x

პლეი-ოფური ოცნება: "ლივერპულისთვის", არა "სიტისთვის" !

ავტორი: RUSH, 29-03-2018, 23:46, კატეგორია - სიახლეები, 1 766, 14


როგორც წესი, ბავშვობაში ჩემი ავტოანალიზები ეხებოდა უცხოურ ფილმებსა თუ მუსიკებს, იქმნებოდა ულტრა სუბიექტური ხედვები, სადაც ზოგს მოსწონდა ჩემი თეზა, ზოგი კი ოპონირების გზას ედგა. ახლა უფრო გავთამამდები, შესაბამისად ხელოვნებიდან სპორტში გადავინაცვლებ, განვთავსდები აუდიტორიის წინაშე და ქართველ სქაუზერებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალზე ვესაუბრები, დავუხატავ რა გასავლელ გზას, როგორც ეს ცნობილ ნაწარმოებ "ბლოკბასტერის ჰალსტუხში" ხდება და სადაც აქცენტირება ფრანკესის ჰოლივუდში გასამგზავრებელ ოცნებებზე კეთდება - დიახ, დღეს ფრანკესი "ლივერპულია", ხოლო კიევი "ჰოლივუდი".

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოცნების სახლში" - (ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფური თიკუნი)

მზად ვართ, დავდგეთ და ვიომოთ ?! ს.ფ. "ლივერპულს", ისტორიის მანძილზე, ბევრჯერ სჭირდებოდა კოპიტების გაშმაგებული მხარდაჭერა, რეალურად შედეგის განმსაზღვრელი აქტივი. "კოპი" და "ენფილდი", როგორც ქარქაში და ხმალი, მიკრულია "მერსისპირული" გიგანტის აბჯარზე, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებისთვის ერთობ გადაუჭრელად დანახული პრობლემა, რეალურ სამყაროში ტრიუმფალური გახადოს. არც 2004 წლის "ოლიმპიაკოსი" ყოფილა პირველი გამათრახებული მსხვერპლი და არც მანამდე არსებული მეტოქეები, ეს ყველაფერი ინგლისში მრგვალი ბურთის შექმნასთან ერთად მოდის, მოედინება და ეჭვი მაქვს უსასრულო სახესაც შეიძენს. ერთი ქვემოთ ჩაიხედე თუ კაცი ხარ, მარცხნიდან მარჯვნივ თვალი გააყოლე და მიპასუხე: რამდენ გუნდს შეუძლია ვარსკვლავური გუნდის დამხობა, ყოველთვის აუთსაიდერად გამოსულს ციდან ვარსკვლავების კრეფვა, იმ ნეგატიური კონოტაციის ფსიქოლოგიური ხედვებიდან გამოძრომა, რასაც ჰქვია, რომ შენ სუსტი ხარ, დაგჩაგრავენ ანდაც გადაგივლიან, შენ კი ყოველთვის "ჰეფი ენდით" ასრულებ სპექტაკლს; ეხლა მე "ლივერპულის" უკანასკნელი წლების კართოთეკა გავაღე და დაგანახეთ, ბუნებრივია ამ ყველაფერში კი ლომის წილი სქაუზერთა ბრიტანულ არმიას აკისრია!!!


წინ, ბრძოლისკენ!

"მანჩესტერ სიტი". შესანიშნავია, ძლიერი, დამანგრეველი, ამასთანავე დამარცხებული "ენფილდზე"; რაც შეიძლება ისევ განმეორდეს, "probably, mate!" შესაძლებელია ორ-მელოდიურ ტურზე მათი დამხობა. მაგრამ თავიდან... ქვეყნად რა დალევს კალმისტრიან ბიძებს ან მწერლების მთელს სივრცეზე გადაჭიმულ არმიას, ვინც გვაჩვენებს თუ რატომ არის ასეთი კარგი კევინ დე ბრუინი, რა ზიანის მოყენება შეუძლია მარადონას სიძეს... თანაბრად ძმებო, დამიშავებ, დაგიშავებ - მწერლებო, ამა ქვეყნისა, იქნები შენ "დეილი მეილის" სტაფში თუ "სქაი სპორტსის" სტუდიაში, ხომ შეგვიძლია ჩვენი წინა სამეულის იმედით, გვქონდეს პოზიტიური განწყობილება?! კოლექტიურად თუმცა, მარქს-ენგელსურად ან გრამშისეულად, მაგრამ ერთად ბაბუ, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რასაც უბრალოდ ესე სიტყვებით ვერ გადმოსცემ. რწმენა და სასოება ზე-კომპლექსური კონცეპტია, რომელიც ყველას არ გააჩნია, ხოდა ჩვენ ზუსტად ამ ლოკაციაზე ვიმყოფებით. გვჯერა ყველაფრისა და ყველანაირის. მაგრამ ბოლომდე რომანტიკა, ანარქიულ გლობალიზებულ სამყაროში, სადაც ველური ბუნების კანონები მოქმედებს, არ იქნებოდა ყველაზე კარგი გამოსავალი - ამიტომ გავჭრათ რეალისტური "approach" და მზის სინათლის ქვეშ სიარულის ნაცვლად, ჩრდილებთან დავიწყოთ ვას-ვასი...

"Manchester Evening News"-მა რაღაც კონტრ-დაზვერვისეული შემოგვთავაზა და საჯაროდ გამოქვეყნა ჩვენი ბანაკიდან ინფორმაცია - მოკლედ თუ როგორ ვაპირებთ დავხვდეთ მეტოქეს. მათ განიხილეს კლოპის წყობა, ფეხბურთელთა ფორმა, პირველი მატჩის ფაქტორი, ჩემპ. ლიგაზე გამოცდილება, შემდეგ ეს ყველაფერი შეაჯამეს, მხოლოდ ყველანაირი განდიდების ან რიდის გარეშე, ძალიან პრაგმატულად. პირადად მე ძალიან აკადემიური მომეჩვენა ისეთ საკითხზე თეორიული დოქტრინებით საუბარი, როგორიც თუნდაც ფეხბურთია, მითუმეტეს, როცა საქმე მეოთხედ-ფინალს და "ლივერპულს" ეხება. კი ბატონო, ვეთანხმები თქვენს "დო"-ს, "რე"-ს, ჯანდაბას "ფა"-საც, როცა მეუბნები, რომ უკეთესი შემადგენლობა გყავს, არ გვწყინს, ვიცით, ანუ უკეთესად შეთამაშებული კოლექტივი, ვინც საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ერთ-ერთი მქადაგებელია ლოკალური საფეხბურთო ფილოსოფიისა, მაგრამ ხაზს ნუ გადამისვამ, მეწყინება, მოგიტრიალდები და გაგაქრობ... "მანჩესტერ სიტი", რომელიც ბიოგრაფიულ ნაწილში, ნახევარ-ფინალამდე მისვლითაც კი ვერ იკვეხნის, ვფიქრობ უფრო იმსახურებს ტრადიციებთან დაჩოქილი მაჭანკლის მსახიობურ როლს, ვიდრე წინასწარი, მუქარის შემცველი მესიჯების გზავნას - მოკლედ და ამგვარად ბრძოლა პრაგმატიზმსა და კონსერვატიზმს შორის დღის წესრიგია, ვნახოთ ვისი გაჭრის. მანამდე კი მეგობარო ისევ ქვემოთ ჩაიხედე, "ბაითის" ფანჯრები დაკეტე და ჩართე ჩანტი - ALLEZ, ALLEZ, ALLEZ, ALLEZ, ALLEZ !!!





It's time to RELAX ?!

ისინი ამას ვერ შეძლებენ. ვიმედოვნებ, უბრალოდ ვილოცოთ და გვჯეროდეს! განა მიეკუთვნება "მანჩესტერ სიტი" შიშის გარემოებას, განა რა გვაქვს ამ "აუთსაიდერებს" , რომლებიც თასს თასზე აღნიშნულ ფორმატში ადებდნენ, დასაკარგი?! მათ ჯერ არაფერი შეუქმნიათ, რომ უახლოეს დღეებში რაიმე სტატუსით გვეახლონ, აქ ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ შევჩენკოს დედა მოთხოვნადი გახდეს. კარგად მახსოვს, 2011/12 წლების "ქარლინგის თასი" და ბელამის კონტექსტიდან ამოვარდნილი გოლი, რომელმაც ჩვენი უკანასკნელი ტიტული აქტივს მიუძღვნა. რაღაც თილისმისეურია "ცისფრების" ბრძოლის ველიდან გამოთიშვა, ჩვენც ამ ეპოსს მივზდიოთ, წინ დაუვიწყარი დღეები გველოდება, კულმინაცია პიკს აღწევს,  გარი ლიტმანენო, როგორ აკლიხარ წითელ მინდორს, როგორ გვაკლია ის გიჟური გრძნობები და ბობოქარი არითმიები, რაც "ქალაქელებთან" შენი პერფორმანსის შემდეგ, განვიცადეთ, არა ნაკლები არც მიმდინარე სეზონი იყო 4-1 ზე 14 იანვარს, ალბათ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ამაყი წუთები განვლიეთ...

"სიყვარულის ძალა"

"ენფილდის" კარიბჭის წინ, მათ არანაირი უფლება არ აქვთ ჩვენზე ხმამაღლები იყონ. მათ აქვთ მხოლოდ იმის უფლება, რომ ჩამოვიდნენ, 90 წუთი დაჰყონ სტადიონზე და ანგარიშის აღმოსაფხვრელ გზებზე ზრუნვა დაიწყონ. დაე, გავაგონოთ მათ თითოეული ნაღრიალები თანხმოვანი, გვახსოვს  2001/02 წლებში ამ გარემოების შესახებ სწორედ ფაბიო კაპელო საუბრობდა. კალორიების დაწვა, ოფლი, ცრემლი და გაგლეჯილი მაიკები სქაუზერთა ეგოცენტრული პრაქტიკაა, აპრობირებული პათოსი. არ ვიცი ანტი-რელიგიურ პერსონად მომნათლავთ თუ არა, მაგრამ ეს უნდა ვთქვა: დიდ ყურებს ჩვენ ვუყვარვართ (ღმერთის ყურები), ჩვენც გვიყვარს იგი და მოდით მივიღოთ ყოველივე, როგორც არის!

ოჰ, არადა მარტივია. 11 მოთამაშე რეგლამენტირებულად უნდა გამოვიდეს პუბლიკის წინაშე, დაე გაიმარჯვოს უძლიერესმა: " უბრალოდ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რას ვაკეთებთ, რისი გვწამს, მაშინ შედეგიც მოვა! "

და მაინც, თუ არ გინდა დამიჯერო მე, დაუჯერე მას, ის მუდამ ჩვენთანაა (ერთი, ღმერთი, ერთადერთი) !



კომენტარები


RUSH
რედაქტორი

ბოლოში, სურათზე მუჰამედ ალია (კენტუკელი კასიუს კლეი), პროსტა გელას აბლიცოვკით =))))))))))

RedLp
მომხმარებელი

ბრავო, ძალიან მაგარი სტატიაა, ეჭვი არ მეპარება რომ გავალთ არც ერთი წამითYNWA

GoGson
VIP Member

რაშ ძააან მომნატრებია ძმაო შენი ჰაეროვანი სტატიებიი))) ხვალ დაჟე მეორედ წავიკითხავ:**))

სიტის თემასაც უფრო ვრცლად მინდა კომენტარში ხვალ რო შევეხო. არც ზედმეტი ტრაბახი მინდა მაგრამ არ მესმის იმ ხალხის და იმ სქაუზერებისმითუმეტეს რომლებიც 99/1 ზე აფასებენ შანსებს სიტის სასარგებლოდ. ოდნავ სუბიექტური მაქსიმალიზმი სანამ არ გაღვივდება ჩვენში მანამდე ბოლომდე გრანდი ვერ ვიქნებით, ამიტო სიტის ენფილდზეც და ეტიჰადზეც ბოლოლმდე ბრძოლას ვუმართავთ.. კიარადა ვაჩოქებთ))) ლიჩნად მანეს ვენდეტა უნდა გაიჩითოს ეტიჰადზე... აი ძაან მინდა

ჩემი აზრით გუარდიოლა არის ერთადერთი ობიექტური ადამიანი ლივერპულის მოწინააღმდეგეთა კლუბში))) რომელიც რეალურად აღიქვამს ჩვენგან საფრთხეს და ღამღამობით მანე ბობი სალაჰი ესიზმრება)) ნუ მთლად მასეც არა, მაგრამ დაახლოებით:დ რაღაცეები არმევასება პეპის მაგრამ რასაც ვერ დავუკარგავ მეტოქის დაფასება იცის და არაადეკვატური კომენტარებიც არ ახასიათებს ხოლმე , და კაცურად თამაშობს და გახსნილად. (მართალია ტრილიონიანი ბიუჯეტით მაგრამ მაინც) ჟოზესგან და კონტესგან განსხვავებით

liverpool-fan
VIP Member

როცა კითხვა დავიწყე ავტორისთვის არ მიმიქცია ყურადღება პირველივე აბსაძზე გავჩერდი და ვთქვი ეს რაშის დაწერილიათქო საღოლ გიო მართლა ყველას მოგვნატრებია შენი პოსტები ყველას გულში ხარ და აღარ დაგვეკარგო :*

gerrarda_8
მომხმარებელი

dzaan magari statiaa sagol rush ubralod kurshi cudad momxvda gari litmaneni, jari litmanen anu iari litmaneni.siamovnebit wavikitxe

Capitan
ტოპ კომენტატორი

Bravo)))

Kabula 543
მომხმარებელი

Sezonis dawyebidan vwer liga chvenia,skauzerebo dzmebo nu nerviulobt

chipe888
მომხმარებელი

სულ მქონდა განცდა რაღაც აკლია საიტსთქო და ახლა მივხდი რა გვაკლდა, რაში და მისი სტატიები!

ჩვენ ლივერპული ვართ და ლიგის 1/4 ფინალში არ უნდა გვჩვეოდეს პანიკა. თან ვისთან სიტისთან?! მეღადავებით?! კარგით რა. ენფილდი,სკაუზერთა დიდი არმია,რომელსაც ყველაფერი ნანახი აქვთ და სიტი თავისი შეიხით და ბანძი ფანობით,რომლებსაც შვეიცარიელებმა დასცინეს უკანასკნელ თამაშზე და თან ეტიჰადზე. ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიაზე ადვილი თამაში არცერთი არ იქნება და არც მომავალი დაპირისპირება. ჩვენი მეტოქე ფულიანი გუნდია,რომელსაც არასოდეს უთამაშია ფინალი და შარშან თვით მონაკომ გამოაბრძანა და დაუნგრია ოცნებები. ექსპერტები სავარაუდოდ ფავორიტად სიტის განიხილავენ და არ მგონია ფავორიტი იყოს. ლივერპული რომელიც დაუმარცხებელია საკუთარ კედლებში და მფრინავი სამეული,რომლებიც საუკეთესონი არიან ბევრ კომპინენტში,კლოპის ეფექტი,რომელსაც უყვარს ესეთი თამაშების თავის მარაქაში გაშვება. ჩემპიონთა ლიგის ფინალები ჩვენი ოცნება არ არის ეს რეალობაა ლივერპულისთვის. იქნება ჯახი ტრადიციებსა და ფულს შორის. 2-3 კვირის წინ რეალმა დაიცვა ფეხბურთი და ეხლა ლივერპულის ჯერია. არა მარტო სკაუზერები, მთელი საფეხბურთო სამყარო ლივერპულს უნდა ქომაგობდეს და აბდულებს, ყასიმებს არ უნდა ვაზეიმებინოთ გამარჯვება. რამოდენიმე დღეში ენფილდზე ცეცხლი დაინთება და სიტიც ვაი ფანობა მასტერკლასს მიღებენ კოპიტებისგან და თავის თავზე გამოცდიან ფლეიოფურ ენფილდს და მის მრისხანებას. დარწმუნებული ვარ 11 მოთამაშე თავის მაქსიმუმს გაკეთებს მოედანზე და ტაბლოზე სოლიდური ანგარიში დაფიქსირდება.
რაც შეხება მეტოქის სიძლიერეს, ცოტა გადაჭარბებულია და რომ არა 18 გუნდის დაცვითი სტილი არავინ იცის რა იქნებოდა. მეორე ეშელონის გუნდებისთვის არ არის ჯერ კიდე პრესტიჟული სიტის დამარცხება. ამიტომაა რო ლივერპულთან ათმაგი მოტივაციით გამოდიან სათამაშოდ და ლივერპულისთვის ყოველთვის რთულია ქულების აკრეფვა და გუნდები,რომლებიც ამარცხებენ ლივერპულს მთელი წელი ან წლები საუბრობენ ამ გამარჯვებაზე და ახსენებენ სამყაროს,რომ მათ შეძლეს და დამარცხეს ლივერპული. კიდევ ერთი განსხვავება ლივერპულსა და სიტის შორის. საერთოდ ფეხბურთის ყურებას ტელევიზორში მუღამი მაშინ აქვს,როცა ორივე გუდის ფანები ან სიმპატიით განწყობილი ხალხთან ერთად უყურებ და ამ შემთხვევაში მუღამი ამ მხრივ არ არის. მანჩესტერის ქართველი ფანები,რომლებსაც მე ვიცნობ, ლივერპულის გასვლას ბალეშიკობენ. ასე რომ ნერვიულობის დრო არ არის, ხვალს პალასი უნდა გავაპოთ და გადავერთოთ ლიგაზე. ხვალინდელი თამაში უეჭველი მოსაგებია და მერე ჩვენ თუ გვაქვს დერბი, მათაც ხომ აქვთ და არავინ თქვას დაისვენებენ და ა.შ. ჩვენ გუდისონზე გვაქვს გასვლა და წაგებას ისეთი დარტყმა არ ექნება როგორიც ეტიჰადზე სირჩესტერის მოგებას. არავინ იფიქროს წასაგებად გადაირბენენ გუდისონზე ან რამე მსგავსი. ჩვენ ქართველ სქაუზერებს ისღა დაგვრჩენია 3 კარგ თამაშს დაველოდოთ და ვისიამოვნოთ გიჟური კლოპისეული ლივერპულით. თუ ლივერპული ხარ და ენფილდზე თამაშობ სიტის კი არა მსოფლიოს ნაკრებს უნდა უგებდე და მოიგებენ კიდეც.

Черный дельфин
მომხმარებელი

შანსები მე ვფიქრობ მაინც 50/50

gio_chyoi
რედაქტორი

კაი იყო რაშ, გამიხარდა შენი დაბრუნება. იმედია აღარ დაგვტოვებ ხოლმე დიდი ხნით.
თამაშს რაც შეეხება მაინც მგონია რო 40/60-ზე არი შანსები მარა მაინც იმედი მაქვს რო გავალთ და თუ გავედით კიდე ფავორიტები ვიქნებით ტურნირის

Ynwa Scousers
VIP Member

მე პირადად არანაირ შიშს და ნერვიულობას არ ვგრძნობ ამ თამაშის წინ რატომღაც მჯერა გავაგდებთ ცისფერებს და ვაიძულებთ საფეხბურთო სამყაროს ისევ ისე ისევ ძველებურად დაგვიწყონ მზერა როგორც ეს მაშინ ხდებიდა როცა ჩვენს რიგებში ის დიდი ბიჭები ბურთაობდნენ რომლებმაც თავიაანთი სახელები ოქროს ასოებით ჩაწერეს ისტორიაში, ეხლაც მახსოვს 4:1-ის მერე გაოცებული კომენტატორის ხმა ეს გვარდიოლას კლუბია ეს სიტია ეს წლევანდელი ინგლისის ჩემპიონია და მათ ბურთი ვერ ამოაქვთ საჯარიმოდან :D

rezo26
მომხმარებელი

იმენა ტაში კინაღამ დავუკარი რო დავამთავრე კითხვა. საგოლ რაშ...

ramms01
მომხმარებელი

საღოლ ძმაო მაგარი სტატიაა. ეს ის შემთხვევაა, როცა ქართულიდან უნდა ითარგმნოს ინგლისურზე...
რაც შეეხება სიტის, მგონია რო გავცდებით. მთელი აქცენტი სალაჰზე იქნება გაკეთებული ამ დროს კი კლოპი რომელიღაცა ნაკლებ ‘აქტუალურ’ ტიპს დააკსრბს ბევრ პასუხისმგებლბას და გადამწყვეტ მოქმედებებს, კარჩე მგონია რო მანე დაიხევს ერთ ადგილზე სიტის და ამაში ყველაზე მეტად სალაჰი დაწხმარება.

LUIS SUARES 001
VIP Member

აუცილებლად გავალთ ბიჭებო აუცილებლად.საღო მაგარი სტატიაა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze