x

"ლივერპული" V "მან. სიტი" - მატჩის წინ

ავტორი: Javaxa, 4-04-2018, 12:06, კატეგორია - სიახლეები, 1 150, 20


გთავაზობთ საინტერესო ფაქტების, რომელიც რამდენიმე წუთის წინ "ლივერპულის" ოფიციალურმა საიტმა შემოგვთავაზა. როგორც იცით, "ენფილდი" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური წყვილის წინ პრემიერ ლიგის ლიდერებს უმასპინძლებს.

  1. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ორი ინგლისური კლუბი ერთმანეთს ევროპულ მატჩში შეხვდება. პეპ გვარდიოლას გუნდი არის 128-ე მეტოქე, რომელსაც "ლივერპული" ევროპული მატჩის ეგიდით უმასპინძლებს.
  2. "სიტი" არის "წითლების" მეშვიდე ინგლისური ოპონენტი "ლიდს იუნაიტედის", "ტოტენჰემის", "ნოტინგემის", "არსენალის", "ჩელსის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ. 
  3. ეს არის "ლივერპულის" 24-ე მეოთხედფინალი ევროპული ტურნირის ეგიდით, ხოლო მე-14 ჩემპიონთა ლიგაზე. 
  4. თუ დღევანდელ მატჩში რობერტო ფირმინო გაიტანს, ის მოხსნის დენ საუნდერსის რეკორდს ევროპულ სეზონზე, რომელმაც 1991-92 წლებში უეფას თასზე 5 მატჩში 9 გოლი შეაგდო. 
  5. იურგენ კლოპის ხელში "ლივერპული" ევროპული ეგიდით "ენფილდზე" 24-ე მატჩს ატარებს. აქედან გუნდი მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა და გაიტანა 51 გოლი.
  6. "ლივერპულის" მხოლოდ ორმა ფეხბურთლემა მიიღო წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩში მონაწილეობა - რობერტო ფირმინომ და მოჰამედ სალაჰმა.
  7. მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს გადმოყოლილი ყვითელი ბარათი - თუ ჯორდან ჰენდერსონი და ალბერტო მორენო ამ შეხვედრაშიც მიიღებენ ყვითელს, ისინი მომდევნო მატჩს გამოტოვებენ.
  8. 48 შემთხვევიდან "ლივერპულმა" პირველ მატჩში წარმატებას 37-ჯერ მიაღწია. 
  9. ჩემპიონთა და პრემიერ ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში მოჰამედ სალაჰმა ენფილდზე ზედიზედ 12 გოლი გაიტანა.
  10. მიმდინარე სეზონში ორ გუნდს უკვე 237 გოლი აქვს გატანილი - აქედან 113 "წითლებს" ეკუთვნით, ხოლო 124 - "ცისფერებს".
  11. პეპ გვარდიოლა არის ერთ-ერთი შვიდიდან, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში აქვს მოგებული.


კომენტარები


GoGson
VIP Member

პოსტი უახლოესი მომავლიდან :

ლივერპული არის ერთადერთი გუნდი ისტორიაში , რომელმაც გუარდიოლას სიტი 1 სეზონში 3 ჯერ დაამარცხა

Joker
მომხმარებელი

ნერვები....

RedLp
მომხმარებელი

ციტატა: GoGson
პოსტი უახლოესი მომავლიდან :

ლივერპული არის ერთადერთი გუნდი ისტორიაში , რომელმაც გუარდიოლას სიტი 1 სეზონში 3 ჯერ დაამარცხა

:დდდდ იმედია

burkinafaso
მომხმარებელი

ფანობაზე მინდა ყურადღება გავამახვილო - 1) არ მინდა მარტო სალაჰს რო უმღერონ, წინა მატჩში მარტო სალაჰზე მესმოდა სიმღერა . 2) არსებობს ზღვარი , სადაც ხმაურიანი გულშემატკივრობა არყოფითად მოქმედებს( იმ შემთხვევაში თუ სიტი დაწინაურდება შეიძლება ფსიქოლოგიურად გატყდნენ და ამას დაემატებ ის აზრიც რო ფანებს უღალატეს ) . ფანებმა და ფეხბურთელებმა უნდა იპოვონ ის მომენტები რომლებიც ერთად დაგვეხმარება სიტის ბარიერის დაძლევაში.
სიტი ძალიან ძლიერი გუნდია და მომენტების მაქსიმალურად გამოყენება თუ ვერ მოხერხდა წავაგებთ . ასევე მიმაჩნია რო ინგსმა უნდა ითამაშოს დიდი როლი ამ ორმატჩიან დაპირისპირებაში( რაც ვნახე მისი თამაში მომეწონა მგელივით დარბის), თუვგაგვიჭირდა ბოლოსკენ აუცილებლად უნდა შემოიყვანოს კლოპომ. ან შეიძლება საიდუმლო იარაღი აღმოჩნდეს კლოპო რას გვიმზადებს ვინიცის.

lexsinho
მომხმარებელი

Bijebo dges xoar hevikribot da sadme vukurot

gio_chyoi
რედაქტორი

12-ჯერ ქონიათ ნათამაშები ერთმანეთში გუარდიოლას და კლოპს. 5-5 მოგება და 2 ფრე

paata8enfild
მომხმარებელი

ინგსის იმედი მაქვს სათადარიგოდან მარტო, ძაან ჯანზეა კარგი დარტყმა აქვს სწრაფია და კლოპის გეგენპრესინგს ზედ აკვდება

GALANDEC
მომხმარებელი

სტატისტიკა ჩვენსკენაა ეხლა მთავარია გაუმჯობესება :))

chipe888
მომხმარებელი

ვინც მეტად მოინდომებს ის გავა შემდეგ ეტაპზე. სიტის ფანები,მფლობელები და ფეხბურთელები ოცნებობენ ფინალში ნახონ საკუთარი თავი,მაგრამ ეს დიდად გადამწყვეტი არაა და პსჟ მგონი უფრო უნდოდა:) ლივერპულსაც მოენატრა ევროპული საღამოები და ფინალში გასვლა ეს ლივერპულის ოცნებაა არაა,ეს რეალობაა. თუ დავიჭირეთ კარგი მუხტი და ფანებმა აიყოლია გუნდი, სიტისგან არაფერს დატოვებენ. დეიკმა უნდა ივაჟკაცოს და დაცვას მიხედოს,თორე კაცმა არ იცის ლოვრენი რას ჩაიდენს. ყველაზე მთავარი კარიუსმა თავის თავს არ მიბაძოს და რეინა არ გაკეთოს. დანარჩენი კი ჩვენ ხელში იქნება. სიტის შანსი კარიუსი და ლოვრენია,სხვა შანსი არ ექნებათ ასე მგონია. წლევანდელ ენფილდური თამაშის წინ გადაჭრით ვიძახდი მოიგებენთქო და ახლა ასე არ ვარ,რადგან ჩემპიონთა ლიგაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დღეს ან შედეგიანი ფრე იქნება ან დიდი ანგარიშით წავაგებთ და ან დიდი ანგარიშით მოვიგებთ. ბევრი გოლი მგონია,რადგან ორივე გუნდი გამტანია და ორივე გამშვები.

jackjack
მომხმარებელი

1:0 მთავრდება )))

Mesi10
სტუმარი

Warmatebebi liverpulss barselonas shemdegg liverpuli miyvars da dges gulit vqomagoobb aba Shen ici klop unda mougo sitis

chipe888
მომხმარებელი

Mesi10,
რავი ჯიგარო შენი საქმისა შენ იცი,მარა ბარსელონას ბალეშიკი თუ ხარ და დღეს ლივერპულს ბალეშიკობ, ეგ როგორი ამბავია? სიტის ტრენერი გვარდიოლაა,რომელმაც ამოიყვანა ბარსა ჭაობიდან და საუკეთესო გუნდი აწყო ანუ მაგ კაცის წარმატებას არ ქომაგობ და ლივერპულს რატო მაშინ? თუ სტილი მოგწონს ლივერის,მაშინ ბარსას რატო ქომაგობ და თუ ბარსას ქომაგობ, სიტი თამაშობს მაგ სტილში. ეჭვი მაქვს დიდი ხანი არაა,რაც ფეხბურთს უყურებ(საერთოდ,უმეტესობა ბარსას ფანები მცირე წლოვნები არიან) და გვარდიოლაზე საყვარელი ტრენერი შენ არ გეყოლება. უბრალოდ, პორკე მესი 10

LUIS SUARES 001
VIP Member

ნერვები ნი ხვატაეტ რა :) გაიწელა ეს დედა მო*ცენზურა*ული დრო

bereka123
მომხმარებელი

4-0 განადგურება სიტისსსსს......

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

Mesi10,
კარგია ლივერპულს თუ ბალეშიკობ მაგრამ იქეთ გვარდიოლაა(გვარდიოლა ბარსას მწვრთნელი იყო ჩვენს წელთა
აღრიცხვამდე)ბარსას სტილია და როგორ რანაირად,არამგონია ეხლა მასკერანო-ლივერპული-ბარსას ამბავი იყოს(მასკერანო ქვია ბარსაში რო თამაშობს უკან თავმოტვლეპილი,ის ერთ დროს ლივერპულის კედელი იყო)უფრო კოუტინიო-მესი-ბარსას ამბავია< აჰაა 2016-18 მეტი არა :დ:დ:დ>

RUSH
რედაქტორი

რაციონალური მიდგომით მართლა შეგვიძლია ამ მატჩში დივიდენდების მოხვეჭა:
1. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია პრესინგი და ეს პრესინგი ე.წ. " დიფ პრესინგის" ნიშან-თვისებებს უნდა ატარებდეს, ანუ დაცვაზე ზემოქმედება, ექვსი ნომრის თამაშიდან გამორთვა, ამ შემთხვევაში ფერნანდინიოს სრული ატროფირება, რათა ავირიდოთ პასები ცენტრალურ ზოლში, ტიკი-ტაკა!

2. ამ პრესინგის ეფექტიანობა ვგონებ 70 წუთამდე გასტანს, შესაბამისად საჭიროა სკამზე და ძირითადში ფეხბურთელების იმგვარი განაწილება, რომ შემოსულმა ფეხბურთელმა როგორც გაამართლოს გაცემული ავანსები, ასევე ისევე ეფექტური იყოს კომბინატორიკა-პრესინგში, როგორც ძირითადის ფეხბურთელი ( ამ შემთხვევაში ჩემბერლენს სკამზე დავსვავდი და ამით კარგ შემტევ ვარიანტს უკანასკნელი წუთებისთვის შემოვინახავდი).

3. დღევანდელ შეხვედრაში ვინალდუმმა უნდა ითავოს 10-იანის ფუნქციები და სხვათაშორის ენფილდზე, მითუმეტეს სიტისთან ძალიან მაღალია მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი (იმის გათვალისწინებით, რომ ჯანი ტრავმირებულია, ჩემბერლენი ცვლილებისთვისაა საჭირო და ცენტრში ორი უფანტაზიო მუშა ფეხბურთელი მილი-ჰენდო დგანან, ვიღაცამ შემტევ ტრიოს ფეხი უნდა აუწყოს).

4. პერსონალური მეურვეობა როგორც წეღან ავღნიშნე თუ მეტოქის მცველებზეა აუცილებელი, აგრეთვე დე ბრუინი-სანეს წყვილზეც რელევანტური გარემეობაა - ჰენდომ პირადად დე ბრუინს უნდა სდიოს, მილნერმა კი ტრენტის ფლანგზე დამატებითი მცველის ფუნქციაც კი უნდა შეითავსოს, სხვაგვარად მარცხენა ფლანგიდან მომაკვდინებელ შეტევებს მივიღებთ, განსაკუთრებით დეიან ლოვრენის არა პროგნოზირებად თამაშის სტილსაც თუ მოვისაზრებთ.

5. შეტევას რაც შეეხება, აქ ყველაზე მშვიდად ვგრძნობთ თავს, მაგრამ მაინც დელფი და კომპანი ჩვენი ძალიან დიდი პლიუსია - (დაცვის ხაზი, მეკარე) დღეს ლაპორტე იდგება ( რომელიც ინგლისური კონდინციებისგან ძალიან შორსაა), კომპანი (რომელიც საშინელ ფორმაშია, ვინც უყურა მისი თამაში დამეთანხმება), დელფი (რომელიც ნომინალურად სულ სხვა ყაიდის ფეხბურთელია) თუ დანილო (რომელიც ჩემი აზრით, სალაჰისთვის ძალიან ადვილი ლუკმაა) მნიშვნელობა არააქვს, ჩვენი ტრიოსთვის სიტის დაცვა ნამდვილად ადვილი წინაღობაა, შედარებით ძლიერ ასპექტს ვოლკერი და ოტამენდი წარმოადგენენ, ვისი გარღვევაც მეტ-ნაკლებად არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს.

6. ხასიათის გუნდი, კლოპის ეფექტი, ენფილდი - ეს ის ტრივიაა, რომელსაც მატჩის კარგი სტარტი ესაჭიროება, ზუსტად ვიცი კარგი სტარტი კარგი ფინიშის ტოლფასი იქნება და რაიმე გაუთვალისწინებელი - "ხაია" ბოლომდე შეგვბოჭავს. აქედან გამომდინარე, სათასო ბატალიების ფეთქებად გუნდს გარკვეულ დონეზე ჩელენჯი ესაჭიროება, სწრაფი გოლი ან რაიმე მაგდაგვარი მოკლედ მისწრებაა ჩვენთვის.

P.S. აგუეროს ტრავმაზეა არ ვამახვილებ ყურადღებას, გაბი ჟესუსი კუნი ერთი ჩორტია, მთავარია ნახევარდაცვამ არ ჩაისვაროს, თორე იმ ერთ კაცს მარტო სურინამელი გულივერი მოუვლის.

Dante
მომხმარებელი

chipe888,
გვარდიოლამ ჭაობიდან ამოიყვანა ბარსა?ვერანაირად დაგეთანხმები,გვარდიოლამდე უძლიერესი მწვრთნელი ჰყავდა ბარსას რაიკარდის სახით.მაგ წელს ჩავარდნა ჰქონდა მაგრამ როგორც გუნდი სერიოზულ ძალას წარმოადგენდა.გვარდიოლას მისვლის შემდეგ კი პატარა გადახალისება მოხდა შემადგენლობაში და უბრალოდ საკუთარი სტილი დანერგა ბარსაში,მაგრამ რაიკარდის დროსაც ულამაზესად თამაშობდა ეგ გუნდი და არც არაფერი დაეწუნებოდა.ამიტომ ჩემის აზრით ზედმეტია იმის თქმა რომ ჭაობიდან ამოიყვანა ეგ გუნდი.
რაც შეეხება დღევანდელ თამაშს.თუ ბოლო შეხვედრას გადავხედავთ დავრწმუნდებით რომ კლოპის ეს პრესინგი ამართლებს სიტისთან.მთავარია მისი თამაშის წაყვანის უფლება არ მისცეს კლოპმა,ამიტომაც ეგ მძლავრი პრესინგი გამოდგება მასეთი სტილის გუნდთან.მაინც ვფიქორბ რომ შანსები 50-50ზეა და დიდი სურვილი მაქვს რომ ლივერპულმა გაიმარჯვოს.ერთადერთი ღირსეული ინგლისური გუნდიღა დარჩა ჩემპიონთა ლიგაზე და იმედი მაქვს ბოლომდე მიიყვანს საკუთარ საწადელს.

Mesi10
სტუმარი

მცირეწლოვანი არ ვარ 24 წლის ვარ რატომღაც მომწონს ლივერპულიიი მას შემდეგ რაც მილანს ფინალი მოუგოოო მაგარი მებრძოლი გუნდია... რაც შეეხება გვარდიოლას გვარდიოლაზე არ ვისაუბრებ იმიტო რო *ცენზურა*ა.

გვარდიოლას რა ჩემი ფეხები უნდოდა ბაიერნში მაგის მერე აგარ მევასება ჩაუდებს კლოპი

chipe888
მომხმარებელი

Dante,
კი ბატონო რაიკაარდი კარგი მწვრთნელი იყო მარა ის სეზონი გემახსოვრება 3 ადგილზე რო გავიდა ბარსა ლა ლიგაში. 2 გუნდა ჩემპიონატში 3 რო გახვალ ჭაობი თუ არაა აბა რა არის.

Mesi10,
გასაგებია ჯიგარო

iHalaMadrid
მომხმარებელი

აბა თქვენ იცით, აუცილებლად ლივერპულმა უნდა ითამაშოს შემდეგ ეტაპზე.

ძალიან კარგი საყურებელი მატჩი იქნება და რაც მთავარია ატმოსფეროს ველოდები, რაღაც არაამქვეყნიურს. ეს არ შეეშლებათ :))

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze