x

ბრიტანული მედია მატჩზე

ავტორი: NikaSvanidze, 6-04-2018, 14:18, კატეგორია - სიახლეები, 1 185, 10


 ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ერთმანეთს "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძლების ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.

 გავლენიანმა ბრიტანელმა ჟურნალისტებმა მატჩი შეაფასეს. გთავაზობთ ამონარიდებს :

   მელისა რედი, Joe.co.uk

 ""ლივერპული" დიდი ევროპული ღამეებისთვის ცოცხლობს. ამ დროს კლუბი შესანიშნავად გამოიყურება. ეს მემკვიდრეობაა, ტრადიციაა. პეპ გუარდიოლა, ლუი ვან გაალისა და ტომას ტუხელის მსგავსად, დარწმუნდა, რომ "ენფილდის" ატმოსფერი ერთი დიდი უპირატესობაა, რომელიც "ლივერპულს" აქვს. პირველმა 45-წუთეულმა დაგვანახა ის მიზეზი, რამაც ჩიკი ბეგირისტაინის უკმაყოფილება გამოიწვია კენჭისყრის დროს. პრემიერ ლიგის მომავალი ჩემპიონები ნებისმიერ მეტოქეს ისურვებდნენ გარდა "ლივერპულისა", რადგან ამ გუნდმა იცის როგორ უნდა გააჩეროს ეს მანქანა. "სიტის" ბურთის დაბალ ტემპში გორაობა არ გამოუვიდა. ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა ლეროი სანე სრულ იზოლაციაში მოაქცია. რობერტსონი შეუდარებელი იყო. ვირჯილი და დეიანი მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. უბრალოდ ამოირჩიეთ მერსისპირელთა ნებისმიერი მოთამაშე და აპლოდისმენტებით შეამკეთ. მათ ეს დაიმსახურეს."

   ჯეიმს პირსი, Liverpool Echo

 "ბევრს არ სჯეროდა "ლივერპულის", "ენფილდის" ძალის, მაგრამ ისინი ამას აღარასდროს იზამენ, რადგან "ლივერპულმა" პრემიერ ლიგის ჩემპიონი, უბრალოდ, დააჩოქა. მერსისაიდელები უკვე ცალი ფეხით ნახევარფინალში არიან, მათ ისტორიაში საკუთარი თავები ოქროს ასოებით ჩაწერეს. "ენფილდი: ყველაფერზე მეტყველებს. "სიტის" მესვეურს, შეიხ მანსურს, აქვს ფული, ყველაფრის შეძენის შესაძლებლობა, გარდა ერთისა, შენ ვერ იყიდი განწყობას, ერთგულებას. ახალგაზრდა ლივერპულელმა მოწინააღმდეგის ყველაზე დიდი საფრთხე, ლეროი სანე, თავიდან ბოლომდე გაანეიტრალა. "სიტის" პოზიტიურად განწყობის უფლება აქვს, მაგრამ თუ "ლივერპული" "ეტიჰადზე" გაიტანს, გუარდიოლას ბიჭებს ევროპული ტიტულისთვის საბრძოლოდ განწყობა შემდეგ წელს მოუწევთ."

   ენდი ჰანტერი, The Guardian

 "კლოპის ბიჭებმა, აბსოლუტურად ყველამ, "ენფილდზე" ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ევროპული სპექტაკლი გაათამაშეს. ამაში წვლილი გუარდიოლასაც აქვს. ილქაი გუნდოგანის ძირითადში რაჰიმ სტერლინგის ნაცვლად გამწესებამ დაგვარწმუნა, რომ კატალონიელი მწვრთნელი უფრთხოდა "ლივერპულს". ექს-ლივერპულელი 57-ე წუთზე ჩაერთო მატჩში, მაგრამ, როგორც ნახეთ, ეს უკვე დაგვიანებული იყო.

 ამ მატჩში "ლივერპულს" სიმამაცის, გამბედაობისა და შეუდარებლად ხარისხიანი თამაშის წარმოუდგენელი სინთეზი გამოუვიდა. პეპი უძლური იყო, მათ ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირი, თითქმის, დატოვეს."

   მიგელ დელანი, Independent 

 "თამაშმა, რომელმაც ზოგს მეტყველების უნარი წაართვა, ზოგსაც პოეტური ეპითეტები წარმოათქმევინა, "მანჩესტერ სიტი" კატასტროფის წინაშე დააყენა. შესაძლოა, გუარდიოლას კიდევ აქვს გენიალური იდეების მარაგი, მაგრამ მისი ვიზავი იურგენ კლოპია, ეს კი პეპის მიზანს უკიდურესად ართულებს. "მანჩესტერ სიტი" უძლიერესი გუნდია, ისინი, სავარაუდოდ, განმეორებით შეხვედრას ინგლისის ჩემპიონის სტატუსით გამართავენ, მაგრამ ეს ფაქტი კიდევ უფრო გრანდიოზულ იერს აძლევს კლოპს და მის გუნდს. მათ ევროპუს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს უშანსოდ სძლიეს.

 

კომენტარები


lashafss
VIP Member

ფაქტია რომ ხალხი გავაოცეთ და ეს ბევრს ნიშნავს. ჩვენ ვართ ლივერპული ლააააალალალალაააააააააა : ))))

Capitan
ტოპ კომენტატორი

კლოპი ამ სასტავს ამ ზაფხულს კიდევ გააძლიერებს თან კეიტა ვანდეიკი უკვე დაამატა ის *ცენზურა*ის გაგდებული კოუტინიო რო არ წასულიყო საერთოდ სასიკვდილო კამანდა ვიყავით მაგრამ დარწმუნებული ვარ ღირსეულით შეცვლის კლოპი... სტაბილურად ვართ 4ეულში შემდეგ წელსაც გუნდი ძალიან მაგრად თამაშობს თან ისე რო ლიდერი წავიდა გუნდიდან... ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა რო ლივერპული დაბრუნდა ))))))))

gio_chyoi
რედაქტორი

აუ ეს ჯანიც დაიმვტრა, ჰენდერსონიც არ იქნება სიტისტან. როგორმე უნდა გავძვრეთ რა თავი უნდა მოიკლან და მაგათ გასცდნენ და მერე რამე იქნება რა

juja
მომხმარებელი

ყველანაირ ანგარიშს წარმოვიდგენდი მაგრამ სამ გოლს თუ გავიტანდით და საპასუხოდ ერთსაც არ მივიღებდით ნაღდად არ მეგონა. ბრავო კლოპ, ბრავო ბიჭებს და ქედს ვიხრი ენფილდის წინაშე, ყველამ კარგად იმუშავა და ყველაფერი ერთად შერწყმული გამოვიდა ის რის გამოც მიყვარს და ვბალეშიკობ ამ დიდებულ გუნდს.
ეხლა მთავარია ბოლომდე მივიყვანოთ კარგად დაწყებული საქმე (ყველა ჩვენს ქებაშია და ყველამ გაგვიყვნა უკვე 1/2 ფინალში) წინ კიდე 90 წუთია და სიტის სწრაფმა გოლებმა შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, მითუმეტეს სასტავის რამდენიმე კაცი დაგვაგკლდება.

danagger
მომხმარებელი

100% "უბრალოდ ამოირჩიეთ მერსისპირელთა ნებისმიერი მოთამაშე და აპლოდისმენტებით შეამკეთ. მათ ეს დაიმსახურეს"

GoGson
VIP Member

ჯერ 1 თამაშია წინ... აუცილებლად უნდა გავიტანოთ ერთო გოლი, სასურველია პირველივე ტაიმში.
ჯერ სად ხართ, აი სიტის დამარცხება იმხელა სტიმული და ავტორიტეტია რო სშემდეგ თამაშებში სასწაულად დაგვეხმარება

lashafss
VIP Member

GoGson,
დამარცხებაცაა და დამარცხებაც : ) მეორე თამაში საერთოდაც არ უნდა წავაგოთ ... ბიჭები იგივე მონდომებით უნდა გავიდნენ და აქეთ შეუტიონ, კლოპს არ ესწავლება ამ ანგარიშზე თამაში საპასუხოდ... იმიტოა რა ეს კაცი გენიოსი, იცის 2 მატჩიანი დაპირისპირებების სწორად წარმართვა ! წელს ვიგებთ ლიგას და ამის უკვე დიდი შანსია :X წარმოუდგენელი აღარაფერია... დაე ინანოს კოუტინიომ რომ წავიდა !

LUIS SUARES 001
VIP Member

ოოო მანე მანე სალაჰ ფირმინოოოოოოო..სიტი დავაჩოქეთ

Ynwa Scousers
VIP Member

აი რატო რატო იყო ფავორიტი სიტი დღემდე ვერ ვხვდები

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

Ynwa Scousers,
ყველა ტრაკს აძლევს და ლივერპულიც თავიანთნაირი ჰგონიათ. ლამპარდი დღემდე გამოYლევებული დადის თუ გყავს ნანახი. :დ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze