წლის საუკეთესო მოთამაშე - მოჰამედ სალაჰი » Liverpool Fc - ფანკლუბი

წლის საუკეთესო მოთამაშე - მოჰამედ სალაჰი

ავტორი: johnson, 23-04-2018, 02:19, კატეგორია - სიახლეები, 1 464, 16


პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერ ლიგის 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ მოჰამედ სალაჰი დაასახელა.

როგორც იცით, ეგვიპტელი შემტევის სადებიუტო სეზონი "ენფილდზე" უკვე შეგვიძლია წარმატებულად შევაფასოთ. 35 ტურის შემდეგ, მომოს ანგარიშზე 31 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

გეტყვით იმასაც, რომ სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის ასევე იბრძოდნენ კევინ დე ბრუინი, დავიდ დე ხეა, ლეროი სანე(საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა), დავიდ სილვა და ჰარი კეინი.


"თავს დიდებულად ვგრძნობ. ბევრს ვმუშაობდი და ამ ჯილდოს მოგებით ბედნიერი ვარ. ამავდროულად, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია და არა საკუთარი თავი. ჩვენ ახლა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ვართ და იმედი მაქვს, ამ ტურნირის მოგებას შევძლებთ.

ამ ჯილდოს მოპოვებაში მე მთლიანი გუნდი დამეხმარა. სწორედ ჩემი თანაგუნდელების წყალობით ვარ ასეთ ფორმაში."
- განაცხადა სალაჰმა.

მომოს წარმატებას სულ ცოტა ხნის წინ, "ლივერპულის" კაპიტანი, ჯორდან ჰენდერსონიც გამოეხმაურა :

"მო ძალიან კარგი და თავმდაბალი ადამიანია. ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი."ლივერპულში" მხოლოდ გასულ ზაფხულს მოვიდა, თუმცა სეზონის დაწყებამდევე ყველასთან გამონახა საერთო ენა, ყველაფერს ალღო აუღო და ჩვენც პირველივე დღიდან ვიცოდით, რომ გუნდში უმაღლესი დონის ფეხბურთელი გვყავდა. ვარჯიშებზე ბრწყინავდა, წინასასეზონო თამაშებიც ძალიან კარგად ჩაატარა და მთელი სეზონიც ასევე გააგრძელა. გასაოცარი ფეხბურთელი და გასაოცარი ადამიანია."

ცხადია, ეგვიპტელი შემტევის ტრიუმფი უკომენტაროდ არც იურგენ კლოპს დაუტოვებია :

"უცნაურია ფეხბურთში, ასეთ გუნდურ სპორტში, ინდივიდუალური ჯილდო რომ არსებობს. მაგრამ გუნდი სწორედ ერთეული ფეხბურთელებისგან, შედგება და სწორედ მათი ხასიათის სიმტკიცე ამოძრავებს, ამიტომ ძალიან მიხარია ბოლო წლის განმავლობაში შენი მწვრთნელობის საშუალება რომ მქონდა.ახლა ეს ჯილდო უკვე ხელში გიჭირავს და ეს იმიტომ, რომ საუკეთესოდ შენნაირმა ფეხბურთელებმა, ინგლისის ყველა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებმა გაღიარეს. ამიტომ შენც და შენს ოჯახსაც შეგიძლიათ იამაყოთ,"ლივერპულული" ოჯახის სახელით კი კიდევ ერთხელ მოგილოცავ.

ერთად საოცარი გზა გამოვიარეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ წინ კიდევ რამდენიმე იარდია გასავლელი. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ "ლივერპულულ" მომავალში.ახლა კი მოკიდე მაგ თასს ხელი და სახლში დაბრუნდი. სამშაბათს თამაში გვაქვს." 


აქვე გეტყვით, რომ სალაჰი გახდა "ლივერპულის" მე-7 ფეხბურთელი, რომელმაც ზემოთხსენებული ჯილდო მოიგო. წარსულში ის ტერი მაკდერმოტმა, იან რაშმა, ჯო ბარნსმა, კენი დალგლიშმა, სტივენ ჯერარდმა და ლუის სუარესმა მოიპოვეს.

კომენტარები


GoGson
VIP Member

ჰარი კეინმა 20 კგ მოიმატა ბოღმის დაგროვებისგან :დდდ

გილიცავთ ბიჭებო ...

მომომ დაიმსახურა , იმედია გუნდური წარმატებაც გვექნება წელსვე , ხო და კიდე იმედია მომოს არ შეცვლის ეს ამდენი წარმატება ინდივიდუალური, და თავს ლივერპულზე მაღლა არცდააყენებს... ეს ისე .. მაინც :დ

James Pearce
VIP Member

იმედია რომასთან მაგრად ითამაშებს :)))

Ynwa Scousers
VIP Member

სალაჰი არის ტიპი რომელიც ყოველ კვირა არ იცვლის ვარცხნილობას, არ აქვს ტატუები, არ არის აქტიური სოციაალურ ქსელებში, არ მონაწილეობს ბევრ რეკლამაში, არ აქვს დიდი პიარი ამიტომ არ განიხილება ეს ბიჭი ოქროს ბურთის მოგების კანდიდატად მაგრამ დაუმტკიცებს ყველას რომ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს იმ ორ არსებას

liverpool-fan
VIP Member

მალე ოქრო მომელოცოს მომოოოო

chipe888
მომხმარებელი

დარწმუნებული ვიყავი რო მოიგებდა,განსაკუთრებით მას მერე რაც დებრუინმა გაკეთა კომენტარი და თქვს: მე ხმა სალაჰს მივეცი,იმიტო რო სამართლიანი ვარო. ძალიან მაგარი შეგრძნებაა,როცა შენი კოლეგები გასახელებენ საუკეთესოდ. აზრზე ხართ პირველივე სეზონში დამტკიცა. როცა სალაჰი გადმოვიდა მეგობრები პრემიერ ლიგის შანსებს განვიხილავდით და ყველამ ჩამოწერა ლივერპული,იმიტომ რო მას არ შეუძენია ვარსკვლავური წარსულის ფეხბურთელები და მაშინ მე ვთქვი რო თქვენ არ იცით ვინ არის სალაჰითქო(უბრალოდ არ მესიამოვნა ჩამოწერა და ვერც კი წარმომეგინა სალაჰის ესეთი თამაში) და მაშინ ლივერპულის ლიგის ფინალში გასვლაც დავიტრაბახე და აჰა, დადგა ის დრო,როცა ოცნება რეალობად ქცევა შეილება და ამისათვის რომას გაპანღურებაღა დარჩა. ფინალში კი ოცნების ასრულება ყველას შეუძლია და იმ გუნდის ფანობას,რატომ არ უნდა გვჯეროდეს ამის,რომელმაც იცის როგორ შექმნას სასწაულები. ვულოცავ მო სალაჰს და ყველა ლივერპულის ფანს ამ გამარჯვებას. მალე ლიგის მედლები,ოღონდ ოქრო მომელოცოს და 3 საუკეთესო ფეხბურთელში შევლა(ლიგა თუ დავდეთ წარმოუდგენელი არ არის)

gio_chyoi
რედაქტორი

ნუ პრემიერ ლიგის ბომბარდირი გახდება ალბათ და ჩემპიონთა ლიგაც თუ მოიგო უფრო სერიოზულ ტიტულზე გაიწევს უკვე

_z_l
მომხმარებელი

არადა, სეზონის დასაწყისში როგორ ვიყავი განწყობილი ამის მიმართ :( ალბათ ბევრი ფიქრობდა ჩემსავით. თურმე ვის ვყიდულობდით. ალბათ რომაშიც არ იცოდ ნენ თუ ვის ყიდნენ :) ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შენაძენია რაც ლივერპულს გაუკეთებია. ამიტომ არის კლოპი გენიალური მწვრთნელი, ვარსკვლავთმქნელია :)

chipe888
მომხმარებელი

reversi,
კლოპის დამსახურება დიდ წილად მისი ასეთი წინსვლა და არ გაგვიკვირდეს კეიტაც რო გახადოს 1 წელში საუკეთესო არამარტო თავის პოზიციაზე,არამედ სეზონის. სულ ვაკრიტიკებთ ხოლმე(ხანდახან სამართლიანადაც) კლოპს და არაა ეს კაცი დიდი ხანი გასაშვები. დორტმუნდზე დიდი გაქანების გუნდია ლივერპული და ფინანსურადაც უფრო ძლიერი. ერთი კი ვიცი,რომ კლოპი თუ დაგვტოვებს ინგლისში აღარ იმუშავებს. სხვანაირი ტიპია და გამოსდის კიდეც,თავის განუყრელ მეგობრებთან ერთად,მისი თვალები და ტვინი. გაისად ვილსონიც დაგვიბრუნდება და ბრიუსტერსაც მიეცემა შანსი. რაც მთავარია,არასწორ კონკურენციას არ ქმნის გუნდში და მაგას უნდა უმადლოვდეს სალაჰი ყველაფერს. თავდასხმელს არ იმატებს იმის გამო რო იმედი ქონდეს ბრიუსტერს განვითარების და სხვაგან ყურება არ დაიწყოს. ჩემბერლენის სიტუაციაც ამის დასტურია. სანამ კოუტინიო წავიდოდა არავის ეჯერა მაგ კაცის,კლოპის გარდა და კლოპმა იმედი მისცა,მან კი ყველაფერი დამტკიცა და კი დაფრინავს ეხლა. იმის არ მჯერა,რომ ჯერარდობის გამო აკეთებს ამას. ნახევარ ინგლისელს და მითუმეტეს ნახევარმცველს ჯერარდობა უნდოდა და უნდა,იმ ნახევარს ლამპარდობა სავარაუდოდ. რამდენი თამაშობს ეხლა ლივერპულში? ასერო კლოპია თავიდათავი ყველაფრის.

gio_chyoi,
არავის ეგონაო და შენ გამახსენდი სალაჰზე. ამას სულ გაგახსენებ ხოლმე,რადგან ერთერთი პირველი იყავი ვინც ამ კაცზე იძახდი მაგრა გამოგვადგებაო და ასე გაგმართლებოდეს ყველაფერში

liverpool33
მომხმარებელი

მოს ვულოცავ ამ წარმატებას მაგრამ საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა გუნდმა და კლოპმა მის ასეთ პროგრესში რათქმაუნდა დიდ-წილად სალაჰის დამსახურებაა.
ეხლა ფიფაში წარმომიდგენია მათი გაცოფებული სახეები რონალდოს და მესის გარდა რომ არავინ არ ახსოვთ მაგიტო მინდა ოქრის ბურთიც რომ მოიგოს. ლიგის ტურის ფეხბურთელად რომ დაასახელეს გაგიჟდნენ რონალდოს როგორ აჯობაო, მთელმა ეგვიპტემ ხმა მიცაო და ეგ უსამართლობააო, მაგრამ მოვიდა მაგათი უკანა პლანზე გადაწევის დრო რასთანაც შეგუება უჭირს ფიფას

kloppo
მომხმარებელი

სალააააჰ აგბააარ :დდდდ იმედია ოქროს ბურთით ხელში დავინახავთ

bulleye
მომხმარებელი

დაიმსახურა ეს ჯილდო, მაგრად გამიხარდა. იმედია, 10-ჯერ უფრო მოტივირებული გამოვა რომასთან და შესაძლებლობების 100%-ს გამოავლენს :) YNWA

gio_chyoi
რედაქტორი

https://www.youtube.com/watch?time_continue=27&v=bgNpCsdHuWg ესეც ვიდეო როგორ აღნიშნეს მშობლიურ ქალაქში :)))D

Nicholas
მომხმარებელი

ნუ ოქროს ბურთზე მცირე აქვს შანსები.


მარა ოქროს ბუცზე კი უნდა გაიბრძოლოს.


ამ დარჩენილ სამ თამაშში რაც შეიძლება მეტი უნდა შეაგდოს:დუბლი,ჰეთ-თრიკი,პოკერი და ა.შ.


მესის 29 გოლი აქვს და 5 მატჩი დარჩენილი.

LUIS SUARES 001
VIP Member

გილოცავთ ბიჭებო,რომასთან უფრო მოტივირებული იქნება ჩვენი ფარაონი

ramms01
მომხმარებელი

მთავარია დონე შეინარჩუნოს და რაც შეიძლება მეტი ხანი დარჩეს აქ!!! ტიტულები კი მეტი მოვა. ლივერპულიდან წასული და უფრო მეტად დაფასებულ/გახარებული მე ცოტა მახსენდება ძაან. უჭკუო ტიპი ნაღდად არაა, პირიქით ძაან დასტოინი, საზრიანი და თავმდაბალია. აქედან გამომდინარე არამგონია უმადური იყოს...
ისე ვინაა მომოს აგენტი? საინტერესოა.

Capitan
მომხმარებელი

momo klopo <3

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze