კლოპის მატჩის წინა პრესკონფერენცია

ავტორი: johnson, 9-04-2018, 19:21, კატეგორია - სიახლეები, 1 189, 7


ხვალ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. როგორც იცით, ამ გუნდების პირველი შეხვედრა მერსისაიდელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

დღეს იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

ფავორიტები
თავდაპირველად გეტყვით, რომ არ მაინტერესებს ასეთი იარლიყების მიკვრა. როცა პრემიერ ლიგის გამარჯვებულის წინააღმდეგ თამაშობ, ფავორიტი ვერ იქნები. ასე იყო გასულ კვირას ასეა ახლაც, არაფერი შეცვლილა. ეს ორ მატჩიანი დაპირისპირებაა და მსაჯის საფინალი სასტვენის შემდეგ გაირკვევა თუ ვინ იქნება გამარჯვებული. დიახ, ჩვენ წინ ვართ, თუმცა სამუშოა ჯერ კიდევ ბევრია. ასე რომ, ამ თემაზე არ ვფიქრობთ, ხვალ მოედანზე გავალთ და ვეცდებით შემდეგი ეტაპის საგზური მოვიპოვოთ.

"სიტის" ზედიზედ 2 მარცხი
როცა პირველ წრეში "ეტიჰადზე" ვითამაშეთ, ჩვენ 5:0 დავმარცხდით. მიუხედავად იმისა, რომ 10 კაცით ვიყავით, ყველამ ნახა "სიტის" დონე. სეზონის დაწყებამდე, მათი ახალწვეულებიც ამაზე მეტყველებდნენ. პეპ გუარდიოლა კი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. ამავდროულად, არ არსებობს იდეალური გუნდი, რადგან ამ სპორტში ამის შანსი არ არსებობს. "სიტი" კი სეზონის უმეტესი ნაწილი, სტაბილურად ახერხებდა იდეალურად თამაშს, ამიტომაც ისინი ქვეყნის ჩემპიონები ხდებიან. ფეხბურთში არსებობს რთული მომენტები და ასე იყო რამდენიმე დღის წინ, როცა მოვიგეთ და შემდეგ უკვე დერბიში მოგვიწია მონაწილეობის მიღება. გარშემო ბევრი პრობლემაა, მაგრამ მათზე ახლა არავინ ფიქრობს.

ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. არ ვფიქრობ, რომ "ბარსელონა" თვლის თავის თავს 1/2 ფინალში გასულს, რადგან ეს ფეხბურთია. აქ ყოველთვის არის პასუხის გაცემის, სიტუაციის შემობრუნების შანსი. ამიტომაც, "სიტის" კვლავ აქვს შანსი. ჩვენ კი ვაპირებთ კვლავ კარგი თამაში შემოგთავაზოთ. თამაშის მოგება ? რატომაც არა. ხალხის დიდი ნაწილი ფიქრობს : "ლივერპული შემდეგ ეტაპზეა, მაგრამ ისინი ხვალ წააგებენ". ეს რთული იქნება, თუმცა როცა თამაში დაიწყება, ჩვენი მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს.

არ ვფიქრობ, რომ მომავალ წელს "სიტი" უფრო ცუდი გუნდი იქნება. მათ წელს ფანსტასიური სეზონი აქვთ, მაგრამ ისინი ადამიანები არიან. ბოლო ორ მატჩში ასეთ შედეგებს კი ალბათ არავინ ელოდა. შეიძლება ითქვას, რომ "იუნაიტედს" ცოტა გაუმართლა კიდეც, რადგან "ქალაქელებს" 5-6 გოლის გატანა შეეძლოთ. "იუნაიტედს" კი ყოველთვის შეუძლია თამაშში დაბრუნება, თუ ამის შანსი არსებობს. თანაც, მათ შუა კვირაში არ უთამაშიათ. მიუხედავად ყველაფრისა, ბევრს გუნდს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მომავალ სეზონში "სიტის" პრობლემები ექნება.

მზადება იმ გუნდთან სათამაშოდ, რომელიც მოედანზე ყველაფერს გააკეთებს
ისინი ყოველთვის ასე იქცევიან. თუ ნახეთ "იუნაიტედთან" მატჩი - იქ მათ პირველ ნახევარში ნორმალური ფეხბურთი გვაჩვენეს და შეეძლეთ მინიმუმ 4 გოლის გატანა. ასე რომ, ჩვენთვის ეს სიურპრიზი არ იქნება. ამიტომაც, ჩვენც საკუთარი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. თუ ისე მოხდება, როგორც ადამიანების უმეტესობა ელოდა, მაშინ "ენფილდზე" დამარცხების შემდეგ, აქ უბრალოდ საკუთარი თავმოყვარეობის შესანარჩუნებლად მოვიდოდით.

საუკეთესო სცენარი
ყველამ იცის თუ როგორი არის ის - თუ 5 გოლს გავიტანთ, მაშინ მეტოქეს გაუჭირდება, თუმცა ეს ნაკლებსავარაუდოა. უბრალოდ, მთელი მატჩის განმავლობაში, უნდა ვიყოთ სტაბილურები, მამაცები, ენერგიულები და ვეცადოთ "სიტის" რაც შეიძლება მეტი პრობლემა შევუქმნათ. თუ შემდეგ ეტაპზე გავალთ, შესაძლოა შევხვდეთ "რეალს", "ბაიერნს" ან "ბარსელონას". ეს ხომ საუკეთესოთა ლიგაა. ეს თავიდანვე ვიცოდით, ამიტომაც ვიყავი აღელვებული მაშინ, როცა ჯგუფურ ეტაპზე გავედით და ეს მღელვარება არც მერე გამქრალა. კვლავ ძალიან ბედნიერები ვართ ამ ტურნირზე თამაშით და გავარდნა არ გვსურს.

ევროპული გამოცდილება
შეგიძლიათ კითხოთ საკუთარ თავს - გეხმარებათ კი თქვენი ბაბუის გამოცდილება ? დარწმუნებული არ ვარ. თქვენ საკუთარი გამოცდილება უნდა მიიღოთ. ახლა აქ განსაკუთრებული განწყობაა და ეს იგრძნობა. ევროპული ღამეები ამ კლუბისთვის მართლაც განსაკუთრებულია და მოლოდინებიც დიდია. ამავდროულად, ჩვენ არ ვართ ამ ტურნირზე "სიტის" მოთამაშეებივით გამოცდილი. ჩემი გუნდის რამდენიმე წევრმა, 2 წლის წინ, ითამაშა ევროპის ლიგის ფინალში, თუმცა როცა ფინალს აგებ, ეს გამოცდილება დიდად ვერ გეხმარება. ხვალ ორივე გუნდს დიდი გამოცდა ელის. საინტერესო იქნება ნახვა, თუ როგორ გაართმევენ ისინი თავს ამ საქმეს.

არის თუ არა რობერტო ფირმინო თავის საუკეთესო ფორმაში("ლივერპულში" მოსვლის დღიდან)

დიახ ! 

კომენტარები


paata8enfild
მომხმარებელი

მჯერა რომ გოლს გავიტანთ, და იმისიც მჯერა რო სიტი ორ გოლზე მეტს ვერ გაიტანს

lasha77
VIP Member

კაია ასე რომ უდგება საქმეს . ისე ათამაშებს გუნდს თითქოს ეს პირველი შეხვედრა იყოს .

Ynwa Scousers
VIP Member

ერთი უნდა შევაგდოთ

gio_chyoi
რედაქტორი

მეც მგონია რომ გავუტანთ ერთს მაინც რა და გავალთ იმედია

GoGson
VIP Member

კლოპ იმენა პიროვნება ხარ !! ხვალ ისე უნდა გავიდეთ მოედანზე თითქოს სეზონის პირველი თამაშია სიტისთან...აი მასე ნამდვილად გავატ მეოთხედფინალში და არა რაღაც იზმენების აკიდებით, დაუმარცხებელ სისხლისმსმელ მონსტ სიტიზე )))) სწრაფი გოლის მჯერა და სიტის დაბომბვის მერე , 1-1 ია ეგ თამაში ან 2-1 . ვინ იგებსვარვიცი :დდდ

liverpool-fan
VIP Member

გაფიქრებაც არ მინდა მარა თუ მოხდა და ვერ გავედით პირველ რიგში კლოპს ბრალდება 3 ბურთიანი უპირატესობა უნდა გამოიყენოს, როგორი თამაში წავა თავიდან აი ეგაა სწრადი გოლი არ უნდა გავუშვათ სიტი მაგაზე გააკეთებს აქცენტს და ყურადღებით უნდა იყვნენ მობილიზება ყრუ დაცვა დამღუპველი იქნება პრესინგი 1 კონტრშეტევა და ფინიტო ლაკომედია ))

Kabula 543
მომხმარებელი

Awe're chvenia ligaaaa

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 23:59 სთ.


  • დორტმუნდის ბორუსია
  • VS

    22.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ბლექბერნ როვერსი
  • 0:2

    19.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
თქვენი აზრით, იქნება თუ არა კიდევ ერთი ტრანსფერი წელს?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ბლექბერნი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze