიესტა... გინდ ეხლა ბუსკეტსი აიღე.. სად არიან წამსვლელები ეგენი ან სად იყვნენ წამსვლელები ? მესი გამომრჩა კიდე, ეგეც აკადემიაში იყო. ძაან ბევრს ნიშნავს როცა შენი აღზრდილია და შენი ფანია ფეხბურთელი. კაკ მინიმუმ კოუსავით არ მოიქცევა და კაკ მინიმუმ კოუს ადგილზე მესი იქნებოდა იმდენად მოინდომებდა

gio_chyoi
რედაქტორი

GoGson,
კი ძაან მნიშვნელოვნი ფაქტორია ეგ. თან შენ თვითონაც გიხარია შენი აღზრდილი რო თამაშობს

LUIS SUARES 001
VIP Member

არნოლდი არის ლივერპულის მომავალი ,სულით და ხორცით სკაუზერია ეგ ადამიანი.

RUSH
რედაქტორი

გუგა ფორმაში ხარ ჩემოძმააო, მაგრად მომენატრა აქაურობაა, თქვენ გენაცვალეთ !!!!!!!

Capitan
მომხმარებელი

უკაპიტნებს გუნდს)))))))) სულ ცოტახანში

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze