x

ლოვრენი და ვან დეიკი : მნიშვნელოვანია, რომ გოლი არ გავუშვით

ავტორი: johnson, 5-04-2018, 14:58, კატეგორია - სიახლეები, 966, 7


ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ სიტი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 3:0 გაანადგურეს. გოლები მოჰამედ სალაჰმა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა და სადიო მანემ გაიტანეს.

მოგვიანებით განვლილი მატჩი "წითლების" ცენტრალურმა მცველებმა - ვირჯილ ვან დეიკმა და დეიან ლოვრენმა შეაფასეს. კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, ორივე მათგანმა კარის მშრალად შენახვის მნიშვნელობასა და "ენფილდის" ფაქტორზე ისაუბრა :

"მე მჯერა ჩემი გუნდის, თუმცა რთულია იწინასწარმეტყველო თუ რა მოხდება "ეტიჰადზე". უკვე ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია მათ წინააღმდეგ ბევრი გოლის გატანა ისე, რომ კარის მშრალად შენახვა შევძლოთ. "ენფილდზე" ბრწყინვალე ატმოსფერო იყო შექმნილი.

ჩემპიონთა ლიგაზე, გოლის არ გაშვება ძალიან მნივნელოვანია. ამავდროულად, მეორე ნახევარში ჩვენ უკეთ თამაში გვმართებდა დამთავრებული ჯერ არაფერია."
- განახცადა ლოვრენმა.

თანაგუნდელს ეთანხმება ჰოლანდიელი მცველიც, რომელმაც გუშინ ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა :

"პირველი ტაიმი კარგი იყო, თუმცა რაღაცეები შეგვეძლო უკეთ გაგვეკეთებინა. მეორე ნახევარში კი ბრძოლა მოგვიხდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კარი მშრალად შევინახეთ. ცხადია, მეორე მატჩი ძალიან რთული იქნება. ამისთვის კი კარგად უნდა მოვემზადოთ და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.

"ენფილდი" საოცარი იყო. ის დამატებით ძალას გვაძლევდა. გასაოცარია ასეთ ატმოსფეროში თამაში." - განაცხადა ვან დეიკმა.


კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

ლოვრენი ასეთ საპასუხისმგებლო მატჩებში ზე მცველი და გაუვალი კედელი ხდება ,მაგარი ტანდემი შემოგვთავაზეს ბიჭებნა,ნუ დეიკი უმაღლესი დონეა რა უნდა ვთქვა

gio_chyoi
რედაქტორი

ხო შეილება ამ დალოცვილმა სულ თუ არა უმეტესი ნაწილი მიანც სეზონის ასე ითამაშოს. არავიზე ნაკლები არ იქნებოდა, მარა წვა 1-2 თამაში და ისევ რაღაც სისულელეს იზავს

liverpool-fan
VIP Member

დაცვა და ცენტრი იყო რაღაც საოცრება მილნერი რა გიჟი იყო რამდენი ჩაჭრა გააკეთა შეტევაშიც კარგი იყო ჰენდოც მომეწონა უბრალოდ მაინც წააჰენდოვნა რა უაზროდ მიიღო ყვითელი არადა ეტიჰადზე დაგვჭირდებოდა

bolkvadze066
მომხმარებელი

dtihedze ukve emre chartveba hendos magivrad

GoGson
VIP Member

ციტატა: reversi
წააჰენდოვა მარა სტერლინგს რო დ*ცენზურა*ა გაასწორა <3

აუ ჰენდოზე ეგ უნდა დამეწერა მეც...
ლოვრენზე კიდე რაუნდა ითქვას... სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო.. აი ბოლო თამაშები ითამაშა საკაიფოდ მაგრამ მაინც ვერჩით:დ

lashafss
VIP Member

კაროჩე იქნებ ლოვრენი ამის გვერდძე მოიხოდოს , ცოტა მეტი ყურადღება თორემ ყველამ ვიცით რომ შეუძლია თამაში, იმენა ლივერპულელია რა : ) არასტაბილურია და უნდა გამოასწოროს ძალიან უნდა ეცადოს...

Capitan
ტოპ კომენტატორი

ასეთი დაცვა მინდა რა ))))) ბრავო არნოლდი ბრავო რობერტსონი ბრავო ლოვრენი ბრავო ვანდეიკი))))))) ამ დონეზე თამაშობდეთ ნეტა ყველა რობერტსონს და ვანდეიკს არ ეხება იმდენად ლოვრენი და არნოლდის ამ დონეზე ასვლა და ყველაფერი იდალურად იქნება))))))

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze