კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 5-04-2018, 02:37, კატეგორია - სიახლეები, 1 677, 11


ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ სიტი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 3:0 გაანადგურეს.

გოლები მოჰამედ სალაჰმა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა და სადიო მანემ გაიტანეს. სულ ცოტა ხნის წინ კი იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა :

იყო თუ არა იდეალური თამაში
ეს ძალიან კარგი იყო. ორი განსხვავებული ტაიმი - პირველ ნახევარში ჩვენ მოედნის ყველა ნაწილში აქტიურები ძალიან ვიყავით, თავს ძალიან ღრმად არ ვიცავდით და როცა ბურთი ხელში ჩაგვივარდებოდა, სწორ პოზიციაზე ვიყავით და ჩვენს სისწრაფეს ვიყენებდით. საქმე კარგად შევასრულეთ და 3 ფანტასტიური გოლი გავიტანეთ. მეორე ტაიმში კი თავი დავიცავით ისე, რომ მეტოქემ კარში ზუსტად დარტყმაც კი ვერ შეძლო. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ, თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც შედეგია. ჩვენ 3:0 მოვიგეთ. ამასთანავე, ყველამ იცის, რომ მანჩესტერში ისინი სიტუაციის შემობრუნებას შეეცდებიან.

დღეს ტრენტმა ფანტასტიურად ითამაშა, იმავეს თქმა შეიძლება რობერტსონზეც, ორივე ცენტრ. მცველი ადგილზე იყო... ნახევარმცველებმაც ბრწყინვალედ ითამაშეს, შემტევი ტრიო კი სწორ სივრცეებს პოულობდა. ეს არის ერთადერთი გზა "სიტის" დასამარცხებლად და ეს ჩვენ გავაკეთეთ.

გადაწყდა თუ არა მატჩის ბედი პირველ ტაიმის 15 წუთიან მონაკვეთში
ალბათ, დიახ. როგორ შეიძლება ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდე და 90 წუთის განმავლობაში დომინანტი იყო ? მათ ერთხელაც კი ვერ დაარტყეს ზუსტად ჩვენს კარში და მე წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვახერხეთ ჩვენ ეს. როგორც წესი, ამას ვერც კი დაგეგმავ. დღეს "სიტის" ცუდად არ უთამაშია, უბრალოდ, ჩვენ ვიყავით სწორ დროს სწორ ადგილას, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა ჩვენი წნეხის ქვეშ მოექცნენ ჯერ კიდევ მათივე ნახევარზე. არ მაინტერესებს, ვართ თუ არა "სიტიზე" უკეთესი გუნდი, მე შედარებებს არ ვაკეთებ. ვიცი, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. მათ წინააღმდეგ თამაში კვლავ მოგვიწევს, მათ კიდევ აქვთ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი. 1/2 ფინალის საგზურისთვის ორივე გუნდი იბრძოლებს.

დასრულდა თუ არა ყველაფერი
უკვე დიდი ხანია ამ საქმეში ვარ - წლების წინ, როცა "რეალმა" ჩემს გუნდს 3:0 მოუგო, ყველა მეუბნებოდა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. შემდეგ ჩვენ რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ და საკუთარ კედლებში მეტოქე 2:0 დავამარცხეთ, თანაც, იმ მატჩში შეგვეძლო 5:0-იც კი მოგვეგო. ვიცი, რომ ასეთი რაღაცეები ხდება ხოლმე. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ეს მხოლოდ საქმის ნახევარია. დღეს, როცა ტაიმი 3:0 მოვიგეთ, შესვენებაზე არავინ ცეკვავდა და არავინ აღნიშნავდა ამას. ახლაც იგივე სიტუაციაა.

კარის მშრალად შენახვა
ახლა "ეტიჰადზე" გოლის გატანას დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ ჩვენ უკვე ვითამაშეთ და მაშინ 5 გოლი გავუშვით. ამიტომ, როგორ ვთქვა, რომ ეს შეუძლებელია ? თამაშამდე ბიჭებს ვუთხარი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის 11 კაცით დასრულება იყო. მე ვერ დავაიგნორებ იმ ფაქტს, რომ "სიტისთან" კვლავ უნდა ვითამაშოთ. ამავდროულად, დღეს მაინც მოხდა ორი ისეთი რამ, რისი თავიდან აცილებაც გვსურდა(სალაჰის ტრავმა და ჰენდოს დისკვალიფიკაცია). ვფიქრობ, ერთადერთი ადგილი, სადაც ახლა ბედნიერები არიან, "გუდისონ პარკია". ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ძალიან ინტენსიური მატჩი გვქონდა და ახლა მათ უნდა დავუპირისპირდეთ. ადვილი არ იქნება, თუმცა ჩვენ მათთანაც უნდა ვიბრძოლოთ.

როგორი იყო მეტოქის მხრიდან დანახული "ლივერპული"
ეს არ მაინტერესებს. როცა მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ამარცხებ, ესე იგი, ძალიან, ძალიან კარგად თამაშობ. მე არასდროს ვყოფილვარ საუკეთესო გუნდის ნაწილი, თუმცა ვიცი, რომ მათი დამარცხება შეიძლება. რაც უფრო მეტ პოზიტიურ რამეს ვიტყვი ახლა, მათ უფრო მეტად გავაბრაზებ. თუ თქვენ გიპასუხებთ იმას, რისი მოსმენაც გსურთ, მაშინ ისინი გასახდელში დაიჭერენ გაზეთს და იტყვიან : "აი კლოპი რას ამბობს, წავედით !". ჩვენ ჯერ არ ვართ მომდევნო ეტაპზე, ამიტომ რა უნდა ვიზეიმო ? მოდი ამაზე საპასუხო მატჩის შემდეგ ვისაუბროთ.

მოჰამედ სალაჰის მდგომარეობა
ახლა არაფერი ვიცი. ის ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ რაღაცას გრძნობდა. ეს კი ჩემთვის საკმარისი იყო იმისთვის, რომ სალაჰი მაშინვე, ექიმის დაუკითხავად შემეცვალა. მატჩის შემდეგ კი მომომ მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

კომენტარები


Javaxa
ადმინისტრატორი

არავინ და არაფერი, დაჟე ქალი და კაცის ტანმდემიც არ უხდება ისე მაგრად ერთმანეთს როგორც კლოპი და ლივერპული. ამ კაცზე წერას ეხლა არ დავიწყებ მარა იმას ვიტყვი რო ლოვრენი იყო დღეს საუკეთესო და უნდა მისცენ კიდეც მეტი სტიმულისა და თავდაჯერებისთვის. მწამს რო დეიკთან ერთად უნდა ათამაშდეს, მომკალით და ძაან მეფადხურება ეს მატიპი რა, სკამისთბის ბზ არაა. ოქსი ყველას გვიყვარსდა ვთანხმდებით

LUIS SUARES 001
VIP Member

Klopi liverpulistvisaa dabadebuli.mjera bevr tituls mogvagebinebs

gio_chyoi
რედაქტორი

აუ ეგ თამაში როგორ მახსოვს. ანჩელოტის რეალმა 3-0 რო მოუგო და მეორე თამაშში რა უქნა კლოპმა. ხმა ძელი ხან იმ სომეხმა რეები ქნა.
ცალი ფეხით ნახევარფინალში ვართ მარა ძალიან დიდი ბრძოლა მოგვიწევს მაინც ეტიჰადზე რა

chipe888
მომხმარებელი

არ დავიწყებ იმის ძახილს რო გასულები ვართ, წინ 90 წუთი გველოდება და ისეთივე შემართებით უნდა ვითმაშოთ. იმედია, დიდი არმია ჩაყვება მანჩესტერში გუნდს და იქიდან გახსენებენ, თამაშის მსვლელობისას ვისთვის და რისთვის თამაშობენ. ჩვენ გუშინ 12 ვიყავით სტადიონზე და ეტიჰადზე ტოლსწორად მოგვიწევს თამაში. ვინ იქნება მსაჯი ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და ფელიქს ბრიხი დავაფასე გუშინ. ეხლა ვხდები თუ რატომ არის წარმატებული ლივერპული ევროპაში,ბოლო წლებში წარმატებული და ეს არის მსაჯობა. არ მსაჯობენ ინგლისელები და შედეგი სახეზეა. აბა ვნახოთ მართლა ასეთი და ისეთი ფანები თუ ყავთ ქალაქელებს,როგორსაც აპიარებენ. ევერტონთან არ დასვენებს არცერთს, ასე მგონია და არაა კლოპი იმის ჩიტი ევერტონს ადვილი გამარჯვება აზეიმებინოს. არც სიტის აქვს სახარბიელო მდგომარეობა ამ მხრივ. სახლში მანჩესტერს ეთამაშებიან, ვიღაცას ჰგონია განაღდებული აქვს ჩემპიონობა,მაგრამ მიდი და დამარცხე მაჩესტერი მეორე სასტავით. ამიტომ მგონია,რომ სიტი სასტავით გავა და ეცდება ამ მატჩი მოიპოვოს ეპლს ტიტული და თავის მხრივ მოურინიო ეცდება არ მოაპოვებინოს, თავისი ბრუსლი მოთამაშეებიტ და კაცმა არ იცის რამდენი იგროკი გამოაკლდება სიტის. თქვენი აზრით,ეტიჰადზე წაგებით მოახერხებენ ლივერპულის გამოგდებას? მე არ მგონია და იბრძოლებენ, თავის მხრივ ისინი ეცდებია ორივე თამაში არ წაგონ სიტისთან. ჩვენც მოგებაზე უნდა გავიდეთ და სასტავით.

ევერტონი არაა ის დონე,თან ამ სეზონში რო რამე უქნას ლივერპულს და თუ სასტავით გავედით,მოვიგებთ კიდეც

Carroll_9
მომხმარებელი

სალაჰის ტრამვა იმედია სერიოზული არაა, მანე სასწაულად თამსობს ბოლო სეხვედრები და ბობი ჰო რავი. არნოლდი და რობოც სასაწულები იყვნენ და თან ბოლო მატჩები ჩაატარეს ყველა მაღლ ტემპში, ესენი დაასვენე რა ევრტონსაც გავკარი კიდე. სიტის მეორე თამაში ფეხი არ გავანძრევინოთ

iHalaMadrid
მომხმარებელი

ახდა, რასაც ვამბობდი. აიყვანეს ეს სიტი ზეცაში, ამოვიდა ყელში ეს უაზრო ტიკი-ტაკაც. ხოდა კიდევ რომ ამბობენ წინ 90 წუთია, სიტისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ეტიჰადი და თემები. ერთი ვინმემ დამისახელოს, რა გაუკეთებია სიტის, ან რა არის სიტისგან მოსალოდნელი? რის საფუძველზე ამობებენ ამას? ან რა ეტიჰადი ან რა მათი გულშემატკივარი? სასაცილოა. აი გამოჩნდა, რომ ენფილდი და ლივერპული ჭირდება ლიგას, წარმომიდგენია მაგ დროს სტადიონზე რომ ხარ :D ლივერპულმა რამე თუ არ მოიგონა, 99.99% გასულია. ფინალი, რეალი-ლივერპული საოცარი სანახავი იქნება. <3 გილოცავთ.

chipe888
მომხმარებელი

iHalaMadrid,
პრობლემებია ჯიგარო ლივერპულში. ჰენდერსონმა ყვითელი მიიღო,სალაჰის დაზიანებაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა და ჯანი იქნება თუ არა კაცმა არ იცის. ლალანა,გომესი,მატიპი არ იქნებიან და სკამისკენ რო გაიხედავს კაცი ჩამშლელი არავინ არის. არის ვარიანტი ჯინიმ შეითავსოს ეგ ფუნქციები და სალაჰიც თუ არ იყო ძალიან გაჭირდება შეტევა. ყრუ დაცვამ რაც უქნა პსჟს შარშან კი ნახავდი. გუშინ ვამბობდი სიტის შანსი ლოვრენი და კარიუსი თუ იქნებათქო, სხვა შანსი არ ექნებათქო და არ ჩააგდეს თამაში ამ ორმა და სიტიმ კარში ვერ დაურტყა კარში. საკადრო პრობლემებს ვგულისხმობ თორე სხვა მხრივ სიტი თუ 4 გაიტანს, დავიჯერო 2 მაინც ვერ შეაგდებენ ჩვენი ტრიო. თუ ჯანი და სალაჰი ითამაშებენ შანსი ისევ არ ექნაბათ და ნახევარფინალშიც ჩვენ გავალთ

GALANDEC
მომხმარებელი

ვის აღარ აღიზიანებს ამის ვერდიქტები არადა როგორ მახსოვს ........ :))))

GoGson
VIP Member

KLOPPOUT !!!

აბა რას იტყვით სასტავ ? უნდა წავიდეს თუ არა ? :დდდდდ

ეს რათქმაუნდა ხუმრობით, აი რავი რა თითქმის ისევე შემიყვარდა კლოპი როგორც ლივერპული მიყვარს.. პირველ რიგში თავისი დამოკიდებულებით გუნდის მიმართ... პროსტა პარალელს რო ვავლებ სხვა თუნდაც სახელოვან მწვთნელებთან დღესდღეობით ვინც არიან აი როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდეება

mesxi_8
მომხმარებელი

GoGson,
კლოპის წასვლა რამდენს უნდოდა როგორ მახსოვს აქ. დრო რომ ჭირდება გუნდის აშენებას ვერ ხვდება სასტავი. მართლა ჭაობიდან ამოგვათრია. ბორინი ლამბერტი ბალოტელის ტრიო გვყავდა და ბენტეკე რომ დავიმატეტ ბედნიერები ვიყავით 13

lashafss
VIP Member

მართლაც რომ ძალიან გაგვიმართლა კლოპმა ლივერპული რომ აირჩია :X როგორ უნდა თქვა რომ კლოპმა გუნდის შენება არ იცის

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 23:59 სთ.


  • დორტმუნდის ბორუსია
  • VS

    22.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ბლექბერნ როვერსი
  • 0:2

    19.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
თქვენი აზრით, იქნება თუ არა კიდევ ერთი ტრანსფერი წელს?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ბლექბერნი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze