x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: NikaSvanidze, 15-04-2018, 00:50, კატეგორია - სიახლეები, 1 487, 16


 რამდენიმე საათის წინ დასრულდა მატჩი "ენფილდზე", სადაც "ლივერპული" "ბორნმუთს" მასპინძლობდა. პერსისპირელებმა საკმაოდ მშვიდად და დამაჯერებლად, ანაგარიშით 3:0, იმარჯვეს.

 "წითლები" სადიო მანემ მე-7 წუთზე დააწინაურა. უპირატესობა ორბურთიანი მომო სალაჰმა გახადა, ეგვიპტელისთვის დღევანდელი გოლი პრემიერ ლიგაში 30-ე, ყველა ტურნირზე კი 40-ე იყო. შეხვედრას წერტილი ბობი ფირმინომ დაუსვა, ბრაზილიელმა ასმირ ბეგოვიჩის კარი ეფექტური დარტყმით დალაშქრა.

 გერმანელი სპეციალისტი საკუთარი გუნდის პერფორმანსით კმაყოფილია, გთავაზობთ ამონარიდებს მისი პოსტ-სამატჩო პრესკონფერენციიდან :

   იყო თუ არა "ლივერპულის" ასპარეზობა "იდეალური" :

 "მე ვიტყოდი რომ დიახ, შედეგიდან გამომდინარე, ნამდვილად იდეალურად ვითამაშეთ. ახლა რთული პერიოდია, დაძაბული გრაფიკი, უამრავი თამაში, ამავდროულად თითოეული მათგანი, თითქმის, თანაბრად მნიშნველოვანია. ასეთ პირობებში შეხვედრის ისე კონტროლი, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებდით, ნამდვილად რთულია. პირველ ნახევარში მხოლოდ 1 ბურთი გავიტანეთ, მეორე ტაიმში კი რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი შევქმენით, ისევ და ისევ, ჩვენ ვითამაშეთ გააზრებული და ხარისხიანი ფეხბურთი. შეუძლებელია ასეთ დროს მწვრთნელი უკმაყოფილო იყოს. "ბორნმუთის" ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი პრესინგის თამაშია, ამ დროს შენ კონტრ-პრესინგის უმაღლეს დონეზე განხორციელება გჭირდება, ბიჭებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ყველაფერს, მე ვამაყობ, თუმცა, დაახლოებით 75 წუთიდან თავი ბოლო 2 კვირის განმავლობაშ მიღებულმა დატვირთვებმა იჩინა. რაც მთავარია, ჩვენ ვითამაშეთ მაღალი დონის დაცვა, კარი მშრალად შევინახეთ და 3 ქულა ჩავიწერეთ."

   რამდენ გოლს შეაგდებს მომო სეზონის ბოლომდე :

 "მას კითხეთ ! მას ხშირად ექმნება კარგი მომენტები, მათ შორის დღესაც იყო რამდენიმე, საბოლოოდ შეძლო და 1 გოლი შეაგდო. ეს ყველაფერი მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული, მთავარია როგორ დაამთავრებს გუნდი სეზონს. მომო განსაკუთრებულ სიტუაციაშია, ოქროს ბუცისთვის ბრძოლა რეალურია, მართალია, მთელი გუნდი მისი აღიარების მოსაპოვებლად არ იმუშავებს, მაგრამ "პასი-დარტყმა-პასი" პროცესისთვის მას იდეალური პირობები ექნება. მისი პერფორმანსი, მისი სტატისტიკა და ციფრები შთამბეჭდავია ! ძალიან მაგარია, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს."

   ტრენტის პროგრესზე :

  "ვფიქრობ მის ზრდას ყველა ამჩნევს. კლაინის ტრავმის გამო მის პოზიციაზე მხოლოდ 2 ოფცია მქონდა. ჩვენ არც ერთ მომენტში არ გვიფიქრია მარჯვენა მცველის დამატება, ჯო და ტრენტი ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ სასწაულად ნიჭიერი ბიჭები არიან. გომესი უფრო მეტად ცენტრალური მცველია, მაგრამ ფლანგზეც საიმედოა. სეზონის განმავლობაში მათ ერთმანეთი იდეალურად შეავსეს. ტრენტი დღესაც გამორჩეული იყო, მისი პასები ძალიან კარგი იყო. მის ასაკში პრობლემა მხოლოდ ერთია, საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ შენ წინ დიდი დრო გაქვს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოთმინება და საკუთარ თავზე მუშაობის უნარის გამომუშავება. არ მინდა დღეს ვინმე გამოვყო, ტრენტთან ერთად ჩემბოც ძალიან მაგარი იყო, ის ნამდვილი ნახევარმცველი იყო. მას დაცვაში თამაში და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება ძალიან კარგად გამოუვიდა."

   სალაჰზე, რომელიც უკანასკნელი 31 წლის განმავლობაში გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც "ლივერპულის" მაისურით სეზონში 40-გოლიან ნიშნულს გადააბიჯა :

 "31 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც იან რაშმა 40 გოლი გაიტანა ?! იანი ასეთ მოხუცს არ ჰგავს! ის რა 14 წლის იყო როცა ეს შედეგი დააფიქრსირა ?! ეს საოცარია. ბიჭები შედარებით ხშირად ეძებდნენ მოს დღეს. ყველაფერს ვარჯიშებზე გავაანალიზებთ, მაგრამ ფაქტი, რომ გუნდი მოზე მუშაობს, მო კი გუნდისთვის ბოლომდე იხარჯება სიამაყით მავსებს. ის საოცრად მოერგო "ლივერპულს". ბედნიერი ვარ.

   
   გახდება თუ არა ოქროს ბუცი ხელისშემშლელი ფაქტორი სალაჰისთვის :

 "ეს ძალიან მნიშვნელოვანია თავად მოსთვის, გარდა ამისა მთელ გუნდს უნდა, რომ სალაჰმა ეს აღიარება მოიპოვოს. ჩვენ "მშიერი" და გოლებზე დაგეშილი მომო გვჭირდება. რამდენჯერმე, თამაშის გარჩევისას, მისთვის მითქვამს, რომ ზოგიერთ მომენტში, სადაც მან კარისკენ დაარტყა, პასი სჯობდა, მაგრამ ეს საყვედური ან შენიშვნა არასდროს ყოფილა. დამიჯერეთ, ფეხბურთში ყველაზე ტრივიალური სამსჯელო საკითხი სწორედ ესაა - დარტყმა თუ პასი?! მას არ აწუხებს წნეხი, ბიჭები მას ეხმარებიან. ყველაფერი მხოლოდ მატჩების მოსაგებად და სიამოვნების მისაღებად კეთდება."

   გაუმჯობესებულ დაცვაზე :

 "ძალიან კარგია, შესანიშნავი გრძნობაა, როდესაც შენი დაცვისა და მეკარის იმედი გაქვს. სიმართლე გითხრათ, კარის მშრალად შენახვის სტატისტიკას არ ვიცნობ, მთავარი გამარჯვებაა, 3-2 -თაც ძალიან გახარებული ვიქნები, მაგრამ 3-0 ბევრად უკეთესია. ასეთი პროგრესი დაუღალავა შრომის შედეგია. მთელი სამწვრთნელო შტაბი მთელი არსებით იყო მოცული ამ პრობლემით. ჩვენ მუდმივად მის მოგვარებაზე ვფიქრობდით და შედეგიც მივიღეთ. ძალიან კარგია, რომ "უესტ ბრომვიჩ ალბიონთან" მატჩამდე საკმაო დრო გვაქვს მოსამზადებლად, დასასვენებლად.

 ვიცით, რომ დაცვა გადამწყვეტია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ასევე ვხვდებით, რომ გუნდური დაცვაა საჭირო, აქ გადამწყვეტი ლორისის ფაქტორი არ არის. მთავარი გუნდის ასპარეზობაა, ჩვენ მეთოდურად ვვითარდებით და შედეგებსაც თანდათან, სტაბილურად ვაუმჯოვებესებთ. ვნახოთ რა იქნება ბოლოს."

კომენტარები


temotemura
მომხმარებელი

ბრავო ბიჭებს! დღეს ეტყობოდათ მართლა ბოლოსკენ დაღლილობა, მაგრამ ეხლა კია ხანს დაისვენებენ და ახალი ძალებით დაადგებიან გზას ფინალისკენ!

ramms01
მომხმარებელი

კაცური კაცი, კოუს შემცვლელი, ერთი ვინმე კლასნი საყრდენი მოიყვანე, ჩვენი ახალგაზრდები წამოწიე წინ და ჯიგარი იქნები, მამენტ პირდაპირ პრემიერლიგას თუ დადებ მომავალ წელს თუ გინდა მორენო ათამაშე.. მარა მაინც მაგის დებილი დედაც დდ

momo
მომხმარებელი

Dges kargebi iyvnen martla arnoldi mitumetes ase mgonia yoveli tamashis mere ixveweba da warmoidginet 2-3 weliwadshi ra done iqneba

gio_chyoi
რედაქტორი

გომესი უფრო მეტად ცენტრალური მცველიაო. ანუ მაგას ცენტრში გასაწევად უპირებს და აქედან გამომდინარე აღარც მოიყვანს მაგ პოზიციაზე აღარავის.

James Pearce
VIP Member

დაბრუნდეს გიჟი !!! გომესი ძაან მაგარი ცენტრ მცველი დადგება მაგრად მჯერა ეგ და არნოლდა დაცვის უცვლელი წევრები იქნება დიდი ალბათობით რამდენიმე წელში :)) გომესი მაგრად მევასება ერთი სიმაღლე არ აქვს ისეთი ცოტა მაღალი რო იყოს მეორე სართულზეც მაგარი იქნებოდა :))) შემდეგ სეზონში გომესი-ვვდ იქნება ძალიან მაგარი

gio_chyoi
რედაქტორი

ციტატა: James Pearce
დაბრუნდეს გიჟი !!! გომესი ძაან მაგარი ცენტრ მცველი დადგება მაგრად მჯერა ეგ და არნოლდა დაცვის უცვლელი წევრები იქნება დიდი ალბათობით რამდენიმე წელში :)) გომესი მაგრად მევასება ერთი სიმაღლე არ აქვს ისეთი ცოტა მაღალი რო იყოს მეორე სართულზეც მაგარი იქნებოდა :))) შემდეგ სეზონში გომესი-ვვდ იქნება ძალიან მაგარი

1.88 არი მეტი რა უნდა იყოს. ლოვრენიც მაგხელაა

LUIS SUARES 001
VIP Member

მაგარი შებერტყილია ეგ ჩემისა:)

liverpool-fan
VIP Member

ველოდები ბრიტანული მედიის მორიგ ქება დიდიბას ყველამ მაგრად ითამაშე ჩემი აზრით ერთ ერთი საუკეთესო მატჩი იყო გუშინ სიტი რომ არ ჩავთვალოთ ყველამ უმაგრესად ითამაშა

chipe888
მომხმარებელი

მიეცა ენფილდს სიამაყის საბაბი და ამაყობენ კიდეც. მთელი თამაშში ამღერებული ენფილდი,ესეთ შეხვედრაში კარგა ხანია არ მინახავს. მგონი, კლოპი მართლა შეძლებს ძველი დიდების დაბრუნებას. მთავარია,სწორი ტრანსფერები გაჩარხოს და ფეხი აუწყოს კონკურენტებს(ვარსკვლავების ყიდვაში არა ოღონდ)

მუჰამედი
მომხმარებელი

დაცვა მოიხოდა, ნახევარდაცვაში ზაფხულიდან გუნდში დიდი კონკურენცია იქნება, რაც ფეხბურთელებს პროფესიონალებად ჩამოაყალიბებს. ფორვარდებზე რა ვთქვა, ისინი შეუდარებლები არიან.

P.S. სალახი მაგარია ! ! !

Emre chan 23
მომხმარებელი

salami yvelas axali var

liverpool001
მომხმარებელი

https://www.facebook.com/groups/2064729780477308/
შედით ამ ლინკზე მოიწონეთ გააზიარეთ და დააკომენტარეთ ერთი კვირის შემდეგ გამოვავლენთ ჩვენი ჯგუფის აქტიურ წევრს რომელსაც გადაეცემა საყვარელი გუნდის ატრიბუტიკა

GoGson
VIP Member

ტოტენჰემს როგორ ჩაურტყა , მთელი გუნდი არ აეწყობა სალაჰზეო ))))

კიდე ის მომეწონა რო გომესის ცენტრალური მცველობა აღიარა, იქნებ გვსჩვენოს ერთხელ რააა...

ჩემ*ცენზურა*ე კიდე არვიცი რავთწვა ძაან მომწონს, და ვფიქრობ უკვე რო დავივიწყოთ კოუს შემცვლელი 100 და 200 მილიონად. მოვიყვანოთ კარგი ჩამშლელი 50-80 მილიონად და ეგ , ჩემბო და კეიტა იდგნენ ცენტრში... ხო და კიდე იმ მედისონზე რო დაიწერა აი ეგ დაითრიოს ახალგაზრდა ინგლისელი ტალანტია და მაგას ერქვას კოუს შემცვლელი , მე თანახმა ვარ

ზ.ებანოიძე
მომხმარებელი

ციტატა: GoGson
ტოტენჰემს როგორ ჩაურტყა , მთელი გუნდი არ აეწყობა სალაჰზეო ))))

კიდე ის მომეწონა რო გომესის ცენტრალური მცველობა აღიარა, იქნებ გვსჩვენოს ერთხელ რააა...

ჩემ*ცენზურა*ე კიდე არვიცი რავთწვა ძაან მომწონს, და ვფიქრობ უკვე რო დავივიწყოთ კოუს შემცვლელი 100 და 200 მილიონად. მოვიყვანოთ კარგი ჩამშლელი 50-80 მილიონად და ეგ , ჩემბო და კეიტა იდგნენ ცენტრში... ხო და კიდე იმ მედისონზე რო დაიწერა აი ეგ დაითრიოს ახალგაზრდა ინგლისელი ტალანტია და მაგას ერქვას კოუს შემცვლელი , მე თანახმა ვარ

მედისონზე წერენ? მეც ძაან მომწონს, ძაან ტექნიკუია, სტილითაც ესთეტიური, კაიბიჭია მოკლედ. თან ინგლისელი

bati_gol
მომხმარებელი

ar vici admini vin aris magram imedia rom, waikitxav zomebs miigebs...wlebia am saitze var da vigac lawirakebis gadasawyveti gaxda me liverpulis baleshiki var tu chixurasi,da pirovnul sheuracxmyofaze agarafers vambob...da eseti lawirakebi unda iblokebodnen samudamod tu am saitze mosulia?

arc unda vpasuxobde wesit, magram sxastanac gaaketebs igives

lasha77
VIP Member

როცა ლესტერი ჩემპიონი გახდა მაშინაც ამ რაოდენობის ქულა რომ დაგვეგროვებინა ახლა ჩვენ ვიქნებოდით ლიდერები :D რომ არაა ეს წყეული სიტი ბოლოს თამაშამდე გვექნებოდა ჩემპიონობის იმედი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze