ლოვრენი: " შესვენებაზე ვყვიროდი"
ავტორი: gio_chyoi, 11-04-2018, 16:58, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 296, 18
სეზონის სტარზე იყო მომენტი, როდესაც დეიან ლოვრენს მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ სოციალურ ქსელში.
ერთ-ერთი თამაშის მიმდინარეობისას მისი სახლიც კი გაძარცვეს და შემდგომ კლუბმა 75 მილიონ ფუნტად ცენტრალური მცველი მოიყვანა, რის შემდეგაც იგი ამ პოზიციაზე მე-3 არჩევანად იქცა.
ბევრი ფეხბურთელი ამის შემდგომ მაშინვე ტრანსფერს მოითხოვდა, ან სულ ცოტა, სეზონის ბოლომდე სკმაზე ჯდომას შეეგუებოდა და, შემდგომ, ზაფხულში კლუბს დატოვებდა.
თუმცა, ხორვატ მცველს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეჰპარვია, განსხვავებით ბევრი სქაუზერისგან.
გასულ საღამოს იგი ეტიჰადზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ისეთივე კარგი თამაში აჩვენა, როგორიც პირველ შეხვედრაში ენფილდზე.
ვან დეიკის მხარდამხარ იგი ახალ ფეხბურთელად გვევლინება და ყველანაირად ქებას იმსახურებს.
ინტერიუში მან ისაუბრა, თუ როგორ აიღო საკთარ თავზე პასუხისმგებლობა და ითავა თანაგუნდელების მოტივირება გასახდელში შესვენებისას.
" სიმართლე რომ ვთქვა, ცოტათი ვყვიროდი. თანაგუნდელებს ვეუბნებოდი რომ გამოფხიზლებულიყვნენ, ვინაიდან შედეგი არც ისეთი კარგი იყო და ვთქვი რომ ცოტათი უკან "ვისხედით". კლოპი რა თქმა უნდა დამეთანხმა და თქვა: "ხო თქვენ ყველანი ცოტათი უკან ხართ და წინ უნდა მიაწვეთ."
მას სურდა რომ მე და ვირჯილს უფრო კომპაქტურად გვეთამაშა და გუნდი უფრო წინ აგვეწია, ეს კი საკმაოდ რთული იყო, რადგან ბურთი "სიტის" ჰქონდა. თუმცა ყველაფერი პოზიტიურად იყო, არაფერი ნეგატიური. თუმცა მჭირდებოდა შემეხსენებინა ჩემი თანაგუნდელებისათვის, რომ 50 წუთი გვქონდა დარჩენილი იმისათვის, რათა ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში აღმოვჩენილიყავით.
მას სურდა რომ მე და ვირჯილს უფრო კომპაქტურად გვეთამაშა და გუნდი უფრო წინ აგვეწია, ეს კი საკმაოდ რთული იყო, რადგან ბურთი "სიტის" ჰქონდა. თუმცა ყველაფერი პოზიტიურად იყო, არაფერი ნეგატიური. თუმცა მჭირდებოდა შემეხსენებინა ჩემი თანაგუნდელებისათვის, რომ 50 წუთი გვქონდა დარჩენილი იმისათვის, რათა ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში აღმოვჩენილიყავით.
მეტი უნდა გაგვეღო. პირველი 10-15 წუთი (პირველი ტაიმის) არ იყო საკმარისად კარგი. თუ მეორე ტაიმს შეხედავთ, მათ ცოტა შანსი ჰქონდათ, თუმცა არცერთი სერიოზული. მოედანზე ვისაუბრეთ რამოდენიმა ჩვენგანმა და ვთქვით (ჟესუზის გოლის შემდეგ), რომ არ ავღელვებულიყავით და გავერთიანებულიყავით.
პატიოსნად რომ ვთქვა რამოდენიმე მომენტში გაგვიმართლა, თუმცა თუ გასულ ორ მატჩს გადავხედავთ ჩვენ ძალიან მამაცები ვიყავით და როდესაც მამაცი ხარ ბედიც შენს მხარესაა. როდესაც გადიხარ და 2 გოლს იტან ეს საკმარისია. ჩვენ ეს დავიმსახურეთ." - განაცხადა დეიან ლოვრნემა Daily Mail-თან ინტერვიუში.
თუ დეიანი ასე თამაშს განაგრძობს, მაშინ ჩვენ ვან დეიკის გრძელვადიანი პარტნიორი გვეყოლება.
ის ფაქტი, რომ ლოვრენი ყველაფერს იღებს ამდენხნიანი წარუმატებელი პერიოდის შემდგომ, მის ძლიერ ხასიათზე მეტყველებს.
