ვრცელი მიმოხილვა & სრული მატჩი

ავტორი: johnson, 11-04-2018, 09:38, კატეგორია - სიახლეები / მულტიმედია, 1 348, 11


ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო. მატჩი მერსისაიდელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ნახევარი "ქალაქელებმა" მინიმალური ანგარიშით მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში კლოპის შეგირდებმა სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემობრუნება შეძლეს.

სტუმართაგან გოლები მოჰამედ სალაჰმა და რობერტო ფირმინომ გაიტანეს. გთავაზობთ მატჩის ვრცელ მიმოხილვასა და ვიდეო ჩანაწერს :


&


აქვე გთავაზობთ კადრებს, რომელიც სატელევიზიო ეთერში ვერ მოხვდა - მსაჯის სასტვენის შემდეგ "ლივერპულმა" გამარჯვება ფანებთან ერთად აღნიშნა !

 

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

მაგარი ბიჭები გვყავს სულყველამ მაგრად მოინდომა ამ ორ თამაშში ვინც ითამაშა. არავის უთამაშია ცუდად.
ბიაერნის საიტზე ვიყავი და თანხმდებიან რო ნახევარფინალში ლივერპული არ უნდათ :D ყველას ეშინია უკვე ჩვენი.
რა თქმა უნდა რომა გვინდა ყველაზე მეტად მარა ფინალში რეალის შეხვედრას მირჩევნია ნახევარფინალში შევხვდეთ და გავაგდოთ. 1 მატჩს და თან ფინალს რეალი ძაან მაგრად თამაშობს. თან ფინალი ბაიერნი-ლივერპული მინდა ძაან. კლოპს ჰაინკესთან პირადი ანგარიშები აქვს გასასწორებელი :)

_z_l
მომხმარებელი

შეუძლებელი შეძლო ამ გუნდმა და ჯერ კდიევ ყველაფერი წინაა. არადა, ჰოფენჰაიმთან საკვალიფიკაციოს წინ ვნერვიულობდი, ხომ გაცდებიან და ჯგუფში ხომ შევლენ თქო :) მერე ჯგუფში ვნერვიულობდი, ხომ გავლენ თქო და მოვედით წაუგებლად ნახევარფინალამდე, თან როგორ 10 თამაშში 33 გატანილი გოლით :) გილოცავთ!

GoGson
VIP Member

ეს მოგება მარტო შემდეგ ეტაპზე გასასვლელად არ მინდოდა..
მინდოდა რო სალაპარაკო არ ქონოდატ ჩვენს "კეთილმოსურნეებს" რო ყრუ დაცვის ან მსაჯის ფონზე გავედით.. და ჩვენმა 2 მა გოლმა გაგვიმართლა ეს სურვილი
ეხლა დარწმუნებული ვარ აღარავის უნდა ჩვენთან შეხვედრა

Carroll_9
მომხმარებელი

ფირმინიო არის სასწაული, ტიპმა ყვითელი ბარათით ცენტრამდე სდია დებრუინს და სუფთა პატკატი გაუკეთა, ნახევარმცველები ვერ აკეთებენ მაგას.

და კიდე ეგ რო ბურთს ცენტრში იღებს და თამაშს ალაგებს ეგ ცალკე სიამოვნებააა

ამ გუნდს ორი კარგი ნახევარმცველი და გავაძრობთ ყველას სახეს.


ჯერ კი ადრე ამაგრამ იმედია სალაჰზე ტვინი არ გაგვებურღება ამ ზაფხულს

GoGson
VIP Member

ციტატა: Carroll_9
ფირმინიო არის სასწაული, ტიპმა ყვითელი ბარათით ცენტრამდე სდია დებრუინს და სუფთა პატკატი გაუკეთა, ნახევარმცველები ვერ აკეთებენ მაგას.

და კიდე ეგ რო ბურთს ცენტრში იღებს და თამაშს ალაგებს ეგ ცალკე სიამოვნებააა

ამ გუნდს ორი კარგი ნახევარმცველი და გავაძრობთ ყველას სახეს.


ჯერ კი ადრე ამაგრამ იმედია სალაჰზე ტვინი არ გაგვებურღება ამ ზაფხულს


სალაჰზე არ გქონდეს მაგის იმედი... რეალიც და ბარსაც ატყდებიან... აი ბარსას ნაღდად რაღაც *ლეური პასუხი უნდა გავცეტ შეთავაზებაზე , აიწყვეს ტიპებმა ჩვენით გუნდი და კიდე სალაჰს დასდევენ... უფანტაზიო დედამოვტკაანნ... სანამ არ გადაატრიალებს ფეხბურთელი ყველაფერს მანამდე ვერ ხედავენ და მერე მზამზარეული უნდათ

gio_chyoi
რედაქტორი

ამ გუნდს კეიტა და კიდე 1 მაგარი ნახევარმცველი სჭირდება. მარა მარტო მაგაზეც არაა ანუ ეს ლიგაა და 1-2 თამაშია სულ მითუმეტეს პლეიოფში და მაგის გაკეთება ლივეპრულს ყოველთვის შეეძლო მარა აი ეროვნულ ჩემპიონატშI სადაც სტაბილურად უმაღლეს დონეზე უნდა ითამაშო არ გამოგვდის უკვე რამდენი წელია. მაგისთვის დიდი რესურსია საჭირო. უილსონი-გრუიჩი რო დაბრუნდებიან და კეიტაც მოვა და კიდე 2-3 ფეხბურთელი იყიდოს კლოპმა რო სკამზე ვინც იჯდება ყველა მაგარი იყოს ხოლმე და მერე შეგვეძლება უკვე პრემიერ ლიგის მოგება

Rezimanutd
მომხმარებელი

გილოცავთ ბიჭებო მე მანჩესტერის გულშემატკივარი ვარ მაგრამ ლივერპულის წარმატებაც ყოველთვის მიხაროდა, როგორც ორი ინგლისის ყველა დროის საუკეთესო გუნდის. მოკლედ წარმატებები და იმედია განაგრძობთ ინგლისის ღირსების დაცვას ლიგაზე უნდა დავამხოთ ესპანელების ჰეგემონია დროა უკვე

Logan
მომხმარებელი

ჩატი თქვენთანაც ჭედავს?

LUIS SUARES 001
VIP Member

ასეთი დაქოქილები დიდი ხამია არ ვყოფილვართ ,ნებისმიერს გადავუვლით

Real IsT
მომხმარებელი

გილოცავთ ლივეპულის ფანებს.

gio_chyoi
რედაქტორი

Logan,
კი ზოგადად ჭედავს ხოლმე ზოგჯერ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 23:59 სთ.


  • დორტმუნდის ბორუსია
  • VS

    22.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ბლექბერნ როვერსი
  • 0:2

    19.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
თქვენი აზრით, იქნება თუ არა კიდევ ერთი ტრანსფერი წელს?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ბლექბერნი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze