კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 7-04-2018, 19:48, კატეგორია - სიახლეები, 1 172, 8


პრემიერ ლიგის 33-ე ტურში "ევერტონმა" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო. მერსისაიდული დერბი ფრედ 0:0 დასრულდა.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკოფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა :

თამაში და შედეგი
საბოლოო შედეგთან პრობლემა არ მაქვს, ვფიქრობ, ის სამართლიანია. მატჩის უმეტესი ნაწილი ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა შეხვედრის მიწურულს მეტოქესაც ჰქონდა საკმაოდ კარში შანსები. აქ ცხოველური დერბისთვის არ ვყოფილვართ, ამავდროულად, "ევერტონისთვის" ნამდვილად რთული იყო მათთვის სასურველი თამაშის ჩვენება. პირველი ტაიმით მე კმაყოფილი ვიყავი. თქვენ ნახეთ ბოლასიეს ფანტასტიური დარტყმა და ლორისის კიდევ უფრო მეტად ფანტასტიური სეივი. ჩვენ გვქონდა მომენტები, მატჩის ბოლოს კი შეცდომები დავუშვით პირველი, მეორე პასის დროს. ამ ყველაფერს კი "ევერტონის" შეტევები მოჰყვა. არ ვიტყოდი, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან ისინი კარში ზუსტად დარტყმასაც ვერ ახერხებდნენ. საბოლოო ჯამში, ეს დამსახურებული შედეგია.

იყო თუ არა ჯეიმს მილნერისა და სადიო მანეს ცვლილებები სამშაბათს გასამართ მატჩთან კავშირში
არა, შეცვლის მიზეზი წინა შეხვედრა იყო. ეს პერიოდი მათთვის ძალიან ინტენსიური გამოვიდა. მილიმ დღეს კარგად ითამაშა და ნორმალური გრაფიკის პირობებში, მის მოედნიდან გაყვანაზე არც კი ვიფიქრებდით. იმავეს თქმა შეიძლება მანეზეც. კარგია, რომ ისინი ბრძოლას ერიდებოდნენ, რადგან მე არ მახსენდება უხეში ორთაბრძოლა მათი მონაწილეობით. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ქულით მეტი გვაქვს.

სალაჰის მდგომარეობა
მე არ ვიღებ მასზე ინფორმაციას ყოველ 5 წუთში, ასე რომ, არ ვიცი. ყველა ფიქრობს, რომ "ეტიჰადზე" ის ითამაშებს. ვნახოთ რა მოხდება.

დენი ინგსის პირველი სასტარტო 2,5 წლის შემდეგ
ეს 2015 წელს, ჩემს მოსვლამდე 1 კვირით ადრე მოხდა. დღეს არ იყო მისთვის საუკეთესო მატჩი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ფიზიკური ფორმა და დომინიკ სოლანკესთან ერთად თამაში იყო - ისინი ერთად ხშირად არ თამაშობენ და ზუსტად ვერ იტყვიან : "მე წავალ მარჯვნივ, შენ კი მარცხნივ...". მე ბედნიერი ვარ. მას ევალებოდა ბევრი ეშრომა და სიამოვნება მიეღო. ყველაფერი კარგად არის.

კლაინის დაბრუნება
ეს კარგია. 9 თვის შემდეგ, ასეთი თამაში, მის დონეზე მეტყველებს. და ბოლოს როდის ითამაშა რაგნარ კლავანმა მარცხენა ფლანგზე ? წარმოდგენა არ მაქვს, ალბათ, წლების წინ. ცენტრი კი კარგად გამოიყურებოდა მანამ, სანამ ფეხბურთის თამაშს შევწყვეტდით. ეს იყო კარგი თამაში, თუმცა არა ბრწყინვალე. ვიტყოდი, რომ ეს იყო ყველაზე თავდაჯერებული ასპარეზობა ჩემი აქ მოსვლის შემდეგ. მთელი კვირის განმავლობაში, ყველა საუბრობდა "ევერტონის" მოუგებელ სერიაზე, ჩვენ კი დღეს ასე ვითამაშეთ და ამისთვის ჩემს გუნდს კომპლიმენტები ეკუთვნის. ამავდროულად, დამერწმუნეთ, რომ ყოველთვის ასე არ იქნება.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

კლაინი კარგ ფიზიკურ კონდიციებშია. ეს ინგსი სოლანკე არაფრის მაქნისები. ვეინალდუმმა ძაან კარგად ითამაშა. კარიუსის მშრალი კარიც აღსანიშნავია. ერთი ძაან მაგარი ბურთი აუღო ბოლასის. აღარ მოვა მეკარე ზაფხულში

კლავანიც უნდა ავღნიშნო, საკმაოდ საიმედო მცველია

DIMAX777
მომხმარებელი

სასწაულ თამაშს არ მოველოდი ...სასწაული თამაში რო მენახა უფრო გამიკვირდებოდა ვიდრე ასეთი

reversi
VIP Member

ვეინალდუმი რაღაცას გავდა მაინც ახლა გვჭირდება ძალიან და რამე მოახერხოს რა
კლაინი ძაან დონეა მაგრა მევასება სტაბილური მცველია და ძირითადშიც ეგ იქნება არნოლდი კი უამრავ პოზიციაზე შეიძლება გუნდს გამოადგეს როტაციაში + მარჯვენა ნახევარმცველად პლიუს ცენტრში მისი პასის პატრონს არ გაუჭირდება ამასწინათ წავიკითხე ლაიფციგს უნდოდა ზამთარში და კეიტას უშვებდნენო მარა უარი მიიღესო ძაან გამისწორდა პროსტა კლაინი რო იქნება ფორმაშ ეგ უნდა იდგეს 2 წელი მინიმუმ

liverpool-fan
VIP Member

ვეინალდუმი ჩამშლელზე კარგი იყო დღეს... ისე მერსიდაიდული დერბი ყვითლის გარეშე ვერ წარმომიდგენია

s_u_a_r_e_z
მომხმარებელი

ციტატა: gio_chyoi
კლაინი კარგ ფიზიკურ კონდიციებშია. ეს ინგსი სოლანკე არაფრის მაქნისები. ვეინალდუმმა ძაან კარგად ითამაშა. კარიუსის მშრალი კარიც აღსანიშნავია. ერთი ძაან მაგარი ბურთი აუღო ბოლასის. აღარ მოვა მეკარე ზაფხულში

კლავანიც უნდა ავღნიშნო, საკმაოდ საიმედო მცველია

ბელგიელი თუ წავიდა მოვა ალბათ ვიღაც მაინც

gio_chyoi
რედაქტორი

ციტატა: s_u_a_r_e_z
ციტატა: gio_chyoi
კლაინი კარგ ფიზიკურ კონდიციებშია. ეს ინგსი სოლანკე არაფრის მაქნისები. ვეინალდუმმა ძაან კარგად ითამაშა. კარიუსის მშრალი კარიც აღსანიშნავია. ერთი ძაან მაგარი ბურთი აუღო ბოლასის. აღარ მოვა მეკარე ზაფხულში

კლავანიც უნდა ავღნიშნო, საკმაოდ საიმედო მცველია

ბელგიელი თუ წავიდა მოვა ალბათ ვიღაც მაინც

მინოლე აუცილებლად წავა მარა მაინც არ მოვა აღარავინ.იმიტო რო უორდი გვყავს და პლიუს ახალგაზრდულ გუნდშიც არიან მეკარეები

aleqsa
მომხმარებელი

klaini ramdeni wlisaa

LUIS SUARES 001
VIP Member

რომ არა განმეორებითი თამაში სიტისთან ძირითადი კამანდით ვითამაშებდით და ევერტონს გადავახევდით ბურთს თავზე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.04.2018


  • რომა

მიმოხილვა


  • ვესტ ბრომვიჩი
  • 2:2

    21.04.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

დეიან ლოვრენი

მეტოქე - მანჩესტერ სიტი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze