კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 11-04-2018, 02:25, კატეგორია - სიახლეები, 1 508, 13


ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო. მატჩი მერსისაიდელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ნახევარი "ქალაქელებმა" მინიმალური ანგარიშით მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში კლოპის შეგირდებმა სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემობრუნება შეძლეს.

სტუმართაგან გოლები მოჰამედ სალაჰმა და რობერტო ფირმინომ გაიტანეს. მოგვიანებით კი იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

ფირმინოსა და სალაჰის პოზიციების ცვლილებები
ეს პირველ ნახევარშიც გავაკეთეთ, რადგან მომო უფრო მეტად უნდა ჩართულიყო თამაშში. პრობლემა იყო არა სალაჰში, არამედ ჩვენი დაცვის სტილში - ზედმეტად ღრმად ვიცავდით თავს და მისთვის აზრი არ ჰქონდა მუდმივად 2 მოთამაშის წინააღმდეგ თამაშს. ბიჭებმა გამოსავალი იპოვნეს და შესვენებამდე შევძელით რამდენიმე მომენტის შექმნა. ასე რომ, ეს ადვილი იყო როგორც ჩემთვის, ისე მათთვის.

დღეს მატჩი ყველაზე ცუდი სცენარით დაიწყო. პეპი არ იყო კმაყოფილი გაუქმებული გოლით. ორი მატჩის ჯამში, ვფიქრობ, ჩვენ დამსახურებულად გავედით მომდევნო ეტაპზე. ჩვენ "სიტის" კარში 5 გოლი გავიტანეთ და მხოლოდ 1 გავუშვით - როგორც წესი, ეს შეუძლებელია, მაგრამ ბიჭებმა ეს გააკეთეს და მე ბედნიერი ვარ.

სალაჰის გოლის შემდეგ, ჩათვალა თუ არა, რომ "ლივერპული" უკვე 1/2 ფინალში იყო...
არა. ამაზე არ ვფიქრობდი. შესვენებაზე ვთქვით, რომ თუ გოლს გავიტანდით, მაშინ ატმოსფეროც შეიცვლებოდა. თქვენ ნახეთ "სიტის" შემადგენლობა - მათ მაქსიმალურად გარისკეს და შესაძლო იყო, ამ სქემას ემუშავა. ვინერვიულებდი, თუ პირველ ტაიმს 3:0 წავაგებდით, თუმცა, მაშინაც კი ჩავთვლიდი, რომ ჩვენ გოლის გატანას შევძლებდით. ვიცოდი, რომ შესვენების მერე უფრო კომპაქტურად უნდა გვეთამაშა და გადმოვარდნილ ბურთებზე გვემარჯვა. ამ ბიჭებმა 1/2 ფინალი დაიმსახურეს !

შეუძლიათ თუ არა ამ ტურნირზე ნებისმიერის დამარცხება
ვფიქრობ, ახლა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი სწორედ რომ "მანჩესტერ სიტია". ვიცოდი, რომ მათ დავამარცხებდით, თუმცა ეს ჩვენ უკეთესს გუნდად არ გვაქცევს. დარწმუნებული ვარ, 1/2 ფინალში რთული მატჩები გველის. ახლა კი ამ მომენტით უნდა ვისიამოვნოთ, რადგან საკმაო ხანია, რაც "ლივერპული" ამ ეტაპზე არ ყოფილა, ისევე როგორც მე...

სადიო მანეს თამაში
ის განსაკუთრებულ ფორმაშია. მას დღეს დაბადების დღე აქვს და საკუთარ თავს ფანტასტიური პერფორმანსი აჩუქა. ის ხომ ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია. ის მიმართავდა პრესინგს ისეთ შემტევ გუნდთან, როგორიც "სიტია" და მოახერხა მეორე ბარათის არიდება. მომო მწყობრში გუშინ ჩადგა, თუმცა შესაძლოა დღეისთვის არც იყო 100%-ით მზად. მანე კი საოცარ ფორმაშია და ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება. ამ ბიჭებმა დღეს დაუჯერებლად ბევრი იშრომეს. ჩვენი დღე ცუდად დაიწყო, თუმცა კვლავ აქ ვართ და ეს კარგი გაკვეთილი იყო.

"ბარსელონას" გავარდნა
კიბეზე ავდიოდი, როცა ვიღაცამ მითხრა, რომ "რომა" შემდეგ ეტაპზე გავიდა. მე ეს ხუმრობად მივიღე, თუმცა არა იმიტომ, რომ "რომას" პატივს არ ვცემ... თამაშამდე ამას არ ველოდი, თუმცა ვიცოდი, რომ ეს შესაძლებელი იყო. ეს სამართლიანი ტურნირია და ჩემი აზრით, სრულიად ნორმალური ფინალი იქნებოდა "მანჩესტერ სიტი" "ბარსელონას" წინააღმდეგ, ახლა კი ორივე მათგანი გამოეთიშა ჩემპ. ლიგას. ვნახოთ რა მოხდება, ახლა ამ თემაზე არ უნდა ვიფიქრო.

დგას თუ არა "ლივერპული" სხვა ევროპული ტოპ გუნდების გვერდით
საერთოდ არ მაინტერესებს ასეთი შედარებები. "ბაიერნი", "ბარსელონა", "რეალი"... ბოლო 20 წელში მათ ყველაფერი მოიგეს. როგორც კლუბმა, ამ პერიოდში ჩვენ ბევრი არაფერი მოგვიგია. ერთი ღამეს მოპოვებული გამარჯვებით შენ ასეთი ვერ გახდები, ამას დრო სჭირდება. ჩვენ შეგვიძლია განვვითარდეთ. ეს ძალიან ძლიერი ტურნირია და აქ ვართ იმიტომ, რომ ამას ვიმსახურებთ. ჩვენ ვიბრძოლეთ თითოეული შესაძლებლობისთვის. სხვა გუნდებს ექნებათ თავიანთ მიზნები 1/2 ფინალში. ვფიქრობ, ისინი უამბიციონი არ არიან.

კომენტარები


GoGson
VIP Member

ყველაზე მთავარი რამე ის მხდა ჩემთვის რო ვერავინ წამოგვაძახებს სანეს აეჩათვლილ გოლს.... ფაქტია კლოპმა დაჩაგრა მეორე ნომრად იყო იასნად მარა დაჩაგრა მსოფლიოს საუკეთესო შემადგენლობა

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

აი ტრაბახა არაა და სიტყვებს არ არახუნებს,მომწონს ასეთი მიდგომა

Capitan
მომხმარებელი

5:1 yvelaze shemtev gunds da yvelaze dzviradgirebul dacvas !!! bravo klops nebismieris damarcxeba shegvidzlia mane magar xodzea firmac da momoc... coutinio she siro :)

PRINCE
ტოპ კომენტატორი

მეორე ტაიმში საერთოდ შეცვლილი გუნდი გამოვიდა მოედანზე, რაც იურგენას დამსახურებაა. ასეთი მწირი რესურსის და ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელის მიუხედავად, მაინც ბეჭებზე დადო გვარდიოლა ორმატჩიან დაპირისპირებაში.

lashafss
VIP Member

გენიალურად ეწყობა ეს გენიოსი ლივერპულს :) ორი განუყოფელი ნაწილია და მინდა ეს უფრო და უფრო მეტად დაეტყოს გუნდს... ჯერ არაფერია მოგებული წინ ამაზე მნიშვნელოვანი თამაშებია

DIMAX777
მომხმარებელი

თქვენი არ ვიცი მარა მე მგონია ფინალში აუცილებლად გავალთ არა იმიტო რო სიტის მოვუგეთ უბრალოდ მჯერა ლივერპულის და უფრო კიდე ენფილდის აწი რა მოხდება ერთად ვნახავთ

chipe888
მომხმარებელი

ვერ დავეთანხმები,რო სიტი მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. რაც მთავარია საზომად არ გამოგვადგება რო განსაზღვრო ჩვენი სიძლიერე. სიტის კარგი შედეგი გამოწვეულია არ სიტის მფრინავი თამაშით, არამედ მეტოქეების ყრუ დაცვის გამოყენებით. ვინც მოინდომა და შეტევა ეთამაშა, ყველამ მოუგო. საუკეთესო გუნდია რეალია და მისი დამარცხება დიდ მუხტს მისცემს სამომავლოდ გუნდს. სიტიმ პრემიერ ლიგა კი მოიგო,მარა ჩვენ თუ ვსაუბრობთ საუკეთესოობაზე სიტის მანდ არაფერი ესაქმება. ფულით შეკოწიწებული გუნდია და რეალი კი , მაღალი კლასის და გამოცდილი გუნდია. ამ გუნდმა ზედიზედ შეძლო და ლიგა მოიგო. მესამედ ცდილობს აიღოს ეს ტიტული და ისტორიულადაც მათ აქვთ ყველაზე მეტჯერ მოგებული,როგორც საერთოდ და ზედიზედ. ნახევარფინალში რეალი იმიტომ მინდა, რო საუკეთესოსთან თამაშის შესაძლებლობა,რომელიც უდიდეს გამოცდილებას შესძენს გუნდს, ლივერპული შეძლებს გაიგოს საუკეთესოდ ჩამოსაყალიბებლად რა დონეზე უნდა მივიდეს და მეორე თუ დავამარცხებთ, ეს იქნება დიდი მუხტი და სამომავლო გამარჯვებების საწინდარი. ამ ეტაპზე საუკეთესო გუნდი ლივერპულია პრემიერლიგიდან. 5 წარმომადგენელი და დახარჯული უდიდესი ფინანსები,მაგრამ მაინც ლივერპულს უწევს ინგლისური ფეხბურთის დაცვა. აი ეს არის მთავარი. ერთი ლექსის არ იყოს სიტი " გარეთ მხდალი, შინ ძლიერია" ამიტომ აღარ მინდა ამ საიტზე იყოს საუბრები,რო სიტი ასე თამაშობს და მან კარგი ფეხბურთელები იყიდა. კივნახეთ რა და როგორ ითამაშეს და როგორი კარგი იგროკები. 126 წლიან ისტორიას ფულით ვერ იყიდი, ამას სხვა რამე სჭირდება. კიდევ გილოცავთ

gio_chyoi
რედაქტორი

ვერავინ ვერაფერს ვერ წამოგვაძახებს საერთოდ. ორი მატჩის ჯამში კლოპმაც აჯობა პეპეს ისევე როგორც ჩვენმა ბიჭებმა ქალაქელებს

iHalaMadrid
მომხმარებელი

დამსახურებულად გავიდა ლივერპული, ყველაფერში დაჯაბნა, ტაქტიკურად ხომ კლოპმა მოუხაზა და მოუხაზა პეპს. მსაჯზე აპელირებაც სრული სისულელეა. 1/2 ფინალებს რომა-ლივერპული, ბაიერნი-რეალი მგონია.

LUIS SUARES 001
VIP Member

Klopma icis sad ra tqvas

Beqageldiashvili5
მომხმარებელი

გიჟკაცაა

lasha77
VIP Member

პირველ ტაიმში თავი კარგად დაიცვა მერე კი ცივსისხლიანდ შეუტია . მეორე ტაიმის პირველიმე წამობიდან გამოჩნდა რომ გუნდი შეტევებისთვის ემზადებოდა . დაიწყეს აქტიური პრესინგი და ისევ ის თამაში შემოგვთავაზეს რაც მაშინ 3-0 ზე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 23:59 სთ.


  • დორტმუნდის ბორუსია
  • VS

    22.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ბლექბერნ როვერსი
  • 0:2

    19.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
თქვენი აზრით, იქნება თუ არა კიდევ ერთი ტრანსფერი წელს?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ბლექბერნი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze