x

არნოლდი : მადლობა კლოპს ნდობისთვის

ავტორი: johnson, 5-04-2018, 15:32, კატეგორია - სიახლეები, 1 333, 13


ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ სიტი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 3:0 გაანადგურეს. გოლები მოჰამედ სალაჰმა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა და სადიო მანემ გაიტანეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი დასახელდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ინგლისელი მცველი მართლაც მოწოდების სიმაღლეზე იყო და ლეროი სანეს მოედანზე არაფერი დაუთმო. გუშინ მან 4 წარმატებული ვარდნა განახორციელა, 7-ჯერ აართვა ბურთი მეტოქეს და 10-ჯერ ჩაშალა "სიტის" შეტევა.

მოგვიანებით მან ინტერვიუ კლუბის ოფიციალურ საიტს მისცა : "ყოველთვის კარგია, როცა ასეთ მატჩებში იღებ მონაწილეობას. ბავშვობაში ასეთ რამეზე ყოველთვის ოცნებობ. მადლობა მწვრთნელს, რომ მენდო და თამაშის საშუალება მომცა გუნდისთვის ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში. "ენფილდზე" საოცარი ატმოსფერო იყო.

სანე ტოპ მოთამაშეა და პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერია, თუ მსოფლიოს არა... ასე რომ, მის წინააღმდეგ თამაში რთული იყო. მადლობა მინდა ვუთხრა მომოს, ჰენდოს, ოქსის, ჯინის - ეს ბიჭები მეხმარებოდნენ და მაზღვევდნენ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ კარი მშრალად შევინახეთ და თუ ამას მომდევნო კვირაშიც გავაკეთებთ, მაშინ 1/2 ფინალში გავალთ. ახლა სწორედ ეს არის ჩვენს გონებაში. "ეტიჰადზე" სათამაშოდ გეგმა აუცილებლად გვექნება."


კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

არავინ არ მოელოდა ალბათ რო მატჩის საუკეთესოც კი გახდებოდა. ყველაზე მეტად ამისი მეშინოდა და გაამართლა 100%-ით. ასეთ თამაშებში ასეთ დონეზე თამაშით დიდ პროფესიონალად ჩამოყალიბდება. ჯერ 19 წლისაა და ასე თუ გააგრძელა მაქსიმუმ 2 წელიწადში ტოპ კლასის უნდა იყოს

johnson
ადმინისტრატორი

ბოლოს მაგარი კადრით მთავრდება 2

Ynwa Scousers
VIP Member

ჩემთვის საუკეთესო მაინც რობერტსონი იყო ნუ ბატონობდა მარცხენა ფლანგზე რააა მაგისნაირი რიისეს მერე არ გვყოლია მარცხნივ <3

liverpool-fan
VIP Member

ციტატა: johnson
ბოლოს მაგარი კადრით მთავრდება 2

ხო ბოლო მაგარი იყოო მარა როგორი პონტი იყო იცი ერთხელ აწია ხელები თითქოს მორიდებულად იყო პატარა ბიჭია და მაგიტომ უფრო

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ძალიან მაგრად მევასება ეს ბიჭი და დიდი იმედიც მაქვს, მაგრამ გულწრფელად უნდა ვთქვა ჩაფსმამდე მეშინოდა ამისი... მეგონა რო სანე გააწამებდა, არადა პირიქით მოხდა ჩემდა სასიხარულოდ... მიდი ტრენტიკ მიდი მიაწექიიი, ეგრე გააგრძელე... ვნახავ ამის მკლავს დამშვენებულს მალე...

chipe888
მომხმარებელი

კი რობერტსონმაც მაგარი თამაში ჩაატარა,მაგრამ თუ დაკვირდით ტრეტის ფლანგს თვირთავდნენ. 10 პასიდან 9 სანეზე მიდიოდა. პროსტა მაგარი ტეხავს,როცა გასაკრიტიკებელია მაშინ არ ეზარებათ ხოლმე კრიტიკა და შექება არ ხდება ამ ბიჭის. ეხლა გუნდში ვინც არიან ჩახედეთ მათ ბიოგრაფიას და რამდენი იყო 19 წლის ასაკში ჩემპიონთა ლიგის მეოთხეთფინალში სასტავში,18 წლის ასაკში სამკვდრო ბრძოლაში რამდენი გამოუყვანიათ ძირითადში და მთავარი რამდენი მათგანი იყო ლივერპულისმაგვარ დიდ გუნდში. არ მითხრათ ხალხი აკლდათ და სხვა გზა არ ქონდაო, ბევრჯერ ყოფილა ტრანვიანობა მარა მისი ტოლებს სკამი გაუცვეთიათ. მაგარი ტალანტი გვეზრდება და იმასაც რო ასე ამკობენ და ლამის მიწასთან გასწორეს ამ თამაშამდე. კი შეცდომა დაუშვა იმ თამაშებში და კიდე დაუშვებს მომავალშიც,მარა გავიწყდებათ რო შეცდომა ყველას მოსდის. ვინმე თუ მეტყვის იმას რო კრისტალპალასთან გოლი ან მანჩესტერთან წაგება მარტო ამის ბრალია და ის გოლები რო ვერ გაეტანა რაშფორდს რა მოვიგებდით ან არ წაგებდით თუ რა. მთელი გუნდი ჩამოწუწული იყო სტადიონზე და 19 წლის გამოუცდელი იგროკი განტევების ვაცად აქციეს. ყველას თავისი აზრი აქვს მარა სათქმელი უნდა მეთქვა

GoGson
VIP Member

რატო ვდაობთ საერთოდ ამ ბიჭზე, ლივერპულის მომავალი როა გეპარებათ ეჭვი ვინმეს? ამის ასაკში ნეტა კაფუ ან ლამი, ან ეხლანდელი ტოპ კრაები უოლკერი და კარვახალი ვინები იყვნენ? ამაზე კარგად თამაშპბდნენ? კრიტიკა კარგია მაგრამ რაც წინა ორ თამაშზე ვიკადრეთ სქაუზერებმა ამ ბიჭის მისამართით ტეხავს პროსტა

_z_l
მომხმარებელი

https://www.eurosport.com/football/champions-league/2017-2018/klopp-s-life-work
-comes-together-as-pep-s-world-falls-apart_sto6701104/story.shtml

juja
მომხმარებელი

Bolo tamashebidan gamomdinare Mec magrad meshinoda megona sane waigebda amas kraize, magram iqit shechama tan sul amis plangi itvirtveboda. Bravo Trent egre gaagrdzele

Real IsT
მომხმარებელი

ლივერპული 90%-ით გასულია,სიტის დასაკარგი არაფერი აქვს და გახსნის თამაშს,ეს კი ლივერპულს სივრცეებს მისცემს,ასე რომ ლივერპული იქ მინიმუმ ერთ გოლს მაინც გაიტანს,არ გამიკვირდება საერთოდ რომ მოიგოს მეორე თამაშიც,სიტის თუ გასვლა უნდოდა,ენფილდზე ერთი გოლი მაინც უნდა გაეტანა,მაგრამ რა გატანაზეა საუბარი,ზუსტად კარში ვერ დაარტყეს

LUIS SUARES 001
VIP Member

არნოლდმა საერთოდ გამოთიშა გუშინ სანე თამაშიდან..საღო არნოლდს

temotemura
მომხმარებელი

არ ველოდი მის ასეთ პერფორმანსს, მართალია სხვებიც ეხმარებოდნენ და აზღვევდნენ, მაგრამ რიგ შემთხვევებში თვითონ უმკლავდებოდა სანეს. გვარდიოლას ჩანაფიქრიც ეს იყო, რომ არნოლდის ფლანდი დაეტვირთათ.

temotemura,
პს. ფოტოზე როა მაგ მომენტს რომ ვუყურებდი დამბურძგლა. ჯერარდი გამახსენდა <3

bulleye
მომხმარებელი

ეს სასწაული გვეზრდება:) 100% ვიცი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze