"ენფილდური" სასწაული (ტაქტიკური ანალიზი)

ავტორი: RUSH, 9-04-2018, 07:36, კატეგორია - სიახლეები, 1 257, 11


შესავალი ბანალურია - სახვითი ხაზები, მომაწვა გაზები ?! სქელი თავისუფალი არეალები, აუთსაიდერი გლეხის ყიჟინა თუ ჩემდათავად აქ ჩამომსვლელის შინაგანი სამყარო, ანალიზს ბევრი სოციალურ-კულტურული მოვლენა საჭიროებს, მაგრამ ლაკონიურობის ჩარჩო არ დავარღვიოთ, გავატაროთ რა "ენფილდის" მეოთხედ-ფინალური პერიპეტიები საცერში. წარმოუდგენელი რამ მოხდა, "ლივერპულმა" იანვრის სუბმისია კვლავ გამოსახა და აი, კვლავ დაიწერა ლამაზი ისტორია; მაგრამ პეპ, პეპ, პეპ!!!!!! საკუთარი თაობის უდიდესი მენეჯერი და უძლიერესი ტაქტიკური ნოვატორი, ნუთუ ისევ იჩაგრება კოპის მონოტორიუმთან, კიდე მოუმზადებელი მოხვედი, დაჯექი ორიანი;

არადა, ყველამ ვიცით საფეხბურთო დო და რე, ანი-ბანიც - გვარდიოლამ სინამდვილეში ბევრი რამ შეცვალა: პირველ რიგში, პრემიერ-ლიგურ შეხვედრაში მარტო დატოვებულ ფერნანდინიოს, უკვე ლიგაზე, მყარად ცენტრში ორიენტირებული დე ბრუინი შეუწყვილა, რათა პრესინგი აერიდებინა და დაცვიდან ნახევარდაცვაში პასები ისევ გრძელი კროსებით არ ეკეთებინა; მეორე იყო, შენ ხარ ჩემი ბატონი, გიუნდოგანის მარჯვენა ფლანგზე გამწესების ფორმულირებადი აქტივი, თურქო-გერმანელს მკვეთრად დაცვითი ფუნქციები და ვოლკერის პერსო დახმარება ევალებოდა, აღარაფერს ვამბობ იმ უტოპიურ ჩანაფიქრზე, რომ ზედმეტი ნახევარმცველი თითქოს ცენტრს დაიჭერდა, ვეღარ ვითმენ, აქ უკვე ჩამეცინა; მოკლედ და ამგვარად, რატომღაც ესპანელმა მენეჯერმა იფიქრა, რომ პრემიერ-ლიგური შეხვედრა უბრალოდ გამონაკლისი და მისი გუნდის ჩავარდნა იყო, ის ვერც წარმოიდგენდა, რომ ამ ცვლილებების შემდგომაც მომაკვდინებელ კონტრ-პრესინგს მიიღებდა, ყველაფერი წითლების ჟანრში წარიმართა.

"მან სიტი" ასევე მკაფიოდ ჩამოყალიბებული იყო იმაში თუ როგორ უნდა შეეტია - ფსონი არნოლდის გამოუცდელობასა და სანეს ჰიპერ-აქტიულობაზე გაკეთდა, ვოლკერი & გუნდოგანის წყვილიც კი, ვინც მარჯვენა ფლანგი ჩაიბარა, მუდმივად ბურთისთვის ფლანგის შეცვლას ლამობდა, არადა ეგ ბურთი გაბი ჟესუსზე რო ეწვდიათ, ვინ იცის რას გამორჩებოდნენ... "ქალაქელების" სათამაშო ბაზისი შესაძლოა ქაღალდზე იდეალურად მოსჩანდა, თუმცა ყველაფერი ისე გამოვიდა, რომ "ლივერპული" ბურთითაც და უბურთოთაც წამის მეასედს არ ხარჯავდა, ცდილობდა რა აესრულებინა ოცნებასთან კოჰაბიტირებული ჩანაფიქრები - საქმე იქამდე მივიდა, რომ სამბურთიანი უპირატესობით ელოდება ნახევარ-ფინალურ საგზურს.

რას აკეთებდა მერსისპირული გიგანტი და რაზე აწყობდა თამაშს, ესეც ხომ საინტერესოა?! ბურთის გარეშე, წითლების მონახაზი ტიპიური 4-5-1 გახლდათ, სადაც ფირმინო ფერნანდინიოზე პრესინგითა და ნახევარმცველების პერმანენტული დაზღვევებით, სალაჰს ტოვებდა ნომინალურ ფორვარდად. რაც შეეხება მომოსა და სადიოს, ისინი მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქის დაცვის შეწუხებას, მარტივი უპირატესობით, სისწრაფით ცდილობდნენ. გაგიკვირდებათ და მრავალი წლის შემდეგ, (ეს ალბათ "მანჩესტერელების" დაბალ მოთამაშეთა ბრალია) ჩვენც ვითამაშეთ მეორე სართულზე აქცენტირებით, გარდა სათამაშო პრესინგისა, საჰაერო შევიწროვების თეორიულ-პრაქტიკული გამოსახვა ვპოვეთ, ანუ თითოეული მოგებული მეორე სართული, რეალურად, მოწინააღმდეგისთვის ახალ კონტრ-იერიშად ვაქციეთ.

ვოლკერი & გიუნდოგანის წყვილის მარჯვნივ განლაგებით, ფაქტიურად მარცხენა ფლანგი გადაივიწყა მანემ - შეტევის დროს, რობერტონის დამხმარე მილნერი იყო, ხოლო თავდაცვით ქეისში ვან დაიკი აზღვევდა მას; ამ განაჩენის საფუძველზე, მანე უფრო ოტამენდისა და კომპანის სისხლისგამშრობ სუბიექტად იქცა, ვიდრე ტიპიურ ვინგერად, გენებოთ შემტევად. ხდებოდა ისეც, რომ მარტო ვოლკერს უწევდა მარჯვენა ფლანგიდან შეტევა, რაც თვისობრივად აგრესიის, უკუ-აგრესიაში გარდასახვის მაგალითს გვიყალიბებდა - დაკარგული ბურთის შემდეგ, მის პოზიციას ნახევარმცველი აზღვევდა, ხოლო ცენტრში დიდი ნაპრალები ჩნდებოდა. განსაკუთრებით, გაბი ჟესუსის სრულიად კონტექსტიდან ამოვარდნამ და მოხუც სილვასთან ენერგიული ჩემბერლენის ვიზავირებამ, აგრეთვე იმ საერთო მუხტმა, რასაც 1892 წელს აშენებული სტადიონის ატმოსფერო ჰქვია, ეს-ესეა პეპისთვის ელექტროსკამი გაამზადა.


რასაკვირველია, თუ წარმატებას ვახსენებთ, ლომის წილი გეგენ-პრესინგის საყოველთაოდ ცნობილ მემორანდუმშია. 5 ნახევარმცველიდან და მათ სიაში მანე-ფირმინოც შედიოდნენ, თითოეული ბურთიან მეტოქეზე ღრმა ზეწოლას ახორციელებდა, რასაც მათი მხრიდან ხან უაზრო უკან პასი, ხანაც არა გონივრული ქმედება, ბურთის დაკარგვის რეზულტატით მოჰყვებოდა. ეს მიზანმიმართული, პროვოცირებულ-ინდუიციური პრესი უბრალოდ განაჩენია თუ ეფექტურობას იოტისოდენი კოეფიციენტი მაინც მოაკლდა, გვახსოვს "კარაბაო თასი" და "არსენალი", ისიც გვახსოვს, რა მარტივად დაგლიჯა პეპიტომ "მეთოფეები".

ჯერჯერობით, მაინც "სიტიზე" გვაქვს საუბარი და იმაზე თუ როგორ ცდილობდა არნოლდის წნეხში მოქცევას სრულიად "მანჩესტერი". მაგრამ მეტი თვალსაჩინოებისთვის, შეგვიძლია სტატისტიკური ფურცლები ავაფრიალოთ - ვოლკერმა ბურთი ოთხჯერ დაკარგა, ამავე რაოდენობით გამოირჩა ლეროი სანეც, გამოსაყოფია მანეს სამი წარმატებული ართმევა და 5 წარმატებული დრიბლინგი ოტამენდის წინააღმდეგ. ლაპორტე მხოლოდ იმისთვის იყო მწვანე მინდორზე, რომ ეგვიპტელისა და ახლად მოშუშებული კომპანის სექსუალური აქტი არ შემდგარიყო. ყველას გამორჩა ჩემბერლენი, ჩემბერლენზე გადასვლით, ყველას ავიწყდებოდა ფირმინო, ბრაზილიელი სამბა კაცის მოძრაობებით და სხარტი გადაწყვეტილებებით, უკვე სალაჰი-მანე რჩებოდნენ ბედის ანაბარა, ასე, რომ გვარდიოლაზეა ნათქვამი: "გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო!"


#visionary 1

"მან. სიტის" ულტრა-დაცვითმა ტრივიამ, (ოტამენდი, კომპანი, ლაპორტე - ვოლკერი უფრო შეტევისკენ იყო ორიენტირებული) "ლივერპულს" ისეთი ნაპრალების გარღვევის საშუალება მისცა, რასაც ისინი არ ელოდნენ. თუ კარგად დავძაბავთ გონებას და უახლოეს წარსულში გადავეშვებით, გავიხსენებთ მეტოქის 5 მცველიან ტაქტიკებს "ჰოფენჰაიმთან", "არსენალთან" (4-0) გამართულ მატჩებს, უმალ ამოგვიტივტივდება ჩვენი სათამაშო სქემა - აღნიშნულ შეხვედრებში მთავარ შესატევ პლაცდარმად არა თუ ცენტრიდან შეტევა იყო წარმოდგენილი, არამედ მანესა და სალაჰის one-on-one სიტუაციებით აგრესიული არხების ძიების სურვილი;


ანალოგიურად, გრაფიკი ასევე აჩვენებს, "მან. სიტის" one-on-one შესატევი პლაცდარმის ძიებისკენ მიმართულ სათამაშო ხასიათს, ორივე გუნდმა როგორც ვხედავთ, ფლანგები დატვირთა; რაც ყველაზე ყურადსაღებია, გვარდიოლას ნომინალურად განაპირა მცველების შეტევაში ჩართვა არ უთხოვია, ის მოწინააღმდეგის შემტევი ტრიოსა და ჩემბერლენის ამოკეტვით უფრო იყო დაინტერესებული. და საპირისპიროდ, არც სანე იკლავდა თავს დაცვაში ჩამოსვლით, ის მარტივად, განხილული იყო როგორც კონტრ-შეტევისა თუ სტანდარტული შეტევის კოზირი, რამაც გამოიწვია ის, რომ ჩვენი შემტევი ტრიო, განაპირა მცველების დახმარებით one-on-one სიტუაციის მაგივრად უკვე two-on-one სათამაშო ხაზით გადაადგილდებოდნენ მეტოქის საჯარიმოში (ნაგულისხმევია რობერტსონი და არნოლდი); მანე, სალაჰი, სანე, ზაჰა, აზარი, მარსიალი და ძმანი მათნი ერთი-ერთზე სიტუაციებში უბადლონი არიან და ეს ახალი ამბავი არაა; აი, "ლივერპული" - "მან. სიტის" შეხვედრაში კი ისე მოხდა, რომ ჩვენი ვინგერები უმრავლესობით უტევდნენ, ხოლო სანეს შემთხვევა ულტრა სპეციფიური გამოდგა, აქ ერთი რამ უნდა ითქვას, თინეიჯერმა ბიჭმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფლანგი გააქრო, აღსანიშნავია ლოვრენის დახმარება და ბრწყინვალე პერფორმანსი, რამაც უფრო გაა-ადვილა მდგომარეობა.

#visionary 2



მსურს, კიდევ ერთხელ შევეხო, ჩვენს ფანტასტიურ ასპარეზობას ჰაერში, 13-ჯერ მოგებული საჰაერო დუელი მართლაც შთამბეჭდავი ციფრია; შესაძლოა ძალიან უაზრო სტატისტიკად მოჩანდეს ზემოთთქმული, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ "სიტის" ბურთის გაგორების მაგივრად, მაღალ პასებზე გადასვლა ვაიძულეთ.

პირველი ტაიმის სათამაშო ხასიათიდან გამომდინარე, უდავოა, რომ გვარდიოლას ჩანაფიქრები კოლექტივმა ვერ შეასრულა, 3 გაშვებული გოლი და შოკური თერაპია სულ სხვა რამეა, რასაც ამოხსნები ვერ ესადაგება, ეს სუფთად ემოციურ-ფსიქიკური ფენომენია, ფოიერბახზე საუბარი კიდე მე მეზარება; რაც შეეხება მეორე ნახევარს, "სიტიმ" ბურთი დაიჭირა, თუმცა დაიჭირა ალბათ ისევ კლოპის სურვილისამებრ - სხვათაშორის, იურგენმა პრეს-კონფერენციაზე ეს ფაქტი ახსენა და საჯაროდ მოინანია კიდეც, რომ "ფეხბურთის თამაშის" ნაცვლად, გუნდმა უძლური, საჯარიმოში ჩამჯდარი სუბიექტი განასახიერა, ეს ყველაფერი რათქმაუნდა არ ყოფილა არც თავმდაბლობის გამოხატულება და არც დამარცხებული მეტოქის პატივისცემა, ყველამ კარგად შეამჩნია, რომ მეორე ტაიმში გუნდმა კარისკენაც არ დაარტყა და სამ ბურთიანი უპირატესობის განიავების სერიოზული რისკები დააყენა დღის წესრიგში, საბედნიეროდ, ლომის ხახაში გაყოფილი თავი უვნებელი გამოძვრა!

ჰენდერსონისა და ჯანის დანაკლისი, უეჭველად, ლომთან კიდევ ერთი გაბრძოლების მაგვარია, მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმს მილნერი კვლავაც მოიძებნება, ვისაც 6 პოზიციაზე შეუძლია თამაში და ვინც პასუხისმგებელია ილუსტრირდეს აბსოლუტურად ყველგან.


ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი მისაღებია, ის კი არა ამაზე ბევრი ფლაგმანი იოცნებებდა კიდეც; ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, "სიტიმ" საუკეთესო ფეხბურთისგან ძალიან შორს მყოფი პერფორმანსი დადო, გაუუქმდათ სუფთა გოლი, სადავო იყო არ დადებული თერთმეტმეტრიანის ეპიზოდიც. ბევრი კონტრ-არგუმენტირებების მიუხედავად, კლოპმა 100 პროცენტით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მეორე ნახევარი ყრუ დაცვაში გაატარა, პრინციპში ამაზე გარისკაც ითქმის, ორ-ბურთიანი სხვაობა დღეის მდგომარეობით, როცა აგუერო დაბრუნდა, უდიდესი დანაკლისი გაგვაჩნია და სალაჰს არ უთამაშია აგერ უკვე თამაშ-ნახევარია ფაქტობრივად შანსებს გაათანაბრებდა. მეორე თამაში წინაა, კლოპს კი უღრმესი მადლობა თითოეული ჩვენთაგანისგან იმ სათამაშო ინტელექტის გამოვლენისთვის, ზღვა ემოციებისთვისა და გლობალური აღიარებისთვის, რაც მან ოთხშაბათ საღამოს გვაჩუქა!


#visionary 3

დასასრულისთვის, მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე ცხელი რუკა, სადაც გადმოცემულია ფეხბურთელების მოძრაობისა და თამაშში ჩართულობის გრაფიკები:

მილი & დე ბრუინი

ოქსი & ფერნანდინიო


ჰენდერსონი & გიუნდოგანი

სალაჰი & სილვა

ფირმინო & სანე

მანე & გაბი ჟესუსი

კომენტარები


chipe888
მომხმარებელი

RUSH დიდი მადლობა! ერთი სიამოვნებაა ესეთი სტატიის წაკითხვა. კითხულობ და გინდა არ დამთავრდეს.

რაც შეხება თამაშს, გეტყვით რო სესქსუალური აქტი მაინც შედგა,ოღონ გუნდი გუნდზე. რა იქნება ხვალინდელ თამაშზე არავინ იცის,მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ მხოლოდ,რომ კლოპი და კამპანია არ დასთმობს ამ უპირატესობას. ფსიქოლოგიური მუხტი ჩვენ მხარესაა იმ თამაშის და ამ შაბათს გამართული შეხვედრებითაც. ევერტონთან ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა თამაში და მინიმუმი გაკეთებულია, არ შევწყვიტეთ წაუგებელი სერია თანაქალაქელთან და საწირო ქულა ჩავიწერეთ აქტივში,თან ძალების დაზოგვით. საპირისპირო მდგომარეობაა მეტოქის ბანაკში. სიტის ქონდა შანსი და ეს შანსი მდგომარეობს შემდეგში: საძულველი თანაქალაქელის დამარცხება და ჩემპიონობის გააოფიციალურება,რომელიც გადაფარვდა ლივერპულთან სირცხვილს, სიტის უნდა ქონოდა მუხტი,რომ კარგი განწყობა შექმნა მეორე თამაშისთვის და დამაჯერებელი გამარჯვება უბრალოდ უნდა მოეპინა ამისთვის. რა ჰქმნეს სეპარატისტის ბიჭებმა ამის ნაცვლად: გაანიავეს 2 ბურთიანი უპირატესობა და თამაშიც დათმეს. არავინ თქვას,რომ ლივერპულის გამოგდება უფრო მნიშვნელოვანი იქნება სიტის ფანებისთვის,ვიდრე მანცესტერის დამარცხება და ისტორიული ჩემპიონობა. რომ კითხო სიტის მაჩანჩალა ფანს რომელი ურჩევნია დაფიქრდება და იტყვის ქალაქში გაბღინძული სიარული ურჩევნია, რატომ? იმიტომ სიტის ფანები დაჩაგრულები იყვნენ წლების მანძილზე და ეს იქნებოდა დაჩაგრულთა შურისძიება. აქ ერთი მომენტია გამოსაყოფი: 2 ბურთიანი უპირატესობის ვერ შენარჩუნება,გუნდთან რომელიც დაცვიდან თამაშობს და 3 ბურთის გაშვება. ეს არის ლივერპულის ფსიქოლოგიური უპირატესობა და თუ მანჩესტერთან ვერ შეინარჩუნეს უპირატესობა, რატომ უნდა იყვნენ დარწმუნებული,რომ იმ გუნდთან შეინარჩუებენ მინიმუმ 3 ბურთიან უპირატესობას,რომელსაც 100 ბევრად მეტი გოლი აქვს გატანილი,ასევე ამ გუნდს 1 გოლი უნდა ყველაფრის მათთვის თავდაყირა დასაყენებლად. ფაქტია, ლივერპული საკადრო პრობლემებით ხვდება ამ თამაშს და კაცმა არ იცის ითამაშებს თუ არა ჯანი და სალაჰი. ლივერპულს არ აქვს არჩევანი დაცვის შერჩევის და ეს მავანს ჰგონია სიტის უპირატესობა და მაინც რა შეიძლება იყოს სიტის უპირატესობა? მე არ ვიცი, ალბათ სასწაული,რომლისაც არ მჯერა და შედარება სიტის იმ ბარსელონასთან,რომელსაც ნეიმარი,მესი და სუარესი ყავდა, ლივერპულის იმ პსჟთან შედარება,რომელსაც შეკოწიწებული შემადგენლობა ყავდა და მთავარი კლოპის ემერისთან შედარება, ეს უფრო გაზეთების გაყიდვების ზრდას ემსახურება და საქმე არ აქვს რეალობათან. იმის გახსენება,რომ სიტიმ 5-0 დამარცხა ლივერპული ეტიჰადზე, არც ეს იქნება რეალობასთან ახლოს,რადგან მანეს გაძევებამდე უპირატესობა ლივერპული ფლობდა და არ ვიტყვი,რომ ჩვენ მოვიგებდით იმ თამაშს და არც იმას,რომ ლივე 0 დატოვებდა იმ თამაშს და სიტი 5 გაიტანდა. ის იყო საჩუქრი მსაჯობის და არა ერთხელ ვნახეთ იგივე სიტუაცია და ყვითელი ბარათი. ბოლოსკენ, გეტყვით,რომ თავიდანვე სასწაული სჭირდებოდა სიტის,რომ გამოეგდო გიგანტი მერსისპირეთიდან და ახლაც იგივე სჭირდება. ჩვენ კი ვისიამოვნოთ, დავტკბეთ ჩვენი საყვარელი გუნდის თამაშით და სიტიმ თვითონ იფიქროს რას და როგორ იზავს. მინდა ყველას ისევ მოგილოცოთ აღდგომის დღესასწაული და წარმატებები გისურვოთ, ყველა სკაუზერს და ყველა ქართველს YNWA

liverpool-fan
VIP Member

ბრავო გიო ვეთანხმები ჩიპეს კითხულობ და არ გინდა რომ დასრულდეს.
რაც შეეხება ხვალინდელ დღეს ისევ ისეთი პრესინგი უნდა გააგრძელონ ჰენდოს მაგივრად ჯინი იდგება მეტი არაფერი ყრუ დაცვაში ჩაჯდომა დაგვღუპავს ერთი კონტრშეტევა გვინდა 30 წუთისთვის და დავასრულოდ ყველაფერი

LUIS SUARES 001
VIP Member

რაშ რაშ და ისევ რაშ,საღო ძმაო მაგარი სტატიაა როგორც ყოველთვის..ხვალ ისევ შედგება სექსუალური კავშირი და ისევ სიტი იქნება გაბახებული

GoGson
VIP Member

Bodishit inglisuri klaviaturistvis..

Rushis statiaze agarafers vambob, madloba !

absoliturad yvelas damsaxureba iyo gundshi im tamashis mogeba , magram gansakutrebit minda gamovyo arnoldi da lovreni .. am or fexburtelze gaketda akcenti da yvela eloda sanes benefiss (mat shoris scouserebic ) magram.... ))

xvalac unda ikacos arnoldam..

xo ise manes dubls veli... samagiero unda gadauxados etihads

gio_chyoi
რედაქტორი

კარგი სტატიაა გიო ყოჩაღ. ყველანაირად ვაჯობეთ გუარდიოლას. იმათ შეიძლება არ გაუმართლათ გოლი არ ჩაუთვალეს მაგრამ ჩვენ სალაჰი დაგვიშავდა და კაცმა არ იცის რა იქნებოდა ეგ რო დარჩენილიყო მოედანზე ბოლომდე.
ერთი ეს ჯანდაბა სიტი მოგვაშორებინა მეტი არ მინდა არაფერი. აღარავის აღარ შემეშინდება მერე

Real IsT
მომხმარებელი

ლივერპული აუცილებლად გავა შემდეგ ეტაპზე,მთავარია კონცენტრაცია არ დაკარგონ მატჩის დროს,რაც ხშირად ახასიათებს ლივერპულს

johnson
ადმინისტრატორი

პირველ რიგში დიდი მადლობა ავტორს ! 8

ყველა ვთანხმდებით რომ პირველ მატჩში ტაქტიკურად აჯობა კლოპმა გვარდიოლას და პრაქტიკულად იდეალური შედეგი დადო. მეტოქის ნახევარზე დაწყებული პრესინგი ძალიან მაგარი იყო და გაამართლა კიდეც.

ვნახოთ ხვალ რა იქნება. წესით და რიგით უნდა გავიდეთ

Ynwa Scousers
VIP Member

მე სიტი მოტოვებული მგონია უკვე და შემდეგი ეტაპის თამაშზე ვფიქრობ უკვე

lasha77
VIP Member

რა სანახაობა იქნება ხვალ :დ :დ კლოპი არ ჩადგება . გამოიყენებს იმ შანსს რომ სიტი თავქუდმოგლეჯილი შეუტევს . პირველ 20 წუთში თუ ვერ გაგვიტანენ გოლს ეს იქნება სიტის პანიკაში ჩავარდნის კარგი დასაწყისი . მერე უკვე შესაძლებელიბიქნება ტაიმის ბოლომდე ერთი გოლი შეაგდონ ჩვენებმა

_z_l
მომხმარებელი

კარგი სტატიაა, მადლობა. ხვალ ერთი გოლი ისე გვინდა, როგორც არასდროს. აშკარაა, რომ სიტის დაცვა მორღვეულია, ფსიქოლოგიურად კარგ მდგომარეობაში არ არიან. პირველი მეოთხედფინალი დიდ იანგარიშით წააგეს და იუნაიტედთან დაგეგმილი საჩემპიონო ზეიმი ჩაეშალათ, თან როგორ, 2:0-დან წააგეს. არა მგონია, ამის მერე დიდი ანგარიშით მოგვიგონ

liverpool33
მომხმარებელი

უბრალოდ გენიოსია ეს კაცი, კიდევ თუ მოუგო და ... მერე მართლა ჩამოიხრჩობს თავს გვარდიოლა ))) ლივერპულისთვის უფრო ჩანდა ეტიჰარდზე გამართული მატჩი ჩაგდებულად ვიდრე სიტისთვის ეგ პერიოდი
დარწმუნებული ვარ შემდეგ ეტაპზე გავალთ მაგრამ ისევ იმჟინით უნდა ითამაშონ რაც ემფილდზე თორემ მაგარი გაუჭირდებათ, მემგონი იმაში ყველა დამეთანხმება რომ რაც ლივერპულმა 30წუთის განმავლობაში სიტის გაუკეთა იმის გაკეთება 90წუტის განმავლობაში სავსებით შესაძლებელია სიტის მხრიდან

და კიდევ ერთი ოტამენდი რომ პრემიერ ლიგის საუკეთესო მცველებს შორის არის ეგ იმის ფონზე რომ სიტის უმრავლესობა მატჩებში 70% მეტი მაჩველებელი აქვს პრაქთიკულად შეტევას არ უშვებენ და ვინც უტევს კიდე როგორ დგეშიცაა ყველა ხედავს არ ვამბობ რომ დაბალი დონის მცველიათქო უბრალოდ მაგაზე ბევრად კარგი მცველები ჰყავს პრემიერ ლიგას

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 23:59 სთ.


  • დორტმუნდის ბორუსია
  • VS

    22.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ბლექბერნ როვერსი
  • 0:2

    19.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
თქვენი აზრით, იქნება თუ არა კიდევ ერთი ტრანსფერი წელს?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ბლექბერნი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze