x

კლოპი : მრცხვენია მომხდარის გამო

ავტორი: johnson, 7-04-2018, 09:34, კატეგორია - სიახლეები, 978, 7


ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ლივერპულმა" 3:0 დაამარცხა "მან. სიტი". მატჩის წინ "ენფილდის" მახლობლად მერისისაიდელი გულშემატკივრები შეიკრიბნენ და თავიანთი საყვარელი გუნდი ქუჩებში გაამხნევეს.

ამავდროულად, სქაუზერების რისხვას ვერ გადაურჩა სტუმარი გუნდის ავტობუსი, რომელსაც "წითლების" გულშემატკივრებმა ბოთლები, პეტარდები და სხვადასხვა ტიპის საგანი დაუშინეს. შედეგაც, ის იმდენად დაზიანდა, რომ "ქალაქელებმა" მატჩის შემდეგ "ენფილდი" სხვა ავტობუსით დატოვეს.

ამ ფაქტზე კლუბმა ბოდიში მალევე მოიხადა. სულ ცოტა ხნის წინ კი ამ საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა იურგენ კლოპი :

"მრცხვენია მომხდარის გამო. ფანებმა გამოიყენეს პიროტექნიკა, რომელიც აკრძალული, თუმცა ლამაზია. ამავდროულად, ზოგიერთმა მათგანმა წესები კარგად ვერ გაიგო.

ეს ჩემთვის ისტორიული მომენტი იყო, მაგრამ ხალხის ქმედება ცუდი და სახიფათო იყო. მსგავსი რამ საკუთარ თავზეც გამომიცდია - როცა "კიოლნის" წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა, ჩვენს ავტობუსს ქვა მოხვდა და შუშა ჩაიმსხვრა. ეს ხუმრობა ნამდვილად არ იყო. ასეთ დროს შენ ფიქრობ : "რა მოხდება, თუკი ქვა თავში მომხვდება ?"

სასაცილო ნამდვილად არ არის, მე გაბრაზებულიც კი ვარ."
- ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

გერმანელმა სპეციალისტმა შეაქო "სიტის" სამედიცინო პერსონალი, რომელმაც ავტობუსი ქუჩაში დაშავებული სქაუზერის დასახმარებლად შეაჩერა. 

კომენტარები


Carroll_9
მომხმარებელი

ასეტი რაღაცები მართლა ტეხავს, ენფილდის ატმოსფერო ქვებს და ბოთლებს საერთოდ არ ნიშნავს

gio_chyoi
რედაქტორი

ბრბო ყველგან ბრბოა, ყოველთვის უმართავია. ასეთი ტიპები ყოველთვის გამოერევიან

nia
მომხმარებელი

ერთ საიტზე ეერა რო გვარდიოლა ამ შემთხვევამ გაანაწყენა

chipe888
მომხმარებელი

ქვებს და ჩახოცვას არ ვემხრობი,მარა ეს ინგლისია და უარესებიც ახსოვთ. წ*ცენზურა*ს ბოთლი და 1-2 პიროტექნიკა მოხვდა რეალურად ავტობუსს, ამხელა ამბის ატეხვა არ ღირდა. ასერომ კლოპო დაყენე ერთი ადგილი რა. არც ჩვენ მოგვწონს კარიუსი კარებში მარა აკეთებ რამეს?! დავიჯერო მაგაზე მაგარი სირცხვილია ეს ფაქტი ამის დედა ვატირე. თუ იმას იძახი რო ჩემ საქმეს მე უნდა მივხედოო,მაშინ გერმანული ტრაკი დაყენე მიხედე. სკაუზერებს კი თავი განებე იციან რასაც აკეთებენ.

LUIS SUARES 001
VIP Member

ნუ ყოველთვის თანმდევია ესეთი თამაშების ეგ ინციდენტი მაგრამ არ უნდა მომხდარიყო

GoGson
VIP Member

ციტატა: chipe888
ქვებს და ჩახოცვას არ ვემხრობი,მარა ეს ინგლისია და უარესებიც ახსოვთ. წ*ცენზურა*ს ბოთლი და 1-2 პიროტექნიკა მოხვდა რეალურად ავტობუსს, ამხელა ამბის ატეხვა არ ღირდა. ასერომ კლოპო დაყენე ერთი ადგილი რა. არც ჩვენ მოგვწონს კარიუსი კარებში მარა აკეთებ რამეს?! დავიჯერო მაგაზე მაგარი სირცხვილია ეს ფაქტი ამის დედა ვატირე. თუ იმას იძახი რო ჩემ საქმეს მე უნდა მივხედოო,მაშინ გერმანული ტრაკი დაყენე მიხედე. სკაუზერებს კი თავი განებე იციან რასაც აკეთებენ.


yvela komentarshi kariuss rato landzgav :D piradulia rame ?:D :D bolo tamashebia rac dziritadshi damkvidrda dzaan magrad tamashobs , ager bolasies ra burti augo kide

chipe888
მომხმარებელი

GoGson,
პროსტა მაგარი არ მინდა მაგის დანახვა ლივერპულში. კი შედარება არცაა ძველ კარიუსთან მარა ეგრე იყო რეინაც და მერე ისეთებს აკეთებდა რო ვაფშე. კარგი მეკარის ხილვა მინდა ლივერპულში სულ ესაა. სირცხვილზე გამახსენდა(შევეშვათ კარიუსს) კლავანს რა უნდა ლივერპულში?! აი ახსნას კლოპმა და შეშვას ფანობას

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze