მედისონი "ლივერპულს" უახლოვდება » Liverpool Fc - ფანკლუბი

მედისონი "ლივერპულს" უახლოვდება

ავტორი: gio_chyoi, 22-04-2018, 21:47, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 530, 18


ვებ-პორტალი Anfield Edition საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ლივერპულელები" ახლოს არიან "ნორვიჩის" ახალგაზრდა ვარკსვლავის, ჯეიმს მედისონის გაფორმებასთან.

მას შემდეგ რაც თავად ფეხბურთელს საკუთარ მომავალზე ჰკითხეს, Anfield Edition-თან დაახლოებულ წყაროს მან განუცხადა, რომ მისი აზრით მომავალ სეზონში იგი "ლივერპულის" ფეხბურთელი იქნება.

უფრო ზუსტად, მან წყოროს განუცხადა, რომ მისი აზრით, იგი მომავალი სეზონიდან თავის ახლო მეგობართან, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან ერთად ითამაშებს.

არნოლდი და მედისონი ერთმანეთთან პატარაობიდან მეგობრობენ. იგი ინლისის 21 წლამდეთა გუნდში ერთ ოთახშიც ცხოვრობდნენ.

მედისონმა იურგენ კლოპზე მიმდინარე სეზონში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 21 წლის ნახევარცველმა მიმდინარე სეზონში თავი 15 გატანილი გოლითა და 8 ასისტით გამოიჩინა 47 შეხვედრაში.

ამ ყველაფრისთვის იგი ჩემპიონშიფის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეც იყო წარდგენილი (გამარჯვებული რაიან სესენიონი გახდა).

Anfield Edition აგრეთვე ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მერსისაიდელები მედისონის გარდა მოლაპარაკებებს სწორედ ზემოთ ნახსენები რაიან სესენიონის წარმომადგენლებთანაც აწარმოებენ.

"ფულემის" ახალგაზრდა ვუნდეკინდის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემიც" იჩენენ, თუმცა, როგორც ჩანს, "ლივერპული" ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზეა.

ჩემპიონშიფის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა ნამდვილად საოცარი სეზონი ჩაატარა. მან 47 შეხვედრაში 15 გოლი და 5 ასისტი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ იგი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა.

მან სეზონი მარცხენა მცველად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში იგი მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გვევლინება.

"ლივერპული" სცენის მიღმა აქტიურად მუშაობს ტრანსფერებზე რათა ისინი რაც შეიძლება სწრაფად განახორციელოს. იურგნე კლოპს უყვარს გრძელი პრე-სეზონი თავის ფეხბურთლებთან ერთად.

კომენტარები


Papuashvili
მომხმარებელი

ამ სესენიონზე თუ ვიღაცაზე 3 წელია ისმის, მაშინსაც 17 წლის იყო ეხლაც 17 როგორაა :დდ

RUSH
რედაქტორი

ოხ, ერთი შენი სტანდარტებისთვის მაყურებინა შემდეგ სეზონში, მეტი არაფერი მინდა))) უძლიერესი ბიჭიაა მოიყვანეთ - მედისონი, ბარი დუგლასი, სესენიონი და ბობი რიდი კაშკაშებდნენ წელს ჩემპიონშიპში, ამ ოთხი კაცის მეტი საჩალიჩოც არცერთია, თან მედისონი & სესენიონი იმედისმომცემები არიან და ისინი დაბერდნენ უკვე მეორე-მესამე ლიგებში

kloppo
მომხმარებელი

ეს ძაან კაი ბიჭია იმედია იყიდიამ ამასაც ნევესსაც და სესენიონსაც

კაროჩე რასაც ვუყურებ ვრწმუნდები რო ტრანსფერები გამოსდის ამ კაცს რა . წელს ვიზეც დაიწერა ეგენი თუ მოვიდნენ ანუ ზამენას აყენებს ძლიერს რა თან პერსპექტიულს და ყველას ძაან მაგარს . გინდა ეს ბიჭი აიღე, გინდა სესენიონი(რომელიც მაინც მგონია რო ტოტენჰემში წავა) გინდა საბელოსი და გინდა ნევესი , ზუსტად ისაა რაც გუნდს აკლია ნახევარ დაცვა და შეტევა ზამენა არ გვყავს და მოაყომერებს რა . მარა მეკარე და მცველი უეჭველი მოსაყვანია , სირცხვილია რო არ მოიყვანოს

gio_chyoi
რედაქტორი

RUSH,
სესენიონი-მედისონი-ნევეში ეს სამი კაცი გვინდა ჩემპიონშიფიდან :)) ძვირიც არ დაჯდება და იდეალური ტრანსფერები გამოვა. პლიუს კეიტა-გრუიჩი-უილსონიც შემოგვიერთდებიან და გუნდიც შეიკვრება რა

LUIS SUARES 001
VIP Member

მაგრა მევასება ამის თამაში,ნორვიჩისთვის ცოდვა

RUSH
რედაქტორი

gio_chyoi,
ეგეთ აფიორაზე მეც თანახმა ვარ, ზუსტად ვიცი რო მაგ ხარისხის ბავშვებით პრემიერ-ლიგაზე გავიწევით. თან გრძელვადიანი რუსტერი შეგვრჩება ხელში ;0

gio_chyoi
რედაქტორი

ეს მედისონი მართლა თუ მოყავთ კოუტინიოს შემცვლელი ეგ იქნეა ანუ. იმიტო რო პოზიციით შეესაბამება, ნახევარდაცვაში თამაშობს წინ რა. ჯანის შემცვლელი ალბათ ნევეში იქნება და სესენიონი თუ მოვა სად უპირებს დაყენებას არ ვიცი, ალბათ მაინც წინ დააყენებს და თუ დასჭირდა მცველადაც დაწევს. ფლანგს უილსონიც შეავსებს და ცენტრს კიდე გრუიჩი. ასე რომ წინ პრობლემა მოიხსენება. მარა აი უკანა ხაზში რა იქნება არ ვიცი.ეს გომესიც არასტაბილური კაცია რა. და საერთოდ ყველა ვან დეიკის გარდა. მეკარეც არ ვიცი ეს ალისონი ძაან მომწონს კარიუსიც მინდა მოიხოდოს თან. მცველის ერთი დე ვრეი ან დე ლიხტი რო მოეყვანა კაი იქნებოდა

kloppo
მომხმარებელი

gio_chyoi,
სესენიონი აგერ ნახე რობერტსონი და მორენო თუ არ ჩამოაშოროს ძირითადს სამუდამოდ ეგ ძალიან მაგარია ფლანგის ყველა პოზიციაზე . ერთხელ ვუყურე და ძაან მომეწონა. არადა რობერტაც მაგარია :დდ

bulleye
მომხმარებელი

სესენიონის ტრანსფერი სასწაული იქნება, ესეც მაგარი ბიჭია :) მაგრამ სესენიონი მეეჭვება მოვიდეს

johnson
ადმინისტრატორი

წელს პრემიერ ლიგის 1 ტურისთვის დაიხურება სატრანსფერო ფანჯარა ინგლისური კლუბებისთვისო ანუ მალევე იჩალიჩებს კლოპი

gio_chyoi
რედაქტორი

johnson,
ხო ეგ აღარ მახსოვდა ანუ შეილება მსოფლიოს დაწყებამდეც მოიყვანოს ვინმე

GoGson
VIP Member

რაღაც წყარო არ გავს მთლად ლივერპულ ექოს :დ მაგრამ მაინც სასიამოვნოა ამის წაკითხვა... მედისონი შედარებით გვიან გავიგე ვინც იყო , რაიანზე ვიცოდი. აი ეს ორივე რო დაგვათრევინა მართლა ზააან მაგარი იქნებოდა...
კოუტინიოს ადგილზე ჩემბო და მედისონი გაიყოფოდნენ ჩესნი კონკურენციით და მარცხენა ფლანზე რობო და სესენიონი.. პახოდუ სესენიონი მანე სალაჰსაც შეცვლიდა და მართლა გრძელვადიანი როსტერი გვეყოლებოდა..
მოიყვანონ ნევეშიც ეს ორიც და აღარაფერი გვინდა რა მართლა (ერთი მცვეკიც ბარემ და გავედით)

giginio
VIP Member

sesenionze xelebi amiweviaa egaa imena sprintermeni. mara liverpulis donis gundi neveshze medisonzee da premiershofze chemi azrit ar unda fiqrobdess da ar minda liverpulshi barkli 2 ebis naxvaa da tu zamena unda jer dziritadshi vinc da rac gvaklia is moiyvanos da mere zamenaze ifiqross. msoflioze uamravi perspeqtiuli axalgazrda gaedzroba egre tu undaa.

sulkhan
VIP Member

ზაან კაიტრანსფერია ანდერსონ ტალისკაც მაგრად მინდა და ეს სესენიონი კიდე ხომ რავი კლოპის ხელში უძლიერესი სასტავი შეიკვრება.

lasha77
VIP Member

ძვირს დააფასებენ . ახლა აღარაა ძველი დრო როცა კარგ ფეხბურთელს შესაბამის ფასად იყიდდი , მაგრამ რაც არ უნდა დააფასონ ღირს მათი ყიდვა

matiane qartlisai
მომხმარებელი

ეს არ ვიცი როგორ თამაშობს, მაგრამ ამ ზაფხულს რომ რაიან სესენიონი მოიყვანონ უკეთესი იქნება. ფულემი თანახმა უნდა იყოს გაშვებაზე და სესენიონი ისეთი ბიჭია დიდი თანხის გადახდა ნამდვილად ღირს

Capitan
მომხმარებელი

moreno naxui))) sesinioni moiyvanos klopis xelshi saswauls chaidens eg bichi sharshanac ukomentarebda chven pexburtelebs instagramze itokshi imedia shevivsebit wesieri axalgazrdebit)) am medisonze bevri armsmenia magram klopis yuradgeba tu miipyro eseigi dzalian kargi igrokia

skauzera-16
მომხმარებელი

მანე ფირმა სალაჰი

ჰენდერსონი კეიტა ჩემბერლენი

სესენიონი ვან დეიკი დე ვრეი არნოლდი
ალისონი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze