კლოპი: "ჩვენ "ბორნმუთზე" ვფიქრობთ და არა რეკორდებზე" » Liverpool Fc - ფანკლუბი

კლოპი: "ჩვენ "ბორნმუთზე" ვფიქრობთ და არა რეკორდებზე"

ავტორი: NikaSvanidze, 14-04-2018, 00:43, კატეგორია - სიახლეები, 1 044, 8


 შაბათს თბილისის დროით 20:30-ზე "ლივერპული" საკუთარ არენაზე "ბორნმუთს" დაუხვდება. იურგენ კლოპის გაწვრთნილ კოლექტივს ძალიან საპატიო მაჩვენებლის დაფიქსირება შეუძლია, მერსისპირელებს შანსი აქვთ წლევანდელი სეზონი "ენფილდზე" წაუგებლად დახურონ. ამისთვის მათ "ალუბლების", "სტოკ სიტისა" და "ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონის" წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ.

 ბოლო გუნდი, რომელმაც "ენფილდი" გამარჯვებულის სტატუსით "კრისტალ პალასმა" დატოვა, როდესაც კრისტიან ბენტეკემ ყოფილ გუნდს დუბლი შეუსრულა.

 მიუხედავად ამისა, კლოპი მხოლოდ კონკრეტულად მომდევნო მატჩზეა კონცენტრირებული.

 "ნამდვილად გამიხარდება თუ "კოპიტების" თვალწინ არ წავაგებთ მიმდინარე სეზონში, მაგრამ 3 ფრე, ნამდვილად, ცუდი შედეგი იქნება. რეკორდების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როცა რაღაცაში გამორჩეული და საუკეთესო ხარ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს უბრალოდ მომდევნო თამაშია, სადაც უნდა გავიმარჯვოთ.

 "ბორნმუთი", არ მინდა უპატივცემულობაში ჩამომერთვას, მაგრამ ეს პატარა კლუბია სამხრეთ ინგლისიდან, შესანიშნავი რეგიონიდან, რომელიც გრანდებს არ უშინდება და მაქსიმალურად იხარჯება მათ წინააღმდეგ.

 მათ პრემიერ ლიგის მომდევნო სეზონი თითქმის გაინაღდეს, რაც რამდენიმე ისტორიული გრანდის გამოსვლის ფონზე, ნამდვილად, დიდი მიღწევაა.

 ედი ჰაუ და მისი შტაბი შთამბეჭდავად მუშაობენ. მათი თავდადების გამო ისინი ჩემს პატივისცემას იმსახურებენ.

 "ალუბლებს" ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. მათ კონტრ-შეტევების განხორციელების უნარი აქვთ, ჰყავთ, საკმაოდ, დაბალანსებული შემადგენლობა და ახალგაზრდა ენერგიული მწვრთნელი. ბოლო წლებში ისინი შეიცვალნენ, მაგრამ მათი სათამაშო ხარისხი სტანდარტს ქვემოთ არასდროს ჩამოდის.

 მწვრთნელებზე საუბრისას ჩვენ ხშირად მხოლოდ გრანდებისა და ჩემპიონების თავკაცებს ვახსენებთ, მაგრამ ედი ჰაუს კარგ მწვრთნელთა სიაში არ მოხსენიება დიდი შეცდომა იქნება.

 ასე რომ, ჩვენ მოსაგებად უნდა განვეწყოთ, რეკორდებზე ფიქრი საერთოდ არაა საჭირო. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. თითოეულ თამაშზე კონცენტრირება სეზონის ბოლოს, აუცილებლად, მოიტანს რეკორდსა და მიღწევას. გარდა ამისა, ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე უმნიშნველოვანისე შეხვედრა გვაქვს გასამართი, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. შემდეგი გაჩერება "ენფილდზეა", სადაც "ბორნმუთს" ღირსეულად უნდა დავხვდეთ. წავედით! "

კომენტარები


bulleye
მომხმარებელი

უეჭველი 3 ქულა გვჭირდება ხვალ !

chipe888
მომხმარებელი

3 ქულა დადე და ჩელსიმდე 4ეული გაინაღდე და თუ გინდა ბრაიტონთან წაგე, არ იქნება პრობლემა გადავიტანთ. ეს სეზონი თუ ოთხეულში დავასრულეთ და ლიგის ფინალი ვითამაშეთ(მოვიგებ თუ არა) წარმატებულად ჩაითვლება ეს სეზონი. არადა ვინ წარმოიდგენდა თუნდაც იანვარში,რომ ლივერპული 4ეულში 10 ქულიანი ჰანდიკაპით იქნებოდა და ლიგის ნახევარფინალში ითამაშებდა და თან დაუმარცხებლად. როცა დეიკი მოვიდა,მაშინ ყველა ვფიქრობდით ჩემპიონობისთვისაც გავიბრძოლებდით და ლიგის მოგების მთავარი ფავორიტები ვხდებოდით,მაგრამ კოუტინიოს წასვლამ და მისი შემცვლელის ვერ მოძიებამ ყველაფერი თითქმის უკან დააბრუნა. თითქმის იმიტო რო დეიკი უფრო საჭირო იყო დაცვაში,ვიდრე კოუტინიო თავდასხმაში. წელს დაფიქსირებული შედეგები მომავალში კარგი ტრანსფერების გაკეთების გარანტიაა. ფულიც არის და წესით ხალხის დაკერვა არ უნდა გაგვიჭირდეს. დაიმახსოვრეთ, ზაფხულში ხმაურიანი ტრანსფერის ავტორი ლივერპული გახდება

Ynwa Scousers
VIP Member

ბორმუთი არაა ხელწამოსაკრავი გუნდი, დღემდე საშინლად მახსოვს ამათი ქამბექი :(

GoGson
VIP Member

ჩემი აზრით ძლიერი შემადგენლობა უნდა ათამაშოს..მაინც 10დღეშია ლიგა. თან მომო რო გახდეს ბომბარდირი

Capitan
მომხმარებელი

მომო შეყრის გოლებს....

gio_chyoi
რედაქტორი

შემადგენლობას ძლიერს ათამაშებს. დღეს ყველაზე კარგი იქნება ჩელსიმ რო ვერ მოიგოს და ჩვენ მოვიგოთ. ასე თუ მოხდა ოთხეულში ვართ რა

LUIS SUARES 001
VIP Member

აუცილებლად მოსაგები თამასშია,ფაქტიურად განაღდებული გვენება ოთხეული დაეგ იქნენბა

coco
მომხმარებელი

Ynwa Scousers,
მეც მახოვს, 4-3 რო მოგვიგეს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze