კლოპის მიმართვა ფანებს

ავტორი: johnson, 3-04-2018, 23:29, კატეგორია - სიახლეები, 1 466, 11


ხვალ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ სიტის" მიიღებს, 1 კვირაში კი გუნდები ერთმანეთს "ეტიჰადზე" დაუპირისპირდებიან.

"ენფილდურ" საღამოს გულშემატკივრები და მოთამაშეები მოუთმენლად ელიან. მერსისაიდელთა. ამ მეტად პრინციპული შეხვედრის წინ, მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა "ლივერპულის" ფანებს მიმართა :

"არ ვფიქრობ, რომ რაიმე მაქვს სათქმელი. მესმის და ვგრძნობ, რომ ქალაქში დიდი მღელვარებაა. ყველამ იცის თუ რა უნდა გააკეთოს.

ამავდროულად, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მაქსიმუმი გააკეთეთ - ან "ბორუსიასთან", ან "ვილიარეალთან" ან რომელიმე სხვა მატჩში, მოდით ხვალ და ახალ დონეზე ადით. სწორედ ამას ველი და სწორედ ეს გვჭირდება.

უძლიერესი მეტოქე გვყავს, მაგრამ ვიცი, რომ "სიტი" დიდ პატივს გვცემს - ისინი არ თვლიან, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე არიან. ვცადოთ, რომ ეს ატმოსფერო ჩვენ უპირატეობას ვაქციოთ."

კომენტარები


liverpool-fan
VIP Member

ატმოსფერო რო იგებდეს თამაშს ალბათ ყოველწელს ჩემპიონები ვიქნებოდით

gio_chyoi
რედაქტორი

liverpool-fan,
liverpool-fan,
მსგავსი რაღაც უნდა დამეწერა. კარგი რა იურგენ მოიყვანე 3-4 წესიერი ფეხბურთელი თორე ლოვრენს რაც არ უნდა შეუძახო მაინც რაღაც სისულელეს იზავს, კუდი ძაღლისა არ გასწორდებისო ეგეთი რაღაცაა :)

s_u_a_r_e_z
მომხმარებელი

ლოვ
ციტატა: gio_chyoi
liverpool-fan,
liverpool-fan,
მსგავსი რაღაც უნდა დამეწერა. კარგი რა იურგენ მოიყვანე 3-4 წესიერი ფეხბურთელი თორე ლოვრენს რაც არ უნდა შეუძახო მაინც რაღაც სისულელეს იზავს, კუდი ძაღლისა არ გასწორდებისო ეგეთი რაღაცაა :)

:D :D ბორუსიასთან რა იყო აბა ::D

Kingsley Coman08
მომხმარებელი

უნდა დავანგრიოთ ენფილდი ჩაჯმული ბავშვებივით უნდა ირბინონ მანჩესტერელებმა ურთულესი იქნება მაგრამ შესაძლებელია. ძალიან კვალიფიცირებული და გამოცდილი მწვრთვნელი გვყავს ვიყოთ ოპტიმისტები გადავლახავთ ამ ბარიერს

chipe888
მომხმარებელი

არ ვიცი ახალ ეტაპს რას ეძახის კლოპი. თუ სადმე უნახავს ასეთი ერთგული ფანები გარდა ლივერპულისა მაშინ ბრმა ყოფილა. ფანები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო,არის და იქნება. მთავარია გუნდი აყვეს და ისინი ავიდნენ ან გავიდნენ ახალ ეტაპზე. იმ ფანებს,რომლებმაც 0-3 სიმღერა დაიწყეს და ამხნევებდნენ წასაგებად განწირულ გუნდს რაღა მეტი უნდა მოთხოვო. მაშინ ფანების შეძახილი და რიტმი დაიჭირეს ფეხბურთელებმა და შეუძლებელი შეძლეს. რაც არ უნდა იყვირო და უმღერო მორენო ისევ მორენოა და ლოვრენი მაინც ლოვრენი. როგორც აქ ითქვა მოიყვანე 3-4 მაღალი დონის ფეხბურთელი და მერე თუ ფანობა არ მოგეწონა უსაყვედურე. მეტოქე რო გვიტევს, გვეშინია ლოვრენმა ან მატიპმა ან მორენომ ან კარიუსმამინოლემ რა ყ... არ ქნან და ფანმა რამდენი გაკეთოს. ლივერპულის ფანს იმედი ყოველთვის აქვს თავისი გუნდის მარა წლებია ეს იმედი იმედად რჩება. ჯანი არ იქნებაო და უნდა დაგვტანჯოს მილნერი,ჯინის და ჰენდოს ტრიომ. უპრიანი იქნება ოქსის დაბრუნება სასტავში,არა იმიტომ რო გაუტანა წინაზე უბრალოდ უფრო მოხოდილ მონდომებულია და იმსახურებს მნიშვნელოვან თამაშში ძირითადს(არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი ოქსიზე). დღეს არ გადაწყდება ვინ გავა შემდეგ ეტაპზე,მარა მოგებას ველოდები. გუშინ ორივე თამაში 2 დაჯდა და დღეს კი ორივე 1

gio_chyoi
რედაქტორი

s_u_a_r_e_z,
რო ვწერდი ზუსტად ვიცოდი რომელიღაცა მაგას მომაძახებდით. და რა მერე ეგაა მცველის საქმე? მაქამდე 3 გოლი მე ვჭამე? სიტისთან 4-3-ზე მე-3 გოლზე თავი მე ავაცილე ბურთს? კიდე რამდენი ჩამოვთვალო?
ლოვრენი ვეღარასდროს გამოსწორდება, ასაკში შედის უკვე. ყოველთვის იყო და დარჩება ერთ საშუალო დონის მცველად. ითამაშებს სეზონში 1-2 თამაშს მაღალ დონეზე და ბევრს ჩააგდებს

GoGson
VIP Member

აი სულ პატარა რო ვიყავი და ახალი წლის დღეები ახლოვდებოდა, რო ვკანკალებდი მღელვარებისგან აი ზუსტად ეგეთი შეგრძნება მაქვს, გიჟივით ველოდები 10:45 წუთს... თან მეშინია ცოტა თან არა. ტიტულებზე ვფიქრობ ? არა სულაც არა, ვაფშე არ ვფიქრობ არც თასზე არც 3 ქულაზე, არვიცი რაზე ვფიქრობ , უბრალოდ მინდა რო მსოფლიოს უძლიერეს გუნდს (ერთერთ უძშლიერეს გუნდს) ნამუსი ავხადოთ ენფილდზე, გულის სიღრმეში სიტის ვაბრალებ ჩვენს ჩავარდნას სეზონის დასაწყისში და დღეს მთელი ემოცია უნდა ჩავდოთ... არმაინტერესებს ვინ გვეყოლება და ვინ არა, ვინც არ უნდა გვყავდეს სიტი არასდროს იქნება მერსისაიდში ფავორიტი...ესაა ალბათ გუნდის სიყვარული, ედ მიდგომა აქვს კლოპსაც და მჯერა რო შედეგს გამოიღებს.. წარმატებები აბა ჩვენ ყველას <3

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ციტატა: gio_chyoi
liverpool-fan,
liverpool-fan,
მსგავსი რაღაც უნდა დამეწერა. კარგი რა იურგენ მოიყვანე 3-4 წესიერი ფეხბურთელი თორე ლოვრენს რაც არ უნდა შეუძახო მაინც რაღაც სისულელეს იზავს, კუდი ძაღლისა არ გასწორდებისო ეგეთი რაღაცაა :)

Rac ar unda vidzaxot da rac ar unda logikuri iyos, rom fexburts fexburtelebi tamashoben, miuxedavad amisa bevri istoriuli matchi arsebobs, romelic stadions mougia... albat mat shoris yvelaze meti anfieldze dafiqsirebula... ra tqma unda, myari logikaa shen rasac ambob xarisxiani fexburtelebis moyvanis shesaxeb, magram atmosferoc dzalian did rols tamashobs...mitumetes anfield road-is atmosfero:)))

GALANDEC
მომხმარებელი

Come on boys !!! მე მჯერა კოპის და კლოპის

ატმოსფეროს რაც შეეხება წადით და ირბინეთ ლაღათ ბეშიქთაშის ან თუნდაც ბერძნულ არესის სტადიონზე.... ატმოსფეროა ის რაც სტიმულს აძლევს ადამიანს ( ხშირ შემთხვევაში)

LUIS SUARES 001
VIP Member

სიტისთვის ატმოსფერო იქნება მომაკვდინებელი

rezo26
მომხმარებელი

შეძახილმა ხე გაახმოო ეგეც ხო გაგვიგია :) ხოდა იქნება დღეს იმუშაოს მაგ მიდგომამ... საოცარი ატმოსფერო იქნება დარწმუნებული ვარ და წარმატებები ბიჭებს! იმედია ხვალ მარტო ბედნიერი და სასიხარულო კომენტარები გვექნება დაწერილი...

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 23:59 სთ.


  • დორტმუნდის ბორუსია
  • VS

    22.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ბლექბერნ როვერსი
  • 0:2

    19.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
თქვენი აზრით, იქნება თუ არა კიდევ ერთი ტრანსფერი წელს?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ბლექბერნი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze