x

ბრიტანული მედია მატჩზე

ავტორი: NikaSvanidze, 11-04-2018, 21:47, კატეგორია - სიახლეები, 1 872, 24


 სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში "ლივერპული" მანჩესტერს ესტუმრა და ადგილობრივ "სიტის" დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დამაინტრიგებლად დაიწყო, მე-2 წუთზე ანგარიში გაბრიელ ჟესუსმა გახსნა და "ქალაქელებს" იმედის ნაპერწკალი გაუღვივა. პირველ ტაიმში მასპინძლებს კიდევ რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ შესვენებაზე კლოპის შეცაცხანებისა და "რესტარტის" შემდეგ "წითლებმა" 2 გოლი გაიტანეს, თავი, აწ უკვე ტრადიციულად, მოჰამედ სალაჰმა და რობერტო ფირმინომ გამოიჩინეს. საბოლოოდ მერსისპირელები 2-მატჩიან დაპირისპირებაში ანგარიშით 5-1 იმარჯვეს და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ.

 გავლენიანმა ბრიტანულმა პრესამ მატჩი შეაფასა. გთავაზობთ ამონარიდებს :

   ჯეიმს პირსი, Liverpool Echo

 ""შტორმის დასასრულს" კლოპმა "ოქროს ცა" დაგვანახა. ისინი იჩაგრებოდნენ, მაგრამ თავები მაღლა ასწიეს და დრამატული საღამო გამარჯვებით დახურეს. (ნიშნებები ჰიმნის ტექსტზე). "ლივერპულმა" ლეგენდარული ჰიმნის ჰანგების ფონზე გაინაღდა საუკეთესო ოთხეულში ადგილი. ფაქტია, კლოპი შესვენებებზე სასწაულებს ახდენს, ბიჭები მეორე ნახევარში ინსპირირებულები თამაშობდნენ. ზოგადად, "ლივერპული", მწვრთნელის მსგავსად, ამ დაპირისპირებაში მამაცი იყო. მათ ეს ჯილდო დაიმსახურეს. მოჰამედ სალაჰი საკუთარ ეშხშია, სხვაგანაა. ბობის გოლმა მოგზაური "კოპიტები" გააგიჟა. თუმცა, პირველ რიგში, ეს გუნდური გამარჯვება იყო. თითოეულმა მოთამაშემ საამაყოდ წარმოაჩინა თავი.

 "ლივერპულს" უბრალოდ არ დაუმარცხებია ფავორიტი. მათ მეტოქე გაანადგურეს. ევროპის საუკეთესო გუნდმა 180 წუთში კარში მხოლოდ 3-ჯერ დაარტყა. ვირჯილმა დაცვის ორგანიზება უმაღლეს დონეზე მოახდინა, შედეგად დეიან ლოვრენის საუკეთესო პერფორმანსები მივიღეთ."

   ჯონ კროსი, Daily Mirror

 "კლოპმა გამარჯვება ისე იზეიმა, როგორც ამას თასის მოგების შემთხვევაში იზამდა. ეს საჭირო იყო, ამ ვიქტორიამ გუნდს რწმენა გაუჩინა, "ლივერპულს" ყველაფრის მოგება შეუძლია. არავის ეგონა, რომ "ეტიჰადზე" თამაში რაიმე ხიბლს შეიძენდა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს მატჩი პირველზე უკეთესი გამოვიდა. გუშინ გუნდებმა სუნთქვისშემკვრელი სპექტაკლი გაითამაშეს. "სიტი" მთელი ძალით ცდილობდა რევანშის აღებას, მაგრამ "ლივერპულმა" ისევ მოიგო და ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა."

   დანიელ ტეილორი, Guardian

 "გასვლით თამაშში ფანები კიდევ ერთ ტიტულზე თხზავდნენ სიმღერებს. რატომაც არა ?! ეს "ლივერპულია". კლოპის გუნდი არათუ გადაურჩა, პირწმინდად დაჩაგრა გათამაშების მთავარი ფავორიტი.

 პეპ გუარდიოლას ოცნებები 56-ე წუთზე დასამარდა. მესაფლავე, რა თქმა უნდა, მოჰამედ სალაჰი იყო, რომელმაც სეზონის 39-ე გოლი შეაგდო. "ფარაონის" გოლი სადიო მანეს უბრწყინვალეს დრიბლინგს მოჰყვა, სენეგალელის შესაჩერებლად ფერნანდინიო პენალტის აკიდებას ლამობდა, მაგრამ არ გამოუვიდა."

   მიგელ დელანი, Independent

 "ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული "ქამბექის" ნაცვლად ჩვენ ყველაზე ამაღელვებელი პროგნოზირებადი შედეგი მივიღეთ. "ლივერპული" ჩვეულებრივ თამაშსაც ალამაზებს. მოჰამედ სალაჰზე თამაშის აგება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეგვიპტელი ბურჯის ფუნქციებს იდეალურად ასრულებს. ის მოქმედებს როცა საჭიროა. შემტევი ტრიო ცივსისხლიანად გამოიყურებოდნენ. ბობის გოლმა "სიტი" დაამშვიდა, ყველაფერი გადაუწყვიტა.

 კლოპმა შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. მან ბრძოლით მოიპოვა საგზური. რა შეიძლება იყოს ამაზე მშვენიერი და დასაფასებელი, როცა ერთი "გულიანი" გუნდი მსოფლიოს საუკეთესო მეტოქესთან პირისპირ დგება და ამარცხებს." 

კომენტარები


DIMAX777
მომხმარებელი

აბა ბიჭებო ვის ისურვებდით ნახევარ ფინალში მე მაგალითად რეალს ვისურვებდი ამ მუხტზე იოლად გავცდებით ჩემი აზრით და თან ენფილდი გაჰვიმაგრებს ზურგს ფინალში კიდე გამოუშვი ვინც გინდა

bulleye
მომხმარებელი

რეალის გარდა ნებისმიერი მოვიდეს:) (რომას ვისურვებდი) 3

GoGson
VIP Member

იოლად ვერავის გავცდებით ჩემო ძმაო მარა მეც რეალი მირჩევნია და მინდა. რატომღაც შემაშინა რომამ..აბსოლიტური სერიოზულობით ვამბობ.
მთავარია გაწონასწორებულები ვიყოთ არც თავი დავიმციროთ და არც თავში აგვივარდეს.

gio_chyoi
რედაქტორი

მე პირადად ვეთანხმები კლოპს რო ყველაზე ძლიერი გუნდი დავამარცხეთ და ამიტომ ყველას მოვუგებთ ვინც დარჩა

cotne_suarez
მომხმარებელი

მოგზაური "კოპიტები" გააგიჟა es kopitebi ras nishnavs admin

gio_chyoi
რედაქტორი

ციტატა: cotne_suarez
მოგზაური "კოპიტები" გააგიჟა es kopitebi ras nishnavs admin

კოპი ენფილდის ტრიბუნაა აი სადაც პლაკატები აქვთ ხოლმე გაშლილი კარის უკან და ანუ ეგენი ანუ ზოგადად სქაუზერები რა ლივერპულის ფანები

Ynwa Scousers
VIP Member

ისე მიდის საქმე მგონია იუვე გადის :D

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
მაგას ვწერ სულ, რომას რო ნატრულობენ, ფინალში რეალთან ძაან გაგვიჭირდება. ჯობია ბაიერნმა გააგდოს ან ჩვენ გავაგდოთ და ფინალში ბაიერნსაც იოლად მოვუგებთ და რომასაც

mesxi_8
მომხმარებელი

gio_chyoi,
აი რეალს გახსნის ბაიერნი და ჩვენც, რამოსის და კაზემიროს გარეშე ნაგავი იყო გუშინ

Liverpoolski
მომხმარებელი

ჩემი აზრით ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, რაღაც არ მგონია რეალი მესამედაც გახდეს ჩემპიონი. რაღაცნაირად მჯერა რომ ჩვენ გავხდებით ჩემპიონები. მთავარია ახლა ტრანვირებულები დაგვიბრუნდნენ რომ სკამი შევავსოთ, ლალანა, ემრე, მატიპი, გომესი დიდი არჩევნი რომ ქონდეს კლოპოს. კლაინის დაბრუნება გამისწორდა საჭირო დროს გამოიყენებს კაცი.

sulkhan
VIP Member

რომა რომ იდეალურია ამას რათ უნდა საუბარი რეალი უბრალოდ მონსტრია და ლიგის გუნდი სადაც ყოველთვის უმართლებს. ეს ლივერპულია და ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია მაგრამ ამ მომენტისთვის რომა და რომა

LUIS SUARES 001
VIP Member

რატომღაც მგონია რომ ბაიერნს შევზვდებით

GoGson
VIP Member

თქვენი არვიციი მარა მე რეალი მინდა გავაპოთ თავის მსაჯიანად

გაწირდება იასნად მარა მაინც

_z_l
მომხმარებელი

მეც ვეთანხმები ზევით რაც დაწერეს, რეალთან 2 თამაში ჯობია, მაგრამ თუ ბაიერნი არ რომა გააგდებს ნახევარფინალში, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს :) ამ გუნდს 2005 წლის ლივერპულს ვადარებ. მაშIნდელი გუნდი რა თქმა უნდა ძლიერი და დაბალანსებული იყო (თავდასხმა ყველაზე სუსტი რგოლი იყო, თითქმის არ იყო), მაგრამ ახლანდელი ძალიან მკვლელი გუნდია. ჩვენს ტრიოს ბარსას ტრიოს (მესი-სუარესი-ნიემარი) გვერდით დავაყენებდი. ფეხბურთელებსი საერთო ფასი რომ შევადაროთ, რა თქმა უნდა ჩვენი ჯობია!

gio_chyoi
რედაქტორი

_z_l,
კი აი მეც მაგ გუნდს ვადარებ ზუსტად. დიდი არაფერი გუნდი არ იყო არც ის მარა მოიგეს და დარწმუნებული ვარ რო ესენიც მოიგებე ლიგას

bulleye
მომხმარებელი

აუ ლიგა რომ დადონ ჭკუიდან გადავალ:)))))

gio_chyoi
რედაქტორი

bulleye,
დამიჯერე მოიგებენ

_z_l
მომხმარებელი

gio_chyoi,
მაშინაც ასე ვიყავი, ბოლომდე არ მჯეროდა თუ რამეს მოახერხებდნენ. მაშინ თავდასხმა არ იყო, მაგრამ იყო ჯერარდი. ჯგუფში ოლიმპიაკოსთან ბოლო, გადამწყვეტი გოლი რად ღირს. მაშინაც საკვალიფიაკიოთი დაიწყეს, მაგრამ საკვალიფიკაციოზეც გაუჭირდათ გრაცერთან. იუვენტუსთან და ჩელსისთან რა ბეწვის ხიდზე იარეს :) ფინალი სხვა, ცალკე მოვლენაა. ფინალის პირველი ტაიმის მერე საერთოდ იმედი აღარ მქონდა. მოკლედ, მაშინ კინაღამ შემიწირეს :) ახლა უფრო ძლევამოსილად მიდიან, სტატისტკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, 33 გოლი 10 თამაშში, 6 მოგება და მათგან 5 დიდი ანგარიშით. რაც მთავარია, არცერთი წაგება

GEOscouser
მომხმარებელი

ეხ ეხლა გვყავდეს ნაბი კეიტა კაკრას გამოგვადგებოდა

lasha77
VIP Member

ნებისმიერი გუნდი შემდეგ ეტაპზე . რეალის დამარცხება ორი თამაშის ჯამში უფრო ადვილი მგონია

irakli.g
მომხმარებელი

DIMAX777,
იოლად რეალს ჩემო კარგო ჩემპიონთა ლიგაზე ვერავინ ცდებოდა ვერც გაცდება ... ფაქტია რომ უპირობო ფავორიტია ამ ეტაპზე რეალი თუმცაღა თქვენი გუნდის წარმატებაც ქე გამახარებს რადგან ლივერპული , იუვე , ბაიერნი დიდ პატივისცემას იმსახურებენ ჩემში თავიანი ისტორიის და ფასეულობების გამო თანაც დროა უკვე დარბუნდეს ლივერპული ლიგაზე რაც ძალიან სასიკეთოდ წაადგება ფეხბურთს ისევე როგორც მილანის დაბრუნება და რაოდენ უსიამოვნოც არ უნდა იყოს თქვენთვის ამის წაკითხვა ძლიერი მანჩესტერისაც თუმცაღა არა მოურიუნიოს მეთაურობით ...

fromanfield
მომხმარებელი

აი ეხლა უკვე რეალურად რო ვიმსჯელოთ მნიშვნელობა არააქ ვინ შეგვხვდება,ყველასთან შანსები 50/50 ზეა,კი რომა როგორც სახელით რეალს და ბავარიას ჩამოუვარდება მაგრამ მე პირადად არ მგონია მათთან შეხვედრის შემთხვევაში იოლი გასეირნება გამოგვივიდეს.

puchecha
მომხმარებელი

DIMAX777,
ტუნდაც რეალი იყოს, სუპერვარსკვლავებით შეიძლება არ ვართ დაკომპლექტებული მარა ლივერი დუხიანია

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze