"რომა" - გარდასულ დღეთა "დეჟავიუ" » Liverpool Fc - ფანკლუბი

"რომა" - გარდასულ დღეთა "დეჟავიუ"

ავტორი: RUSH, 22-04-2018, 21:42, კატეგორია - სიახლეები, 1 213, 8


და აი ისევ, ჩემპიონთა ლიგის მრავალგზის ჩემპიონი მერსისპირული გიგანტი, საყვარელი თასის მოსაპოვებლად ორი ნაბიჯის გადადგმასა და სამი შეხვედრის წარმატებით დასრულებას ლამობს, მიზანი დიადი აქვს, მეექვსე თასი უნდა, მას ეს კარგად გამოსდის და რატომაც არა?! მეტოქე კი კიევურ ოცნებებამდე არც მეტი, არც ნაკლები იტალიური ფეხბურთის ისტორიული კორიფე, დედაქალაქური "რომაა"; საინტერესოა არა, ვისთან ან რა ხარისხის მეტოქესთან გვიწევს შერკინება, გვქონია რო წარსული გამოცდილება მასთან, მოგვიგია თუ დავმარცხებულვართ, გვიტირია თუ გვიამაყია და ასე შემდეგ... ალბათ, ამ ორი გუნდის ისტორიულ მეხსიერებაში დღემდე იარსებებს იტალიის დედაქალაქში 1984 წელს გამართული ფინალური შეხვედრა, სადაც ჯო ფაგანის გაწვრთნილმა "ლივერპულმა" ტრიუმფალური დასასრული ჰპოვა, ჩვენ სხვა რაღა დაგვრჩენია თუ არა, რომ გავიხსენოთ კლუბის ისტორია, ის ასპექტი რის გამოც ჩვენს გულებში სამარადისოდ აინთო ფენიქსის ჩირაღდანი, დამერწმუნეთ, ეს ფინალი ყველაზე კარგად გადმოსცემს მის ნარატივს...


84 წელია და საძმაკაცოს მოგვინდა სიმფეროპოლში "დაგაზვა", დილიდან "ცეკა", "თეკა", "ჩეკა"... შევაწუხეთ, ბილეთები გვინდა, მაყუთი გვაქვს კაცო და ჯიგრებს იქეთაც ვეპატიჟებით... არა, მეგობარო შესაძლებელია 1984 წელს მსგავსი ისტორიით ვისმეს ეარსება, მაგრამ ჩვენ აპენინებზე უნდა ვიმოგზაუროთ, გავიხსენოთ დრამატული ევროპული, საფეხბურთო კლასიკა, ქალაქში არსებული ატმოსფერო, მოლოდინები და რაღათქმაუნდა შედეგი; თხრობის ამგვარი მიმართულება უფრო რელევანტურია - იტალიაში ზოგადად ხალხი ზარმაცია, გვიან იღვიძებს, მაგრამ სამხრეთული "მარიაჟობა" იქაც ტრენდულია, მოკლედ ცოტა დააგვიანდა საზოგადოებას, ტურისტებს (განსაკუთრებით ინგლისელებს) გამოღვიძება, მაგრამ მაგარი "გაზმანულები" საუკეთესო კაფე-ბარებს აუცილებლად უნდა სტუმრობოდნენ და ასეც მოხდა, დილა "ლატე-ფრაჩიატოთი" ხომ დილა არ იქნებოდა, ყავის დასალევად გადარბენილ ადამიანს რატო უნდა ეცვას "კავალის" ზედა-ქვედა?! პრინციპში, ვახსენეთ წეღან სიტყვა "მარიაჟობა" და აქ დავასრულოთ, წინ კიდევ ბევრი გვაქვს მოსაყოლი - ყავამ დილის ფიზიო-თერაპია ჩაატარა, დრო დადგა "ფონტანა დი ტრევის" მონახულების, "წმ. პეტრეს ბაზილიკაში" მოლოცვის, "სან ლუიჯი დი ფრანჩესკის" ხედებით ტკბობისა და რაც მთავარია, ხომ არ გავიწყდებათ, საღამოს "ოლიმპიკოსთვის" მომზადება, მისვლა, და მხარდაჭერაა დღის წესრიგი?! მოკლედ 30 მაისს დუღდა და გადადუღდა ქალაქი რომი, სადაც ადგილობრივი "რომა" პირველად, ისტორიის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალს თამაშობდა, ხოხ, როგორ ჟღერს?! "ლივერპული" კი რომელიც ანგრევდა, ანაფოტებდა იმ დროს ევროპაში ყველას, დინჯად, არისტოკრატული სიდარბაისლით "ჩაიპარა" იტალიაში და რაც მოხდა ამის შემდეგ, ყველანი ერთად გავიგებთ...



"ლივერპული" მეოთხე ევროპის თასის ფინალში გამოჩნდა. 1977, 1978, 1981 წლებში მან ის სამჯერ მოიგო. თავის მხრივ, რომაელთათვის ეს პირველი ევროპული ფინალი იყო, მათ მხოლოდ და მხოლოდ 1961 წელს ჰქონდათ საგარეო წარმატებისთვის მიღწეული, საუბარია "Inter Cities Games Fair" თასზე, სადაც "ინტერნაციონალე" დაამარცხეს.

1984-ში მერსისაიდელებმა ქვეყნის ჩემპიონატი მოიგეს, აგრეთვე ჩემპიონები გახდნენ ინგლისის ლიგის თასზე, დაამარცხეს რა მეზობელი "ევერტონი" მინიმალური სხვაობით; რომში წარმატება ნიშნავდა, რომ ჯო ფაგანის მხარე ეპოქალური ტრიპლეტის წინაშე წარმოსდგებოდა. რაც შეეხება, მეორე ფინალისტს, "რომამ" სერია ა-ში მეორე ადგილი დაიკავა, სამაგიეროდ კოპა იტალია მოიგო, მაშინდელ ზღვა ემოციებს იტალიაში სათავე პრუცო-გრაციანის მომაკვდინებელმა შემტევმა დუეტმა დაუდო.

ფინალი "სტადიო ოლიმპიკოზე" ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება არა თანაბარ პირობებში აყენებდა კლუბებს, უეფამ მაინც არ შეცვალა გადაწყვეტილება და ის შიდა წესობრივი რეგლამენტით ახსნა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 1977 წელს "ლივერპულმა" პირველი თასი ფაქტიურად საშინაო მოედანზე მოიგო, იმ შეხვედრაში სქაუზერების არმიას გადავსებული ჰქონდა ტრიბუნები და 4-ჯერ აღემატებოდნენ მეტოქე გუნდის ფანებს; შესაბამისად, აცნობიერებდნენ ინგლისელები, რომ ფინალის გასვლაზე ჩატარება მოუწევდათ, ისედაც ფავორიტ "რომას" მისსავე მოედანზე მოუგო ნამდვილად რთული საქმეა...



დღემდე იტალიაში "ლივერპულის" მიმართ არავინ მალავს ზიზღის გრძნობას, ყველას ახსოვს "ეიზელის" ტრაგედია, სქაუზერების თავხედური ქცევის სტილი, არა ჰუმანიური მოპყრობა ოპონენტების ფეხბურთელთა მიმართ და მუდმივი კონფლიქტები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამის და გამო 84-ში "ოლიმპიკო" გადაიტენა, მტრულის გარდა, ძალიან მძიმე ატმოსფერო შეექმნა ინგლისურ გრანდს, ფანები შუაში მოაქციეს, მოთამაშეებს წამითაც არ მისცეს გამაყრუებელი სტვენის გარეშე მოქმედების საშუალება...

ამ ბინძური ტაქტიკის მიუხედავად, 15 წუთზე უკვე წინ გახლდათ "ლივერპული" - სანამ ჯონსტონს მოძებნიდნენ, სუნესმა და სემი ლიმ პასები გაცვალეს, კრეიგ ჯონსტონმა მარჯვენა ფლანგზე ბურთის მიღებისთანავე, გრძელი კროსი გააკეთა საჯარიმოში, სადაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართა ფრანკო ტანკრედისა და რონი ველანს შორის; ამ საფეხბურთო დაპირისპირებამ ჯერ მეკარის ხელიდან ბურთის გავარდნა დააყენა მოცემულობაში, (ბურთის გამოტანაზე მცველი, ფრანკო ნაპი ზრუნავდა, რაც არა ეფექტური გამოდგა), ხოლო შემდეგ ფილ ნილის სწრაფი შევარდნა საჯარიმოში და გოლის გატანა. მალევე, "ლივერპულელთა" კაპიტანმა და იმ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა, გრემ სუნესმა ულამაზესი დარტყმით მეორე ბურთი გაახვია რომაელთა ბადეში, თუმც მსაჯებმა ალამი ასწიეს და გოლი გაუქმდა.

"რომას" 27-ე წუთზე ჰქონდა პირველი რეალური მომენტი, რომ ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ კონტის ეშმაკური დაბალი დარტყმა ბრიუს გრობელაარის ნადავლად იქცა. 32-ე წუთზე როლები გაიცვალა და უკვე საოცარი შანსი შეექმნა იან რაშს, რომელმაც დარიო ბონეტი გააბითურა და ტანკრედის დაუმიზნა, ამ შემთხვევაშიც მეკარე ზუსტი აღმოჩნდა. პირველი ტაიმის შუაწელში უკვე უხეშობები დაიწყეს გუნდებმა, განსაკუთრებით ინგლისელები გამოირჩეოდნენ, წინ გასულებმა ნეგატიური კონოტაციის ტაქტიკური ხერხები ჩართეს საქმეში, გაყვითლდნენ ლოურენსონი და ფილ ნილი; "მგლები" დანებებას არ აპირებდნენ, მათი უპირატესობა საგრძნობი გახდა და ტაიმის ბოლოს მშვენიერი კომბინაცია გოლად აქციეს (1-1) - სებასტიანო ნელა & კონტის ორ-სვლიანი გათამაშება და კონტის გამოზომილი პასი პრუცოზე... ტაბლო აკაშკაშდა, მასპინძლებმა რწმენა დაიბრუნეს.

მეორე ტაიმი კვლავ რომაელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა - მათი სათამაშო სტრატეგია ცენტრში ბურთის დაუფლებასა და მოკლე პასებით ხიფათის შექმნაზე გადაეწყო, გამოსაყოფი იყვნენ ბრაზილიელები, ფალკაო და ტონინიო, რომელთაც უძლიერესი ცენტრის, სუნესის გარღვევა ევალებოდათ, საბოლოოდ ისინი ვერაფერს გახდნენ, მხოლოდ ერთ ეპიზოდში შეიქმნა რეალური საგოლე მომენტი, როცა ფალკაომ 25 მეტრიდან დაუმიზნა... მერსისაიდელები ულტრა დაცვითი ხასიათის თამაშით გამოირჩეოდნენ, 72-ე წუთზე ჯონსტონი შეიცვალა და 5 მცველი მოგვევლინა უკვე ფაგანის გუნდში; მიუხედავად ყველაფრისა, 85-ე წუთზე დალგლიშმა შეგვახსენა თავი, მისმა უზადო მოქმედებებმა სტივ ნიკოლი პირისპირ შეატოვა მეკარეს, ინგლისელმა საშინლად იმოქმედა; ყველაფერი ექსტრა ტაიმებისკენ წავიდა...



დამატებითმა, 30-მა წუთმა არანაყოფიერად ჩაიარა, ორივე კოლექტივი გაშვების საშიშროებით (მაშინ ოქროს გოლის სისტემა მოქმედებდა), საკუთარ ნაჭუჭში ჩაიმალა, მხოლოდ იტალიელი პლატინი, როგორც მას ეძახოდნენ, კონტი აქტიურობდა და რამდენიმეჯერ კინაღამ აქცია თავი ისტორიულ პერსონაჟადაც; ამ დაძაბული შეხვედრის ფინიში პენალტების სერიის გარდა, განა სხვა რა იქნებოდა ?! როდესაც კულმინაციამ პიკს მიაღწია, ბედის ირონია ბედის ირონიააო და აუგუსტინის პირველ გატანილ თერთმეტრიანს, რომელსაც ამავე წარმატებით ნიკოლმა უპასუხა, კონტის გამოცდა მოჰყვა, უდაოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ანტი-გმირობამდე დაიყვანა გარჯა და ნიშნულიდან გააცუდა; "ლივერპულელებისთვის", რომელთაც მთელი შეხვედრის განმავლობაში პრაგმატული და ჭკვიანური სპორტული მოდელი ჰქონდათ შემუშავებული, ერთი დიდი შვება იყო იმის გაფიქრება, რომ წარმატებული 3-4 დარტყმის მერე თასს მოიპოვებდნენ; რაშის, სუნესისა და ნილის უზადოდ შესრულებულ პენალტებს, იტალიელთაგან გრაციანის კიდევ ერთი გაფუჭებული დარტყმა მოჰყვა და საბოლოო ჯამში რიგით მეოთხე ევროპულმა თასმა კოპის მუზეუმი დაამშვენა. ეს შეხვედრა მართლაც არა მარტო იმით იყო გამორჩეული, რომ ნომინალურად სუსტმა, გაუსაძლის პირობებში (გასვლაზე), ძლიერს, შედეგზე გათვლილი ასპარეზობით მოუგო, არამედ აქ გამოჩნდა "ლივერპულის" მაგიური ძალა, როდესაც ფინალში გადის, როდესაც საქმე ევროპულ პირველობას ეხება, იქ მერსისპირული გიგანტი რეგალიებსა და ავტორიტეტებს არ ცნობს, მიზანმიმართულად მიდის რა თასის სახლში წასაღებად...


" მერსისაიდელები უზარმაზარ, უსამართლო გამოწვევაში მოექცნენ, როდესაც უეფამ გადაწყვიტა, რომ ცხელ, მტრულ შემოგარენში შეეშვა მეტოქე და რამაც გამოიწვია ტიფოზების ისედაც სასტიკ ქცევათა გამოვლინებების კიდევ უფრო აშკარა ხასიათით დატვირთვა. " - ნათქვამია "Independent"-ის მაშინდელ გამოცემაში.

აღნიშნული ფაქტით გაცეცხლებული ლივერპულელები, რევანშის აღებას უშუალოდ მოედანზე აპირებდნენ, გვირაბში ყველამ დააფიქსირა ლოურენსონისა და გრემ სუნესის ხმამაღალი შეძახილები, მერსისაიდელთა ექს-კაპიტანი უბრალოდ ღრიალებდა, ის ვირთხებად იხსენიებდა სრულიად იტალიას და მზად იყო დაემტკიცებინა მსოფლიო კლასი, რამდენიმეჯერ ბოთლიც კი გაისროლა, სავარაუდოდ ამ განწყობილებამ დააჩოქა ძველი "პომპეი".

მენეჯერ ფაგანის ინსტრუქციები პრიმიტიული გახლდათ, ის მოითხოვდა სწრაფ გოლს, უხეშ თამაშსა და გაშმაგებულ პრესინგს; მისი მელოდრამული როლი შემდეგში მდგომარეობდა, "პომპეის ამოფრქვევას" სახელი უნდა შეცვლოდა და "ფენიქსის დაღი" დარქმეოდა, ფეხბურთელები მზად იყვნენ, მაგრამ 15.000 სქაუზერი მოედნის გარეთ დარჩა, საბოლოოდ მათგან ნახევარი "ოლიმპიკოზე" შევიდა, ისიც იმიტომ, რომ ინგლისელებმა ბარიკადების დამტვრევა დაიწყეს, ამით კი საფრთხე იქმნებოდა ეიზელისმაგვარი ტრაგედიის შექმნისა და შეხვედრის საერთოდ გადადების.

" მომეჩვენა, რომ ამ გუნდს დამატებითი დოპინგი ჰქონდა გაკეთებული, მათი გოლკიპერი როგორც ჟონგლიორი ისე დახტუნაობდა, არ მეგონა თუ გოლს როდესმე გავიტანდით. მეტოქეს თავი კოლიზეუმში ეგონა, ისინი არა თუ სათამაშოდ, არამედ ჩვენს დასახოცად იყვნენ გამოსულები. " - ვკითხულობთ მასიმილიანო გრაციანის ჩანაწერებს.

"რომა" დაძაბულობამ მოიცვა, ისინი პირველად იყვნენ ასეთი გამოწვევის წინაშე, "ლივერპული" კი საპირისპიროდ თავს წყალში თევზივით გრძნობდა, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ წინასწარვე ნაზიარები იყვნენ ტრიუმფს, სამი თასი უკანასკნელ შვიდ წელიწადში და კვლავ ფინალი ნამდვილად დიდი შინაგანი ოპტიმიზმის საფუძველი იყო, ხოლო ფილ ნილი საერთოდ მეოთხე ფინალს თამაშობდა და ასაკში მყოფს, თავი დამწყები ჭაბუკივით ეჭირა.

ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, სანაოსნო ქალაქის სიამაყემ მაისურზე მეოთხე ვარსკლავი დაიმატა, სადღაც იქით თოფმა იქუხა და ხსენებულ ფინალზე არა ნაკლებ, თუ მეტად არა, დრამატული სტამბულის ღამე მოგვივლინა, სადაც რაოდენობამ 5-შკალიან ნიშნულს მიაღწია, დღეს ისევ მეექვსე საკონტროლო გასროლის მოლოდინში ვიმყოფებით, შემდეგი გაჩერება უკრაინის ულამაზესი დედაქალაქია; რა იქნება და როგორ, ამას სულ მალე ყველანი გავიგებთ, მანამდე კი მსურს თქვენი განწყობილება შემდეგი ჩართული წინადადებით ავამაღლო:

" 1892 წლის მაისში, ჯონ ჰოლდინგმა ლივერპულის ასოციაციური საფეხბურთო კლუბი შექმნა. 126 წლის შემდეგ, ჩვენ ყველანი მოწმედ ვიქეცით ემოციით დატვირთული ღამეების, ტიტულების, რომლებიც მოვიპოვეთ დრამატულად, ხანდახან მინიმალური უპირატესობით, განცდილი მარცხების, რომელიც ამავდროულად ხანდახან მინიმალური ჩამორჩენით დავთმეთ, ბევრი შევიძინეთ და ბევრიც დავკარგეთ, გვახსოვს ცრემლები სიხარულის თუ სიმწარისა, რომლებიც დაიღვარა შინ და გარეთ, გოლები, გაძევებები, გულშემატკივრების ამბოხი, ლამაზი ფინტები თუ გაცუდებული თერთმეტმეტრიანები ყველაფერი გვახსოვს, ეს "ენფილდოლოგიაა", ეს გრაციოზული "კოპიტური მითოლოგიაა", აქ ერთი ღმერთი მეფობს და ეს ფენიქსია, ეს ყველაფერი კი შენ უნდა იცოდე, სანამ გგონია რომ მიცნობ!!! " 



კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

კაია რაშ საინტერესო სტატია იყო. დიდი იმედი მაქვს რო რომასთან თავს არ შევირცხვენთ და მერე ფინალსაც მოვიგებთ. სიმართლე ვთქვა ფინალის უფრო არ მეშინია ვიდრე ეხლა რომასი. ძაან მეგოთვერენება ეს რომა. ნაპოლის გასვლა მოუგეს 2-4, ატლეტიკო ჯგუფსი ჩატოვეს, ჩელსის 3-3, 3-0 ეთამაშნენ და აგერ ბარსას რაც უქნეს კი ვნახეთ. ასე რომ ძალიან საშიში მეტოქეა

LUIS SUARES 001
VIP Member

საღო რაშ..არაგვაქვს უფლება რომასთან წააგოთ,ყველაფერი უნდა ჩავდოთ ამ თამაშში და სკაუზერთა დიდი არმია კიდევ ერთხელ გავახაროთ

ramms01
მომხმარებელი

გენაცვაე ძმაო, ასწორებს შენი სტატიები მაგრად. ჯერ სად ვართ კიდევ რამდენი რამ გველის წინ ვინ იცის. იმედია უფრო ახლო მონაწილეები ვიქნებით, ყველა სკაუზერი, ჩვენი გუნდის მომავალი ამბების...

GoGson
VIP Member

კაროჩეე გიო ისეთი აზარტით ვკითხულობდი და ისეთი არწერა იყო თავიი სტადიონზე მეგონა 84 წელშიი )) საღოლ

chipe888
მომხმარებელი

ისევე როგორც ახლა მე ვამაყობ 1984 წლით,ტრიუმფით რომლის დროსაც დაბადებულიც არ ვიყავი. ასევე უნდა იამაყონ წლევანდელი წლით მომავალმა ლივერპულის ფანებმა. ყველა მეტოქე საშიშია და არც წლევანდელი რომაა გამონაკლისი,მაგრამ როცა ლივერპული ხარ ყველას დამარცხება უნდა შეგეძლოს. აქ ლობჟანიძეც კაფუსავით უნდა თამაშობდეს და ხვალ უკვე ვნახავთ თუ როგორ არ შეიმჩნევენ რომას თითოეულ ფეხბურთელს და დიდი ნაბიჯებით,თავაწეულები გავემგზავრებით ჩვენი მოძმენის დედაქალაქში. როცა წყილები გახდა ცნობილი,ცოტას შიშის ფაქტორი მქონდა,მაგრამ დღეს უკვე სრული საბრძოლო მანქანა ჩამერთო და არანაირი შიში და სიფრთხილე,წინ ფინალისკენ. მათ დამარცხეს ბარსელონა და ყოველდღე ამაზე ლაპარაკობენ(მეტი არ აქვთ სალაპარაკო და რა ჰქნან) ჩვენ საუკეთესოდ მობურთავე სიტი დავამარცხეთ და თან ისე რო არცკი შევიმჩნიეთ(ხმას ხომ არ ვიღებთ) ჩვენ ლივერპული ვართ და ისევ ვიმეოორებ,ეს ჩვენთვის რეალობაა და არა რომასავით ოცნება. ფეხბურთში ყველაფერი ხდება,მაგრამ ხვალ არ მოხდება,ამაში დარწმუნებული ვარ. ერთი ფილმის არ იყო: მოვსტ...ყ ა ნ ფრანჩესკო ტოტი და მთელი რომა,მაგათი ბაყაყი ჭამია დედა ვატირე. როგორი ამბიციებით მოდიან,თან სად ენფილდზე?! რომა მაშინ ჩაისვრის,როცა სტადიონისკენ მიმავალნი წითელ ღუბელს დაინახავენ. ტურისტი კატალონიელები არ ეგონოთ ენფილდის ბინადარნი და როცა წითელივე რუბელს გადენენ ოლიმპიკოზე მერე დარწმუნდებიან საკუთარი სიტყვების კრახში. თუ ბევრს გაახურებენ შეილება თავისივე ქალაქში გაილახონ,როგორც მათ მემამულეებს დაემართათ. მერსისპირეთში ფენიქსმა გაიღვიძა და მეტოქეები ტვალეტის ქაღალდებს იმარაგებენ ალბათ. ეს ენფილდია,ეს ლივერპულია და ეს სკაუზერთა დიდი არმია,ჩვენ ვითამაშებთ კიევში და ბევრ ჩვენთაგანს ალბათ ეღირსება საყვარელი გუნდის სტადიონიდან ცქერა,რომლებსაც გაუმართლებთ ისინი ყველა ქართველი სკაუზერის სახელით იყვირებენ,იმღერებენ და ტაშსაც შემოკრავენ სტადიონზე.

პ.ს. როგორც ყოველთვის მადლობები რაშ!

James Maddison
მომხმარებელი

Come on boys !!!

lasha77
VIP Member

ლიგა რომც ვერ მოვიგოთ მაინც კმაყოფილი ვიქნები წლევანდელი სეზონით :დ ხვალ დიდი დაპირისპირება გველის . ნახევარფინალში მხოლოდ ღირსეული კლუბები არიან . მთავარი ეს ბარიერი დავძლიოთ და მერე არ ვიცი რა იქნება

Capitan
მომხმარებელი

sauketeso shansi gvaq am wels ligis dadebis klopo droa ukve pinalis mogebis)))) coutinio shenidedasshdveci

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze