x

ახალი ამბები მატჩამდე

ავტორი: Javaxa, 14-04-2018, 15:11, კატეგორია - სიახლეები, 928, 11


დღეს, თბილისის დროით 20:30 წუთზე, პრემიერ ლიგის XXXIV ტურში "ლივერპული" საკუთარ "ენფილდ როუდზე" "ბორნმუთს" უმასპინძლებს. გთავაზობთ გუნდების ახალ ამბებს.

როგორც იცით, საეჭვო იყო რაგნარ კლავანისა და ნათანიელ კლაინის თამაში, თუმცა სავარაუდოდ ისინი გუნდის შემადგენლობას შეუერთდებიან. ძირითად თერთმეტეულს დაუბრუნდება კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონიც, რომელმაც სამშაბათს დისვალიფიკაციის გამო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "მანჩესტერ სიტისთან" მატჩი გამოტოვა.

სავარაუდოდ გუნდს დააკლდება რობერტო ფირმინო, რომელსაც კისრის არეში ტკვილები აწუხებს, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. იმ შემთხვევაში, თუ კლაინი და კლავანი ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, მაშინ იურგენ კლოპს შემადგენლობის ექვსი მოთამაშე დააკლდება. ესენი არიან: ადამ ლალანა, ჯოელ მატიპი, ჯო გომესი და ემრე ჯანი.

რაც შეეხება სტუმართა გუნდის დანაკლისს - ისინი ადამ სმიტისა და ჯუნიორ სტანისლასის გარეშე იქნებიან. სავარაუდოდ შემადგენლობას დაუბრუნდება ექს-ლივერპულელი ჯორდონ აიბი, რომელმაც ავადმყოფობის გამო "კრისტალ პალასთან" გასამართ თამაშში მონაწილეობა ვერ მიიღო.

კომენტარები


coco
მომხმარებელი

მათავარია ეპლში ადგილი შევინარჩუნოთ და არ დავქვეითდეთ დარჩენილ თამაშებში

liverpool-fan
VIP Member

სალაჰის დუბლი ერთი მანე და ერთიც ჩემბო 4-0

James Pearce
VIP Member

იმედია ვინმე აკადემიის ბიჭს ათამაშებს ბორმუთთან ენფილდზე წესით არ უნდა იყოს რთული თამაში და მეორეში თუ ვინმეს დებიუტი ექნება ძალიან კარგი იქნება მაგალითად კურტის ჯონსი ამის დებიუტს ველოდები მაგრად ცოტა ხანში ეს იქნება ჩვენი 10ანი

Capitan
ტოპ კომენტატორი

ჰენდერსონმა უნდა იყოჩაღოს რა ჩანი აღარ იქნება და ცენტრში უნდა ივაშკაცოს კაპიტანი რო უნდა იყოს უნდა დაამტკიცოსრო ღირსია... ფირმინო რო არ იქნება ეგ დიდი არაფერი მთავარია რომასთან იყოს ინგსი ან სოლანკე შეცვლის

gio_chyoi
რედაქტორი

მოვიგებთ უეჭველი

lashafss
VIP Member

ფირმინო შეიძლება რომ დაასვენოს, ახლა სოლანკე დააყენოს :X კლაინი მარჯვნივ კი კარგი იქნებოდა მაგრამ მე მაინც ტრენტი მირჩევნია, ტემპი რომ არ დააგდოს

gio_chyoi
რედაქტორი

lashafss,
ტრენტს დააყენებს წესით და ალბათ ძირთადი გუნდი იქნება უმეტესწილად. მერე შემდეგ შაბათს ვესტ ბრომვიჩთან უკვე გადაახალისებს, რომასთვის მოემზადება

paata8enfild
მომხმარებელი

ფირმინიოს მაგივრად ინგსი ჯობია მოძრავია დარტყმაც აქვს ფიზიკურადაც ძლიერია და პრესინგსაც კარგად თამაშობს, და რაც უფრო მეტ დროს გაატარებს მანესან და სალაჰთან ერთად უკეთესია. თქვენი არ ვიცი და მე ინგსში ფირმინიოს იდიალურ შემცვლელს ვხედავ პროსტა გოლი უნდა და მერე უფრო მეტად თავდაჯერებული იანება და ასეთ მატჩებში დაასვენებს ფირმინიოს და ინგსი თუ ფორმაში შევიდა აგარ დაგვჭირდება ახალი ფორვარდი.

GoGson
VIP Member

პირველ ტაიმში რო 2-3 ვტენოთ სალაჰის ხარჯზე და მერე სოლანკე ან სხვა ახალგაზრდები გამოვიდნენ კაი იქნება, იდეალური იქნება რა. აუცილებელი არაა ყრუ ზამენებით თამაში მაინც 10 დღეში გვაქვს რომა

s_u_a_r_e_z
მომხმარებელი

ციტატა: coco
მათავარია ეპლში ადგილი შევინარჩუნოთ და არ დავქვეითდეთ დარჩენილ თამაშებში

რანაირად უნდა დაქვეითდე ვესტ ბრომვიჩთან და სტოკთან გვაქ კიდე სათამაშო , ერთი გავარდა უკვე და მეორე ორშაბათ რო წააგებს მერე გავარდება

LUIS SUARES 001
VIP Member

მთავარია მუხტი შევინარჩუნოთ რომელიც გვაქვს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze