x

სქაუზერებმა მსოფლიოს თავი კვლავ შეახსენეს

ავტორი: johnson, 5-04-2018, 10:57, კატეგორია - სიახლეები, 2 002, 15


ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ სიტი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 3:0 გაანადგურეს. გოლები მოჰამედ სალაჰმა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა და სადიო მანემ გაიტანეს.

მოდით, სულ ცოტა ხნით შევეშვათ მწვანე მინდორზე მომხდარს და ვისაუბროთ "ლივერპულის" უმთავრეს სიამაყაზე - ფანებზე ! როგორც იცით, მერსისაიდის პოლიცია სქაუზერებს ბოლო დღეებში მუდმივად აფრთხილებდა არ დაეზიანებინათ "სიტის" ავტობუსი. გუშინ ქალაქში ძალიან ბევრი სამართალდამცავი ცდილობდა დაპირისპირების და უწესრიგობის თავიდან აცილებას.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩის დაწყებამდე სქაუზერები "ენფილდის" მახლობელ ქუჩებში განლაგდნენ და საყვარელ კლუბს განსაკუთრებული დახვედრაც მოუწყვეს :

&

რა თქმა უნდა, გუშინ "ენფილდზე" სტუმარი გუნდის ფანებიც იყვნენ, თუმცა "წითელ" ქალაქში მათი შემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ტრიბუნაზე კი მათი ხმა მხოლოდ შეხვედრის საწყისს წუთებში ისმოდა, შემდეგ კი კლოპმა და კამპანიამ სრულიად მანჩესტერი(და არა მხოლოდ) დაადუმეს.

როგორც მოლოსადნელი იყო, სქაუზერებმა არ გაითვალისწინეს პოლიციის მოთხოვნა და "სიტის" ავტობუსს სხვადასხვა ტიპის საგანი დაუშინეს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, თუმცა ავტობუსი კი სერიოზულად დაზიანდა, რის გამოც, მატჩის შემდეგ სტუმრებმა "ენფილდი" სხვა სატრანსპორტო საშუალებით დატოვეს. მოგვიანებით "ლივერპულმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც კლუბი "ქალაქელებს" ბოდიშს უხდიდა და ამ ფაქტის გამოძიებას ჰპირდებოდა. ბოდიში მოიხადა იურგენ კლოპმაც.

მომხდარი უკომენტაროდ არც პეპ გუარდილას დაუტოვებია : „მინდა იურგენს ბოდიშისთვის მადლობა გადავუხადო. ასეთ არეულობას არ ველოდით. შარშან დორტმუნდში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ პრესკონფერენციაზე შესულს კვლავ ამ თემაზე მომიწევდა ლაპარაკი. ვფიქრობ, ადგილობრივ პოლიციას კარგად უნდა სცოდნოდა საფრთხეების შესახებ. საბედნიეროდ, ჩვენს ფეხბურთელებს არაფერი მოუვიდათ. ვიცი, ეს არ არის „ლივერპულის” ნამდვილი სახე. „ლივერპული” გაცილებით დიდი კლუბია, ვიდრე ხუთი, ათი… თუ რამდენიც იყო, იმდენი თავქარიანი. იმედი მაქვს, რომ მსგავსი რაღარც აღარასოდეს განმეორდება”


&
&
 
მატჩის დაწყებამდე მასპინძელთა გულშემატკივრებმა კლუბის ჰიმნი - You'll Never Walk Alone შეასრულეს. როგორც ყოველთვის, ეს ამჯერადაც შთამბეჭდავი და გამორჩეული იყო :


ცხადია, Kop-ს "წითლების" მხარდაჭერა არც თამაშის მიმდინარეობისას შეუწყვეტია. პირველ ტაიმში, მოედანზე განვითარებულმა მოვლენებმა ისინი უფრო გააბედნიერა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საწყისს 45 წუთში, გულშემატკივრები და ფეხბურთელები ერთმანეთს მოტივაციას ჰმატებდნენ. სქაუზერები სიმღერას შესვენებაზეც აგრძელებდნენ :


როგორც უკვე გითხარით, "ლივერპულმა" მატჩი 3:0 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. ტრადიციულად, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, იურგენ კლოპმა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


მატჩის შემდეგ ყველა აღიარებდა, რომ გუნდის წარმატებულ თამაშში გულშემატკივრებმა ლომის წვლილი შეიტანეს. მართლაც, სქაუზერებმა "ენფილდზე" ფანტასტიური ატმოსფერო შექმნეს და მსოფლიოს თავი კიდევ ერთხელ შეახსენეს !

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ყველაზე მეტად მომწონს სანამ მოედანზე გამოვლენ ფეხბურთელები, დერეფანში რო ისმის ხოლმე გარედან სიმღერის ხმა 11
წარმომიდგენია ნახევარფინალში თუ გავედით იქ რა მოხდება საერთოდ 3

chipe888
მომხმარებელი

მსოფლიოში საუკეთესო ფანები, სხვა რამეს ვერ იტყვი. ეს არის ლივერპული და მისი სავიზიტო ბარათი სკაუზერები. ამათ ათათურქი დაანგრიეს და ენფილდზე რა გასაკვირია. არ ვიცი კიდე რომელ გუნდზე აქვს გულშემატკივარს ამხელა გავლენა. კარგი იყო ყველაფერი,გახარებული ენფილდი,გახარებული კენი,გახარებული რაში და მსოფლიოს მაშტაბით ყველა სკაუზერი და არა მარტო სკაუზერი. გილოცავთ და მაისშიც მოსალოცად გქონდეს საქმე:) YNWA

GALANDEC
მომხმარებელი

ოხ როგორ მეამაყებიით !!!

morrison
მომხმარებელი

გახარებული ჩვენი ლეგენდები

liverpolel
მომხმარებელი

მემგონი გზაში დაიწყო ამათი დარბევა და სტადიონზე დამთავრდა ))))

Lasha badzagua
მომხმარებელი

Rogor miyvarxart da meamayebit dxes dxes ubednieresi var msoplioshi yvelaze magar gundis gulshematkivari var cin liverpool enpildis cixe simagrita da misi jaris kacebit sqauzerebat codebuli

PaoloMaldini
მომხმარებელი

აი ეს მიყვარს ყველაზე მეტადდდდდ და თქვენნ სკაუზერებოოოო კარგი იქნებოდა ბათუმში რო გაგვეხსნა რაიმე ფანკლუბი

LM10
მომხმარებელი

Braavo saucxoo gundi fantastikuri panebit gilocavt tkven es daimsaxuret bravomartlac imedia sakmes bolomde miikvant da 1/2chemi ocnebaa liverpuli barca warmatebebi kidevertxel am gvtaebrivi gundis genialur fanebs gilocavt enfildic saocarisanaxavi iko mtelimatchis mandzilze

ramms01
მომხმარებელი

ძაან მაგარი იყო გუშინდელი დღე და წარმომიდგენია იქ რა ამბავი იქნებოდა. ყველაზე მეტად ვიდეობს რო ვუყურებ იმ ხალხზე მეშლება ნერვები ვინც ამ მომენტებში ცალ ხელში ტელეფონი უჭირავთ და იღებენ/ლაივში არიან რა მნიშვნელობა აქ... იტოგში მაგარი სირობაა რაა. აი პროსტა არ მესმის ეხლა ენფილდზე რო ვიყო და ჩვენი ჰიმნის შესრულების დროს იმაზე ვიფიქრო როგორ კადრებს დავიჭერ ჩემი კამერით რა სირობააა... უკეთესი გადამღებებიც არიან და უკეთესი ხარისხის კამერაც აქვთ. მე პირადად თუ ოდესმე ოცნება ამიხდა და თამაშზე მოვხვდი იასნია ტელეფონს დავიკიდებ და ვეცდები მაქსიმალური სიამოვნება მივიღო იმ მომენტიდან, თითოეული წამიდან...

gio_chyoi,
აი მაგ დროს იმენა ფსიქოლოგიურად ნადგურდება მოწინააღმდეგე გუნდი. ჩვენები კიდე ერთი-ორად "დუხზე მოდიან" ჩემი აზრით.

johnson
ადმინისტრატორი

http://sport.adjara.com/items/2099937

LUIS SUARES 001
VIP Member

საუკეთესო ფანები დედამიწის ზურგზე,ნახევარ ფინალში და ფინალში რომელსაც ვითამაშებთ სკაუზერები დაანგრევენ ყველაფერს

GoGson
VIP Member

არანაირი ტიტული და ფული არ შეედრება ამას... არმესმის კოუტინიოსნაირი და სტერლინგისნაირი ფეხბურთელების.. არც სანჩესისნაირი (ანუ მარტო ლივერპულზე არ ვამბობ)... ამის გარეშე ყველანაირი ტიტული და მილიონები ნაგავია ჩემი აზრით...

lashafss
VIP Member

საოცრება დღე იყო, თავს ვერ ვ იკავებ ამ ყველაფერს რომ ვუყურებ და როგორ მინდა ერთხელ მეც ვიყო მათ შორის :X მარტო ასეთი დღეებისთვის ღირს ცხოვრება

chipe888
მომხმარებელი

როცა მეტოქე გაბღენძილი მოდის,თან არაფერი აქვს ამ მეტოქეს გასაბღენძი,მაგრამ მაინც მოდის და დამარცხებით,შერცხვენით ემუქრება ლეგენდარულ ენფილდს, სხვა გზა არ გრჩება, უნდა ანახო ის თუ რას წარმოადგენს რეალურად და ვინ უმაგრებს ზურგს. ერთი რამ ვერ გათვალეს სკაუზერებმა, მათვის ბოთლები კი არ უნდა ესროლათ ან ქვები. ტვალეტის ქაღალდები უფრო კარგი იქნებოდა და თამაშის მერე სრულად ასახავდა სიტის მდგომარეობას და უფრო გამოადგებოდათ. უჰ რა იქნებოდა ერთხელ გავიჩითო მეც ასეთ თამაშზე ამ ხალხთან ერთად

Capitan
ტოპ კომენტატორი

დავბრუნდით))))))))

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze