სერია ა-ს ორი ვარსკვლავი რადარზე

ავტორი: gio_chyoi, 10-04-2018, 15:21, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 274, 23


დღეს "ლივერპულს" სერია ა-ს ორი ვარსკვლავი დაუკავშირეს.

პირველია ტურინის "იუვენტუსის" სენსაციური შემტევი პაულო დიბალა, რომელიც ფილიპე კოუტინიოს შემცვლელად განიხილება.

ხოლო მეორეა უფრო ახალგაზრდა და ნაკლებად სახელოვანი ფედერიკო კიეზა, რომელიც ფლორენციურ "ფიორენტინაში" ასპარეზობს. მას შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში.

ორივე სატრანსფერო ჭორის შესახებ Guardian იტყობინება. პირველი ინფორმაციის წყაროდ Sport Mediaset არის მითითებული, ხოლო მეორესი - talkSPORT. ეს უკანასკნელი ციტირებს ფლორენციელთა თავკაცის სტეფანო პილის სიტყვებს სადაც იგი აცხადებს, რომ "არ იცის, გაიყიდება თუ არა ფედერიკო კიეზა".

პაულო დიბალა მსოფლიო კლასის ტალანტია, თუმცა მან ჯერ კიდევ ვერ წარმოაჩინა ბოლომდე საკუთარი პოტენციალი. რა თქმა უნდა სქაუზერები დიდი სიხარულით შეხვდებოდნენ მის ტრანსფერს.

მართალია არგენტინელი ტიპიური 10 ნომერი, ან მეორე ფორვადად მოთამაშეა და კლოპის 4-3-3 წყობაში მისი ადგილი არ არის, თუმცა არც ფილიპე კოუტინიოს სათამაშო პოზიცია იყო ის, სადაც მას უკანასკნელ პერიოდში კლოპი ათამაშებდა.

რაც შეეხება ფედერიკო კიეზას, იგი ძალიან კარგი ოპცია იქნებოდა გუნდისთვის მანესა და სალაჰის შესაცვლელად.

ამჟამად ჩვენ არ გვყავს ასეთი სწრაფი გარემარბი-ფორვარდები როგორიც სალაჰია, რაც კარგად გამოჩნდა გასულ დერბიში.

ხოლო რამდენად ნამდვილია ეს ინტერესი ამას დრო გვიჩვენებს. 

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

რა თქმა უნდა დიბალა უმაგრესი ტრანსფერი იქნებოდა. კოუტინიოსავით დაწევდა მაგასაც ცოტა უკან და ცენტრში 3 კაცი იქნებოდა, 1 ჩამშლელი უკან მაგის ცოტა წინ კეიტა და უფრო წინ დიბალა.
კიეზას რაც შეეხება დიდ ტალანტად ითვლება და რაც მართლა კლოპს მოსწონს უნივერსალია და წინ ყველგან თამაშობს. საკმაოდ ტექნიკურია და ჭკვიანი მოთამაშეა

თან ეს კიეზა ორივე ფეხს კარგად ხმარობს

reversi
VIP Member

კიეზა რეალურია
დიბალა არამგონია

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
სურვილი რამდენლად რეალური იქნება კლოპსი დიბალაზე თორე რო მოუნდეს დარწმუნებული ვარ რო იყიდიან

mamuka1985
მომხმარებელი

აყუუუ დიბალა რომ დაითრიოს რა გაასწორებს

James Pearce
VIP Member

აუ დიბალა მაგარი ტრანსფერი იქნებოდა მაგრამ არამგონია გამოვიდეს :( ეს კიეზა არვიცი კარგი ფეხბურთელი ჩანს

gio_chyoi
რედაქტორი

James Pearce,
არადა ფული აქვთ ჩვენებს და თვითონ დიბალასთვისაც ძალიან დიდი გამოწვევა იქნება ლივერპული და პრემიერ ლიგა. ლპება იმ იუვენტუსში რამდენჯერ უნდა მოიგოს ის სერია ა. აქ ბევრად განვითარდებოდა და თან კლოპის ფაქტორიც დიდია

არადა ერთი game-changer გვინდა გუნდში და მითუმეტეს ნახევარდაცვაში რა. ადრე ჯერარდი იყო, ეხლა ბოლოს კოუტინიოს გვყავდა. ერთი ეგეთი ტიპი გვინდა ნახევარდაცვაში ვისაც თავის თავზე შეეძლება აღება რა

reversi
VIP Member

კიეზაზე ზამთარში ვწერდი და პროსტა ჰაერზე სურვილის გამო არ ვწერდი მარტო სკამისთვის იდეალური შემტევი იყო
კიეზა
ლეონ ბაილი
მიკელ ოიარზაბალი
ჟელსონი
ჟელსონი ნაკლებად მეგონა და ნაკლებ სავარაუდო იყო კიდეც ლიგაზე ვერ გამოვიყენებდით დალშე სამივე შეიძლებოდა ზამთარში ლიგაზე დავაყენებდიტ ხოლმე ან ლიგაზე თუ არა ეპლში დაასვენებდა ხალხს და მაგალითად ევერტონთან ინგსის კრაიზე სირბილის ყურება არ მოგვიწევდა

Capitan
მომხმარებელი

dibaa dzalian magariaaa 10 iani miecit da klopos xelshi bevrad magari iqneba ))) 6 ianic sayidia vinme magari chamshleli keitastan ertad da martla saswauli gundi gveyoleba)))

James Pearce
VIP Member

ციტატა: gio_chyoi
James Pearce,
არადა ფული აქვთ ჩვენებს და თვითონ დიბალასთვისაც ძალიან დიდი გამოწვევა იქნება ლივერპული და პრემიერ ლიგა. ლპება იმ იუვენტუსში რამდენჯერ უნდა მოიგოს ის სერია ა. აქ ბევრად განვითარდებოდა და თან კლოპის ფაქტორიც დიდია

არადა ერთი game-changer გვინდა გუნდში და მითუმეტეს ნახევარდაცვაში რა. ადრე ჯერარდი იყო, ეხლა ბოლოს კოუტინიოს გვყავდა. ერთი ეგეთი ტიპი გვინდა ნახევარდაცვაში ვისაც თავის თავზე შეეძლება აღება რა

კი ეგრეა იმედია კლოპს მოუნდება მართლა დიბალა და იყიდის მთავარი კლოპოს სურვილია და მერე რავი არ ჩანს არარეალურუ ეს ტრანსფერი

GoGson
მომხმარებელი

მადლბა გიო საინტერესო სტატიისთვის
1. პირველ რიგში ორივე გამორიცხული მგონია ბევრი მიზეზის გამო, დიბალა განსაკუთრებით
2.დღევანდელ დღეს ვერც ვიაზრებ და ვერ ვფიქრობ კონკრეტულ ტრანსფერებზე, ეტიჰადზეა ჩემი გონება3
3 .გაგიკვირდებათ და დიბალა რომც დავითრიოთ 150 მილიონად არიქა და სიხარულისგან გავგიჟდებითქო არა, ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ დიბალას უკან დაწევას და იმაზე დათანხმებას მისი მხრიდან რო შემტევ ტრიოს დაეხმარება გოლების გატანაში.. ჩემი არაპროფესიონალური აზრით სივრცეებდ სივრცეებს შეუზღუდავს 3 ვეს ტრიოს და ისეთი პროდუქტიულები ვეღარ იქნებიან ხშირ შემთხვევაში , მე მაინც მგონია რო უფრო კოუს , ბრუინის ან ერიქსენის ტიპაჟი გვინდა ვიდრე დიბალა მითუმეტეს დიდ მაყუთად (არ ვუარყოფ რომ ერთერტი საუკეთესოა)

ამ კიეზაზე კიდე რაგითხრათ, იტალიელებს (ინსინიეს გარდა) სკეპტიკურად ვუყურებ ძაან, თან "პირველწლიანს" და საშუალო იტალიურ გუნდიდან გადმოსულს (ბორინი მომყავს ჩვენი გუნდიდან მაგალითი და სხვა გუნდიდან ბელოტი)

თუმცა ეს მოსაზრება არ აკნინებს ამ ბიჭების კლასს და ნიჭს, რატომაც არა, შეიძლება გაამართლონ მაგრამ სარისკოა.

თან არცერთს არ იყიდიან ისედაც მგონია

DIMAX777
მომხმარებელი

დიბალას კანეცი ან რეალი ან ბარსაა არ მგონია ლივერპულში გადმოვიდეს და თუ გადმოვა გარანტიებს მოითხობს

gio_chyoi
რედაქტორი

GoGson,
რატო დიბალა და კოუტინიო ძაან გვანან ერთმანეთს

GoGson
მომხმარებელი

ციტატა: gio_chyoi
GoGson,
რატო დიბალა და კოუტინიო ძაან გვანან ერთმანეთს

რაღაც მხრივ იასნად მაგრამ არ მქონია ლივერპულში კოუს ადგილას უნდოდეს თამაში ან გამოუვიდეს. ისე არ გამიგოთ თითქოს უარს ვიტყვი დიბალაზე უბრალოდ მაინც ეგრევე არ ავხტებიბჰაერში რამაგარიათქო :დ მიმიხვდი რადაც ვგულისხმობ ?

gio_chyoi
რედაქტორი

GoGson,
ხო ნუ კლოპმა უკეთ იცის. ტყუილად არ მოიყვანს მაგხელა დონის ფეხბურთელს თუ მართალია ეს ჭორი. მე კლოპს ვერნდობი ვისაც მოიყვანს გამოუძებნის რა ადგილს

S.J
მომხმარებელი

რატოა დიბალა არა რეალური, ჩვენზე დიდი გუნდი მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელია. თუ მაინც ახლად გამოჩეკილი სიტი, პსჟ და ბარსაა ყველაფერი , ნახონ ბარსამ 2000-იან წლებში მოიგო ყველაფერი, სიტი ჩემპიონშიპში იყო, პსჟ სამეულშიც ვერ ხვდებოდა და ენფილდზე ყველა გრანდია დაჩოქებული. მე იმ ბედნიერი ადამიანების რიცხვში ვარ, რომელსაც 1979 წელს ლივე ლაივში მყავს ნანახი კენის მეთაურობით თბილისში 11 წლის ბავშვს და ვისაც ლივე არ უნდა კოუს მეთაურობით, სუარესი მოაჭამს ყურს. ეპლ-ის ლეგენდები ჯერარდისთვის მომავალ წელს თასს აღმართავენ

lasha77
VIP Member

დიბალა კარგია მაგრამ მაგას დიდ ფასს დაადებს იუვენტუსი . ისე შემტევი ნახევარმცველი მოყვანა თუ უნდათ ბავარიაში განათხოვრებული ხამესი მოიყვანონ . შესაშინავი ფეხბურთელია დიდი პოტენციალის მქონე და მოედნის შეუდარებელი ხედვით . ბავარია გადაბერებული გუნდია რეალში მისი დაბრუნების შანსი კი ძალიან ცოტაა ასე რომ ჩვენებმა გაანძრიონ ერთი ადგილი მოიყვანონ ხამესა . წარმოიდგინეთ ნახევარდაცვაში ორი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი რომ გეყოლება კეიტას და ხამესის სახით

gio_chyoi
რედაქტორი

lasha77,
არა მაგის შანსი არაა, 99% ბაიერნში დარჩება ხამესი. მაგას ჯობია ისკოზე იმუშაონ მაგის შანსი უფრო მეტია

GoGson
მომხმარებელი

ციტატა: S.J
რატოა დიბალა არა რეალური, ჩვენზე დიდი გუნდი მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელია. თუ მაინც ახლად გამოჩეკილი სიტი, პსჟ და ბარსაა ყველაფერი , ნახონ ბარსამ 2000-იან წლებში მოიგო ყველაფერი, სიტი ჩემპიონშიპში იყო, პსჟ სამეულშიც ვერ ხვდებოდა და ენფილდზე ყველა გრანდია დაჩოქებული. მე იმ ბედნიერი ადამიანების რიცხვში ვარ, რომელსაც 1979 წელს ლივე ლაივში მყავს ნანახი კენის მეთაურობით თბილისში 11 წლის ბავშვს და ვისაც ლივე არ უნდა კოუს მეთაურობით, სუარესი მოაჭამს ყურს. ეპლ-ის ლეგენდები ჯერარდისთვის მომავალ წელს თასს აღმართავენ

მართალი ხარ მაგრამ დიბალებს და სანჩესებს ზუსტად ეგეთი ახალგამოჩეკილი მილიოჯერების კლუბები ურჩევნიათ იშვიათიბგამონაკლისების გარდა....
არარეალური იმიტოა რო არამგონია კლოპმა შემტევი ტრიოს ადგილზე 200მილიონიანი იგროკი მოიყვანოს და4_3_3 ის ცენტრში თუ მოიყვანა დიბალა ეგ იქნება ძაან სარისკო .. ეგაა თემა

s_u_a_r_e_z
მომხმარებელი

იტალიელებიდან კატეგორიული წინააღმდეგი ვარ სალაჰზეც ბევრს ეპარებოდა ეჭვი სასწაული მოხდა , სერია ადან გადმოსულები ვერ ამართლებენ

LUIS SUARES 001
VIP Member

არა რეალური ჩვენთვის უკვე არაფეტია,არ გამოვრიცხავ დიბალაც გადმოვიდეს და კიეზაც

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

დიბალა უფრო დიდი დონეა ვიდრე კოუტინიო,დიბალა თუ გვეღირსა მერე ნახე ჩენი მომგები არავინ იქნება

lashafss
მომხმარებელი

მე რეალობას ვამბობ რომ ასეთ ლივერპულს და კლოპს შეუძლია გაიფორმოს ორივე

FUCK BARCELONA
მომხმარებელი

დიბალა თუ მოვიდა უნდა გიხაროდეთ კოუს წასვლა თორე კოუ რომ დარჩენილიყო აღარც დაიწყებდნენ ძებნას მაგრამ დიბალა რომ ჯობია კოუს ამას მეტი ლაპარაკიც არ უნდა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.04.2018


  • რომა

მიმოხილვა


  • ვესტ ბრომვიჩი
  • 2:2

    21.04.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

დეიან ლოვრენი

მეტოქე - მანჩესტერ სიტი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze